საქმე ბს-431-424(3k-15) 16 ნოემბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და ი/მ ,,ა. ა-ის" საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ი/მ ,,ა. ა-მა" 2014 წლის 24 მარტს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო პრევენციის დეპარტამენტის 2012 წლის 25 მაისის №284/05 ბრძანება; სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2012 წლის 03 ივლისს გამოცემული №035-2 საგადასახადო მოთხოვნა; სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 01 მაისის ბრძანება №18612; სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2013 წლის 23 მაისის №22212 ბრძანება; საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ოფიცრის გ. ფ-ის მიერ გაცემული 2013 წლის 22 მაისის დასკვნა; სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 30 მაისის №035-02 საგადასახადო მოთხოვნა; სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 05 ივლისის №31034 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება (საჩივრები № 6161/2/13 და №6513/2/13).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით ა. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო პრევენციის დეპარტამენტის 2012 წლის 25 მაისის №284/05 ბრძანება. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2012 წლის 03 ივლისს გამოცემული №035-2 საგადასახადო მოთხოვნა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 01 მაისის ბრძანება №18612. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2013 წლის 23 მაისის №22212 ბრძანება. ბათილად იქნა ცნობილი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ოფიცრის გ. ფ-ის მიერ გაცემული 2013 წლის 22 მაისის დასკვნა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 30 მაისის №035-02 საგადასახადო მოთხოვნა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 05 ივლისის №31034 ბრძანება. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება (საჩივრები № 6161/2/13 და №6513/2/13).
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით აპელანტების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება ნაწილობრივ; კერძოდ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტების - სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო პრევენციის დეპარტამენტის 2012 წლის 25 მაისის №284/05 ბრძანების, სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2012 წლის 03 ივლისის №035-2 საგადასახადო მოთხოვნის, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2013 წლის 23 მაისის №22212 ბრძანების, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ოფიცრის გ. ფ-ის 2013 წლის 22 მაისის დასკვნის, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2013 წლის 30 მაისის №035-02 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის ნაწილში და დავის ამ ნაწილში საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელის - ინდ. მეწარმე ,,ა. ა-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის - სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო პრევენციის დეპარტამენტის 2012 წლის 25 მაისის №284/05 ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2012 წლის 03 ივლისის №035-2 საგადასახადო მოთხოვნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2013 წლის 23 მაისის №22212 ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ოფიცრის გ. ფ-ის 2013 წლის 22 მაისის დასკვნა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2013 წლის 30 მაისის №035-02 საგადასახადო მოთხოვნა ნაწილობრივ; კერძოდ, ინდ. მეწარმე ,,ა. ა-ის“ საწარმოში ჩატარებული
სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი აღურიცხავი სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების გამო დაკისრებული ჯარიმის - 10 352.56 ლარის დარიცხვის ნაწილში; შესაბამისად, დავის ამ ნაწილში მოპასუხეს - სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა მოსარჩელის - ინდ. მეწარმე ,,ა. ა-ის“ საგადასახადო სამართალდარღვევის საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად ძალაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, სსიპ შემოსავლების სამსახურმა და ი/მ ,,ა. ა-მა".
კასატორებმა - საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორმა - ი/მ ,,ა. ა-მა" მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და ი/მ ,,ა. ა-ის" საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და ი/მ ,,ა. ა-ის" საკასაციო საჩივრები, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრების განხილვაზე.
ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან, მოცემულ საქმეზე ი/მ ,,ა. ა-ს" საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი – 518 (ხუთას თვრამეტი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს 518 (ხუთას თვრამეტი) ლარის 70 % _ 362,60 (სამას სამოცდაორი ლარი და სამოცი თეთრი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და ი/მ ,,ა. ა-ის" საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება.
3. ი/მ ,,ა. ა-ს" (საიდენტიფიკაციო კოდი: ...) 2015 წლის 7 აგვისტოს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან დაუბრუნდეს 518 (ხუთას თვრამეტი) ლარის 70% – 362,60 (სამას სამოცდაორი ლარი და სამოცი თეთრი) ლარი; (მიმღები - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის BIC კოდი: TRESGE22, მიმღების IBAN ანგარიშის №300773150).
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი