საქმე ¹ბს-718-704(კ-7კს-14) 2 თებერვალი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივლისის განჩინებაზე იმ ნაწილში, რომლითაც საქმის წარმოება შეწყდა სარჩელზე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2014 წლის 10 მარტის #47 წერილის ბათილად ცნობის ნაწილში.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლოში 2014 წლის 11 ნოემბერს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-718-704(კ-2კს-14) შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის საკასაციო, დამატებითი საკასაციო და მეორე საკასაციო საჩივრებით განსახილველად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებაზე, რომელშიც ასევე მითითებული იყო გასაჩივრებულ განჩინებებად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივლისის და 1 აგვისტოს განჩინებები და ამ ნაწილში მოთხოვნას კერძო საჩივრად მიიჩნევდა, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 12 სექტემბრის განჩინებაზე დამოუკიდებლად იყო წარმოდგენილი კერძო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ნოემბრის განჩინებებით შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის საკასაციო, დამატებითი საკასაციო და მეორე საკასაციო საჩივრები და კერძო საჩივარი დატოვებული იქნა ხარვეზზე, რათა მხარეს წარმოედგინა ცალკე დასაბუთებული საკასაციო საჩივარი და დამოუკიდებელი კერძო საჩივრები გასაჩივრებულ განჩინებებზე (იხ. ტ. 4; ს.ფ. 389-394).
საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 დეკემბრის განჩინებებით შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის წარმომადგენელს ი. პ-ს გაუგრძელდა საპროცესო ვადა დამატებით 10 დღით, რათა წარმოედგინა ერთი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივლისისა და 1 აგვისტოს გასაჩივრებულ განჩინებებზე ცალ-ცალკე დასაბუთებული კერძო საჩივრები (იხ. ტ. 4; ს.ფ. 452-455).
2015 წლის 6 იანვარს საკასაციო სასამართლოს მომართა შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის წარმომადგენელმა ი. პ-მა და წარმოადგინა ერთი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი და ერთი კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 17 ივლისის, 1 აგვისტოს, 12 სექტემბრისა და 25 სექტემბრის განჩინებებზე (იხ. ტ. 4; ს.ფ. 461-485).
საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 16 იანვრის განჩინებით შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის წარმომადგენელს ი. პ-ს დამატებით გაგურძელდა ვადა 2 დღით, რათა წარმოედგინა ცალ-ცალკე დასაბუთებული საპროცესო დოკუმენტი - კერძო საჩივრები გასაჩივრებულ განჩინებებზე (იხ. ტ. 4; ს.ფ. 491-493).
2015 წლის 23 იანვარს საკასაციო სასამართლოს მომართა შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის წარმომადგენელმა ი. პ-მა და წარმოადგინა კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 17 ივლისის განჩინებაზე იმ ნაწილში, რომლითაც საქმის წარმოება შეწყდა სარჩელზე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2014 წლის 10 მარტის #47 წერილის ბათილად ცნობის ნაწილში .
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი კერძო საჩივრის გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
კერძო საჩივრის ავტორს საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 21 ნოემბრის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, განუსაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე, რაც გაუგრძელდა 2014 წლის 18 დეკემბრის განჩინებით 10 დღით და 2015 წლის 16 იანვრის განჩინებით კიდევ 2 დღით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორმა ხარვეზი არ შეავსო, რამდენადაც წარმოადგინა კერძო საჩივარი, რომელიც არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 396.1 მუხლის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნას და არ შეიცავს მითითებას, თუ რაში მდგომარეობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივლისის განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების სამართლებრივი საფუძველი, ასევე არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რაში მდგომარეობს მითითებული განჩინების უკანონობა. საკასაციო სასამართლოს მიერ ხარვეზის მითითებისა და საპროცესო ვადის გაგძელების შესახებ განჩინებებში მითითების მიუხედავად, კერძო საჩივრის ავტორმა კვლავ არ წარმოადგინა დასაბუთებული კერძო საჩივარი, მხოლოდ ზოგადად მიუთითა განჩინების უკანონობაზე, მაგრამ არ გაუკრიტიკებია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში ჩამოყალიბებული დასკვნები და სამართლებრივი შეფასებები, არ მიუთითებია რომელი საპროცესო თუ მატერიალური ნორმების დარღვევით გამოიტანა განჩინება სააპელაციო სასამართლომ, რაც სსსკ-ის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, შესაძლებელია გამხდარიყო გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. ერთ-ერთი ძირითადი უფლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, შეიცავს საპროცესო ვალდებულებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საჩივრის წარდგენის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის კერძო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 396-ე, 412-419-ე, 447-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის კერძო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად; წინამდებარე განჩინება გადაეგზავნოს მხარეებს; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.მოსამართლე /ნათია წკეპლაძე/