ბს-192-188 (კ-15) 29 ოქტომბერი, 2015 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ნ.თ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.02.2015წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ.თ-ემ 05.06.2013წ. სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის და ზ. ბ-ის მიმართ ზ. ბ-ის ნაწილში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულს საკუთრების აღიარების კომისიის 21.12.2007წ. საოქმო გადაწყვეტილების, ამავე კომისიის 21.12.2007წ. N2701 საკუთების მოწმობის და კომისიის 17.05.2013წ. N07 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, საჯარო რეესტრის ჩანაწერში შესაბამისი ცვლილებების განხორციელების და კომისიისათვის 3400 კვ/მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების გადაცემის საკითხის ხელახლა განხილვის დავალებულების მოთხოვნით.
ნ.თ-ემ 19.08.2013წ. დაზუსტებული სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის, ზ. ბ-ის, ზვ. ბ-ისა და ზ. ბ-ის მიმართ ზ. ბ-ის ნაწილში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის 21.12.2007წ. საოქმო გადაწყვეტილების, ამავე კომისიის 21.12.2007წ. N2701 საკუთების მოწმობის და 17.05.2013წ. N07 საოქმო გადაწყვეტილების, ასევე 30.04.2013წ. დადებული ჩუქების ხელშეკრულებების (2434 კვ/მ მიწის ნაკვეთზე და 1001 კვ/მ მიწის ნაკვეთებზე) ბათილად ცნობის, საჯარო რეესტრის ჩანაწერში შესაბამისი ცვლილებების განხორციელების, კომისიისათვის 3400 კვ/მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების გადაცემის საკითხის ხელახლა განხილვის დავალებულების მოთხოვნით.
ნ.თ-ემ 20.08.2013წ. განცხადებით დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა. მოპასუხეთა სიიდან ამორიცხულ იქნა ზვ. ბ-ე და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახური, მოთხოვნილ იქნა 17.05.2013წ. N07 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა 1008 კვ/მ მიწის ნაკვეთის ზ. ბ-ის უფლების ნაწილში და ასევე 30.04.2013წ. ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა 1001 კვ/მ მიწის ნაკვეთზე.
სასამართლოს განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელის მიერ დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნა და მოთხოვნილ იქნა ზ. ბ-ის სახელზე რიცხული 1001 კვ/მ მიწის ნაკვეთის ნაწილში ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილება და აღნიშნული მიწის ნაკვეთის დაყადაღება.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 23.08.2013წ. განჩინებით ნ.თ-ეს უარი ეთქვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 11.09.2013წ. განჩინებით ნ.თ-ის სარჩელი დაუშვებლად იქნა ცნობილი და ადმინისტრაციულ საქმეზე №820310013245351(3/18) შეწყდა წარმოება. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა ნ.თ-ის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.12.2013წ. განჩინებით ნ.თ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 11.09.2013წ. განჩინება სარჩელის დაუშვებლობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 11.06.2014წ. განჩინებით ადმინისტრაციული საქმე №3-14/14-ს ცალკე სამოქალაქო წარმოებად გამოეყო ნ.თ-ის მოთხოვნა ზ. ბ-ესა და ზ. ბ-ეს შორის 30.04.2013წ. დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში და საქმეს მიენიჭა №2-131/14.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 29.07.2014წ. გადაწყვეტილებით ნ.თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ნ.თ-ის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.02.2015წ. განჩინებით ნ.თ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ნ.თ-ის მიერ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.თ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ნ.თ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, ნ. თ-ეს (პ.ნ....) სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 30.03.15წ. №01 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.თ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.02.2015წ. განჩინება;
3. ნ. თ-ეს (პ.ნ.... სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 30.03.15წ. №01 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე