საქმე N 411310014634183
Nბს-549-542 (კ-2კს-15 ) 27 ოქტომბერი, 2015 წელი,
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ნ. ა-ე, მ. მ-ი, ზ. ქ-ე, ვ. ც-ე, თ. ს-ე (მოსარჩელეები)
წარმომადგენელი - ი. პ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მოპასუხე)
მესამე პირები - გ. გ-ი, ვ. ჭ-ი, მ. ს-ე, ვ. ჩ-ი, გ. ბ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებით განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
13.08.2014 წელს ნ. ა-ემ სარჩელით მიმართა გურჯაანის რაიონულ ასამართლოს, მოპასუხე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: 1. ბათილად იქნეს ცნობილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ამგებლის 2014 წლის 14 ივლისის №2/672 ბრძანება; 2. დაევალოს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას ნ. ა-ის ყოფილი სამსახურის ტოლფას სამსახურში აღდგენა; 3. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისროს ყოფილი თანამშრომლის უკანონოდ გათავისუფლების გამო იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს გადახდა .
13.08.2014 წელს მ. მ-მა სარჩელით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: 1. დაეკისროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შტატით გათვალისწინებული თანამდებობის გაუქმების გამო სამსახურიდან გათავისუფლებული მ. მ-ის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით 2 თვის თანამდებობრივი სარგოს გადახდა, 2000 ლარის ოდენობით; 2. დაეკისროს მოპასუხე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას მ. მ-ის სასარგებლოდ მიუღებელი შრომითი გასამრჯელოს 500 ლარის გადახდა.
13.08.2014 წელს ზ. ქ-ემ სარჩელით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: 1. დაეკისროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას შტატით გათვალისწინებული თანამდებობის გაუქმების გამო სამსახურიდან გათავისუფლებული ზ. ქ-ის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით 2 თვის თანამდებობრივი სარგოს გადახდა, 2000 ლარის ოდენობით; 2. დაეკისროს მოპასუხე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას ზ. ქ-ის სასარგებლოდ მიუღებელი შრომითი გასამრჯელოს 500 ლარის გადახდა.
13.08.2014 წელს თ. ს-ემ სარჩელით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ მოსარჩელემ მოითხოვა: 1. დაეკისროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას შტატით გათვალისწინებული თანამდებობის გაუქმების გამო სამსახურიდან გათავისუფლებული თ. ს-ის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით 2 თვის თანამდებობრივი სარგოს გადახდა, 2000 ლარის ოდენობით; 2. დაეკისროს მოპასუხე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას თ. ს-ის სასარგებლოდ მიუღებელი შრომითი გასამრჯელოს 500 ლარის გადახდა.
13.08.2014 წელს ვ. ც-ემ სარჩელით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: 1. დაეკისროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას, შტატით გათვალისწინებული თანამდებობის გაუქმების გამო სამსახურიდან გათავისუფლებული ვ. ც-ის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით 2 თვის თანამდებობრივი სარგოს გადახდა, 2000 ლარის ოდენობით; 2. დაეკისროს მოპასუხე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას ვ. ც-ის სასარგებლოდ მიუღებელი შრომითი გასამრჯელოს 500 ლარის გადახდა.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით ნ. ა-ის, მ. მ-ის და ზ. ქ-ის ადმინისტრაციული საქმე განსჯადობით გადაეგზავნა ლაგოდეხის მაგისტრატ სასამართლოს.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 6 ნოემბრის განჩინებით ვ. ც-ის და თ. ს-ის ადმინისტრაციული საქმე განსჯადობით გადაეგზავნა ლაგოდეხის მაგისტრატ სასამართლოს;
2014 წლის 17 ნოემბერს ნ. ა-ემ, მ. მ-მა, ზ. ქ-ემ, ვ. ც-ემ და თ. ს-ემ შუამდგომლობით მომართეს ლაგოდეხის მაგისტრატ სასამართლოს სასარჩელო მოთხოვნების გაზრდისა და საქმეთა გაერთიანების შესახებ.
ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს 2014 წლის 18 ნოემბრის განჩინებით ერთ წარმოებად გაერთიანდა ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს წარმოებაში არსებული ადმინისტრაციული საქმე №3/11 -14- ვ. ც-ის და თ. ს-ის სარჩელი, მოპასუხე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, ადმინისტრაციული საქმე №3/2-14 - მ. მ-ის სარჩელი, მოპასუხე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ. ადმინისტრაციული საქმე №3/3-14 - ზ. ქ-ის სარჩელი, მოპასუხე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, ადმინისტრაციული საქმე №3/1-14 - ნ. ა-ის სარჩელი, მოპასუხე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ.
ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს 2014 წლის 22 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაებნენ გ. გ-ი, აფენის ადმინისტრაციულ ერთეულში ლაგოდეხის გამგებლის ... მ/ შემსრულებელი; ვ. ჭ-ი - მაწიმის ადმინისტრაციულ ერთეულში ლაგოდეხის გამგებლის ... მ/შემსრულებელი; მ. ს-ე- ნინიგორის ადმინისტრაციულ ერთეულში ლაგოდეხის გამგებლის ... მ/შემსრულებელი; ვ. ჩ-ი - ბაისუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში ლაგოდეხის გამგებლის ... მ/ შემსრულებელი; გ. ბ-ი - ვარდისუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში ლაგოდეხის გამგებლის ... მ/ შემსრულებელი.
მოსარჩელეებმა საქმის წარმოების განმავლობაში რამდენჯერმე დააზუსტეს მოთხოვნა და საბოლოოდ, 2014 წლის 17 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნა შემდეგნაირად ჩამოაყალიბეს:
ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნეს ცნობილი ,,ნ. ა-ის ( ზ. ქ-ის, მ. მ-ის ვ. ც-ის, თ. ს-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ... თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 14 ივლისის #2/671, #2/664, #2/667, # 2/662 და # 2/660 ბრძანებები. მოსარჩელეები აღდგენილ იქნენ დაუყოვნებლივ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ... თანამდებობებზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიულ ერთეულებში; დაეკისროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას მოსარჩელეების სასარგებლოდ ხელფასის ანაზღაურება მათი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდისათვის გათავისუფლების ბრძანებების მოსარჩელეებისათვის ოფიციალურად ჩაბარების მომენტამდე. დაეკისროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას მოსარჩელეების სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურება, მათი თანამდებობაზე არყოფნის მთელი პერიოდისათვის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე. დაუყოვნებლივ აღსასრულებლად იქნას მიქცეული მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილება, მოსარჩელეების გადაუდებელი კანონიერი ინტერესის არსებობისა და მნიშვნელოვანი სოციალური ზიანის თავიდან აცილების მიზნით; დაეკისროს მოპასუხე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას პროცესის ხარჯის- თითოეული მოსარჩელის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით შედგენის ხარჯის-12 ლარის, სულ 60 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელეების სასარგებლოდ. დაეკისროს მოპასუხე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას პროცესის ხარჯის - ადვოკატის დახმარებისათვის მოსარჩელე ნ. ა-ის სასარგებლოდ-2000 ლარის, ზ. ქ-ის სასარგებლოდ-2000 ლარის, მ. მ-ის სასარგებლოდ- 2000 ლარის, ვ. ც-ის სასარგებლოდ -2000 ლარის, თ. ს-ის სასარგებლოდ-2000 ლარის ანაზღაურება. დაეკისროს მოპასუხე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას პროცესის ხარჯის- მოსარჩელეების მიერ მგზავრობისთვის გაწეული ხარჯის 40 ლარის ანაზღაურება, რომელიც სასამართლო სხდომის გადადების შემთხვევაში გაიზრდება. ( ტ 1, ს.ფ. 205 ) მოსარჩელეებმა 2014 წლის 29 დეკემბრის სხდომაზე გაზარდეს მე-8 სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვეს მოპასუხე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისროს პროცესის ხარჯის- სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით მგზავრობისთვის გაწეული ხარჯის- 60 ლარის მოსარჩელებისათვის ანაზღაურება.ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გურჯაანის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2015 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. ა-ის სარჩელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 1.1. სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 14 ივლისის №2/671 ბრძანება ,,ლაგოდეხის ტერიტორიული ორგანოს ... აფენის თემში - ნ. ა-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ და დაევალა მოპასუხე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას, შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით; 1.2. ნ. ა-ის სარჩელი ხელფასის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დაევალა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას 12 დღის ხელფასის ანაზღაურება 400 ლარის ოდენობით ნ. ა-ის სასარგებლოდ; 1.3. ნ. ა-ის სარჩელი სასამართლოსგარეშე ხარჯის - სანოტარო აქტის შედგენის ხარჯის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისრა 12 ლარის გადახდა ნ. ა-ის სასარგებლოდ; 2. მ. მ-ის სარჩელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 2.1. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 14 ივლისის №2/667 ბრძანება ,,ლაგოდეხის ტერიტორიული ორგანოს ... ბაისუბნის თემში - მ. მ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ და დაევალა მოპასუხე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით; 1.2. მ. მ-ის სარჩელი ხელფასის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დაევალა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას 12 დღის ხელფასის ანაზღაურება 400 ლარის ოდენობით მ. მ-ის სასარგებლოდ; 2.3. მ. მ-ის სარჩელი სასამართლოსგარეშე ხარჯის - სანოტარო აქტის შედგენის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისრა 12 ლარის გადახდა მ. მ-ის სასარგებლოდ; 3. თ. ს-ის სარჩელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 3.1. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 14 ივლისის №2/662 ბრძანება ,,ლაგოდეხის ტერიტორიული ორგანოს ... ნინიგორის თემში - თ. ს-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ და დაევალა მოპასუხე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას, შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით; 3.2. თ. ს-ის სარჩელი ხელფასის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დაევალა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას 12 დღის ხელფასის ანაზღაურება 400 ლარის ოდენობით თ. ს-ის სასარგებლოდ; 3.3. თ. ს-ის სარჩელი სასამართლოსგარეშე ხარჯის - სანოტარო აქტის შედგენის ხარჯის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისრა 12 ლარის გადახდა თ. ს-ის სასარგებლოდ; 4. ვ. ც-ის სარჩელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 4.1. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 14 ივლისის №2/660 ბრძანება ,,ლაგოდეხის ტერიტორიული ორგანოს ... მაწიმის თემში-ვ. ც-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ და დაევალა მოპასუხე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას, შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით; 4.2. ვ. ც-ის სარჩელი ხელფასის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დაევალა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას 12 დღის ხელფასის ანაზღაურება 400 ლარის ოდენობით ვ. ც-ის სასარგებლოდ; 4.3. ვ. ც-ის სარჩელი სასამართლოს გარეშე ხარჯის - სანოტარო აქტის შედგენის ხარჯის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისრა 12 ლარის გადახდა ვ. ც-ის სასარგებლოდ; 5. ზ. ქ-ის სარჩელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 5.1. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 14 ივლისის №2/664 ბრძანება ,,ლაგოდეხის ტერიტორიული ორგანოს ... ვარდისუბანის თემში - ზ. ქ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ და დაევალა მოპასუხე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას, შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით; 5.2. ზ. ქ-ის სარჩელი ხელფასის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დაევალა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას 12 დღის ხელფასის ანაზღაურება 400 ლარის ოდენობით ზ. ქ-ის სასარგებლოდ; 5.3. ზ. ქ-ის სარჩელი სასამართლოსგარეშე ხარჯის - სანოტარო აქტის შედგენის ხარჯის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისრა 12 ლარის გადახდა ზ. ქ-ის სასარგებლოდ; 6. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას მოსარჩელეების ნ. ა-ის, მ. მ-ის, ზ. ქ-ის, ვ. ც-ის და თ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა ტრანსპორტის ხარჯების - 60 ლარის გადახდა; მოსარჩელეების ნ. ა-ის, მ. მ-ის, ზ. ქ-ის, ვ. ც-ის და თ. ს-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 4 ივნისის განჩინებით ნ. ა-ის და სხვების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
2015 წლის 6 ივლისს მოსარჩელეების წარმომადგენელმა ი. პ-მა სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ განცხადებით მიმართა. მისი მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია ადვოკატის ხარჯების ანაზღაურების საკითხზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ივლისის განჩინებით ი. პ-ის განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტების მოთხოვნას ნამდვილად წარმოადგენდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილშიც, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მათი მოთხოვნა ადვოკატის ხარჯების ანაზღაურების თაობაზე. მართალია, სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში არ არის კონკრეტული მსჯელობა ადვოკატის ხარჯების თაობაზე, მაგრამ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 4 ივნისის განჩინებით ნ. ა-ის, მ. მ-ის, ზ. ქ-ის, ვ. ც-ის და თ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა არცერთ ნაწილში, შესაბამისად, მთლიანად უცვლელად დარჩა გურჯაანის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 2015 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება და გასაჩივრებული საოქმო განჩინებები. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლო იყო ადვოკატის მომსახურების ხარჯების მოთხოვნის ნაწილშიც.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოსარჩელეების წარმომადგენელმა ი. პ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მტკიცებით, სააპელაციო პრეტენზიის საგანს სხვა მოთხოვნებთან ერთად წარმოადგენდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით სასამართლოს გარეშე პროცესის ხარჯის -ადვოკატის დახმარებისათვის მოთხოვილი თანხების მოწინააღმდეგე მხარის - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის დაკისრება, თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ 2000-2000 ლარის ოდენობით. 2015 წლის 04 ივნისს მიღებული სააპელაციო სასამართლოს განჩინების არცერთი ნაწილი არ შეიცავს მითითებას ან მსჯელობას ხსენებულ სააპელაციო პრეტენზიაზე, თუმცა ეს მოთხოვნა სააპელაციო სხვა მოთხოვნებთან ერთად სააპელაციო წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და მიიჩნევს, რომ ნ. ა-ის და სხვების წარმომადგენელ ი. პ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
მოცემულ შემთხვევაში, სადავოა, დამატებითი გადაწყვეტილების მიღების საკითხი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა; ან სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს; ან სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სააპელაციო პრეტენზიის საგანს სხვა მოთხოვნებთან ერთად წარმოადგენდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით სასამართლოს გარეშე პროცესის ხარჯის - ადვოკატის დახმარებისათვის მოთხოვილი თანხების ანაზღაურება, რის თაობაზეც სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ამ პრეტენზიას და ყურადღებას ამახვილებს, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გურჯაანის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2015 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით შეფასებულია მოსარჩელეთა მოთხოვნა ადვოკატის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის, თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ 2000 ლარის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის დაკისრების თაობაზე, მაგრამ პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივრით მოსარჩელეები ამ ნაწილში ასევე ითხოვდნენ ახალი გადაწყვეტილების მიღებას. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 4 ივნისის განჩინებით მოსარჩელეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა არც ერთ ნაწილში, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლო იყო ადვოკატის მომსახურების ხარჯების მოთხოვნის ნაწილშიც, მიუხედავად იმისა, რომ საგანგებოდ არ მიუთითებია აღნიშნულის თაობაზე.
ამ გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ ამ შემთხვევაში დამატებითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი არ არსებობდა, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ იმსჯელა ადვოკატის ხარჯების ანაზღაურების საკითხზე და აღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, სააპელაციო სასამართლომ კი, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სრულად უცვლელად დატოვა. ის საკითხი, სწორად ეთქვა თუ არა მხარეს ადვოკატის ხარჯების ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრებაზე უარი, უნდა გადაწყვეტილიყო არა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანით, არამედ ამ ნაწილში სააპელაციო საჩივრის განჩინებაზე საკასაციო საჩივრის წარდგენით და საკასაციო სასამართლოს მიერ აპელაციის განჩინების კანონიერების შემოწმებით.
საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით ნ. ა-ის და სხვების საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 4 ივნისის განჩინებაზე დაუშვებლად იქნა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული, კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. ა-ის, მ. მ-ის, ზ. ქ-ის, ვ. ც-ის, თ. ს-ის წარმომადგენელ ი. პ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ივლისის განჩინება; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე