Facebook Twitter

№020310014511280

¹№ბ-1144-7(ა-15) 28 დეკემბერი, 2015წ.

¹ ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 16 აპრილის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით რ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 28 აპრილის №88465 გადაწყვეტილება - დაევალა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. მხარეებს განემარტათ, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელი იყო საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარეებისათვის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32). აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და ამავე სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 16 აპრილის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.

საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილების ასლი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურს 2015 წლის 17 თებერვალს გაეგზავნათ საქმეში მითითებულ მისამართზე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად 2015 წლის 19 თებერვალს ჩაბარდათ კასატორებს. საკასაციო საჩივარზე დართულ კონვერტზე შპს „...“ ზუგდიდის საფოსტო განყოფილების მიერ დასმული შტემპელით დასტურდება, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურმა საკასაციო საჩივარი ფოსტას 2015 წლის 13 მარტს ჩააბარეს, ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული 21 დღიანი ვადის დარღვევით, რადგან ხსენებული განჩინების გასაჩივრების ვადა მათთვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად 2015 წლის 20 თებერვალს დაიწყო და 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად 2015 წლის 12 მარტს ოცდაოთხ საათზე ამოიწურა, რომელიც არ ემთხვეოდა უქმე და დასვენების დღეს და იყო სამუშაო დღე ხუთშაბათი, მაგრამ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურმა 1 დღის დაგვიანებით ჩააბარეს საკასაციო საჩივარი შპს „...“ ზუგდიდის საფოსტო განყოფილებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურმა დაარღვიეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საკასაციო საჩივრის შეტანის 21 დღიანი ვადა, რის გამოც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურმა 2015 წლის 16 ოქტომბერს განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 16 აპრილის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

განცხადების ავტორმა მიუთითა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2015 წლის 18 სექტემბერს მიმართა შპს „...“ და გამოითხოვა ინფორმაცია. შპს „...“ 2015 წლის 1 ოქტომბრის წერილით დასტურდება, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გზავნილის შპს „...“ გადაცემა განხორციელდა 2015 წლის 12 მარტს 03:21 საათზე, რაც განმცხადებლის მოსაზრებით წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატას საქმის მასალების გაცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიაჩნია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას, ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

საქმის მასალების შესაბამისად საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება 2015 წლის 19 თებერვალს გადაეცათ. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში 2015 წლის 1 ოქტომბერს შესული შპს „...“ 2015 წლის 30 სექტემბრის წერილით დასტურდება, რომ წერილი №832/1 (კოდით: ...) იგზავნებოდა მისამართზე: ქუთაისის, ნიუპორტის ქ. №32, ადრესატი ქუთაისის სააპელაციო სასამართლო. აღნიშნული წერილი შპს „...“ ზუგდიდის საფოსტო სერვისცენტრის ოპერატორს ჩაბარდა 2015 წლის 12 მარტს, 03:21 საათზე (რეესტრი №832). რაც შეეხება კონვერტზე 13 მარტის მითითებას, წერილის ავტორი განმარტავს, რომ აღნიშნული წარმოადგენს კომპანიის მიერ გზავნილის ელექტრონულ სააღრიცხვო პროგრამაში რეგისტრაციის თარიღს, რომელიც შესაძლოა ემთხვეოდეს გზავნილის მიღების თარიღს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა ჩაითვალოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით საკასაციო წესით გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილ ვადაში შეტანილად. ვინაიდან გასაჩივრების ვადის დარღვევის მოტივით არ არსებობს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 16 აპრილის განჩინება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარზე განახლდეს საქმის წარმოება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის განცხადება დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 16 აპრილის განჩინება;

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარზე განახლდეს საქმის წარმოება;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი