Facebook Twitter

საქმებს-934-926(გ-16) 28 მარტი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა ლ. რ-ისსარჩელთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა განსჯადობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიებს შორის.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ლ. რ-მა 2014 წლის 28 აპრილს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ლ. რ-თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2014 წლის 7 აპრილის №1/კ-260 ბრძანების ბათილად ცნობა, ლ. რ-ის აღდგენა სსიპ … ქალაქ თბილისის №...-ე საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად და მისი განთავისუფლების გამო სამსახურში არყოფნის მთელი პერიოდის განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიური მიუღებელი ხელფასის გათვალისწინებით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 მარტის განჩინებით, ლ. რ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიუთითა, რომ წინამდებარე დავის ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას დაქვემდებარებულ დავად მიჩნევას განაპირობებს ბრძანების გამომცემი სუბიექტი. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. შეფასების ობიექტია მხარეთა შორის არსებული შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება და შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა, რომლის საფუძველზეც გამოიცა მინისტრის ბრძანება, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონიერებაც უნდა შემოწმდეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, რამდენადაც იგი გამოცემულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის - „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ამდენად, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოცემული დავა სწორედ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავაა, რამდენადაც ერთ-ერთ განმსაზღვრელ ელემენტს დავის ადმინისტრაციულად მიჩნევისათვის ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართალურთიერთობა წარმოადგენს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელე ლ. რ-ის სასარჩელო განცხადება, მოპასუხე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების შესახებ განსჯადობის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოცემული დავის განსჯადობას განაპირობებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რეგულაცია, რომლის თანახმად, საჯაროსკოლისდირექტორსადასკოლისთანამშრომლებს, სამეურვეოსაბჭოსადასკოლისდირექტორსშორის, აგრეთვესაჯაროსკოლისდირექტორსადასაქართველოსგანათლებისადამეცნიერებისსამინისტროსშორისწარმოშობილშრომითდავებს, როგორცსამოქალაქოდავებს, სამოქალაქოსამართალწარმოებისწესითგანიხილავსსასამართლო.

სა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციოსასამართლოსაქმისმასალებისგაცნობისშედეგად, ადმინისტრაციულისაპროცესოკოდექსის 26.3. მუხლითმინიჭებულიუფლებამოსილებისსაფუძველზე, წყვეტსრადავასსასამართლოთაშორისგანსჯადობისთაობაზე, მიიჩნევს, რომლ. რ-ისსარჩელიგანსჯადობითგანსახილველადუნდადაექვემდებაროსთბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიასშემდეგგარემოებათაგამო:

საკასაციოსასამართლოსმიაჩნია, რომთბილისისსაქალაქოსასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამარსებითადსწორადგანსაზღვრამოცემულიდავისგანსჯადობისსაკითხიდამართებულადმიიჩნიასაქმეთბილისის საქალაქოსასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისგანსჯადადმინისტრაციულდავად.

საკასაციოსასამართლოგანმარტავს, რომადმინისტრაციულისაპროცესოკოდექსის 26-ემუხლიცალსახადადგენსსარჩელისწარდგენისვალდებულებასგანსჯადსასამართლოში. მითითებულინორმისპირველინაწილისთანახმად, სარჩელიუნდაწარედგინოსიმსასამართლოს, რომელიცუფლებამოსილია, განიხილოსდაგადაწყვიტოსადმინისტრაციულისაქმე. ამასთან, აღნიშნულიმუხლისმე-2 ნაწილისთანახმად, არაგანსჯადსასამართლოშისარჩელისწარდგენისშემთხვევაში, სასამართლოსარჩელსგადაუგზავნისგანსჯადსასამართლოსდაამისშესახებაცნობებსმოსარჩელეს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივიაქტისშესაბამისობასაქართველოსკანონმდებლობასთან;ბ) ადმინისტრაციულიხელშეკრულებისდადება, შესრულებაანშეწყვეტა;გ) ადმინისტრაციულიორგანოსვალდებულებაზიანისანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივიაქტისგამოცემისანსხვარაიმექმედებისგანხორციელებისთაობაზე;დ) აქტისარარადაღიარება, უფლებისანსამართალურთიერთობისარსებობა-არარსებობისდადგენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ კატეგორიად მიჩნევისათვის საჭიროა მოსარჩელის მოთხოვნა იურიდიულად ეფუძნებოდეს ადმინისტრაციული სამართლის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიმართ მითითებული უფლების (უფლებების) დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით, განპირობებული უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით. ამდენად, ადმინისტრციული სამართალწარმოებით საქმის განხილვას განაპირობებს საქმეში ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა და/ან საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით მოწესრიგებული სამართალურთიერთობიდან წარმოშობილი დავის საგნის არსებობა.

საკასაციოსასამართლომოქმედიკანონმდებლობისსაფუძველზეგანმარტავს, რომშრომით-სამართლებრივურთიერთობაშიუნდაგამოიყოსშემთხვევები, როცაპირიწარმოადგენსსაჯარომოსამსახურეს, მისისამსახურშიმიღება (დანიშვნა, არჩევა) ხდებაადმინისტრაციისინდივიდუალურიადმინისტრაციულ-სამართლებრივიაქტისსაფუძველზედამისიგანთავისუფლებისკანონიერებისშეფასებასასამართლოშისწორედამსაჯაროსამართლისნორმატიულაქტთანდაყოველკონკრეტულშემთხვევებშისპეციალურისაჯაროსამართლისნორმატიულაქტებთანშესაბამისობაშიუნდაგანხორციელდეს; ასევე, პირი, რომელიცარწარმოადგენსსაჯარომოსამსახურეს, მისისამსახურშიმიღება (დანიშვნა) ხდებაშრომისკანონთაკოდექსისსაფუძველზედაშესაბამისად,სწორედმითითებულიკერძოსამართლებრივინორმატიულიაქტიარეგულირებსმისისამსახურშიმიღებისადაგანთავისუფლებისპირობებს; ასევე, მესამეშემთხვევა, როდესაც,პირიარწარმოადგენსსაჯარომოსამსახურეს, თუმცამისისამსახურშიმიღება (დანიშვნა) ხდებაადმინისტრაციულიორგანოსინდივიდუალურიადმინისტრაციულ-სამართლებრივიაქტისსაფუძველზედამისიგანთავისუფლებისკანონიერებისშეფასებაზოგადიადმინისტრაციულიკოდექსისპრინციპებთანშესაბამისობისშემოწმებისშედეგადუნდაგანხორციელდეს.

მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნას წარმოდგენს ლ. რ-თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2014 წლის 7 აპრილის №1/კ-260 ბრძანების ბათილად ცნობა, ლ. რ-ის აღდგენა სსიპ … ქალაქ თბილისის №...-ე საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად, ასევე მისი განთავისუფლების გამო სამსახურში არყოფნის მთელი პერიოდის განაცდური ხელფასის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრება. წერილობით დოკუმენტში - მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ბრძანებაში პირდაპირაა მითითებული იმის თაობაზე, რომ ბრძანება ლ. რ-ის განთავისუფლების თაობაზე გამოცემულია შრომის კოდექსის ნორმაზე დაყრდნობით - საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი (დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა), შესაბამისად, სადავო სამართალურთიერთობაში არ იკვეთება, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით მოწესრიგებული სამართალურთიერთობიდან წარმოშობილი დავის საგნის არსებობა. რამდენადაც, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საჯაროსკოლისდირექტორსადასკოლისთანამშრომლებს, სამეურვეოსაბჭოსადასკოლისდირექტორსშორის, აგრეთვესაჯაროსკოლისდირექტორსადასაქართველოსგანათლებისადამეცნიერებისსამინისტროსშორისწარმოშობილშრომითდავებს, როგორცსამოქალაქოდავებს, სამოქალაქოსამართალწარმოებისწესითგანიხილავსსასამართლო.

ამდენად, განსახილველი დავის სამოქალაქო კანონმდებლობის საფუძველზე დარეგულირების საჭიროებას პირდაპირ ადგენს კანონი. ამასთან, მხოლოდ ის გარემოება, რომ ლ. რ-თან შრომითი ურთიერთობა შეწყდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2014 წლის 7 აპრილის №1/კ-260 ბრძანებით, არ უნდა იქნეს გაგებული, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რადგან ამ შემთხვევაში ადგილი აქვს სამოქალაქო სამართლებრივი ნორმების საფუძველზე გამოცემული ბრძანებით პირის შრომით-სამართლებრივიურთიერთობის მოწესრიგებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას, რომგანსახილველი დავა წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ - შრომითი უფლების დაცვის შესახებ, სამოქალაქო დავას.

სარეზოლუციონაწილი:

საკასაციოსასამართლომიხელმძღვანელასაქართველოსადმინისტრაციულისაპროცესოკოდექსისპირველიმუხლით, 26-ემუხლით, საქართველოსსამოქალაქოსაპროცესოკოდექსის 390-ე, 399-ემუხლებითდა

დაადგინა:

1. ლ. რ-ისსარჩელი მოპასუხესაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსმიმართგანსჯადობითგანსახილველადდაექვემდებაროსთბილისისსაქალაქოსასამართლოსსამოქალაქოსაქმეთაკოლეგიას;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე