კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
№ბს-435-432(კს-17) 20 ივლისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი);
მოსამართლეები: ვასილ როინიშვილი, მაია ვაჩაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ი/მ "გ. ს-ის" კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.04.2017წ. განჩინებით ინდ. მეწარმე "გ. ს-ის" სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 17.02.2017წ. გადაწყვეტილებაზე, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი. განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა ი/მ "გ. ს-ის" მიერ 02.05.2017წ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.05.2017წ. ხარვეზის შესახებ განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის გადახდის ქვითრის წარმოდგენა. ამასთან, მასვე განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი. აღნიშნული განჩინების ასლი სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად გაეგზავნა ი/მ "გ. ს-ის" წარმომადგენელს რ. ხ-ას და ჩაბარდა პირადად 09.06.2017წ. შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადა ამოიწურა 16.06.2017წ., კერძო საჩივრის ავტორმა საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი დღემდე არ შეავსო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ი/მ "გ. ს-ის" კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი/მ "გ. ს-ის" კერძო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
მ.ვაჩაძე