Facebook Twitter

საქმე #ბს-718-704(კ-7კს-14) 6 ოქტომბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივანი - ა.ვარდიძე

კერძო საჩივრის ავტორი (მოწინააღმდეგე მხარე) _ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა; წარმომადგენელი - ლ. ს-ი

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) _ ი. ჭ-ი, შ. ი-ი, წარმომადგენელი - ი. პ-ი

მესამე პირები - მ. კ-ი, გ. წ-ი, ა. კ-ი, ხ. კ-ი, ვ. კ-ე

თავდაპირველი მოსარჩელები - შ. კ-ი, მ. ფ-ი და მ. კ-ი, წარმომადგენელი - ი. პ-ი

სარჩელზე მოპასუხე - დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია

დავის საგანი _ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების წესის შეცვლა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 სექტემბრის განჩინება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2014 წლის 23 იანვარს შ. ი-მა, ი. ჭ-მა, შ. კ-მა, მ. ფ-მა და მ. კ-მა სარჩელი აღძრეს მცხეთის რაიონულ სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოში დუშეთის მუნიციპალიტეტში მოპასუხეების: დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიმართ და მოითხოვეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება.

მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის დუშეთის მუნიციპალიტეტში 2014 წლის 28 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეები: მ. კ-ი, გ. წ-ი, ა. კ-ი, ხ. კ-ი, ვ. კ-ე.

მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის დუშეთის მუნიციპალიტეტში 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 3 იანვრის №86 ბრძანება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 3 იანვრის №11 ბრძანება და მოპასუხე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად სასამართლოს ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 3 იანვრის №2 ბრძანება, რომლის გამოცემის თარიღად მითითებულია ასევე 2014 წლის 6 იანვარიც. მოპასუხე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად სასამართლოს ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით; სადავო საკითხთან დაკავშირებით ბათილად იქნა ცნობილი დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2014 წლის 23 იანვრის №9 ოქმი, იმ ნაწილში, რომლითაც არ იქნა გაზიარებული შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ის, მ. კ-ის მიმართ მიღებული საპრეტენზიო კომისიის დასკვნა და მოპასუხე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას დაევალა, შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, სასამართლოს ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მოქცევის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის წარმომადგენელმა ი. პ-მა და მოითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის დუშეთის მუნიციპალიტეტში 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელე შ. ი-თან დაკავშირებით მოპასუხე დუშეთის მუნიციპალიტეტს დაევალა შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად სასამართლოს ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 3 იანვრის №12 ბრძანებასთან მიმართებაში, ი. ჭ-თან დაკავშირებით მოპასუხე დუშეთის მუნიციპალიტეტს დაევალა შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად სასამართლოს ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ახალი ინიდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 3 იანვრის №11 ბრძანებასთან მიმართებაში, შ. კ-თან დაკავშირებით მოპასუხე დუშეთის მუნიციპალიტეტს დაევალა შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად სასამართლოს ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ახალი ინიდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 3 იანვრის №2 ბრძანებასთან მიმართებაში, რომლის გამოცემის თარიღად ბათილად ცნობილ ამავე აქტში ასევე მითითებულია 2014 წლის 6 იანვარიც. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას დაევალა შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, სასამართლოს ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ბათილად ცნობილ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2014 წლის 23 იანვრის №9 ოქმთან დაკავშირებით (რომლითაც არ იქნა გაზიარებული შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ის, მ. კ-ის მიმართ მიღებული საპრეტენზიო კომისიის დასკვნა. აპელანტი ასევე ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნები, ასევე მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივარი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შუამდგომლობის არ დაკმაყოფილების ნაწილში წარმოადგენს ასევე კერძო საჩივარსაც.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივლისის განჩინებით შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის დუშეთის მუნიციპალიტეტში 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება ნაწილობრივ; კერძოდ, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2014 წლის 10 მარტის №47 წერილის ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და დავის ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება განჩინების სახით; მოსარჩელეების - შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის სარჩელისა გამო, მოპასუხეების - დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა საკონკურო საატესტაციო კომისიის, მესამე პირების - მ. კ-ის, გ. წ-ის, ა. კ-ის, ხ. კ-ისა და ვ. კ-ის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებით აღძრული ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყდა ნაწილობრივ; დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2014 წლის 10 მარტის №47 წერილის ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, სარჩელის დაუშვებლობის გამო არ დაკმაყოფილდა კერძო საჩივრის ავტორების - შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის კერძო საჩივარი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის დუშეთის მუნიციპალიტეტში 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის დუშეთის მუნიციპალიტეტში 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება ნაწილობრივ; კერძოდ, მოსარჩელეების - შ. ი-ის, ი. ჭ-ისა და შ. კ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სრულად ბათილად ცნობაზე, ასევე სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის, ასევე აპელანტების - შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის ნაწილში დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 25 დეკემბრის საოქმო გადაწყვეტილებების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში და დავის ამ ნაწილში საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეების - შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 3 იანვრის №12 ბრძანება მოსარჩელე შ. ი-ის დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქ. დუშეთის ტერიტორიული ორგანოს ... თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; შ. ი-ი აღდგენილ იქნა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქ. დუშეთის ტერიტორიული ორგანოს ... თანამდებობაზე; დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა მოსარჩელე - შ. ი-ისათვის იძულებითი განაცდურის ანაზაღაურების სახით სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება. ბათილად იქნა ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 3 იანვრის №11 ბრძანება მოსარჩელე ი. ჭ-ის დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... ტერიტორიული ორგანოს ... თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; ი. ჭ-ი აღდგენილ იქნა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... ტერიტორიული ორგანოს ... თანამდებობაზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა ი. ჭ-ისათვის იძულებითი განაცდურის ანაზაღაურების სახით სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება. ბათილად იქნა ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 3 იანვრის (2014 წლის 6 იანვრის) ბრძანება მოსარჩელე შ. კ-ის დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებში ... თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; შ. კ-ი აღდგენილ იქნა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში დასაქმებისა და სოციალური დაცვის სფეროში ... თანამდებობაზე; დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა შ. კ-ისათვის იძულებითი განაცდურის ანაზაღაურების სახით სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი აპელანტების - შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის ნაწილში მოპასუხის - დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 15 დეკემბრის საოქმო გადაწყვეტილებები; მოპასუხის - დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას დაევალა მოსარჩელეების საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა. მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის დუშეთის მუნიციპალიტეტში 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 1 აგვისტოს განჩინებით დაკმაყოფილდა აპელანტების - შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის შუამდგომლობა სასამართლოს საპროცესო აქტებში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე. გასწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივლისის №3ბ/764-14 გადაწყვეტილების, ასევე 2014 წლის 17 ივლისის №3ბ/764-14 განჩინების სარეზოლუციო ნაწილებში დაშვებული შეცდომა იმგვარად, რომ ყველგან ნაცვლად გვარ-სახელისა ,,მ. ფ-ი“, მიეთითოს გვარ-სახელი ,,მ. ფ-ი“; გასწორდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივლისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული შეცდომა იმგვარად, რომ განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტში მიეთითოს იმავე სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი (ნაცვლად 1-ლი პუნქტისა), ხოლო მე-6 პუნქტში - მე-4 პუნქტი (ნაცვლად მე-2 პუნქტისა). აპელანტებს - შ. ი-ს, ი. ჭ-ს და შ. კ-ს (წარმომადგენელი ი. პ-ი) უარი ეთქვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილების ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე; აპელანტებს (წარმომადგენელი ი. პ-ი) უარი ეთქვათ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 7 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმის სისწორისა და სისრულის დადასტურებაზე. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ განჩინება სასამართლოს საპროცესო აქტებში დაშვებული უსწორობების გასწორების ასევე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს უზენაეს სასამართლოში კერძო საჩივრით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის განჩინებით აპელანტების - შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის წარმომადგენლის - ი. პ-ის შუამდგომლობა საქმეზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ დარჩა განუხილველად; აპელანტების - შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის წარმომადგენლის - ი. პ-ის შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივლისის №3ბ/764-14 განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის წარმომადგენელმა - ი. პ-მა შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული ნაწილის აღსრულების წესის შეცვლა და მიუთითა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2014 წლის 16 ივლისს მიღებულ იქნა №17 დადგენილება, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა ,,დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 12 ივლისის №23 დადგენილება, რომელიც ითვალისწინებდა გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ... - რწმუნებულის თანამდებობას, ხოლო მის ნაცვლად მიღებული ახალი - ,,დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №17 დადგენილების მე-18 მუხლით გათვალისწინებული იქნა იგივე ფუნქციების მატარებელი თანამდებობა, რასაც შეეცვალა სახელი და ეწოდა ,,დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელი“ ტერიტორიულ ერთეულებში და შენარჩუნებული იქნა ასევე იგივე რაოდენობის წარმომადგენლის თანამდებობაც, რაც არსებობდა მანამდე ტერიტორიული ორგანოს ... - რწმუნებულის თანამდებობის არსებობის სახით. შესაბამისად, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, ამჟამად არსებობს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ქალაქ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ქალაქ დუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ... ადმინისტრაციულ ერთეულში. საყურადღებოა, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ძველი და ახალი დებულების შედარებით დგინდება, რომ დღეს მოქმედი გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობისათვის გათვალისწინებული ფუნქციები სიტყვა-სიტყვით იდენტურია ადრე არსებული გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ..., ამდენად, აღნიშნული თანამდებობები შინაარსობრივად და ფუნქციონალურად იდენტურია. სააპელაციო პალატის მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილებით დადგენილი შედეგი - შ. ი-ისა და ი. ჭ-ის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე, რომელიც ამ ნაწილში არ გასაჩივრებულა საპროცესო მხარეების მხრიდან და შესულია კანონიერ ძალაში, საჭიროებს მოცემული ეტაპისათვის გადაწყვეტილების აღსრულების წესის შეცვლის საპროცესო მექანიზმებით მოწესრიგებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობის ავტორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული ნაწილის აღსრულების წესის შეცვლას მხოლოდ შ. ი-ისა და ი. ჭ-ის თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში ისე, რომ აპელანტი (მოსარჩელე) - შ. ი-ი აღდგენილ იქნეს დუშეთის მუნიციპალიტეტის ქალაქ დუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე, აპელანტი (მოსარჩელე) - ი. ჭ-ი აღდგენილ იქნეს დუშეთის მუნიციპალიტეტის ... ადმინისტაციულ ერთეულში დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის განჩინებით აპელანტების - შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის წარმომადგენლის - ი. პ-ის შუამდგომლობა საქმეზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ დარჩა განუხილველად; აპელანტების - შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის წარმომადგენლის - ი. პ-ის შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივლისის №3ბ/764-14 განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის წარმომადგენელმა ი. პ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანისა და განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე უარის თქმის შესახებ“ შუამდგომლობის დაკმაყოფილებისათვის საქმის სააპელაციო პალატისათვის დაბრუნება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 სექტემბრის განჩინებით შ. ი-ისა და ი. ჭ-ის წარმომადგენლის - ი. პ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილების (აპელანტების/მოსარჩელეების - შ. ი-ისა და ი. ჭ-ის სასარჩელო მოთხოვნათა ნაწილში) აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხი გადაწყდა შემდეგნაირად: აპელანტი (მოსარჩელე) - შ. ი-ი აღდგენილ იქნა დუშეთის მუნიციპალიტეტის ქალაქ დუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე; აპელანტი (მოსარჩელე) - ი. ჭ-ი აღდგენილ იქნა დუშეთის მუნიციპალიტეტის ... ადმინისტრაციულ ერთეულში დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის თანმდებობაზე.

სააპელაციო სასამართლომ განჩინებაში მიუთითა, რომ აპელანტების - შ. ი-ისა და ი. ჭ-ის შუამდგომლობის აღძვრის მიზანი არის ის, რომ თავიდან აიცილონ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობა/აღსრულების შეფერხება. თუმცა აპელანტები სასამართლომ, თავის დროზე, თავისი გადაწყვეტილებით აღადგინა კონკრეტული დასახელების თანამდებობაზე - ტერიტორიული ორგანოს ... - რწმუნებულის თანამდებობაზე, მაგრამ ამგვარი დასახელების თანამდებობა დღეს აღარ არსებობს, შესაბამისად, აპელანტებიც მიზნად ისახავენ, რომ მოხდეს მათი სხვა დასახელების, თუმცა იგივე შინაარსის მქონე თანამდებობებზე აღდგენა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების ამგვარად აღსრულება (თუკი ასეთი სინამდვილეში მოხდება) არ უნდა იქნეს განმარტებული როგორც გადაწყვეტილების აღსრულების წესის შეცვლა; ვინაიდან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით აპელანტებმა მოიპოვეს ერთი სახეობის სიკეთე - თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნის უფლება, წარმოდგენილი შუამდგომლობის ფარგლებში აპელანტები არ ითხოვენ ამ სიკეთის სხვა სიკეთით ჩანაცვლებას, გადაწყვეტილებით გარანტირებული ერთი, კონკრეტული უფლების სხვა, ტოლფასი, ადეკვატური ან ნაკლები ღირებულების, ოღონდ სხვა შინაარსის მქონე უფლებით შეცვლას, რომელსაც საპროცესო ენაზე, შესაძლებელია, დაერქვას კიდეც გადაწყვეტილების აღსრულების წესის შეცვლა; კონკრეტულ სადავო შემთხვევაში აპელანტები მიზნად ისახავენ სწორედ იმ უფლების დაცვასა და უზრუნველყოფას, რომელიც მათთვის გარანტირებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით; ამიტომ, მართებულია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა განხილულ და გადაწყვეტილ იქნეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2671-ე მუხლის საფუძველზე, შესაბამისად, შუამდგომლობაში დაყენებული პრობლემა მიჩნეულ უნდა იქნეს, ანუ პროცესუალურად უნდა დაკვალიფიცირდეს როგორც გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხი, გადაწყვეტილების აღსრულების შემაფერხებელ ცდომილება, რომელიც საჭიროებს სასამართლოს მხრიდან ჩარევასა და მოწესრიგებას სსს კოდექსის 2671-ე მუხლის მეშვეობით.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა აპელანტების - შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ის, მ. კ-ის სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის დუშეთის მუნიციპალიტეტში 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება ნაწილობრივ, კერძოდ, მოსარჩელეების - შ. ი-ის, ი. ჭ-ისა და შ. კ-ის დაკავებული თანამდებობებიდან განთავისუფლების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სრულად ბათილად ცნობაზე, ასევე სამუშაოზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის, ასევე, აპელანტების - შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის ნაწილში დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 25 დეკემბრის საოქმო გადაწყვეტილებების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში და დავის ამ ნაწილში საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელეების - შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 03 იანვრის N12 ბრძანება მოსარჩელე შ. ი-ის დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქალაქ დუშეთის ტერიტორიული ორგანოს ... თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ; მოსარჩელე შ. ი-ი აღდგენილ იქნა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქალაქ დუშეთის ტერიტორიული ორგანოს ... თანამდებობაზე; მოპასუხეს - დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა მოსარჩელისათვის - შ. ი-ისთვის იძულებითი განაცდურის სახით სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება. ბათილად იქნა ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 03 იანვრის N11 ბრძანება მოსარჩელე ი. ჭ-ის დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... ტერიტორიული ორგანოს ... თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ; მოსარჩელე ი. ჭ-ი აღდგენილ იქნა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... ტერიტორიული ორგანოს ... თანამდებობაზე; მოპასუხეს - დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა მოსარჩელისათვის - ი. ჭ-ისთვის იძულებითი განაცდურის სახით სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება. ბათილად იქნა ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 03 იანვრის (2014 წლის 06 იანვრის) ბრძანება მოსარჩელე შ. კ-ის დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებში ... თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ; მოსარჩელე შ. კ-ი აღდგენილ იქნა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში დასაქმებისა და სოციალური დაცვის სფეროში ... თანამდებობაზე; მოპასუხეს - დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა მოსარჩელისათვის - შ. კ-ისთვის იძულებითი განაცდურის სახით სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი აპელანტების - შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ის და მ. კ-ის ნაწილში მოპასუხის - დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 25 დეკემბრის საოქმო გადაწყვეტილებები; მოპასუხის - დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას დაევალა მოსარჩელეების საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები; მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის დუშეთის მუნიციპალიტეტში 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა ძალაში;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც დაკმაყოფილდა აპელანტების სააპელაციო საჩივარი (სარჩელი) სრულად შევიდა კანონიერ ძალაში.

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 17 სექტემბრის N1950 და N1951 წერილებით უარი ეთქვათ შ. ი-სა და ი. ჭ-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულებაზე - მათი ტერიტორიული ორგანოს ... თანამდებობებზე აღდგენაზე იმ მოტივით, რომ დღეის მდგომარეობით ასეთი თანამდებობა ახალი კანონის შესაბამისად, აღარ არსებობდა.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 12 ივლისის N23 დადგენილებით დამტკიცებული დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორია დაყოფილი იყო თვრამეტ ტერიტორიულ ერთეულად, მათ შორის, ქალაქ დუშეთისა და ... ტერიტორიულ ერთეულებად (იხილეთ დებულების მე-8 მუხლი).

ამავე დებულებით დუშეთის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შემავალი ტერიტორიული ერთეულების სამართავად შექმნილი იყო ტერიტორიული ორგანოები (თითოეულ ტერიტორიულ ერთეულს მართავდა შესაბამისად ერთი ტერიტორიული ორგანო), რომლებიც იმავდროულად იყო დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეული.

ამავე დებულების და ასევე დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 5 ივლისის N329 ბრძანებით დამტკიცებული საშტატო განრიგის შესაბამისად, თითოეულ ტერიტორიულ ორგანოს (ანუ, გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს) ხელმძღვანელობდა მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული, ანუ მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შემავალ თითოეულ ტერიტორიულ ერთეულს ჰყავდა თავისი რწმუნებული, რომელიც იყო დუშეთის მუნიციპალიტეტის გაგეობის საჯარო მოხელე.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N17 დადგენილებით დამტკიცებული დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტმა ახალი დებულების დამტკიცების პირობებში კვლავ შეინარჩუნა მუნიციპალიტეტის ტერიტორიული დაყოფის პრინციპი, მანვე შეინარჩუნა უკლებლივ ყველა, თვრამეტივე ტერიტორიული ერთეული იმავე საზღვრებში და იგივე სახელწოდებებით, მათ შორის - ქალაქ დუშეთისა და ... ტერიტორიული (ადმინისტრაციული) ერთეულები იმ განსხვავებით, რომ ტერმინის ,,ტერიტორიული ერთეული’’ ნაცვლად გამოყენებულ იქნა ტერმინი ,,ადმინისტრაციული ერთეული’’ (ახალი, მოქმედი დებულების მე-8 მუხლი).

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N17 დადგენილებით დამტკიცებული დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის თითოეული ადმინისტრაციული ერთეულისთვის, იმავე ერთეულების სამართავად გათვალისწინებულ იქნა გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობა (ინსტიტუტი), ნაცვლად თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის თანამდებობისა, ახალი დებულებით აღარ იქნა გათვალისწინებული ტერიტორიული ორგანოები, ანუ იგივე გამგეობის სტრუქტურული ერთეულები ტერიტორიული ორგანოების სახით (იხილეთ ახალი, მოქმედი დებულების მე-18 მუხლი).

ასევე, დადგენილია, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს N21 დადგენილებით დამტკიცებული დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ იქნა გამგებლის წარმომადგენლის 18 საშტატო ერთეული, ანუ სწორედ იმდენი თანამდებობა, რამდენიც ადმინისტრაციული ერთეულია.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მიუხედავად სახელწოდების გადარქმევისა, ე.წ. ძველი თანამდებობა - მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის თანამდებობა და დღეს არსებული თანამდებობა - გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობა წარმოადგენს ერთი და იმავე თანამდებობას, ერთი და იმავე შინაარსის საშტატო ერთეულს. ამგვარი მოსაზრება გამომდინარეობდა, ძველი და ახალი საკანომდებლო აქტების - ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონისა (2005 წ.) და საქართველოს ორგანული კანონის - ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის (2014 წ.), ასევე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების - დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 12.07.2013 წლის N23 დადგენილებისა და 16.07.2014 წლის N17 დადგენილებით დამტკიცებული დებულებების შედარებიდან.

სააპელაციო პალატის განმარტებით, უნდა მოხდეს დაპირისპირებული თანამდებობების ე.წ. ძველი თანამდებობის - მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის თანამდებობისა და დღეს არსებული თანამდებობის - გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობის იდენტიფიცირება, რომელიც შესაძლებელია რამოდენიმე კრიტერიუმის მიხედვით; 1) დადგინდეს და განისაზღვროს მისი (თანამდებობის) ადგილი ადმინისტრაციული ორგანოს სისტემის შიგნით, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში, სტრუქტურულ ქვედანაყოფში/რგოლში; 2) ასევე, მნიშვნელოვანია დადგინდეს, გამოირკვეს კონკრეტულ თანამდებობაზე პირის დანიშვნის/განთავისუფლების წესი; 3) გამოირკვეს საკითხი იმის შესახებ, თუ სუბორდინაციული ტიპის მმართველობის პირობებში თანამდებობის პირი ვის (ანუ, რომელი თანამდებობის პირის) წინაშე არის ანგარიშვალდებული; 4) მნიშვნელოვანია, ასევე გამოირკვეს იმ ფუნქციების, იმ შრომით-სამართლებრივი უფლებამოსილებების შინაარსი, რომელთა შესრულებაც ევალება თანამდებობის პირს თავისი შრომითი საქმიანობის პროცესში.

ძველი და ახალი, დღეს მოქმედი სამართლებრივი ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, ე.წ. ძველი თანამდებობა - მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის (იგივე ტერიტორიული ორგანოს ...) თანამდებობა და დღეს არსებული თანამდებობა - გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობა არსებობდა და არსებობს თვითმმართველი ერთეულის (მუნიციპალიტეტის/თვითმმართველი თემის) აღმასრულებელი ორგანოს (ადმინისტრაციული ორგანოს) - გამგეობის სისტემის შიგნით, ცალკე თანამდებობის/საშტატო ერთეულის სახით იმ განსხვავებით, რომ ძველი დებულების პირობებში რწმუნებული გვევლინებოდა გამგეობის სტრუქტურული ერთეულის - ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელად, დღეის პირობებში გამგებლის წარმომადგენელს არ გააჩნია მის მართვას დაქვემდებარებული გამგეობის სტრუქტურული ერთეული სამართავად (,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტი, 16.07.2014 წლის N17 დადგენილებით დამტკიცებული დებულებების მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტი).

ე.წ. ძველ თანამდებობაზე - მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის თანამდებობაზე და დღეს არსებულ თანამდებობაზე - გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე პირს ნიშნავდა/ნიშნავს და ათავისუფლებდა/ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს - გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირი - გამგებელი (,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტი, 16.07.2014 წლის N17 დადგენილებით დამტკიცებული დებულებების მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტი).

ძველი და ახალი, დღეს მოქმედი სამართლებრივი ნორმების შედარების შედეგად სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ე.წ. ძველ თანამდებობაზე - მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის, ისევე როგორც დღეს არსებულ თანამდებობაზე - გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე მყოფი (დანიშნული) პირი ანგარიშვალდებული იყო და არის გამგებლის წინაშე (,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტი, 16.07.2014 წლის N17 დადგენილებით დამტკიცებული დებულებების მე-18 მუხლის მე-8 პუნქტი).

რაც შეეხება იმ ფუნქციებს, რომლებიც ეკისრებოდა/ეკისრება რწმუნებულს/გამგეობის წარმომადგენელს, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის უფლებამოსილებათა საკითხი მოწესრიგებული იყო ორი სამართლებრივი აქტით - ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონით და დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 12.07.2013 წლის N23 დადგენილებით დამტკიცებული გამგეობის დებულებით; დღეის მდგომარეობით გამგებლის წარმომადგენლის უფლებამოსილებათა შესახებ საკითხის მოწესრიგების ძირითადი ტვირთი მოდის საკრებულოს 16.07.2014 წლის N17 დადგენილებით დამტკიცებულ გამგეობის დებულებაზე. დღეს მოქმედ საკანონმდებლო აქტი - საქართველოს ორგანულ კანონი - ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, წინა კანონისგან განსხვავებით, არ იძლევა გამგებლის წარმომადგენლის ინსტიტუტის შესახებ საკითების დეტალურ მოწესრიგებას, თუმცა კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ გამგებელი/მერი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნოს გამგებლის/მერის წარმომადგენელი. გამგებლის/მერის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება გამგეობის/მერიის დებულებით.

სააპელაციო სასამართლომ ძველი და ახალი კანონმდებლობის შედარების შედეგად მიიჩნია, რომ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 42-ე მუხლის თანახმად, რწმუნებულს ეკისრებოდა 27 სხვადასხვა დასახელებისა და შინაარსის შრომითი ფუნქცია; დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N17 დადგენილებით დამტკიცებული დებულებების მე-18 მუხლის თანახმად, გამგებლის წარმომადგენელს დღეისათვის ეკისრება 25 სხვადასხვა დასახელებისა და შინაარსის შრომითი ფუნქცია ისე, რომ აღნიშნული 25 ფუნქციიდან 21 ფუნქციის შესრულება ევალებოდა რწმუნებულსაც (ანუ, მოხდა ძველი, რწმუნებულის დროინდელი ფუნქციების სიტყვა-სიტყვითი კოპირება, პირდაპირ გადმოღება ახალ დებულებაში, ახალ რეალობაში); რწმუნებულის კუთვნილი 27 ფუნქციიდან (ანუ, ძველი ფუნქციებიდან) 5 ფუნქცია (ორგანული კანონის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა’’, ,,ლ’’, ,,ს’’ და ,,ტ’’ ქვეპუნქტები, 42.4. მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტი) უარყოფილია ახალი დადგენილების (დებულების) პირობებში, ხოლო დღეს არსებული გამგებლის წარმომადგენლის 25 ფუნქციიდან 21 ძველი ფუნქციის პარალელურად გამგებლის წარმომადგენელს დაეკისრა 4 ახალი ფუნქცია (გამგეობის დებულების 18.5. მუხლის ,,ნ’’, ,,ო’’, ,,პ’’ და ,,ჟ’’ ქვეპუნქტები), რომლებიც რწმუნებულის ფუნქციათა წრეში არასდროს შედიოდა; ანუ, ფუნქციათა ძირითადი ნაწილი - 21 ფუნქცია წარმოადგენდა და უცვლელად წარმოადგენს რწმუნებულის/გამგებლის წარმომადგენლის ფუნქციებს.

რაც შეეხება დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 12.07.2013 წლის N23 დადგენილებით დამტკიცებული დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტს, ამ უკანასკნელით (,,ბ’’ ქვეპუნქტის გამოკლებით) მოწესრიგებული იყო შრომით-სამართლებრივი/სამსახურებრივი ურთიერთობები, ერთი მხრივ, რწმუნებულსა და მის დაქვემდებარებაში არსებული აპარატის მოხელეებს შორის და მეორე მხრივ - რწმუნებულსა და გამგებელს შორის; დღეს მოქმედი საქართველოს ორგანული კანონი - ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, ისევე როგორც დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 16.07.2014 წლის N17 დადგენილებით დამტკიცებული გამგეობის დებულება და დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს N21 დადგენილებით დამტკიცებული დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხა არ იძლევა იმის პირდაპირ მტკიცების საფუძველს, რომ დღევანდელ თანამდებობის პირს - გამგებლის წარმომადგენელს (მსგავსად რწმუნებულისა) დაქვემდებარებაში ჰყავს მოხელეთა აპარატი (ისედაც, რწმუნებული ხელმძღვანელობდა გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს - ტერიტორიულ ორგანოს, დღეისათვის გამგებლის წარმომადგენელი არ ხელმძღვანელობს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, ასეთი ერთეული, თანახმად დებულებისა და საშტატო განრიგისა, გამგეობის სისტემაში გათვალისწინებული არ არის). ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოცემული შუამდგომლობის გადაწყვეტის, ასევე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნებითვის მეორეხარისხოვანია და არამინიშვნელოვანია საკითხი იმის შესახებ, გამგებლის წარმომადგენელი მისთვის კანონით დაკისრებულ ფუნქციებს აღასრულებს დამოუკიდებლად თუ სხვა საჯარო მოხელეთა (ან, თუნდაც გამგეობის სტრუქტურული ერთეულის - ტერიტორიული ორგანოს, ამ ორგანოს მოხელეების) დახმარებით; პირიქით, ზემოთ მოხმობილი ნორმების შედარებითი ანალიზი ცხადყოფს, რომ რწმუნებული, ისევე როგორც დღეს გამგებლის წარმომადგენელი, შესაბამისი ტერიტორიული/ადმინისტრაციული ერთეულის დონეზე თავისი ვიწრო უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფდა/უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ფინანსური, სოციალური (დასაქმების, მიგრაციის, ეკომიგრანტების, დევნილების), ჯანმრთელობის, განათლების, სპორტის, ეკონომიკური, ქონებრივი, ტერიტორიების განაშენიანების, საინჟინრო-ტექნიკური, კულტურული მემკვიდრეობის, სამხედრო, დემოგრაფიული და კომუნალური მომსახურების საკითხების ადმინისტრირებას, მართვას ისე, რომ ვერც თანამდებობის დასახელების (სახელწოდების) შეცვლა, ვერც ოთხი ახალი ფუნქციის დამატება და ვერც სახელფასო განაკვეთის შემცირება ვერ შეცვლის ძველი და ახალი დასახელების თანამდებობის - რწმუნებულის/გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობის ერთი და იმავე შინაარსის ფუნქციურ/მიზნობრივ არსს;

ამდენად, ზემოთქმულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის (დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის) აპელირება მასზედ, რომ გამგებლის წარმომადგენლისთვის დაკისრებული ოთხი, სრულიად ახალი შინაარსის ფუნქცია მიუთითებს გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობის სიახლეზე და ადასტურებს რწმუნებულის თანამდებობისგან ამ თანამდებობის განსხვავებულობას.

