საქმე #330310015001205727
#ბს-357-354(2კ-17) 29 ივნისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა დ. დ-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 1 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 30 დეკემბერს დ. დ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ დ. დ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის ნაწილში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2015 წლის 10 დეკემბრის #MOD 3 15 00006773 ბრძანებისა და კადრების განკარგულებაში მყოფი, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების პირველი მსუბუქი ქვეითი ბრიგადის ... მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ყოფილი მეთაურის, ვიცე-პოლკოვნიკ დ. დ-ის 2016 წლის 10 აპრილიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში დათხოვნის შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 11 აპრილის #MOD 8 16 00002168 ბრძანების ბათილად ცნობა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს/საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსისათვის საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების პირველი მსუბუქი ქვეითი ბრიგადის ... მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მეთაურის თანამდებობაზე მისი აღდგენის დავალება და იძულებითი სახელფასო განაცდურის ანაზღაურება (გადაწყვეტილების სრულად აღსრულებამდე ყოველთვიურად 2250 ლარის ოდენობით) მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით დ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2015 წლის 10 დეკემბრის #MOD 3 15 00006773 ბრძანება დ. დ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის ნაწილში, ასევე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 11 აპრილის #MOD 8 16 00002168 ბრძანება კადრების განკარგულებაში მყოფი დ. დ-ის სამხედრო მოსამსახურის საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ და საქართველოს თავდაცვის სამინიტროს დაევალა მოსარჩელის საქმესთან გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში და წესით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. დ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 1 თებერვლის განჩინებით დ. დ-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 1 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. დ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 1 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსაზრებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2015 წლის 10 დეკემბრის #6773 ბრძანება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელის კადრების განკარგულებაში გაყვანის შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 2015 წლის 10 დეკემბრის #6773 ბრძანების გამოცემის საფუძველია სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ მ/შ-ს 2015 წლის 9 დეკემბრის #3512 პატაკი, რომლის თანახმად, დ. დ-ის კადრების განკარგულებაში გაყვანა განაპირობა სახმელეთო ჯარების პირველი მსუბუქი ბრიგადის ... მსუბუქ ქვეით ბატალიონში ბოლო დროს მომხდარმა შემთხვევებმა და დისციპლინურმა გადაცდომებმა. ასევე, მართვაში გამოვლენილმა ხარვეზებმა, რაც დასტურდება აღმოსავლეთ სარდლობის 2016 წლის 28 იანვრის #81076 წერილით, რომლის თანახმად, პირველი მსუბუქი ქვეითი ბრიგადის ... მსუბუქ ქვეით ბატალიონში იყო დისციპლინური დარღვევები. ასევე, დაბალ დონეზე იდგა საშემსრულებლო დისციპლინა. ასევე, 2016 წლის 26 იანვრის პატაკით და მასზე დართული დოკუმენტებით დისციპლინურ გადაცდომათა სტატისტიკური მონაცემებით მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მოსამსახურეთა მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით და სამხედრო სადისციპლინო წესდებით გათვალისწინებული გადაცდომების შესახებ სამხედრო პოლიციის 2016 წლის 22 იანვრის #63448 წერილით.
კასატორი აღნიშნავს, რომ სწორედ იმიტომ, რომ დაფიქსირებულ იქნა მითითებული გარემოებები, ხოლო ამ პრობლემების მოგვარება და პირადი შემადგენლობის მართვა და სწორი მენეჯმენტი ევალებოდა მოსარჩელეს, რომელმაც ყოველივე აღნიშნული ვერ უზრუნველყო, საფუძველი გახდა მისი კადრების განკარგულებაში გაყვანის.
კასატორი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 11 აპრილის #2168 ბრძანებასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ არ მოხდა დ. დ-ის დანიშვნა კადრების განყოფილებაში ყოფნის ვადის ამოწურვისას. შესაბამისად, სრულიად კანონიერად მოხდა მისი დათხოვნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან.
კასატორს - დ. დ-ეს მიაჩნია, რომ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება საფუძვლიანი იქნებოდა მხოლოდ მაშინ, თუ საქმეში იარსებებდა რაიმე სახის მტკიცებულება ან ფაქტობრივი გარემოება, რომელთა შეფასებაც მიეკუთვნებოდა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციას და აღნიშნულ საკითხთა გადაწყვეტა მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციით იქნებოდა გამართლებული.
კასატორის მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც სასამართლომ ცალსახად დაადგინა აქტების უკანონობა და ასევე, განმარტა, რომ საქმეში არ არსებობს რაიმე სახის მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა დავითი დავითიძის შეუსაბამობას მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან და თავადვე შეაფასა ის მტკიცებულებაც, რომელზეც მოპასუხე აპელირებდა, გადაწყვეტილება არ შეიცავს საკმარის დასაბუთებას, თუ რა ფაქტობრივი გარემოებები უნდა გამოიკვლიოს ადმინისტრაციულმა ორგანომ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის #1/4/614/616 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებითა, რომლის საფუძველზეც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის #583 ბრძანების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სამსახურიდან გათავისუფლების შესაძლებლობას კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის ამოწურვის მომენტიდან, თუ არ არსებობს სამსახურიდან გათავისუფლების კანონით განსაზღვრული სხვა საფუძვლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 აპრილისა და 1 ივნისის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ. დ-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. დ-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას სადავო აქტების ფაქტობრივი დაუსაბუთებლობის საფუძვლით მათი კანონთან წინააღმდეგობის შესახებ და აღნიშნავს, რომ იმდენად, რამდენადაც დ. დ-ე თანამდებობიდან განთავისუფლდა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სამსახურებრივი გადაადგილების აუცილებლობით შესაბამისი თანამდებობის შერჩევამდე, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს მისი შეუსაბამობა დაკავებული თანამდებობის მიმართ.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრსციულმა ორგანომ მოსარჩელის თანამდებობიდან განთავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ სადავო აქტი ფაქტობრივად დააფუძნა სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლის 2015 წლის 9 დეკემბრის პატაკში მითითებულ ისეთ გარემოებებს, რომლებიც არ იძლევიან მოსარჩელის სამსახურებრივი გადაადგილების აუცილებლობის დასაბუთებას, პატაკში მოცემულია მხოლოდ ზოგადი მითითება მე-12 ქვეით ბატალიონში ბოლო დროს მომხდარი შემთხვევებისა და დისციპლინური გადაცდომების, ასევე მართვაში გამოვლენილი ხარვეზების შესახებ, რაც არ არის გამყარებული მოსარჩელის მიმართ არც ერთი კონკრეტული ფაქტის მითითებით.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში არა მხოლოდ სადავო აქტები არ შეიცავას რაიმე სახის დასაბუთებას მოსარჩელის დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის შესახებ, არამედ ასეთი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას არ იძლევა საქმის მასლებში წარმოდგენილი ისეთი გარემოებები, როგორიცაა დ. დ-ისთვის სახელმწიფოს მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის მინიჭებული არაერთი ჯილდო, მადლობისა და ქების სიგელი, ერაყის თავისუფლების ოპერაციაში მხარდაჭერის სამსახურისთვის, უანგარო მსახურობისა და სანიმუშო ერგულებისათვის დაჯილდოვება და ასევე დ. დ-ის მიერ კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით პერიოდულად გადამზადების კურსების გავლა და მათი წარმატებით დასრულება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თანამდებობიდან გათავისუფლება და კადრების განკარგულებაში გადაყვანა, შესაბამისი, სათანადო თანამდებობის შერჩევამდე წარმოადგენს კონკრეტული პირის კანონიერი ინტერესების მქონე საკითხს, რომლის განხილვისა და გადაწყვეტის უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს მინიჭებული აქვს მხოლოდ ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების გზით და ამ წარმოებაში აღნიშნული პირის მონაწილეობის უზრუნველყოფის შედეგეგად, რასაც მოცემულ შემთხევაში ადგილი არ ჰქონია, იმდენად, რამდენადაც დადგენილია, რომ დ. დ-ე თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმული არ ყოფილა, ადმინისტრაციულ ორგანოს მისთვის არ ჩამოურთმევია ახსნა-განმარტება და მისი პოზიცია არ მოუსმენია. ამასთანავე, სადავო აქტების დასაბუთების საფუძვლად ვერ გამოდგება მისი გამოცემის შემდგომ შექმნილი ისეთი დოკუმენტი, რომლებიც მათი გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე გამოკვლეული და შეფასებული არ ყოფილა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის - დ. დ-ის მოსაზრებას სადავო აქტის არსებითად ბათილად ცნობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, შესაბამისად სახეზეა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობის და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ, ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. დ-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 1 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი