Facebook Twitter

საქმე Nბს-17-16(2კ-17) 21 თებერვალი, 2017 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები: 1.ზ. წ-ი (მოსარჩელე); 2.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; სჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახური (მოპასუხე)

მესამე პირები: ნ. გ-ი; კ. ო-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. წ-მა 2014 წლის 11 დეკემბერს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 20 სექტემბრის №05/20874 მიმართვის ნაწილობრივ ბათილად ცნობა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, ... 3954 კვ.მ მიწის ნაკვეთი) სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირების შესახებ 811,26 კვ.მ მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 27.09.2011წ. №882011460667-03, 05.04.2012წ. №882012137797-03 და 10.05.2013წ. №882013202019-03 გადაწყვეტილებების ნაწილობრივ ბათილად ცნობა 811,26 კვ.მ მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 დეკემბრის განჩინებით ზ. წ-ის სარჩელი მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თეწთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 მარტის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, კ. ო-ი და ნ. გ-ი.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 ივლისის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქმეში ჩართულ იქნა მოპასუხედ.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით ზ. წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 20 სექტემბრის №05/20874 მიმართვა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფელი ... 3954 კვ.მ მიწის ნაკვეთი) სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირების შესახებ 811,26 კვ.მ მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი 2011 წლის 27 სექტემბრის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის №882011460667-03 გადაწყვეტილება 811,26 კვ.მ მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი 2012 წლის 5 აპრილის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის №882012137797-03 გადაწყვეტილება 811,26 კვ.მ მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი 2013 წლის 10 მაისის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის №882013202019-03 გადაწყვეტილება 811,26 კვ.მ მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. გ-მა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. გ-ისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2016 წლის 1 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ზ. წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 20 სექტემბრის №05/20874 მიმართვა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფელი ... 3954 კვ.მ მიწის ნაკვეთი) სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირების შესახებ 811,26 კვ.მ მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი 2011 წლის 27 სექტემბრის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის №882011460667-03 გადაწყვეტილება 811,26 კვ.მ მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ზ. წ-მა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 იანვრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 3 თებერვლის განჩინებით ზ. წ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ზ. წ-ის საკასაციო საჩივარები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის შემდეგ ამომწურავ საფუძვლებს: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საქართველოს ეკონომიკსა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ზ. წ-ის საკასაციო საჩივრები, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრების განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლისმე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ეკონომიკსა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ზ. წ-ის საკასაციო საჩივარები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. კასატორ ზ. წ-ს დაუბრუნდეს 26.01.2017 წლის №1 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე