Facebook Twitter

საქმე #330310015001044854

#ბს-348-345(კ-17) 29 ივნისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. ე-ის, მ. ბ-ის, ლ. ბ-ის, ე. ჯ-ის, მ. დ-ის, ნ. ლ-ის, ნ. ქ-ის, ქ. რ-ის, ლ. დ-ას, მ. გ-ას, ი. მ-ის, მ. კ-ის, მ. შ-ის, მ. მ-ის, ზ. ს-ის, მ. მ-ის, მ. თ-ას, ნ. კ-ის, თ. კ-ის, დ. ბ-ას, ქ. ბ-ის, მ. ყ-ისა და ნ. ო-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 22 ივლისს ნ. ე-მა, მ. ბ-მა, ლ. ბ-ემ, ე. ჯ-მა, მ. დ-ემ, ნ. ლ-მა, ნ. ქ-ემ, ქ. რ-მა, ლ. დ-ამ, მ. გ-ამ, ი. მ-ემ, მ. კ-მა, მ. შ-მა, მ. მ-ემ, ზ. ს-მა, მ. მ-მა, მ. თ-ამ, ნ. კ-ემ, თ. კ-ემ, დ. ბ-ამ, ქ. ბ-მა, მ. ყ-მა, ნ. ო-ემ, ო. მ-ემ და მ. ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ.

მოსარჩელეებმა საქართველოს ეროვნული ბანკის რეორგანიზაციის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 30 მაისის #145 ბრძანების, საქართველოს ეროვნული ბანკის სტრუქტურის, მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 30 ივნისის #163 ბრძანების, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 15 ივლისის საშტატო განრიგისა და დავით ამაღლობელისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის დაკისრების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 15 ოქტომბრის #211 ბრძანების არარად აღიარება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ე-მა, მ. ბ-მა, ლ. ბ-ემ, ე. ჯ-მა, მ. დ-ემ, ნ. ლ-მა, ნ. ქ-ემ, ქ. რ-მა, ლ. დ-ამ, მ. გ-ამ, ი. მ-ემ, მ. კ-მა, მ. შ-მა, მ. მ-ემ, ზ. ს-მა, მ. მ-მა, მ. თ-ამ, ნ. კ-ემ, თ. კ-ემ, დ. ბ-ამ, ქ. ბ-მა, მ. ყ-მა, ნ. ო-ემ, ო. მ-ემ და მ. ბ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 დეკემბრის განჩინებით ნ. ე-ის, მ. ბ-ის, ლ. ბ-ის, ე. ჯ-ის, მ. დ-ის, ნ. ლ-ის, ნ. ქ-ის, ქ. რ-ის, ლ. დ-ას, მ. გ-ას, ი. მ-ის, მ. კ-ის, მ. შ-ის, მ. მ-ის, ზ. ს-ის, მ. მ-ის, მ. თ-ას, ნ. კ-ის, თ. კ-ის, დ. ბ-ას, ქ. ბ-ის, მ. ყ-ის, ნ. ო-ის, ო. მ-ისა და მ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ე-მა, მ. ბ-მა, ლ. ბ-ემ, ე. ჯ-მა, მ. დ-ემ, ნ. ლ-მა, ნ. ქ-ემ, ქ. რ-მა, ლ. დ-ამ, მ. გ-ამ, ი. მ-ემ, მ. კ-მა, მ. შ-მა, მ. მ-ემ, ზ. ს-მა, მ. მ-მა, მ. თ-ამ, ნ. კ-ემ, თ. კ-ემ, დ. ბ-ამ, ქ. ბ-მა, მ. ყ-მა, ნ. ო-ემ, ო. მ-ემ და მ. ბ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

კასატორები საკასაციო საჩივარში ძირითადად მიუთითებენ იმავე გარემოებებზე, რაზეც სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 აპრილის განჩინებით ნ. ე-ის, მ. ბ-ის, ლ. ბ-ის, ე. ჯ-ის, მ. დ-ის, ნ. ლ-ის, ნ. ქ-ის, ქ. რ-ის, ლ. დ-ას, მ. გ-ას, ი. მ-ის, მ. კ-ის, მ. შ-ის, მ. მ-ის, ზ. ს-ის, მ. მ-ის, მ. თ-ას, ნ. კ-ის, თ. კ-ის, დ. ბ-ას, ქ. ბ-ის, მ. ყ-ის, ნ. ო-ის, ო. მ-ისა და მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, ო. მ-ისა და მ. ბ-ის ნაწილში დარჩა განუხილველად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ე-ის, მ. ბ-ის, ლ. ბ-ის, ე. ჯ-ის, მ. დ-ის, ნ. ლ-ის, ნ. ქ-ის, ქ. რ-ის, ლ. დ-ას, მ. გ-ას, ი. მ-ის, მ. კ-ის, მ. შ-ის, მ. მ-ის, ზ. ს-ის, მ. მ-ის, მ. თ-ას, ნ. კ-ის, თ. კ-ის, დ. ბ-ას, ქ. ბ-ის, მ. ყ-ის, ნ. ო-ის, ო. მ-ისა და მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ნ. ე-ის, მ. ბ-ის, ლ. ბ-ის, ე. ჯ-ის, მ. დ-ის, ნ. ლ-ის, ნ. ქ-ის, ქ. რ-ის, ლ. დ-ას, მ. გ-ას, ი. მ-ის, მ. კ-ის, მ. შ-ის, მ. მ-ის, ზ. ს-ის, მ. მ-ის, მ. თ-ას, ნ. კ-ის, თ. კ-ის, დ. ბ-ას, ქ. ბ-ის, მ. ყ-ისა და ნ. ო-ის ნაწილში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ე-ის, მ. ბ-ის, ლ. ბ-ის, ე. ჯ-ის, მ. დ-ის, ნ. ლ-ის, ნ. ქ-ის, ქ. რ-ის, ლ. დ-ას, მ. გ-ას, ი. მ-ის, მ. კ-ის, მ. შ-ის, მ. მ-ის, ზ. ს-ის, მ. მ-ის, მ. თ-ას, ნ. კ-ის, თ. კ-ის, დ. ბ-ას, ქ. ბ-ის, მ. ყ-ისა და ნ. ო-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის რეორგანიზაციის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 30 მაისის #145 ბრძანების, საქართველოს ეროვნული ბანკის სტრუქტურის, მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 30 ივნისის #163 ბრძანების, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 15 ივლისის საშტატო განრიგისა და დავით ამაღლობელისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის დაკისრების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 15 ოქტომბრის #211 ბრძანების არარად აღიარება. მოსარჩელეები დავისადმი კანონიერ ინტერესს ასაბუთებს იმ საფუძვლით, რომ სადავო აქტები წარმოადგენდნენ უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ აქტებს, დ. ამაღლობელს ბანკში რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების უფლება, რომელთა საფუძველზეც შემდგომ გათავისუფლდა ბანკის 200 თანმშრომელი, არ ჰქონდა, ვინაიდან იგი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დანიშნული არ ყოფილა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ შეუძლებელია მისი გამომცემი ორგანოს დადგენა; გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ; მისი შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზების გამო; მისი შესრულება გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. ხოლო ამავე კოდექსის 601.1 მუხლის შესაბამისად კი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 მარტის #221 განკარგულებით რომან გოცირიძე დაინიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 მარტის #224 განკარგულებით დავით ამაღლობელი დაინიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტად.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის 2008 წლის 13 ოქტომბრის #13794/4-3 წერილის თანახმად, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი რომან გოცირიძე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2007 წლის 29 სექტემბრიდან პირადი წერილობითი მიმართვის საფუძველზე, ამასთანავე 2007 წლის 9 ოქტომბერს აღნიშნული საკითხი საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა ცნობად. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რომან გოცირიძის 2007 წლის 15 ოქტომბრის #211 ბრძანებით საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება 2007 წლის 16 ოქტომბრიდან დაეკისრა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტს დავით ამაღლობელს.

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 16 ოქტომბრის #573 ბრძანებულებით რომან გოცირიძე გათავისუფლდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობიდან (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 19 მაისის #3ბ/643- 09 განჩინება).

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 30 მაისის #145 ბრძანებით 2008 წლის 30 მაისიდან განხორციელდა საქართველოს ეროვნული ბანკის სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაცია. ბრძანებას ხელს აწერს პრეზიდნტის მოვალეობის შემსრულებელი დავით ამაღლობელი. ხსენებული რეორგანიზაციის შედეგად, მოსარჩელეები გათავისუფლდნენ საქართველოს ეროვნულ ბანკში მათ მიერ დაკავებული თანამდებობებიდან.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 30 ივნისის #163 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს ეროვნული ბანკის თანდართული სტრუქტურა, მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები.

საქართველოს კონსტიტუციის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა ეროვნული ბანკის საბჭო, რომლის წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით 7 წლის ვადით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების გადაყენება შეიძლება მხოლოდ პარლამენტის გადაწყვეტილებით 64-ე მუხლის შესაბამისად. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით ბანკის საბჭოს წევრთაგან ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (1995 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი, სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-6 მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების მიხედვით, ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა ეროვნული ბანკის საბჭო 9 წევრის შემადგენლობით. ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარეა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში, საბჭოს თავმჯდომარის გარდა, შედიან ეროვნული ბანკის სამი ვიცე- პრეზიდენტი და ხუთი სხვა წევრი. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით შვიდი წლის ვადით, პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი. ამავე ორგანული კანონის მე-12 მუხლის თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს ნებისმიერი წევრი შეიძლება გადადგეს თანამდებობიდან, თუ ამის შესახებ წერილობით მიმართავს პარლამენტის თავმჯდომარეს სავარაუდო გადადგომამდე არაუგვიანეს 2 თვით ადრე.

რომან გოცირიძემ 2007 წლის 29 ივლისს განცხადებით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება ითხოვა. მითითებული ორგანული კანონის მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით, ხოლო ვიცე-პრეზიდენტებს - ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით ბანკის საბჭოს წევრთაგან ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

რომან გოცირიძე საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულებით გათავისუფლდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობიდან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვედა ინსტაციის სასამართლოების მსჯელობას, რომ არამართებულია მოსარჩელეთა მოსაზრება იმასთან მიმართებაში, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტის მიერ საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტისთანავე კარგავს უფლებამოსილებას და ავტომატურად თავისუფლდება თანამდებობიდან.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (1995 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი, სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-14 მუხლის პირველი პუნქტის ჩანაწერზე, რომლის თანახმადაც საბჭოს სხდომას წარმართავს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ხოლო მისი არყოფნისას - ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც ბრძანებით პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს. ამავე ორგანული კანონის მე-18 მუხლის თანახმად, პრეზიდენტი ეროვნული ბანკის დირექტორ-განმკარგულებელია და პასუხისმგებელია ბანკის მიმდინარე საქმიანობისათვის. პრეზიდენტის არყოფნის დროს ეროვნული ბანკის დირექტორ-განმკარგულებლის ფუნქციას ასრულებს მისი მოვალეობის შემსრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ან ის ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც ბოლოს ასრულებდა ამ მოვალეობას.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რომან გოცირიძის 2007 წლის 15 ოქტომბრის #211 ბრძანებით დაეკისრა დავით ამაღლობელს (იხ. ტ.1. ს.ფ.130), რომელმაც შემდგომში, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა შესაბამისი ბრძანებით განახორციელა ეროვნული ბანკის რეორგანიზაცია. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორთა მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ რ. გოცირიძეს დ. ამაღლობელის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის მომენტში ანუ 2007 წლის 15 ოქტომბერს შეწყვეტილი ჰქონდა უფლებამოსილება და შესაბამისად მის მიერ გამოცემული აქტი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის შესახებ მიჩნეულ უნდა იქნას არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოცემულ არარა აქტად, რომელსაც სათანადო სამართლებრივი შედეგები არ მოყვება. საქმეზე წარმოდგენილ იქნა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 16 ოქტომბრის #573 ბრძანება რ. გოცირიძის საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, შესაბამისად როგორც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არის დადგენილი, დავით ამაღლობელს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება რომან გოცირიძის მიერ დაეკისრა 2007 წლის 15 ოქტომბერს, ხოლო თავად რომან გოცირიძე საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობიდან გათავისუფლდა 2007 წლის 16 ოქტომბერს, რის გამოც საფუძველს მოკლებულია კასატორთა მტკიცება რ. გოცირიძის, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ მის გათავისუფლებამდე გამოცემული აქტის არარა აქტად მიჩნევის შესახებ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ე-ის, მ. ბ-ის, ლ. ბ-ის, ე. ჯ-ის, მ. დ-ის, ნ. ლ-ის, ნ. ქ-ის, ქ. რ-ის, ლ. დ-ას, მ. გ-ას, ი. მ-ის, მ. კ-ის, მ. შ-ის, მ. მ-ის, ზ. ს-ის, მ. მ-ის, მ. თ-ას, ნ. კ-ის, თ. კ-ის, დ. ბ-ას, ქ. ბ-ის, მ. ყ-ისა და ნ. ო-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი