საქმე ¹ბს-718-704(კ-7კს-14) 2 თებერვალი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 1 აგვისტოს განჩინებაზე ამავე სასამართლოს 2014 წლის 7 ივლისის სხდომის ოქმის სისრულისა და სისწორის დადასტურებაზე უარის თქმის ნაწილში.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლოში 2014 წლის 11 ნოემბერს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე #ბს-718-704(კ-2კს-14) შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის საკასაციო საჩივრით განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებაზე და კერძო საჩივრით განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივლისის, 1 აგვისტოსა და 12 სექტემბრის განჩინებებზე.
2015 წლის 23 იანვარს საკასაციო სასამართლოს მომართა შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის წარმომადგენელმა ი. პ-მა და წარმოადგინა კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 1 აგვისტოს განჩინებაზე ამავე სასამართლოს 2014 წლის 7 ივლისის სხდომის ოქმის სისრულისა და სისწორის დადასტურებაზე უარის თქმის ნაწილში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის კერძო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია და განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414.1 მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე მხოლოდ ამავე კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამდენად, მითითებული ნორმის თანახმად, კერძო საჩივრით შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ ის სასამართლო აქტები, რომელთა კერძო საჩივრით გასაჩირების წესიც პირდაპირაა დადგენილი მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით.
მოცემულ შემთხვევაში, შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის მიერ კერძო საჩივრით გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 1 აგვისტოს განჩინება ამავე სასამართლოს 2014 წლის 7 ივლისის სხდომის ოქმის სისრულისა და სისწორის დადასტურებაზე უარის თქმის ნაწილში, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარება, რის შესახებაც განემარტათ კიდეც მხარეებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით.
ზემოაღნიშნულიდან გამოდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 1 აგვისტოს განჩინებაზე ამავე სასამართლოს 2014 წლის 7 ივლისის სხდომის ოქმის სისრულისა და სისწორის დადასტურებაზე უარის თქმის ნაწილში დაუშვებელია, რის გამოც განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 291-ე, 390-ე, 399-ე, 414-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე ნათია წკეპლაძე