Facebook Twitter

საქმე N330310012060765

Nბს-500-493 (3კ-კს-15) 29 სექტემბერი, 2015 წელი,

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ზ. ნ-ე (მესამე პირი)

მოწინააღმდეგე მხარე - თ. მ-ი, ჯ. ლ-ე (მოსარჩელეები)

მესამე პირები - სს „...“, შპს „...“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 31 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების უკანონოდ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. მ-მა და ჯ. ლ-ემ თბილისის საქალაქო სასამართლოში სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს წინააღმდეგ სარჩელი აღძრეს.

სასარჩელო მოთხოვნა:

1. უკანონოდ იქნეს ცნობილი აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის-ნ. ხ-ის 2010 წლის 26 ოქტომბრის №0064965-004/001 და №10064965004/002 წინადადებები გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ;

2. უკანონოდ იქნეს ცნობილი აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2010 წლის 22 ნოემბრის აქტი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ;

3. უკანონოდ იქნეს ცნობილი შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 24 ნოემბრის №7794 წერილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს დაყადაღებული ქონების შეფასების შესახებ;

4. უკანონოდ იქნეს ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის 2010 წლის 22 დეკემბრის №02/05-0106 და №02/05-0107 დასკვნები ქ.მცხეთაში, ... ქ. 18-ში მდებარე სახლის 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთით (ს/კ ...) და ქ. მცხეთაში. ... (...) ქუჩაზე მდებარე 120 კვ.მ მიწის ნაკვეთი (...) შეფასების შესახებ, ყადაღადადებული ქონების შეფასების სამსახურის შემფასებელ გ. მ-ის 2011 წლის 6 იანვრის №454 წერილით;

5. უკანონოდ იქნეს ცნობილის შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2011 წლის 13 იანვრის №10064965-010/001 განკარგულება აუქციონის დანიშვნის შესახებ და №10064965-012/001 სპეციალური საჯარო განცხადება იძულებითი აუქციონის შესახებ;

6. უკანონოდ იქნეს ცნობილი შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2011 წლის 13 იანვრის შეტყობინებები იძულებითი აუქციონის შესახებ №10064965-011/001;

7. ბათილად იქნეს ცნობილი შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელის 2011 წლის 24 იანვრის ოქმი იძულებითი აუქციონის ჩატარების შესახებ;

8. ბათილად იქნეს ცნობილი შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2011 წლის 31 იანვრის განკარგულება №10064965-016/001 და 2011 წლის 4 თებერვლის №10064965-016/002 განკარგულება აუქციონზე შეძენილ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის შესახებ;

9. ბათილად იქნეს ცნობილი შიდა-ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2011 წლის 31 იანვრის №10064965-017/001 აქტი სააღსრულებო საქმის თბილისის სააღსრულებო ბიუროსადმი ქვემდებარეობით გადაცემის შესახებ;

10. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს უარი თ. მ-ისა და ჯ. ლ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ნ. კ-ი ჩაება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. მ-ისა და ჯ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; უკანონოდ იქნა ცნობილი აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის-ნ. ხ-ის 2010 წლის 26 ოქტომბრის №0064965-004/001 და №10064965004/002 წინადადებები გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ; უკანონოდ იქნა ცნობილი აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2010 წლის 22 ნოემბრის აქტი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ; უკანონოდ იქნა ცნობილი შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 24 ნოემბრის №7794 წერილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს დაყადაღებული ქონების შეფასების შესახებ; უკანონოდ იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის 2010 წლის 22 დეკემბრის №02/05-0106 და №02/05-0107 დასკვნები ქ. მცხეთაში, ... ქ. 18-ში მდებარე სახლის 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთით და ქ. მცხეთაში. ... (...) ქუჩაზე მდებარე 120 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეფასების შესახებ, ყადაღადადებული ქონების შეფასების სამსახურის შემფასებელ გ. მ-ის 2011 წლის 6 იანვრის №454 წერილი; უკანონოდ იქნა ცნობილის შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2011 წლის 13 იანვრის №10064965-010/001 განკარგულება აუქციონის დანიშვნის შესახებ და სპეციალური საჯარო განცხადება №10064965-012/001 იძულებითი აუქციონის შესახებ; უკანონოდ იქნა ცნობილი შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2011 წლის 13 იანვრის შეტყობინებები იძულებითი აუქციონის შესახებ №10064965-011/001; ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელის 2011 წლის 24 იანვრის ოქმი იძულებითი აუქციონის ჩატარების შესახებ; ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი შიდა ქართლისა და მცხეთა- მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2011 წლის 31 იანვრის განკარგულება №10064965-016/001 და 2011 წლის 4 თებერვლის №10064965-016/002 განკარგულება აუქციონზე შეძენილ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის შესახებ; ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი შიდა-ქართლისა და მცხეთა- მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2011 წლის 31 იანვრის №10064965-017/001 აქტი სააღსრულებო საქმის თბილისის სააღსრულებო ბიუროსადმი ქვემდებარეობით გადაცემის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს უარი თ. მ-ისა და ჯ. ლ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. კ-მა, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურომ, აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიურომ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ზ. ნ-ე ჩაება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 31 მარტის განჩინებით ნ. კ-ის, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს, აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ზ. ნ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.

კასატორების მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 20 ივლისის განჩინებით ზ. ნ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორი ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ზ. ნ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში კასატორს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი უნდა დაუბრუნდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ზ. ნ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 31 მარტის განჩინება; კასატორს დაუბრუნდეს 04/06/2015 წლის N1 სალაროს შემოსავლის ორდერით მ. წ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე

საქმე # 330310012060765

Nბს-500-493 (3კ-კს-15) 29 სექტემბერი, 2015 წელი,

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ნ. კ-ი, ნ. ჩ-ა (მესამე პირები)

მოწინააღმდეგე მხარე - თ. მ-ი, ჯ. ლ-ე (მოსარჩელეები)

მესამე პირები - სს „...“, შპს „...“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 31 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების უკანონოდ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. მ-მა და ჯ. ლ-ემ თბილისის საქალაქო სასამართლოში სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს წინააღმდეგ სარჩელი აღძრეს.

სასარჩელო მოთხოვნა:

1. უკანონოდ იქნეს ცნობილი აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის-ნ. ხ-ის 2010 წლის 26 ოქტომბრის №0064965-004/001 და №10064965004/002 წინადადებები გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ;

2. უკანონოდ იქნეს ცნობილი აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2010 წლის 22 ნოემბრის აქტი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ;

3. უკანონოდ იქნეს ცნობილი შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 24 ნოემბრის №7794 წერილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს დაყადაღებული ქონების შეფასების შესახებ;

4. უკანონოდ იქნეს ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის 2010 წლის 22 დეკემბრის №02/05-0106 და №02/05-0107 დასკვნები ქ.მცხეთაში, ... ქ. 18-ში მდებარე სახლის 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთით (ს/კ ...) და ქ. მცხეთაში. ... (...) ქუჩაზე მდებარე 120 კვ.მ მიწის ნაკვეთი (...) შეფასების შესახებ, ყადაღადადებული ქონების შეფასების სამსახურის შემფასებელ გ. მ-ის 2011 წლის 6 იანვრის №454 წერილით;

5. უკანონოდ იქნეს ცნობილის შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2011 წლის 13 იანვრის №10064965-010/001 განკარგულება აუქციონის დანიშვნის შესახებ და №10064965-012/001 სპეციალური საჯარო განცხადება იძულებითი აუქციონის შესახებ;

6. უკანონოდ იქნეს ცნობილი შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2011 წლის 13 იანვრის შეტყობინებები იძულებითი აუქციონის შესახებ №10064965-011/001;

7. ბათილად იქნეს ცნობილი შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელის 2011 წლის 24 იანვრის ოქმი იძულებითი აუქციონის ჩატარების შესახებ;

8. ბათილად იქნეს ცნობილი შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2011 წლის 31 იანვრის განკარგულება №10064965-016/001 და 2011 წლის 4 თებერვლის №10064965-016/002 განკარგულება აუქციონზე შეძენილ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის შესახებ;

9. ბათილად იქნეს ცნობილი შიდა-ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2011 წლის 31 იანვრის №10064965-017/001 აქტი სააღსრულებო საქმის თბილისის სააღსრულებო ბიუროსადმი ქვემდებარეობით გადაცემის შესახებ;

10. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს უარი თ. მ-ისა და ჯ. ლ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ნ. კ-ი ჩაება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. მ-ისა და ჯ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; უკანონოდ იქნა ცნობილი აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის-ნ. ხ-ის 2010 წლის 26 ოქტომბრის №0064965-004/001 და №10064965004/002 წინადადებები გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ; უკანონოდ იქნა ცნობილი აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2010 წლის 22 ნოემბრის აქტი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ; უკანონოდ იქნა ცნობილი შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 24 ნოემბრის №7794 წერილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს დაყადაღებული ქონების შეფასების შესახებ; უკანონოდ იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის 2010 წლის 22 დეკემბრის №02/05-0106 და №02/05-0107 დასკვნები ქ. მცხეთაში, ... ქ. 18-ში მდებარე სახლის 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთით და ქ. მცხეთაში. ... (...) ქუჩაზე მდებარე 120 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეფასების შესახებ, ყადაღადადებული ქონების შეფასების სამსახურის შემფასებელ გ. მ-ის 2011 წლის 6 იანვრის №454 წერილი; უკანონოდ იქნა ცნობილის შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2011 წლის 13 იანვრის №10064965-010/001 განკარგულება აუქციონის დანიშვნის შესახებ და სპეციალური საჯარო განცხადება №10064965-012/001 იძულებითი აუქციონის შესახებ; უკანონოდ იქნა ცნობილი შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2011 წლის 13 იანვრის შეტყობინებები იძულებითი აუქციონის შესახებ №10064965-011/001; ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელის 2011 წლის 24 იანვრის ოქმი იძულებითი აუქციონის ჩატარების შესახებ; ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი შიდა ქართლისა და მცხეთა- მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2011 წლის 31 იანვრის განკარგულება №10064965-016/001 და 2011 წლის 4 თებერვლის №10064965-016/002 განკარგულება აუქციონზე შეძენილ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის შესახებ; ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი შიდა-ქართლისა და მცხეთა- მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2011 წლის 31 იანვრის №10064965-017/001 აქტი სააღსრულებო საქმის თბილისის სააღსრულებო ბიუროსადმი ქვემდებარეობით გადაცემის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს უარი თ. მ-ისა და ჯ. ლ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. კ-მა, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურომ, აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიურომ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 31 მარტის განჩინებით ნ. კ-ის, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს, აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ნ. ჩ-ამ და ნ. კ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრეს მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.

კასატორების მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 7 სექტემბრის განჩინებით ნ. ჩ-ასა და ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ჩ-ასა და ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ნ. ჩ-ასა და ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში კასატორებს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი უნდა დაუბრუნდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. ჩ-ასა და ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 31 მარტის განჩინება; კასატორებს დაუბრუნდეს 24/07/2015 წლის საგადახდო დავალებით ზ. ნ-ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე

საქმე # 330310012060765

Nბს-500-493 (3კ-კს-15) 29 სექტემბერი, 2015 წელი,

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიურო (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - თ. მ-ი, ჯ. ლ-ე (მოსარჩელეები)

მესამე პირები - სს „...“, შპს „...“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 31 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების უკანონოდ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. მ-მა და ჯ. ლ-ემ თბილისის საქალაქო სასამართლოში სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს წინააღმდეგ სარჩელი აღძრეს.

სასარჩელო მოთხოვნა:

1. უკანონოდ იქნეს ცნობილი აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის-ნ. ხ-ის 2010 წლის 26 ოქტომბრის №0064965-004/001 და №10064965004/002 წინადადებები გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ;

2. უკანონოდ იქნეს ცნობილი აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2010 წლის 22 ნოემბრის აქტი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ;

3. უკანონოდ იქნეს ცნობილი შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 24 ნოემბრის №7794 წერილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს დაყადაღებული ქონების შეფასების შესახებ;

4. უკანონოდ იქნეს ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის 2010 წლის 22 დეკემბრის №02/05-0106 და №02/05-0107 დასკვნები ქ.მცხეთაში, ... ქ. 18-ში მდებარე სახლის 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთით (ს/კ ...) და ქ. მცხეთაში. ... (...) ქუჩაზე მდებარე 120 კვ.მ მიწის ნაკვეთი (...) შეფასების შესახებ, ყადაღადადებული ქონების შეფასების სამსახურის შემფასებელ გ. მ-ის 2011 წლის 6 იანვრის №454 წერილით;

5. უკანონოდ იქნეს ცნობილის შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2011 წლის 13 იანვრის №10064965-010/001 განკარგულება აუქციონის დანიშვნის შესახებ და №10064965-012/001 სპეციალური საჯარო განცხადება იძულებითი აუქციონის შესახებ;

6. უკანონოდ იქნეს ცნობილი შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2011 წლის 13 იანვრის შეტყობინებები იძულებითი აუქციონის შესახებ №10064965-011/001;

7. ბათილად იქნეს ცნობილი შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელის 2011 წლის 24 იანვრის ოქმი იძულებითი აუქციონის ჩატარების შესახებ;

8. ბათილად იქნეს ცნობილი შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2011 წლის 31 იანვრის განკარგულება №10064965-016/001 და 2011 წლის 4 თებერვლის №10064965-016/002 განკარგულება აუქციონზე შეძენილ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის შესახებ;

9. ბათილად იქნეს ცნობილი შიდა-ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2011 წლის 31 იანვრის №10064965-017/001 აქტი სააღსრულებო საქმის თბილისის სააღსრულებო ბიუროსადმი ქვემდებარეობით გადაცემის შესახებ;

10. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს უარი თ. მ-ისა და ჯ. ლ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. მ-ისა და ჯ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; უკანონოდ იქნა ცნობილი აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის-ნ. ხ-ის 2010 წლის 26 ოქტომბრის №0064965-004/001 და №10064965004/002 წინადადებები გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ; უკანონოდ იქნა ცნობილი აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2010 წლის 22 ნოემბრის აქტი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ; უკანონოდ იქნა ცნობილი შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 24 ნოემბრის №7794 წერილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს დაყადაღებული ქონების შეფასების შესახებ; უკანონოდ იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის 2010 წლის 22 დეკემბრის №02/05-0106 და №02/05-0107 დასკვნები ქ. მცხეთაში, ... ქ. 18-ში მდებარე სახლის 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთით და ქ. მცხეთაში. ... (...) ქუჩაზე მდებარე 120 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეფასების შესახებ, ყადაღადადებული ქონების შეფასების სამსახურის შემფასებელ გ. მ-ის 2011 წლის 6 იანვრის №454 წერილი; უკანონოდ იქნა ცნობილის შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2011 წლის 13 იანვრის №10064965-010/001 განკარგულება აუქციონის დანიშვნის შესახებ და სპეციალური საჯარო განცხადება №10064965-012/001 იძულებითი აუქციონის შესახებ; უკანონოდ იქნა ცნობილი შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2011 წლის 13 იანვრის შეტყობინებები იძულებითი აუქციონის შესახებ №10064965-011/001; ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელის 2011 წლის 24 იანვრის ოქმი იძულებითი აუქციონის ჩატარების შესახებ; ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი შიდა ქართლისა და მცხეთა- მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2011 წლის 31 იანვრის განკარგულება №10064965-016/001 და 2011 წლის 4 თებერვლის №10064965-016/002 განკარგულება აუქციონზე შეძენილ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის შესახებ; ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი შიდა-ქართლისა და მცხეთა- მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2011 წლის 31 იანვრის №10064965-017/001 აქტი სააღსრულებო საქმის თბილისის სააღსრულებო ბიუროსადმი ქვემდებარეობით გადაცემის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს უარი თ. მ-ისა და ჯ. ლ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. კ-მა, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურომ, აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიურომ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 31 მარტის განჩინებით ნ. კ-ის, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს, აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურომ, აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიურომ საკასაციო წესით გაასაჩივრეს მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.

კასატორების მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ არის საკმარისად დასაბუთებული. სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 7 სექტემბრის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში კასატორებს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი უნდა დაუბრუნდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 31 მარტის განჩინება; კასატორებს დაუბრუნდეს 28/07/2015 წლის N07184 საგადახდო მოთხოვნით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე