Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე¹ბს-717-703 (2კ-14) 04 მარტი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.07.14წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.07.14წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა მ. თ-ის და თ. მ-ის სააპელაციო საჩივრები, ქ. თბილისის მერიის, სსიპ ზედამხედველობის სამსახურის, სსიპ არქიტექტურის სამსახურის, საბურთალოს რაიონის გამგეობის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის, ე. წ-ის, მესამე პირის შპს „...“ მიმართ, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.07.07წ. და ამავე სასამართლოს 08.11.12წ. გადაწყვეტილებები. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.07.14წ. განჩინებაზე საკასაციო საჩივრები შეიტანეს მ. თ-მა და თ. მ-მა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.11.14წ. განჩინებით მ. თ-ის საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.11.14წ. განჩინებით თ. მ-ს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის, დაზუსტებული საკასაციო განაცხადის და საკასაციო საჩივრის ასლების წარმოდგენა.

22.12.14წ. საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა თ. მ-მა, რომლითაც ხარვეზის გამოსწორების ვადის 2 კვირით გაგრძელება მოითხოვა. საკასაციო სასამართლოს 26.12.14წ. განჩინებით თ. მ-ს გაუგრძელდა საკასაციო სასამართლოს 21.11.14წ. განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა 14 დღით.

20.01.15წ. საკასაციო სასამართლოს განცხადებით კვლავ მომართა თ. მ-მა, რომელმაც ხარვეზის გამოსწორების ვადის 10 დღით გაგრძელება მოითხოვა.

საკასაციო სასამართლოს 29.01.15წ. განჩინებით თ. მ-ს გაუგრძელდა საკასაციო სასამართლოს 21.11.14წ. განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა 7 დღით. განჩინება თ. მ-ს გაეგზავნა და ჩაბარდა სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, განჩინება ჩაიბარა თ. მ-ის მეუღლემ ნ. ს-მა 13.02.15წ.. (ტ.8. ს.ფ.361). მიუხედავად აღნიშნულისა თ. მ-ს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია.

სსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 396.3 და 399-ე მუხლების თანახმად, თ. მ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.3 და 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.07.14წ. განჩინებაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე