საქმე #ბს-718-704(კ-7კს-14) 6 ოქტომბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე;
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელეები) _ შ. ი-ი, ი. ჭ-ი, შ. კ-ი; წარმომადგენელი - ი. პ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) _ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა; დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია
მესამე პირები - მი. კ-ი, გ. წ-ი, ა. კ-ი, ხ. კ-ი, ვ. კ-ე.
თავდაპირველი მოსარჩელეები - მ. ფ-ი, მ. კ-ი; წარმომადგენელი - ი. პ-ი
დავის საგანი _ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 1 აგვისტოს განჩინება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 23 იანვარს შ. ი-მა, ი. ჭ-მა, შ. კ-მა, მ. ფ-მა და მ. კ-მა სარჩელი აღძრეს მცხეთის რაიონულ სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოში დუშეთის მუნიციპალიტეტში მოპასუხეების: დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიმართ და მოითხოვეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება.
მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის დუშეთის მუნიციპალიტეტში 2014 წლის 28 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეები: მი. კ-ი, გ. წ-ი, ა. კ-ი, ხ. კ-ი, ვ. კ-ე.
მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის დუშეთის მუნიციპალიტეტში 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 3 იანვრის №86 ბრძანება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 3 იანვრის №11 ბრძანება და მოპასუხე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად სასამართლოს ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 3 იანვრის №2 ბრძანება, რომლის გამოცემის თარიღად მითითებულია ასევე 2014 წლის 6 იანვარიც და მოპასუხე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად სასამართლოს ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით; სადავო საკითხთან დაკავშირებით ბათილად იქნა ცნობილი დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2014 წლის 23 იანვრის №9 ოქმი, იმ ნაწილში, რომლითაც არ იქნა გაზიარებული შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ის, მ. კ-ის მიმართ მიღებული საპრეტენზიო კომისიის დასკვნა და მოპასუხე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას დაევალა, შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, სასამართლოს ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის წარმომადგენელმა ი. პ-მა და მოითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის დუშეთის მუნიციპალიტეტში 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელე შ. ი-თან დაკავშირებით მოპასუხე დუშეთის მუნიციპალიტეტს დაევალა შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად სასამართლოს ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 3 იანვრის №12 ბრძანებასთან მიმართებაში, ი. ჭ-თან დაკავშირებით მოპასუხე დუშეთის მუნიციპალიტეტს დაევალა შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად სასამართლოს ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 3 იანვრის №11 ბრძანებასთან მიმართებაში, შ. კ-თან დაკავშირებით მოპასუხე დუშეთის მუნიციპალიტეტს დაევალა შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად სასამართლოს ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 3 იანვრის №2 ბრძანებასთან მიმართებაში, რომლის გამოცემის თარიღად ბათილად ცნობილ ამავე აქტში ასევე მითითებულია 2014 წლის 6 იანვარიც. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას დაევალა შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, სასამართლოს ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ბათილად ცნობილ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2014 წლის 23 იანვრის №9 ოქმთან დაკავშირებით (რომლითაც არ იქნა გაზიარებული შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის მიმართ მიღებული საპრეტენზიო კომისიის დასკვნა. აპელანტი ასევე ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნები, ასევე მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივარი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შუამდგომლობის არ დაკმაყოფილების ნაწილში წარმოადგენს ასევე კერძო საჩივარსაც.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივლისის განჩინებით შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის დუშეთის მუნიციპალიტეტში 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება ნაწილობრივ; კერძოდ, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2014 წლის 10 მარტის №47 წერილის ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და დავის ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება განჩინების სახით; მოსარჩელეების - შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის სარჩელისა გამო, მოპასუხეების - დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა საკონკურო საატესტაციო კომისიის, მესამე პირების - მი. კ-ის, გ. წ-ის, ა. კ-ის, ხ. კ-ისა და ვ. კ-ის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებით აღძრული ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყდა ნაწილობრივ; დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2014 წლის 10 მარტის №47 წერილის ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, სარჩელის დაუშვებლობის გამო არ დაკმაყოფილდა კერძო საჩივრის ავტორების - შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის კერძო საჩივარი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის დუშეთის მუნიციპალიტეტში 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის დუშეთის მუნიციპალიტეტში 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება ნაწილობრივ; კერძოდ, მოსარჩელეების - შ. ი-ის, ი. ჭ-ის და შ. კ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სრულად ბათილად ცნობაზე, ასევე სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის, ასევე აპელანტების - შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის ნაწილში დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 25 დეკემბრის საოქმო გადაწყვეტილებების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში და დავის ამ ნაწილში საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეების - შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 3 იანვრის №12 ბრძანება მოსარჩელე შ. ი-ის დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; შ. ი-ი აღდგენილ იქნა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე; დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა მოსარჩელე - შ. ი-ისათვის იძულებითი განაცდურის ანაზაღაურების სახით სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება. ბათილად იქნა ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 3 იანვრის №11 ბრძანება მოსარჩელე ი. ჭ-ის დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; ი. ჭ-ი აღდგენილ იქნა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა ი. ჭ-ისათვის იძულებითი განაცდურის ანაზაღაურების სახით სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება. ბათილად იქნა ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას 2014 წლის 3 იანვრის (2014 წლის 6 იანვრის) ბრძანება მოსარჩელე შ. კ-ის დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; შ. კ-ი აღდგენილ იქნა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე; დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა შ. კ-ისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სახით სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი აპელანტების - შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის ნაწილში მოპასუხის - დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 15 დეკემბრის საოქმო გადაწყვეტილებები; მოპასუხის - დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას დაევალა მოსარჩელეების საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა. მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის დუშეთის მუნიციპალიტეტში 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
2014 წლის 28 ივლისს შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის წარმომადგენელმა ი. პ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივლისის განჩინებაში უსწორობის გასწორება.
2014 წლის 28 ივლისს შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის წარმომადგენელმა ი. პ-მა კვლავ მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა - შ. ი-ის, ი. ჭ-ისა და შ. კ-ისათვის თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის წარმომადგენელმა ი. პ-მა კვლავ მიმართა შუამდგომლობით და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 10 ივნისისა და 2014 წლის 17 ივლისის შემაჯამებელ გადაწყვეტილებაში და ამავე თარიღის განჩინებაში უსწორობის გასწორება, კერძოდ, ერთ-ერთი მოსარჩელის (აპელანტის) მ. ფ-ის ნაცვლად მითითებულია მ. ფ-ი.
2014 წლის 28 ივლისს შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის წარმომადგენელმა ი. პ-მა სააპელაციო სასამართლოში წარმოადგინა განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 7 ივლისის სხდომის ოქმში შენიშვნების შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 1 აგვისტოს განჩინებით დაკმაყოფილდა აპელანტების - შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის შუამდგომლობა სასამართლოს საპროცესო აქტებში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე. გასწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივლისის №3ბ/764-14 გადაწყვეტილების, ასევე 2014 წლის 17 ივლისის №3ბ/764-14 განჩინების სარეზოლუციო ნაწილებში დაშვებული შეცდომა იმგვარად, რომ ყველგან ნაცვლად გვარ-სახელისა ,,მ. ფ-ი“, მიეთითა გვარ-სახელი ,,მ. ფ-ი“; გასწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივლისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული შეცდომა იმგვარად, რომ განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტში მიეთითა იმავე სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი (ნაცვლად 1-ლი პუნქტისა), ხოლო მე-6 პუნქტში - მე-4 პუნქტი (ნაცვლად მე-2 პუნქტისა). აპელანტებს - შ. ი-ს, ი. ჭ-ს და შ. კ-ს (წარმომადგენელი ი. პ-ი), უარი ეთქვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილების ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე; აპელანტებს (წარმომადგენელი ი. პ-ი) უარი ეთქვათ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 7 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმის სისწორისა და სისრულის დადასტურებაზე. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ განჩინება სასამართლოს საპროცესო აქტებში დაშვებული უსწორობების გასწორების ასევე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს უზენაეს სასამართლოში კერძო საჩივრით.
სააპელაციო სასამართლომ განჩინებაში მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე და აღნიშნა, რომ შუამდგომლობა უსწორობის გასწორების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილების ნაწილობრივ დაუყვნებლად აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ პუნქტზე, 269-ე და 270-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ აპელანტები შუამდგომლობაში აღნიშნული მსჯელობის ფარგლებში, მიზნად ისახავენ, თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენის გზით უზრუნველყონ თავიანთი თავები და ოჯახის წევრები მატერიალურად, ასევე თავიდან აიცილონ ის მატერიალური ზარალი, რომელსაც ისინი განიცდიან სამომავლოდ, თუკი დროულად არ მოხდება მათ სასარგებლოდ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სსკ-ის 268-ე მუხლის შესაბამისად, შრომით-სამართლებრივ დავაზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი ისეთი საკითხია, რომლის გადაწყვეტის შედეგები (ანუ დაკმაყოფილება/არდაკმაყოფილება) დამოკიდებულია შუამდგომლობის დასაბუთებულობის ხარისხზე, შუამდგომლობის ნაწილში წარდგენილი მტკიცებულებების დამაჯერებლობასა და უტყუარობაზე, ვინაიდან, აპელანტი მხარე შუამდგომლობის დასაბუთების მიზნით მიუთითებს თავიანთი თავებისა და ოჯახის წევრების მატერიალურად უზრუნველყოფის აუცილებლობაზე, აპელანტებს უნდა შეეძლოთ თავიანთი ქონებრივი/სოციალური მდგომარეობის ამსახველი გარემოებების არა მარტო დასახელება, არამედ შესაბამისი სახისა და შინაარსის მტკიცებულებებით დადასტურება; სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ არის სათანადოდ დასაბუთებული, მასში არ არის მითითებული ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე და არ არის წარმოდგენილი იმ ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომელიც ხელს შეუწყობდა შუამდგომლობის დაკმაყოფილებას.
სააპელაციო პალატის განმარტებით, ასევე უსაფუძვლოა შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 7 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმის სისწორისა და სისრულის განხილვა/დადასტურების თაობაზე, ვინაიდან, 2014 წლის 7 ივლისის სასამართლო სხდომის ჩაწერა განხორცილედა ტექნიკური საშუალების (კომპიუტერის) გამოყენებით; სხდომის ოქმის, როგორც ელექტრონული, ისე წერილობით ქაღალდზე შესრულებული ვერსია სრულად აკმაყოფილებს სსკ-ის 288-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის მოთხოვნებს; სხდომის ოქმში სრულად არის ასახული სხდომის მიმდინარეობა, სხდომის ყველა ეტაპი, სასამართლოსა და მხარეთა მიერ შესრულებული ყველა საპროცესო მოქმედება, სხდომის ოქმში ასახული მოქმედება თუ ზეპირსიტყვიერი განმარტება ნამდვილია, მათ ნამდვილად ჰქონდათ ადგილი სხდომის მიმდინაერობისას, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სხდომის ოქმის მიმართ შენიშვნების წარდგენის/გაზიარების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. რაც შეეხება მოთხოვნას 2014 წლის 7 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმთან დაკავშირებით საქმეზე წარმოდგენილი და თანდართული დოკუმენტების დედნების სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელი ორგანოსათვის გადაგზავნის თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ სასამართლოსათვის სახელმძღვანელოდ სავალდებულო საპროცესო შინაარსის საკანონმდებლო აქტები - საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ასევე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი სასამართლოს არ აკისრებს კონკრეტულ საქმეზე სამართალწარმოების დასრულების შემდგომ აღნიშნული სახის მოქმედებების შესრულების უფლებამოსილებას/ვალდებულებას.
მითითებული განჩინება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების უარის თქმის ნაწილში კერძო საჩივრით გაასაჩივრა შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის წარმომადგენელმა ი. პ-მა და მოითხოვა შუამდგომლობის განხილვის ეტაპიდან საქმის სააპელაციო პალატისათვის დაბრუნებას.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებდა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან მიმართებაში, ხოლო მასზე წარდგენილი სააპელაციო პრეტენზიები ასევე უარყოფილ იქნა სააპელაციო პალატის მიერ. საპელაციო სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან მიმართებაში, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინებები იურიდიულად დაუსაბუთებელია, როგორც პირველი ასევე სააპელაციო სასამართლოს მიერ, სასამართლოება არ გაითვალისწინეს ის გარემოება, რომ დასაცავი სწორედ შრომითი უფლება იყო, რაც დაკავშირებულია მინიმალური არსებობის პირობების შექმნასთან, ხოლო მის გარეშე შეუძლებელი იყო კანონიერი გზით რაიმე შემოსავლის მიღება მოსარჩელეების მხრიდან, რომელთაც კმაყოფაზე ჰყავთ მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ასაკოვანი მშობლები, უმუშევარი მეუღლეები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც კანონის საფუძველზე საჭიროებენ ზრუნვას მოსარჩელე პირთა მხრიდან.
ანაზღაურების სოციალური მნიშვნელობა წამოწეულია ასევე საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 1 ივლისის №1876-რს დადგენილებით რატიფიცირებული ,,ევროპის სოციალური ქარტიის“ (სტარსბურგი\, 03.05.1996წ.) 24-ე მუხლით, რომლის თანახმად, ,,დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში, მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლება საპატიო მიზეზების გარეშე დასაქმების (დროებითი) შეწყვეტის შემთხვევაში.“ სააპელაციო პალატამ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეებს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევით არ შეეძლოთ საკუთარი თავებისა და მათ კმაყოფაზე მყოფი პირებისათვის კანონიერი საარსებო წყაროს მინიმალური მოპოვებაც კი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და წარმოდგენილი კერძო საჩივრის მოტივების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 1 აგვისტოს განჩინება გასაჩივრებულ ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის დუშეთის მუნიციპალიტეტში 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება ნაწილობრივ; კერძოდ, მოსარჩელეების - შ. ი-ის, ი. ჭ-ის და შ. კ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სრულად ბათილად ცნობაზე, ასევე სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის, ასევე აპელანტების - შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის ნაწილში დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 25 დეკემბრის საოქმო გადაწყვეტილებების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში და დავის ამ ნაწილში საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეების - შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ძალაში შევლის დღიდან დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 3 იანვრის №12 ბრძანება მოსარჩელე შ. ი-ის დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; შ. ი-ი აღდგენილ იქნა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე; დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა მოსარჩელე შ. ი-ისათვის იძულებითი განაცდურის ანაზაღაურების სახით სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება. ბათილად იქნა ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 3 იანვრის №11 ბრძანება მოსარჩელე ი. ჭ-ის დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; ი. ჭ-ი აღდგენილ იქნა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა ი. ჭ-ისათვის იძულებითი განაცდურის ანაზაღაურების სახით სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება. ბათილად იქნა ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 3 იანვრის (2014 წლის 6 იანვრის) ბრძანება მოსარჩელე შ. კ-ის დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას ... მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; შ. კ-ი აღდგენილ იქნა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე; დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა შ. კ-ისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სახით სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი აპელანტების - შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის ნაწილში მოპასუხის - დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 15 დეკემბრის საოქმო გადაწყვეტილებები; მოპასუხეს - დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგების მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას დაევალა მოსრჩელეების საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა. გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის დუშეთის მუნიციპალიტეტში 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა ძალაში.
დადასტურებულია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შ. ი-ის, ი. ჭ-ისა და შ. კ-ის სამუშაოზე აღდგენის ნაწილში და სწორედ ამ ნაწილში ითხოვდა შუამდგომლობის ავტორი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებად მიქცევას, იმ მოტივით, რომ კმაყოფაზე ყავთ მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ასაკოვანი მშობლები, უმუშევარი მეუღლეები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც კანონის საფუძველზე საჭიროებენ ზრუნვას მოსარჩელე პირთა მხრიდან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლით რეგლამენტირებულია სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შემთხვევები, კერძოდ, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ა) ალიმენტის მიკუთვნების შესახებ; ბ) დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრების შესახებ; გ) მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ; დ) უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ; ვ) თამასუქისა და ჩეკის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილებები; ზ) ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება.
საკასაციო სასამართლო მიზაშეწონილად მიიჩნევს განმარტოს ზემოდასახელებული მუხლი და მიუთითებს შემდეგს: სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიეცემა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.
საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლი ჩამოთვლილი პირობების არსებობას უკავშირებს სასამართლოს უფლებამოსილებას და არ ზღუდავს იმპერატიულობით, რაც იმას ნიშნავს, რომ საპროცესო მხარე, რომელიც ითხოვს გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ აღსრულებას დამაჯერებლად უნდა ადასტურებდეს და ასაბუთებდეს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების აუცილებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შედეგების მოცემულ ეტაპზე მისთვის სასიცოცხლო მინიშვენლობას. საკასაციო სასამართლო იზიარებს, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, აღნიშნულთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორმა ვერ დაასაბუთა, თუ რა სახის ზიანი მიადგება მას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღუსრულებლობის შემთხვევაში.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად არსებითად სწორი განჩინება დაადგინა გასაჩივრებულ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის ნაწილში და წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ შეიცავს საფუძვლიან არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისათვის, რის გამოც კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 1 აგვისტოს განჩინება გასაჩივრებულ ნაწილში.
ს ა რ ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ. ი-ის, ი. ჭ-ისა და შ. კ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 1 აგვისტოს განჩინება გასაჩივრებულ ნაწილში;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავჯდომარე: ლევან მურუსიძე
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ნუგზარ სხირტლაძე