Facebook Twitter

საქმე ¹ბს-718-704(კ-7კს-14) 2 თებერვალი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივლისის განჩინებაზე, მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის დუშეთის მუნიციპალიტეტში 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლოში 2014 წლის 11 ნოემბერს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე #ბს-718-704(კ-2კს-14) შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის საკასაციო საჩივრით განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებაზე და კერძო საჩივრით განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივლისის, 1 აგვისტოსა და 12 სექტემბრის განჩინებებზე.

2015 წლის 23 იანვარს საკასაციო სასამართლოს მომართა შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის წარმომადგენელმა ი. პ-მა და წარმოადგინა კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 17 ივლისის განჩინებაზე, მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის დუშეთის მუნიციპალიტეტში 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის კერძო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ იგი, დაუშვებელია და განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414_420-ე მუხლებით დადგენილია კერძო საჩივრის განხილვის წესი და პირობები, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი კერძო საჩივრის თაობაზე განსხვავებულ წესს არ ითვალისწინებს, ამდენად, მოცემულ შემთხვევაშიც გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ საჩივრდება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს: მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის დუშეთის მუნიციპალიტეტში 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილების მე-9 პუნქტზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ (იხ. ტ. 3; ს.ფ. 158-181), ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის კერძო საჩივრის საფუძველზე, იმსჯელა ზემდგომმა _ თბილისის სააპელაციო სასამართლომ (იხ. ტ. 4; ს.ფ. 107-115), რომლის განჩინებაც, ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე წარმოადგენს სასამართლოს მიერ მიღებულ საბოლოო პროცესუალურ აქტს და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, აღნიშნულის შესახებ მიუთითებს თავად გასაჩივრებული განჩინებაც.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 17 ივლისის განჩინებაზე, მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის დუშეთის მუნიციპალიტეტში 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 414-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნათია წკეპლაძე