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამეგობამ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

კერძოს საჩივრის ავტორის განმარტებით, დუშეთის მუნიციპალიტეტმა მოხადინა გადაწყვეტილების აღსრულება განაცდურის ანაზღაურების ნაწილში, ხოლო თანამდებობაზე აღდგენა არ აღსრულდა იმ მოტივით, რომ ძველი თანამდებობები, კერძოდ, დუშეთის მუნიციპალიტეტის ... ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი და ქ. დუშეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი, როგორც ასეთი გაუქმდა საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, რომელიც ძალაში შევიდა მიმდინარე წლის 3 ივლისიდან და საერთოდ გააუქმა ის ინსტიტუტი.

საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე მუნიციპალიტეტის გამგებელი უფლებამოსილია დანიშნოს თავისი წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში.

კერძო საჩივრის ავტორი არ დაეთანხმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსაზრებას, იმის თაობაზე, რომ მიუხედავად სახელწოდების გადარქმევისა, მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის თანამდებობა და დღეს არსებული - გამგებლის წარმომადგენელი შესაბმის ადმინისტრაციულ ერთეულში არის ერთი და იგივე და განმარტა, რომ ძველი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 42-ე მუხლის შესაბამისად, რწმუნებულს ევალებოდა სხვადასხვა დასახელებისა და შინაარსის შრომითი ფუნქციები, ხოლო დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №17 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-18 მუხლის თანახმად, გამგებლის წარმომადგენელს დაეკისრა ახალი ფუნქციები, რომლებიც რწმუნებულის ფუნქციათა წრეში არასდროს შედიოდა (გამგეობის დებლების 18.5 მუხლის ,,ნ“, ,,ო“, ,,პ“ და ,,უ“ ქვეპუნქტები). დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 12 ივლისის №23 დადგენილებით დამტკიცებული დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით მოწესრიგებული იყო შრომითი სამართლებრივი/სამსახურებრივი ურთიერთობები, ერთი მხრივ, რწმუნებულსა და გამგებელს შორის; დღეს მოქმედი საქართველოს ორგანული კანონი - ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ისევე როგორც დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის დადგენილით დამტკიცებული გამგეობის დებულება და დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს №21 დადგენილებით დამტკიცებული დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხით ასეთი აპარატი არ არის გათვალისწინებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, წარმოდგენილი კერძო საჩივრის მოტივების გაცნობისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 სექტემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის დუშეთის მუნიციპალიტეტში 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება ნაწილობრივ; კერძოდ, მოსარჩელეების - შ. ი-ის, ი. ჭ-ისა და შ. კ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სრულად ბათილად ცნობაზე, ასევე სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის, ასევე აპელანტების - შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის ნაწილში დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 25 დეკემბრის საოქმო გადაწყვეტილებების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში და დავის ამ ნაწილში საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეების - შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ძალაში შევლის დღიდან დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 3 იანვრის №12 ბრძანება მოსარჩელე შ. ი-ის დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქ. დუშეთის ტერიტორიული ორგანოს ... თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; შ. ი-ი აღდგენილ იქნა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქ. დუშეთის ტერიტორიული ორგანოს ... თანამდებობაზე; დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა მოსარჩელე შ. ი-ისათვის იძულებითი განაცდურის ანაზაღაურების სახით სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება. ბათილად იქნა ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 3 იანვრის №11 ბრძანება მოსარჩელე ი. ჭ-ის დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... ტერიტორიული ორგანოს ... თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; ი. ჭ-ი აღდგენილ იქნა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... ტერიტორიული ორგანოს ... თანამდებობაზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა ი. ჭ-ისათვის იძულებითი განაცდურის ანაზაღაურების სახით სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება. ბათილად იქნა ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 3 იანვრის (2014 წლის 6 იანვრის) ბრძანება, მოსარჩელე შ. კ-ის დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებში ... თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; შ. კ-ი აღდგენილ იქნა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში დასაქმებისა და სოციალური დაცვის სფეროში ... თანამდებობაზე; დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა შ. კ-ისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სახით სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი აპელანტების - შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის ნაწილში მოპასუხის - დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 15 დეკემბრის საოქმო გადაწყვეტილებები; მოპასუხეს - დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას დაევალა მოსრჩელეების საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა. გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის დუშეთის მუნიციპალიტეტში 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა ძალაში.

შ. ი-მა და ი. ჭ-მა განცხადებით მიმართეს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას და მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულება - მათი შესაბამის თანამდებობებზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება.

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 17 სექტემბრის N1950 და N1951 წერილებით უარი ეთქვათ შ. ი-სა და ი. ჭ-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულებაზე, კერძოდ, ტერიტორიული ორგანოს ... თანამდებობებზე აღდგენაზე იმ მოტივით, რომ დღეის მდგომარეობით ასეთი თანამდებობა ახალი კანონის თანახმად აღარ არსებობდა.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს შ. ი-ისა და ი. ჭ-ის შრომით უფლებებში აღდგენის საკითხი. კერძოდ, იმ საკითხის გამორკვევა ძველი კანონმდებლობით განსაზღვრული - მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული და დღეს მოქმედი კანონმდებლობით განსაზვრული - გამგებლის წარმომადგენელი ტერიტორიულ ერთეულში არის თუ არა იდენტური თანამდებობი.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, იმასთან მიმართებაში, რომ ძველი და ახალი თანამდებობის იდენტიფიცირების დროს ძირითადი განმსაზღვრელია ის თუ რა ადგილი, რა როლი უჭირავს მას ადმინისტრაციული ორგანოს სისტემაში, თუ ვინ ნიშნავს და ვინ ათავისუფლებს თანამდებობაზე პირს, მნიშვნელოვანია ასევე სუბორდინაციული ტიპის მმართველობის პირობებში ვის წინაშეა ანგარიშვალდებული და ასევე იმ ფუნქციების შინაარსი, რომელთა შესრულებაც ევალება თანამდებობის პირს.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ადგილობრივი თვითმმართველობა როგორც ამჟამად, ასევე მანამდე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გულისხმობს საქართველოს მოქალაქეთა უფლებას და შესაძლებლობას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოაწესრიგონ და მართონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები საკუთარი პასუხისმგებლობით და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, თვითმმართველი ერთეული არის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტი არის დასახლება (თვითმმართველი ქალაქი), რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები, ან დასახლებათა ერთობლიობა (თვითმმართველი თემი), რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები და ადმინისტრაციული ცენტრი. მუნიციპალიტეტს გააჩნია არჩევითი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები (შემდგომ − მუნიციპალიტეტის ორგანოები), რეგისტრირებული მოსახლეობა და აქვს საკუთარი ქონება, ბიუჯეტი, შემოსულობები. მუნიციპალიტეტი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. ამავე კანონის 23-ე მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა - კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო − მუნიციპალიტეტის საკრებულო. ხოლო მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი არის გამგებელი თვითმმართველ თემში და მერი თვითმმართველ ქალაქში. გამგებელი/მერი წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებას ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის ნორმატიული აქტების შესაბამისად (ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 48-ე მუხლი). ამავე კანონის 24-ე მუხლით განსაზღვრულია მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებანი ჩამოთვლილთაგან ერთერთია ა.ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა და გაუქმება, მათი საზღვრების დადგენა. ასევე ,,გ.ბ) ამ კანონის შესაბამისად გამგეობის/მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების დებულებებისა და საშტატო ნუსხების დამტკიცება.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 12 ივნისის №23 დადგენილების მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გამგეობა შედგება გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების, სტრუქტურული ერთეულების - მუნიციპალური სამსახურებისა და თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიული ორგანოებისაგან; ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კი ,,მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო შესაბამის ტერიტორიაზე უზრუნველყოს მოსახლეობასთან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობებს, საზოგადოებრივ მომსახურებათა განხორციელებას, საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებათა აღსრულებას. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, განისაზღვრება მისი დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით დადგენილებით იღებს საკრებულო. ტერიტორიული ორგანო შედგება მუნიციპალიტეტის რწმუნებულის, რომელიც წარმართავს ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას და მოხელეებისაგან. ტერიტორიული ორგანოები იქმნება ამ დებულების მე-8 მუხლით განსაზღვრულ მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში. მე-8 მუხლში ჩამოთვლილია ტერიტორიული მართვის ორგანოები (მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოები) სულ 18 ტერიტორიული ორგანო, მათ შორისაა ქ. დუშეთის ტერიტორიული ორგანო და ... ტერიტორიული ორგანო, რომლის სამოქმედო ტერიტორია - ... თემი, სოფლები: ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ...., ..., ..., ... . ამავე დებულების მე-19 მუხლის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის თვითმმართველ ერთეულს ჰყავს რწმუნებული, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებულია მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის უფლება-მოსილებანი: ა) წარმართავას ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას; ბ) ახორციელებს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 42-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებსა და უზრუნველყოფს ტერიტორიული ორგანოს ტიპიური დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას; გ) გამგებელს დასამტკიცებლად წარუდგენს ტერიტორიული ორგანოს სამუშაო გეგმებს; დ) ანაწილებს დავალებებს დაქვემდებარებულ მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და გამგებლის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; ე) იბარებს და აფასებს ტერიტორიული ორგანოს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; ვ) ამზადებს და გამგებელს წარუდგენს ანგარიშებს ტერიტორიული ორგანოს მიერ სამუშაო გეგმებით და გამგებლის ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ; ზ) უზრუნველყოს დადგენილი წესით ტერიტორიული ორგანოს საქმისწარმოებას; თ) უზრუნველყოს მოხელეთა მიერ გამგეობის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას. დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, გამგებელს წარუდგენს წინადადებას მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ; ი) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით და ტერიტორიული ორგანოს ტიპოვრიბი დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №17 დადგენილებაზე, რომლითაც ძალადაკარგულად იქნა ცნობილი ზემოაღნიშნული დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 12 ივნისის №23 დადგენილება და განმარტავს, 2014 წლის 16 ივლისის №17 დადგენილების მე-2 თავით განსაზღვრულია გამგეობის სტრუქტურა, მე-8 მუხლში ჩამოთვლილია დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულები, მათ შორის არის ,,ა“) ქ. დუშეთის ადმინისტრაციული ერთეული, ,,თ“ ) ... ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია ... თემი, სოფლები: ..., ..., ...., ...., ..., ..., ..., ..., ...., ..., ..., ..., ...). ასევე იყო 2013 წლის 12 ივლისის №23 დადგენილებითაც, რომელიც ძალადაკარგულად გამოცხადდა ზემოაღნიშნული დადგენილებით და ასევეა ამჟამად მოქმედი 2014 წლის 26 სექტემბრის დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №28 დადგენილებითაც ,,დუშეთის ადმინისტრაციული ერთეულების დამტკიცების თაობაზე“, რომლის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტში შექმნილია 18 ადმინისტრაციული ერთეული მათ შორის არის დუშეთის ადმინისტრაციული ერთეული და ასევე ... ადმინისტრაციული ერთეული, რომლის შემადგენლობაშიც არის სოფლები:..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., .... აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ როგორც ადრე ასევე დღესაც დუშეთის მუნიციპალიტეტში არის როგორც ქ. დუშეთის ადმინისტრაციული ერთეული ასევე ... ადმინისტრაციული ერთეული. ტერიტორიულ ერთეულში გამგებელს ჰყავს წარმომადგენელი, კერძოდ,

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №17 დადგენილების მე-18 მუხლის შესაბამისად, გამგებელს ჰყავს წარმომადგენელი ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში. გამგებლის წარმომადგენელი (შემდგომ წარმომადგენელი), არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი“, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ,,წარმომადგენელი ინიშნება გამგეობის დებულების მე-8 მუხლით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ერთეულებში“ საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ასევეა დღეს მოქმედი 2014 წლის 26 სექტემბრის დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №28 დადგენილებითაც (მუხლი 16), აღნიშნული დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №17 დადგენილება.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვსტოს №21 დადგენილებაზე ,,დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“, რომელშიც ასევე გათვალისწინებულია გამგებლის წარმომადგენელის 18 საშტატო ერთეული.

საკასაციო სასამართლო ყოველივე ზემოაღნიშნულის ანალიზის საფუძველზე განმარტავს, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტი, როგორც ადრე ამჟამადაც დაყოფილია ტერიტორიულ ორგანოებად და მის შემადგენლობაშია 18 ადმინისტრაციული ერთეული, მათ შორისაა ქ. დუშეთის ადმინისტრაციული ერთეული და ... ადმინისტრაციული ერთეული იმავე საზღვრებში, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ადრე გამოყენებული იყო ტერმინი ,,ტერიტორიული ერთეული“, ხოლო ამჟამად დებულებაში მოხსენიებულია ტერმინი ,,ადმინისტრაციული ერთეული“. როგორც ადრე, ასევე დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №17 დადგენილების მოქმედების პერიოდში მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში ხელმძღვანელს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი და ასევე მის წინაშეა ანგარიშვალდებული იმ განსხვავებით, რომ ადრე ერქვა მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენელი, დღეს მოქედი კანონმდებლობით კი - გამგებლის წარმომადგენელი, ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №17 დადგენილების მოქმედების პერიოდში მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში ... დანიშვნა/გათავისუფლების წესს არეგულირებდა ასევე იმ დროს მოქმედი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონიც, დღეს მოქმედ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს, წინა კანონისგან განსხვავებით არ არეგულირებს გამგებლის წარმომადგენლის ინსტიტუტის შესახებ საკითხების დეტალურ მოწესრიგებას, მაგრამ 54-ე მუხლში მითითებულია, რომ გამგებელი/ მერი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნოს გამგებლის/მერის წარმომადგენელი.

შესაბამისად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იზიარებს, სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, მიუთითებს, რომ ადრე არსებული თანამდებობა - მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის თანამდებობა და დღეს მოქმედი არსებული - გამგებლის წარმომადგენლის თანამებობა ერთი და იგივეა და მოხდა მხოლოდ სახელის შეცვლა და მიუთითებს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 10 მარტის №ბს-1367-1325(კ-08) გადაწყვეტილებაზე, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ: „ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის გადაწყვეტისას უნდა გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ ნებისმიერ შემთხვევაში პირის თანამდებობაზე აღდგენა გულისხმობს ზოგადად პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ანუ პირის იმ თანამდებობაზე დაბრუნებას, საიდანაც გათავისუფლდა, თუმცა საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, რომ ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, რომ ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ (ასე მაგალითად, შტატი არ საჭიროებდა უმაღლეს განათლებას, მაშინ, როცა რეორგანიზაციის საფუძველზე ამგვარი შტატის დასაკავებლად უმაღლესი განათლება იყო საჭირო), ხოლო ის გარემოება, რომ პირის გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობა ამგვარი სახელწოდებით აღარ არსებობს, არ წარმოადგენს საფუძველს ვარაუდისათვის, რომ ფუნქციურად სხვა საშტატო ერთეული, რომელიც რეორგანიზაციის შემდეგ ჩამოყალიბდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურაში, იმავე სახის უფლება-მოვალეობებით არ არის აღჭურვილი“.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ ძველი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის შესაბამისად რწმუნებულს ევალებოდა სხვადასხვა დასახელებისა და შინაარსის შრომითი ფუნქციები, ხოლო დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №17 დადგენილებით დამტკიცებული დებულებით გამგებლის წარმომადგენელს დაევალა ახალი ფუნქციები, აღნიშნულთან მიმართებაშიც იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ გამგებლის წარმომადგენლისათვის დაკისრებული ოთახი ახალი შინაარსის ფუნქცია მიუთითებს გამგებლის წარმომადგენლის თანამებობის სიახლეზე და ადასტურებს რწმუნებულის თანამდებობისგან ამ თანამდებობის განსხვავებულობას, უსაფუძვლოა და არასამართლიანი, რადგან 1) რწმუნებულის/გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობის ადმინისტრაციული ორგანოს (გამგეობის) შიგნით სისტემაში ადგილის, 2) ამ თანამდებობებზე პირთა დანიშვნა/განთავისუფლების წესის, 3) ამ თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულების/დაქვემდებარების შესახებ საკითხების იდენტურობის გარდა, 4) თავად რწმუნებულის შრომით ფუნქციათა უდიდესი ნაწილის შენარჩუნებით, ამ ფუნქციების გამგებლის წარმომადგენლისთვის მიკუთვნების გზით ფაქტობრივად შენარჩუნებულ იქნა მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შემავალი უფრო წვრილი ტერიტორიული ერთეულების (იგივე ადმინისტრაციული ერთეულების) შესაბამისი თანამდებობის პირის (ადრე - რწმუნებულის, ხოლო დღეისათვის - გამგებლის წარმომადგენლის) მეშვეობით მართვის პრინციპი, რაც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ რ წმუნებულის და გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობები ერთმანეთის იდენტური, ერთი და იგივე თანამდებობებია;

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით სწორად დაადგინა, რომ შ. ი-ი აღდგენილ უნდა იქნეს დუშეთის მუნიციპალიტეტის ქალაქ დუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე, ხოლო ი. ჭ-ი დუშეთის მუნიციპალიტეტის ... ადმინისტრაციულ ერთეულში დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე. დუშეთის მუნიციპალიტეტის კერძო საჩივარი არ შეიცავს საფუძვლიან არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისათვის, რის გამოც კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 სექტემბრის განჩინება.

ს ა რ ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავჯდომარე: ლევან მურუსიძე

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ნუგზარ სხირტლაძე