Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

Nბს-813-805 (2კ-15) 10.02.2016 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე: ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობა

მოწინააღმდეგე მხარეები - 1. არარეგისტრირებული კავშირი (გაერთიანება) „...“ ა. ვ-ა, თ. ც-ე და ნ. ბ-ე

2. მ. გ-ე

3. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

არარეგისტრირებული კავშირის (გაერთიანება)„...“ წარმომადგენლებმა ა. ვ-ამ, თ. ც-ემ და ნ. ბ-ემ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრეს მოპასუხეების - თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მ. გ-ის მიმართ და მოითხოვეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ძალადაკარგულად და ბათილად ცნობა და დისკრიმინაციული მოპყრობით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით არარეგისტრირებული კავშირის (გაერთიანება)„...“ სარჩელი დაკლმაყოფილდა ნაწილობრივ; 2014 წლის 1 სექტემბრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ტავმჯდომარის 2014 წლის 3 ივნისის #244 ბრძანება და თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის 2014 წლის 4 ივნისის #710 მითითება; ბათილად იქნა ცნობილი 2014 წლის 31 ოქტომბრის თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის წერილობითი უარის აქტის გამოცემაზე; დაევალა თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 თებერვლის #11 მშენებლობის სანებართვო მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება არარეგისტრირებულმა კავშირმა (გაერთიანება)„...“ და თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; არარეგისტრირებული კავშირი (გაერთიანება)„...“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ცვლილება შევიდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 19 მარტის გადაწყვეტილების მე-4 პუნქტში; დაევალა თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამეგობას 2014 წლის 19 თებერვლის #11 მშენებლობის სანებართვო მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება მატერიალურ ზიანთან დაკავშირებით არარეგისტრირებული კავშირი (გაერთიანება)„...“ სასარჩელო მოთხოვნის უარყოფისა და ამ მიმართებით საპროცესო ხარჯის განაწილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობას არარეგისტრირებული კავშირი (გაერთიანება)„...“ სასარგებლოდ დაეკისრა მიყენებული მატერიალური ზიანის სახით 1420 ლარის ანაზღაურება; თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობას არარეგისტრირებული კავშირი (გაერთიანება)„...“ სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მატერიალური ზიანის პროპორციულად დაეკისრა სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 99 ლარი; დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 24 დეკემბრის განჩინებით კასატორს - თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობას განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში დაევალა წარმოედგინა კანონის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, სადაც მითითებული იქნებოდა კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ჩამოყალიბებული განაცხადი და გასაჩივრების სამართლებრივი საფუძვლები (კასაციის მიზეზები). განჩინება კასატორს 2015 წლის 29 დეკემბერს ჩაბარდა.

2016 წლის 8 იანვარს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობამ წარმოადგინა საკასაციო საჩივარი, რომელიც საფოსტო განყოფილებაში ჩაბარებული იქნა 2015 წლის 5 იანვარს (საფოსტო ბეჭედი).

საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 14 იანვრის განჩინებით კასატორს - თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობას გაუგრძელდა საპროცესო ვადა 3 დღით, რათა წარმოედგინა წერილობითი დადასტურება (მტკიცებულება) საკასაციო საჩივრის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში წარდგენის თაობაზე. აღნიშნული განჩინება კასატორს 2016 წლის 22 იანვარს ჩაბარდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებებზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არჩაითვლება, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის შევსების ვადის დენა 2015 წლის 30 დეკემბრიდან დაიწყო და 4 იანვარს ამოიწურა. კასატორმა ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოში გამოსაგზავნათ ფოსტას ჩააბარა 2016 წლის 5 იანვარს. საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 14 იანვრის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა საპროცესო ვადა დამატებით 3 დღით, რათა საკასაციო სასამართლოში წარმოედგინა წერილობითი დადასტურება (მტკიცებულება) საკასაციო საჩივრის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში წარდგენის თაობაზე. აღნიშნული განჩინება კასატორს ჩაბარდა 2016 წლის 22 იანვარს. წერილობითი მტკიცებულების წარმოდგენისათვის 3-დღიანი ვადა ამოეწურა 2016 წლის 25 იანვარს, მაგრამ კასატორს მტკიცებულება საკასაციო საჩივრის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში წარდგენის თაობაზე არ წარმოუდგენია, რაც იმას ნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 396-ე, მე-60-61-ე, 374-ე, 447-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვ. როინიშვილი

Nბს-813-805 (2კ-15) 23 თებერვალი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - არარეგისტრირებული კავშირი (გაერთიანება) „...“, ა. ვ-ა, თ. ც-ე და ნ. ბ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები - თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობა თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო, მ. გ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

არარეგისტრირებული კავშირის (გაერთიანება)„...“ წარმომადგენლებმა ა. ვ-ამ, თ. ც-ემ და ნ. ბ-ემ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მ. გ-ის მიმართ და მოითხოვეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ძალადაკარგულად და ბათილად ცნობა და დისკრიმინაციული მოპყრობით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით არარეგისტრირებული კავშირის (გაერთიანება)„...“ სარჩელი დაკლმაყოფილდა ნაწილობრივ; 2014 წლის 1 სექტემბრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ტავმჯდომარის 2014 წლის 3 ივნისის #244 ბრძანება და თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის 2014 წლის 4 ივნისის #710 მითითება; ბათილად იქნა ცნობილი 2014 წლის 31 ოქტომბრის თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის წერილობითი უარის აქტის გამოცემაზე; დაევალა თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 თებერვლის #11 მშენებლობის სანებართვო მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება არარეგისტრირებულმა კავშირმა (გაერთიანება)„...“ და თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; არარეგისტრირებული კავშირი (გაერთიანება)„...“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ცვლილება შევიდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 19 მარტის გადაწყვეტილების მე-4 პუნქტში; დაევალა თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამეგობას 2014 წლის 19 თებერვლის #11 მშენებლობის სანებართვო მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება მატერიალურ ზიანთან დაკავშირებით არარეგისტრირებული კავშირი (გაერთიანება)„...“ სასარჩელო მოთხოვნის უარყოფისა და ამ მიმართებით საპროცესო ხარჯის განაწილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობას არარეგისტრირებული კავშირი (გაერთიანება)„...“ სასარგებლოდ დაეკისრა მიყენებული მატერიალური ზიანის სახით 1420 ლარის ანაზღაურება; თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობას არარეგისტრირებული კავშირი (გაერთიანება)„...“ სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მატერიალური ზიანის პროპორციულად დაეკისრა სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 99 ლარი; დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არარეგისტრირებულმა კავშირმა (გაერთიანება)„...“ მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აარარეგისტრირებულ კავშირ (გაერთიანება)„...“, ა. ვ-ას, თ. ც-ის და ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას არარეგისტრირებულ კავშირ (გაერთიანება)„...“, ა. ვ-ას, თ. ც-ის და ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, კასატორებსუნდა დაუბრუნდეთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. არარეგისტრირებულ კავშირ (გაერთიანება)„...“, ა. ვ-ას, თ. ც-ის და ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება;

3. კასატორებს დაუბრუნდეთ ააიპ „...“ მიერ 08.10.15 წლის N1444301497 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე