Facebook Twitter

საქმე # 020332116700011101

საქმე№ბს-168-166(კ-17) 16 მაისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები: ა. გ-ი, ზ. ა-ა, დ. ჩ-ე, მ. თ-ა, მ. წ-ი, ი. გ-ე, პ. ფ-ი, გ. ჯ-ა, გ. ო-ე, გ. ჩ-ე, გ. ქ-ე, რ. ჩ-ე, კ. პ-ა, მ. კ-ა, ნ. ძ-ი, დ. დ-ე, მ. კ-ე, ა. ჭ-ა, ს. ნ-ი, ე. ხ-ე, ი. დ-ა, მ. ც-ე, გ. წ-ი, ვ. მ-ა, გ. ფ-ი, ლ. კ-ე, თ. ფ-ი, ნ. ფ-ი, ნ. ე-ე, ნ. წ-ი, მ. წ-ე, ც. ბ-ა, გ. ბ-ე, ნ. ზ-ი, მ. ქ-ე, ნ. ღ-ი, ქ. ჩ-ე, რ. წ-ი, ი. ბ-ე, კ. ა-ა, ბ. ი-ი (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 4 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება (პრემიის გაცემა)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. გ-ლმა, ზ. ა-ამ, დ. ჩ-ემ, მ. თ-ამ, მ. წ-მა, ი. გ-ემ, პ. ფ-მა, გ. ჯ-ამ, გ. ო-ემ, გ. ჩ-ემ, გ. ქ-ემ, რ. ჩ-ემ, კ. პ-ამ, მ. კ-ამ, ნ. ძ-მა, დ. დ-ემ, მ. კ-ემ, ა. ჭ-ამ, ს. ნ-მა, ე. ხ-ემ, ი. დ-ამ, მ. ც-ემ, გ. წ-მა, ვ. მ-ამ, გ. ფ-მა, ლ. კ-ემ, თ. ფ-მა, ნ. ფ-მა, ნ. ე-ემ, ნ. წ-მა, მ. წ-ემ, ც. ბ-ამ, გ. ბ-ემ, ნ. ზ-მა, მ. ქ-ემ, ნ. ღ-მა, ქ. ჩ-ემ, რ. წ-მა, ი. ბ-ემ, კ. ა-ამ და ბ. ი-მა 2015 წლის 30 სექტემბერს სარჩელი აღძრეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ. მოსარჩელეებმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის მოსარჩელეების სასარგებლოდ გაუცემელი პრემიის გადახდის დაკისრება მოითხოვეს.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა. გ-ლის და სხვათა (სულ 41 მოსარჩელე) სარჩელი და დაეკისრა მოპასუხე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობას მოსარჩელე ა. გ-ლის სასარგებლოდ 2650 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელე ზ. ა-ას სასარგებლოდ 1 700 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელე დ. ჩ-ის სასარგებლოდ 1350 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელე მ. თ-ას სასარგებლოდ 1350 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელე მ. წ-ის სასარგებლოდ 1350 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელე ი. გ-ის სასარგებლოდ 1350 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელე პ. ფ-ის სასარგებლოდ 1350 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელე გ. ჯ-ას სასარგებლოდ 1350 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელე გ. ო-ის სასარგებლოდ 1350 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელე გ. ჩ-ის სასარგებლოდ 1350 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელე გ. ქ-ის სასარგებლოდ 1350 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელე რ. ჩ-ის სასარგებლოდ 1350 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელე კ. პ-ას სასარგებლოდ 1350 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელე მ. კ-ას სასარგებლოდ 1350 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელე ნ. ძ-ის სასარგებლოდ 1000 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელე დ. დ-ის სასარგებლოდ 790 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელე მ. კ-ის სასარგებლოდ 810 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელე ა. ჭ-ას სასარგებლოდ 810 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელე ს. ნ-ის სასარგებლოდ 560 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელე ე. ხ-ის სასარგებლოდ 560 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელე ი. დ-ას სასარგებლოდ 560 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელე მ. ც-ის სასარგებლოდ 500 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელე გ. წ-ის სასარგებლოდ 560 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელე ვ. მ-ას სასარგებლოდ 200 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელე გ. ფ-ის სასარგებლოდ 560 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელე ლ. კ-ის სასარგებლოდ 420 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელე თ. ფ-ის სასარგებლოდ 420 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელე ნ. ფ-ის სასარგებლოდ 420 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელე ნ. ე-ის სასარგებლოდ 420 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელე ნ. წ-ის სასარგებლოდ 450 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელე მ. წ-ის სასარგებლოდ 420 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელე ც. ბ-ას სასარგებლოდ 420 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელე გ. ბ-ის სასარგებლოდ 420 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელე ნ. ზ-ის სასარგებლოდ 420 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელე მ. ქ-ის სასარგებლოდ 420 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელე ნ. ღ-ის სასარგებლოდ 420 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელე ქ. ჩ-ის სასარგებლოდ 420 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელე რ. წ-ის სასარგებლოდ 450 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელე ი. ბ-ის სასარგებლოდ 420 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელე კ. ა-ას სასარგებლოდ 420 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელე ბ. ი-ის სასარგებლოდ 420 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 იანვრის განჩინებით ლანჩხუთის მუნიციპლიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 10 ნოემბრის განჩინებაზე განსჯადობის წესების დაცვით განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 4 ნოემბრის განჩინებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 4 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოსარჩელეების შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში ყოფნა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან, თუმცა ვერ მიუთითა ვერც ერთი ნორმა თუ რატომ დააკისრა მათი შრომის ანაზღაურება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობას. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა საქართველოს ორგანული კანონის შრომის კოდექსის მე-13, 31-ე, 34-ე და 38-ე მუხლები, რადგან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელეზე საქართველოს შრომის კოდექსის მოქმედება ვრცელდება ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, ასეთი გარემოება კი კასატორის აზრით, არ არსებობდა. კასატორისთვის გაუგებარია თუ რა მოტივით გამოიყენა სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 319-ე, 361-ე მუხლები. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად გამგეობა მხოლოდ აღასრულებდა საკრებულოს გადაწყვეტილებებს. ამიტომ, კასატორის მტკიცებით, სარჩელის დავის საგანი ვერ იქნებოდა გამგეობისთვის თითოეული მოსარჩელის მიმართ ინდივიდუალურად მიუღებელი შრომის ანაზღაურების დაკისრება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 მარტის განჩინებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

მოცემულ შემთხვევაში, კასატორი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მიერ კანონის არასწორად გამოყენებისა და განმარტების საფუძვლით.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ. აღნიშულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის იურისდიქცია არ ვრცელდება პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებაზე, ხოლო სააპელაციო სასამართლოს განჩინებით აღმოფხვრილი იქნა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში დაშვებული უსწორობა საქმის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვასთან დაკავშირებით.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 მაისის №156 ბრძანებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგ თანამშრომლებზე პრემიალური ანაზღაურების გაცემის შესახებ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გაიცა პრემიალური ანაზღაურება ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. ბრძანების დანართის მიხედვით აღნიშნულ თანამშრომლებს წარმოადგენდნენ მოსარჩელეები. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 მაისის №156 ბრძანება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგ თანამშრომლებზე პრემიალური ანაზღაურების გაცემის შესახებ ძალაშია, ის უნდა აღსრულდეს და მითითებული აქტის აღსრულება სადავო პერიოდში მოქმედი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის გამგეობა.

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 4 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე