Facebook Twitter

საქმე # 010314414803464

საქმე #ბს-123-121(კს-15) 22 სექტემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (განმცხადებელი) _ გ. გ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები - გ. ე-ი, ნ. გ-ი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახური, სს „ვ...“

მესამე პირი - სსიპ შემოსავლების სამსახური

დავის საგანი _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 27 იანვრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2004 წლის 20 სექტემბერს გორის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურმა სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2004 წლის 20 სექტემბრის №17 მიმართვის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის „ტ...“ შენობაზე იპოთეკის უფლების რეგისტრაციის დავალდებულება.

გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით გორის ტექ.აღრიცხვის ბიუროს უფროსის - მ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის 2004 წლის 20 სექტემბრის №17 წერილი; საჯარო რეესტრის ეროვნული სამსახურის გორის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა შესწორების შეტანა გორის ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს მიერ ჰიდროელექტროსადგური , „ტ...“ ცნობა დახასიათებაში და სს ,,გ...“ იპოთეკის უფლებით დარეგისტრირება; გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსრულებაში.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-მა და მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ვინაიდან, იგი როგორც მხარე სასამართლო პროცესზე არ იყო მიწვეული.

გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში კერძო საჩივრით გაასაჩივრა ასევე გ. გ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 3 ნოემბრის განჩინებით გ. გ-ის განცხადება დაკმაყოფილდა; გ. გ-ის სააპელაციო საჩივარზე შეწყდა წარმოება სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო; გ. გ-ის კერძო საჩივარზე შეწყდა წარმოება კერძო საჩივარზე უარის თქმის გამო.

გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 15 ნოემბრის განჩინებით მესამე პირის -გ. გ-ის განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება.

გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 19 ნოემბრის განჩინებით საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაება სს ,,ქ...“.

ამავე საქმეზე 2005 წლის 7 მარტს სს ,,გ...“ დამოუკიდებელი სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის, გი. გ-ის, მემკვიდრეების: გ., ნა., ნ. გ-ებისა და სს ,,გ.გ...“ მიმართ და მოითხოვა „ტ...“ შენობა-ნაგებობებზე იპოთეკის უფლების რეგისტრაცია.

გორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 31 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა გ., ნ. და ნი. გ-ების განცხადება საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე და შეჩერდა ადმინისტრაციული საქმე სს ,,გ...“ სარჩელისა გამო მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის, გი. გ-ის, მემკვიდრეების: გ., ნა., ნ. გ-ებისა და სს ,,გ.გ....“ მიმართ ,,სს ტ...“ შენობა-ნაგებობებზე იპოთეკის უფლების რეგისტრაციის შესახებ, თბილისის საოლქო სასამართლოში არსებულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

გორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 6 სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა სს ,,გ...“ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ; ყადაღა დაედო გ., ნა. და ნ. გ-ების საკუთრებაში არსებულ სოფ. ... მდებარე ,,ტ...“ სარეგისტრაციო ზონა: გორი; კოდი - ...; სექტორი - ... თ.ს; კოდი - ...; კვარტალი - №...; ნაკვეთი №..., ფართობი - 64910 კვ.მ.; გაშენების ფართი - 515 კვ.მ.; ავტოფარეხის გაშენების ფართი - 148 კვ.მ; მექანიკური სახელოსნო - 87 კვ.მ.; სატრანსპორტო ქვესადგურის სახელოსნო - 1800 კვ.მ.

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. გ-მა და მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 6 სექტემბრის განჩინების გაუქმება.

გორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 10 სექტემბრის განჩინებით გ. გ-ის კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით გ. გ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 6 სექტემბრის განჩინება გ., ნა. და ნ. გ-ების საკუთრებაში არსებულ სოფ. ... მდებარე ,,ტ...“ ყადაღის დადების შესახებ და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 თებერვლის განჩინებით განახლდა საქმის წარმოება გორის ტექ.აღრიცხვის ბიუროს სარჩელზე.

გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 10 მარტის განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება გორის ტექ.აღრიცხვის ბიუროს სარჩელისა გამო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.

გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 7 აპრილის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ნ., ნა. და გ. გ-ები და სს ,,გ.გ....“.

გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 27 აპრილის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება გ. ე-ი.

გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით სს ,,ვ...“ სარჩელი დაკმაყოფილდა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა მოახდინოს სს ,,გ...“ და სს ,,გ.გ....“ შორის 1999 წლის 16 მარტს დადებული ხელშეკრულებისა და სს ,,გ...“ უფლებამონაცვლე სს ,,ვ...“ პირველი რიგის იპოთეკარად რეგისტრაცია საჯარო რეესტრში ამჟამად გ., ნა. და ნ. გ-ების სახელზე რიცხულ, გორის რაიონის სოფ. ... (ნაკვეთის წინა ნომერი ...) მდებარე უძრავ ქონებაზე - ,,ტ...“ შენობა-ნაგებობებზე (საკადასტრო კოდი ...).

გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 ივნისის განჩინებით სს ,,ვ...“განცხადება დაკმაყოფილდა; გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის

სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულების შესახებ, მოახდინოს სს ,,გ...“ და სს ,,გ.გ....“ შორის 1999 წლის 16 მარტს დადებული ხელშეკრულებისა და სს ,,გ...“ უფლებამონაცვლე სს ,,ვ...“ პირველი რიგის იპოთეკარად რეგისტრაცია საჯარო რეესტრში ამჟამად გ., ნა. და ნ. გ-ების სახელზე რიცხულ, გორის რაიონის სოფელ ... (ნაკვეთის წინა ნომერი ...) მდებარე უძრავ ქონებაზე - ,,ტ...“ შენობა-ნაგებობებზე (საკადასტრო კოდი ...), მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 ივნისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს გ., ნა. და ნ. გ-ებმა.

გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ., ნა. და ნ. გ-ებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე გ. ე-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ შემოსავლების სამსახური.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 ივნისის განჩინება და საქმე დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხის გადასაწყვეტად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 29 დეკემბრის განჩინებით სს ,,ვ...“ განცხადება დაკმაყოფილდა; გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულების შესახებ, მოახდინოს სს ,,გ...“ და სს ,,გ...ს“ უფლებამონაცვლე სს ,,ვ...“ პირველი რიგის იპოთეკარად რეგისტრაცია საჯარო რეესტრში; ამჟამად გ., ნა. და ნ. გ-ების სახელზე რიცხულ, გორის რაიონის სოფელ ... (ნაკვეთის წინა ნომერი ...) მდებარე უძრავ ქონებაზე - ,,ტ...“ შენობა-ნაგებობაზე (საკადასტრო კოდი ...) მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად; სს ,,ვ...“ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შებრუნების უზრუნველყოფის მოთხოვნაზე ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.

გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 29 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში.

გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 29 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ასევე ნა. და ნ. გ-ებმაც.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 მარტის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადება კერძო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე დაკმაყოფილდა; შეწყდა საქმის წარმოება სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარზე, კერძო საჩივრის ავტორის მიერ კერძო საჩივრის განხილვაზე უარის თქმის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მარტის განჩინებით ნა. და ნ. გ-ების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 29 დეკემბრის საოქმო განჩინება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მარტის განჩინებით ნა. და ნ. გ-ების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 29 დეკემბრის საოქმო განჩინება.

გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 29 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ე-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ასევე გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მაისის განჩინებით გ. ე-ის კერძო საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 29 დეკემბრის განჩინებაზე დარჩა განუხილველად.

გ. გ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მაისის განჩინებით გ. გ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

გ. გ-მა კვლავ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 8 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული განჩინება საჩივრით გაასაჩივრა გ. გ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივნისის განჩინებით გ. ე-ის, გ. და ნ. გ-ების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივლისის განჩინებით გ. გ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 8 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი

გადაწყვეტილებით სს ,,ვ...“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. და ნ. გ-ებმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივნისის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ასევე ნ. გ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით გ. გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 8 ივნისის და 2011 წლის 14 ივლისის განჩინებები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით ნ. გ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საკასაციო სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება - საჯარო რეესტრში გ., ნა. და ნ. გ-ების სახელზე რიცხულ, გორის რაიონის სოფელ ... (ნაკვეთის წინა ნომერი ...) მდებარე უძრავ ქონებაზე - ,,ტ...“ შენობა-ნაგებობებზე (საკადასტრო კოდი ...) სს ,,ვ...“ პირველი რიგის იპოთეკარად რეგისტრაციის ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში გაუქმდა აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები. ნ. გ-ს უარი ეთქვა გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შეჩერებაზე - საჯარო რეესტრში გ., ნა. და ნ. გ-ების სახელზე რიცხულ, გორის რაიონის სოფელ ... (ნაკვეთის წინა ნომერი ...) მდებარე უძრავ ქონებაზე - ,,ტ...“ შენობა-ნაგებობებზე (საკადასტრო კოდი ...) სს ,,ვ...“ იპოთეკის უფლების რეგისტრაციის ნაწილში.

საკასაციო სასამართლოს კერძო საჩივრით მიმართა გ. გ-მა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 21 მარტის განჩინების გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 24 ნოემბრის განჩინებით გ. გ-ის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 24 ნოემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის, გ., ნა. და ნ. გ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივნისის განჩინება; გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ოქტომბრის განჩინება გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების შეჩერების თაობაზე - საჯარო რეესტრში გ., ნა. და ნ. გ-ების სახელზე რიცხულ, გორის რაიონის სოფელ ... (ნაკვეთის წინა ნომერი ...) მდებარე უძრავ ქონებაზე - ,,ტ...“ შენობა-ნაგებობებზე (საკადასტრო კოდი ...) სს ,,ვ...“ პირველი რიგის იპოთეკრად რეგისტრაციის ნაწილში. ამ ნაწილში განახლდა აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები.

გორის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა გ. გ-მა და მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილების განმარტება.

გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 19 დეკემბრის განჩინებით გ. გ-ის განცხადება გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. გ-მა.

2012 წლის 17 დეკემბერს და 2013 წლის 4 იანვარს გ. გ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა შესწავლილიყო ადმინისტრაციული საქმე (აპელნატები -გ. ე-ი, გ. და ნ. გ-ები, მოწინააღმდეგე მხარე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახური, სს ,,ვ...“; მესამე პირი - სს ,,გ.გ....“ გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებაზე) იმ მოტივით, რომ განხილულიყო სსიპ შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 3 მაისის №21-04/7082 წერილის მოთხოვნა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებით გ. გ-ის განცხადება დარჩა განუხილველად.

2013 წლის 5 თებერვალს ნ. გ-მა განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ გორის რაიონული და თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილად იქნა ცნობილი, რომ სს ,,გ.გ....“ და სს ,,გ...“ შორის 1999 წლის 16 მარტს დადებული იპოთეკის ხელშეკრულება გორის ტექ.ინვენტარიზაციის ბიუროში დარეგისტრირდა 1999 წლის 19 მარტს პირადად ბიუროს თანამშრომლის - ი. ქ-ის მიერ. განმცხადებლის განმარტებით, გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ნ. გ-ისათვის საჯარო ინფორმაციის გაცემა და 2013 წლის 6 იანვარს მას ჩაბარდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ ი. ქ-ის მიერ აღნიშნული იპოთეკის ხელშეკრულების პირადად ჩაბარების შესახებ ინფორმაცია ტექ.ბიუროს არქივში დაცული არ არის.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 თებერვლის განჩინებით გ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 19 დეკემბრის განჩინება.

გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 მაისის განჩინებით ნ. გ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა; ნ. გ-ს უარი ეთქვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლების შესახებ.

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. გ-მა და მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 მაისის განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 27 სექტემბრის განჩინებით ნ. გ-ისა და მისი წარმომადგენლის ზ. მ-ის კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 მაისის განჩინება.

2013 წლის 19 სექტემბერს გ. გ-მა განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილების განმარტება.

გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის განჩინებით გ. გ-ის 2013 წლის 19 სექტემბრის განცხადება გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

2014 წლის 22 ივლისს გ. გ-მა განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.

გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 3 სექტემბრის განჩინებით გ. გ-ის 2014 წლის 22 ივლისის განცხადება გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განუხილველად იქნა დატოვებული დაუშვებლობის გამო.

2014 წლის 23 ივლისს გ. გ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, განმცხადებელი მიუთითებდა, რომ 2000 წლის 17 იანვარს თბილისის საოლქო სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხე სს ,,გ.გ....“ სს ,,გ...“ სასარგებლოდ დაეკისრა 325 000 აშშ დოლარის ვალის გადახდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2000 წლის 3 მარტს და ის 2010 წლის 3 მარტის მდგომარეობით წარმოადგენდა დადასტურებულ ხანდაზმულ გადაწყვეტილებას.

სს ,,გ...“ უფლებამონაცვლე სს ,,ვ...“ სარჩელზე გორის რაიონულმა სასამართლომ 2010 წლის 1 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დაევალა ,,ტ...“ შენობა-ნაგებობებზე დაერეგისტრირებინა 1999 წლის 16 მარტის იპითეკის ხელშეკრულება, გაფორმებული სს ,,გ...“ და სს ,,გ.გ....“ შორის, მაშინ როცა ,,ტ...“ შენობა-ნაგებობები 1993 წლიდან 2011 წლამდე წარმოადგენდა მათ საკუთრებას, ამასთან, არც მას და არც მათ მამკვიდრებლებს, რომელთაგან მემკვიდრეობით მიიღეს ,,ტ...“ შენობა-ნაგებობები არასდროს ჰქონიათ ამ ბანკთან არანაირი სამართლებრივი და იპოთეკის ხელშეკრულება, რაც შეეხება სს ,,გ.გ....“ ის არ იყო უფლებამოსილი იპოთეკით დაეტვირთა მათი ქონება მათი ნების საწინააღმდეგოდ. ამასთან, საყურადღებოა ის, რომ გორის რაიონულმა სასამართლომ 2010 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება იმავე დღეს 2010 წლის 1 ივნისის განჩინებით მიაქცია დაუყოვნებლივ აღასრულებლად, რომლითაც ისარგებლა სს ,,ვ...“ და მათ ქონებაზე დაერეგისტრირებინა იპოთეკის უფლება და 2011 წლის 18 მაისს აღსრულების ეროვნული ბიუროს აუქციონზე გასაყიდად გაიტანა მათი კერძო საკუთრება, რომელიც თვითონ სს ,,ვ...“ შეიძინა.

განმცხადებლის განმარტებით, ვინაიდან, მას და მის დებს 2010 წლის 1 ივნისის მდგომარეობით შემოსავლების სამსახურის დაახლოებით 500000 ლარის დავალიანება ერიცხებოდა შუამდგომლობით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს რათა საქმეში მხარედ ჩაერთო შემოსავლების სამსახური, ვინაიდან, სახელმწიფოს მიადგებოდა ზიანი, მაგრამ გორის რაიონულმა სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 2010 წლის 6 ოქტომბერს აღნიშნულზე აცნობა შემოსავლების სამსახურს, რომელმაც 2010 წლის 6 ოქტომბერს №21-09/13927 განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა საქმეში მესამე პირად ჩაბმა და გორის რაიონული სასამართლოს 1 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება, რადგან ზიანი ადგებოდა შემოსავლების სამსახურის (სახელმწიფო) ინტერესებს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის განცხადება, ამის შემდეგ 2011 წლის 3 მაისს №21-04/7082 განცხადებით კვლავ მიმართა შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება, მაგრამ მიუხედავად ამისა თბილისის სააპელაციო სასამართლოს დღემდე არ უმსჯელია შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 6 ოქტომბრის №21-09/13917 და 2011 წლის 3 მაისის №21-04/7082 განცხადებებზე, რომლითაც სააპელაციო სასამართლომ უნდა გააუქმოს გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება, რომელიც კანონის დარღვევით არის მიღებული და შემოსავლების სამსახურს მისცეს უფლება თავისი უფლება დაიცვას პირველი ინსტანციის სასამართლოში.

განმცხადებლის განმარტებით, სააპელაციო სასამართლო ვალდებულია განიხილოს შემოსავლების სამსახურის განცხადება, რადგან ამით ზიანი ადგება სახელმწიფოს (შემოსავლების სამსახურს). ასევე დარღვეულია მისი უფლებები რადგან ის შემოსავლების სამსახურის დავალიანებები, რომლებიც ერიცხებოდა 2010 წლის 1 ივნისის მდგომარეობით ისევ ერიცხება, მაშინ როდესაც ასეთი სოლიდარული დავალიანების გადახდა შესაძლებელია მოხდეს ,,ტ...“ რეალიზაციის გზით, რადგან მას და მის დებს შემოსავლების სამსახურის დავალიანების დასაფარად სხვა ქონება არ გააჩნიათ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი ითხოვდა შემოსავლების სამსახურის განცხადებების განხილვას და გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 27 იანვრის განჩინებით გ. გ-ის განცხადება დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე, 425-ე, 427-ე და 429-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი - გ. გ-ი აპელირებს მასზე, რომ შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 3 მაისის წერილი სასამართლოს მიერ არ ყოფილა განხილული და ითხოვს წერილის განხილვას. საქმის მასალებით კი დასტურდება, რომ 2011 წლის 3 მაისს შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილ იქნა მოსაზრება მოცემულ დავასთან მიმართებაში, რომლითაც იგი ეთანხმებოდა გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 ივნისის №3/10-08 გადაწყვეტილებას.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საპროცესო კანონმდებლობა სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დამთავრებული საქმეების გადასინჯვის შესაძლებლობას უშვებს მხოლოდ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის LII თავით დადგენილი წესით. ამდენად, იმ შემთხვევაში, თუ საპროცესო მხარეს ან დაინტერესებულ პირს ხელი მიუწვდება ზემოთ მითითებული კოდექსის თავით დადგენილი წესების თანახმად თავისი დარღვეული უფლების აღდგენისა და კანონიერი ინტერესის დაცვისათვის არსებულ პირობებზე, სასამართლო მსჯელობს შესაბამის მოთხოვნებაზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის LII თავით დადგენული წესით. სხვა გამონაკლის შემთხვევას საპროცესო კანონმდებლობა არ იცნობს.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ გ. გ-ის განცხადებით დაყენებული მოთხოვნა არ წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის LII თავით დადგენილი წესით განხილვის საფუძველს, პალატამ მიიჩნია, რომ გ. გ-ის განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად, მით უფრო, რომ შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 3 მაისის №21-04/7082 წერილი, წარმოადგენს მესამე პირის, რომელსაც არ გამოუყენებია გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების შესაძლებლობა, განმარტებას (მოსაზრებას) ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერების თაობაზე, რაზედაც ზემდგომი სასამართლოები საქმეში არსებულ მასალებთან ერთობლიობაში მსჯელობენ. სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ გ. გ-მა 2013 წლის 30 იანვარს შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 3 მაისის №21-04/7082 წერილის განხილვის მოთხოვნით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. გ-მა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 27 იანვრის განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება და შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 3 მაისის №21-04/7082 წერილის დახურულ სხდომაზე განხილვა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მისი სარჩელი, რომლითაც უარი ეთქვა სს ,,გ.გ....“ და შემოსავლების სამსახურს შორის ფინანსური ურთიერთობების გაცნობაზე (შედარების აქტის მოცემაზე) იმ მიზეზით, რომ აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენს საიდუმლო ინფორმაციას და მისი მე-3 პირებისათვის გაცნობა კანონით იკრძალება, აღნიშნულის შემდგომ მისთვის ცნობილი გახდა, რომ მსგავსი ტიპის ინფორმაცია წარმოადგენს საიდუმლო ინფორმაციას და მისი მესამე პირებისათვის გაცნობა კანონით იკრძალება. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მეწარმესა და შემოსავლების სამსახურს შორის ურთიერთობა მესამე პირებისათვის წარმოადგენდა საიდუმლო ინფორმაცას და შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 3 მაისის №21-04/7082 განცხადებაც (მოსაზრება), რომელშიც მითითებულია მისი და მისი დების ფინანსური ურთიერთობის შესახებ შემოსავლების სამსახურთან, რომელსაც თან ერთვის მისი და მისი დების შედარების აქტები წარმოადგენს საიდუმლო ინფორმაციას, ამიტომ ვინაიდან, აღნიშნული ინფორმაციის საუდუმლების შესახებ მისთვის ეხლა გახდა ცნობილი, როგორც ახლად აღმოჩენილი გარემობა კერძო საჩივრის ავტორი ითხოვდა საქმის წარმოების განახლება და სააპელაციო სასამართლოში, წარდგენილი შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 3 მაისის №21-04/7082 განცხადების დახურულ სხდომაზე განხილვას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და წარმოდგენილი კერძო საჩივრის მოტივების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 27 იანვრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 421.1 მუხლის შესაბამისად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

სსსკ-ის 423.1 მუხლის ,,ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი არსებობს, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. 423.3 მუხლის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება მითითებული საფუძვლით დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

ამდენად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სსსკ-ის 264-265-ე მუხლების შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას ან შეცვლას ახალი გარემოებების წარმოშობის პირობებში. ამასთან, საპროცესო კანონმდებლობა უშვებს არა ყოველი ახალი გარემოების ან მტკიცებულების შეტყობის პირობებში საქმის ხელახლა გადასინჯვის შესაძლებლობას, არამედ მხოლოდ ისეთი გარემოებები შეიძლება დაედოს საფუძვლად დასრულებული საქმის წარმოების განახლებას, რომლებიც მხარისათვის მისი ბრალის გარეშე არ იყო ცნობილი საქმის წარმოების პროცესში და ამასთან, აღნიშნული გარემოებები ან მტკიცებულებები ხელსაყრელი გადაწყვეტილების დადგენას გამოიწვევდა.

განსახილველ შემთხვევაში, გ. გ-ი საქმის წარმოების განახლებას ითხოვდა იმ საფუძვლით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია სსიპ შემოსავლების სამსახურის 2011 წელს 3 მაისის №21-04/7082 განცხადებაზე და ითხოვდა აღნიშნული წერილის განხილვას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის წარმოების განახლების პირობას წარმოადგენს ფაქტის სიახლე, ამასთანავე საუბარია არა უბრალოდ ახალ, არამედ ახლადაღმოჩენილ გარემოებაზე, ე.ი. ისეთი იურიდიული მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, რომელიც საქმის განხილვის დროს არსებობდა, მაგრამ არ იყო ცნობილი და არც შეიძლებოდა ყოფილიყო ცნობილი განმცხადებლისათვის და სასამართლოსათვის, მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებასა და მტკიცებულებაზე. აღნიშნული გარემოებები ქმნიან სსკ-ის 429-ე მუხლით გათვალისწინებული განცხადების დასაშვებობის აუცილებელ პირობას. საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 2011 წლის 3 მაისს სსიპ შემოსავლების სამსახურის №21-04/7082 წერილით შემოსავლების სამსახურის მიერ წარდგენილ იქნა მოსაზრება მოცემულ დავასთან მიმართებაში, რომლითაც იგი ითხოვდა გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებას გაუქმებას (იხ. ს.ფ. 37; ტ.4), როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. სსკ-ის 423-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის განახლება დასაშვებია,თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვის და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადება (იხ. ს.ფ. 37; ტ.4) წარდგენილ იქნა სააპელაციო სასამართლოში და სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას გაეცნო განცხადებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქმის წარმოების განახლების პროცედურის ფარგლებს სცილდება საქმეში დაცული და სასამართლოსათვის ცნობილი მტკიცებულებების ხელახალი განხილვა-შეფასება, კანონმდებლობის ნორმების გამოყენების სისწორის, საკასაციო პალატის მითითების შესრულების სისრულის გადამოწმება, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ იცნობს საზედამხედველო წარმოებას, ამასთანავე საპროცესო კანონმდებლობა შეიცავს იმ გარემოებათა ამომწურავ ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება საფუძვლად დაედოს გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას, ამ გარემოებათა წრის გაფართოება არ დაიშვება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების, განცხადების დასაშვებობის პირობები, არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს კერძო საჩივრით გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობა, რის გამოც არ არსებობს სსსკ-ის 393-394-ე მუხლების შესაბამისად მისი გაუქმების საფუძველი, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით გ. გ-ის განცხადება მართებულად დარჩა განუხილველად.

ს ა რ ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 27 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავჯდომარე: ლევან მურუსიძე

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ნუგზარ სხირტლაძე