№330310014591987
საქმე №ბს-776-768(2k-4კს-15) 17 დეკემბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ. ხ-ის, ნ. ქ-ას, გ. ბ-ასა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ლ. ხ-მა, ნ. ქ-ამ და გ. ბ-ამ 2014 წლის 11 სექტემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და მესამე პირის გ. ა-ის მიმართ, რომლითაც მოპასუხის „ლ. ხ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ 2014 წლის 22 აგვისტოს №274 ბრძანების, „ნ. ქ-ას გათავისუფლების შესახებ“ 2014 წლის 22 აგვისტოს №273 ბრძანებისა და „გ. ბ-ას გათავისუფლების შესახებ“ 2014 წლის 22 აგვისტოს №275 ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ცნობა, მოსარჩელეთა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა, სამსახურში არყოფნის მთელი პერიოდის მანძილზე იძულებითი განაცდური ხელფასის სრული ანაზღაურება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 22 აგვისტოს №274 ბრძანება ლ. ხ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 22 აგვისტოს №273 ბრძანება ნ. ქ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 22 აგვისტოს №275 ბრძანება გ. ბ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ლ. ხ-ის გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ნ. ქ-ას გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა გ. ბ-ას გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ლ. ხ-ისთვის 3 თვის იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომის ანაზღაურების გადახდა; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ნ. ქ-ასთვის 3 თვის იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომის ანაზღაურების გადახდა; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა გ. ბ-ასთვის 3 თვის იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომის ანაზღაურების გადახდა; მოსარჩელეებს გ. ბ-ას, ნ. ქ-ასა და ლ. ხ-ს უარი ეთქვათ აგვისტოს თვის ხელფასის ანაზღაურებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 იანვრის განჩინებით განისაზღვრა, რომ გადაწყვეტილება ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის შესახებ აღსრულდეს დაუყოვნებლივ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 მარტის განჩინებით ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას წარმომადგენლის ივანე პეტიაშვილის შუამდგომლობა 2015 წლის 27 იანვრის განჩინების აღსრულების წესის შეცვლისა და განჩინების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ლ. ხ-მა, ნ. ქ-ამ, გ. ბ-ამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 22 აგვისტოს №274 ბრძანება ლ. ხ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ლ. ხ-ის აღდგენა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ... საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილედ; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ლ. ხ-ისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 3 თვის სახელფასო სარგოს ოდენობით; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 22 აგვისტოს №273 ბრძანება ნ. ქ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ნ. ქ-ას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ... საქალაქო სამსახურში ... განყოფილების ... თანამდებობაზე აღდგენა; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ნ. ქ-ასათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 3 თვის სახელფასო სარგოს ოდენობით; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 22 აგვისტოს №275 ბრძანება გ. ბ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა გ. ბ-ასათვის შრომითი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება მხარეთა შორის შეთანხმებული სახელფასო სარგოს ოდენობით 2014 წლის 22 აგვისტოდან 2014 წლის 1 ოქტომბრამდე. გ. ბ-ას მოთხოვნა თავდაპირველ თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეების მოთხოვნა გათავისუფლებიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე სამსახურში არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და აგვისტოს თვის ხელფასის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელეთა - ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 2000 ლარის ოდენობით, დანარჩენი ხარჯების ანაზღაურებაზე მოსარჩელეებს ეთქვათ უარი; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 იანვრის განჩინება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე; განიმარტა, რომ გადაწყვეტილება ამ ნაწილში საბოლოოა და არ საჩივრდება. მოსარჩელეთა შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე დაკმაყოფილდა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება გადაეცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად; გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებისათვის გადაცემის ნაწილში გადაწყვეტილების შესაძლებლობა განემარტათ მხარეებს კერძო საჩივრით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივლისის განჩინებით ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 მარტის განჩინება და ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას შუამდგომლობაზე შეწყდა საქმის წარმოება დავის საგნის არარსებობის მოტივით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილების ნაწილი კერძო საჩივრით და ნაწილი საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით ასევე გაასაჩივრეს ლ. ხ-მა, ნ. ქ-ამ და გ. ბ-ამ. ამასთან, კასატორები მოითხოვენ სააპელაციო სასამართლოს იმ განჩინებების გაუქმებას, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად დასაშვები იყო თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ქ-ას, ლ. ხ-ისა და გ. ბ-ას საკასაციო საჩივარი, გარდა ნ. ქ-ასა და ლ. ხ-ისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, გარდა მისთვის ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას სასარგებლოდ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის - 2000 ლარის დაკისრების ნაწილისა არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორები ვერ ასაბუთებენ საკასაციო საჩივრების დაუშვებელ ნაწილებში სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას საკასაციო საჩივარი გარდა ნ. ქ-ასა და ლ. ხ-ისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის ნაწილისა არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინებით საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი გარდა ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას სასარგებლოდ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის - 2000 ლარის მისთვის დაკისრების ნაწილისა არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინებით საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრების მითითებულ ნაწილში განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ლ. ხ-ის, ნ. ქ-ას, გ. ბ-ასა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრების განხილვაზე გარდა ლ. ხ-ისა და ნ. ქ-ას საკასაციო საჩივრის იმ ნაწილისა, რომლითაც კასატორები ითხოვენ იძულებითი განაცდური ხელფასის სრულად ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმებას და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ითხოვს მისთვის ადვოკატის ხარჯის ანაზღაურების დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებას.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. ხ-ისა და ნ. ქ-ას საკასაციო საჩივარი იძულებითი განაცდური ხელფასის სრულად ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის ნაწილში და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი ადვოკატის ხარჯის - 2000 ლარის მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაკისრების ნაწილში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მიჩნეულ უნდა იქნეს დასაშვებად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ლ. ხ-ისა და ნ. ქ-ას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძველი, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ლ. ხ-ისა და ნ. ქ-ასათვის იძულებითი განაცდური ხელფასის სრულად ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ადვოკატის ხარჯების - 2000 ლარის დაკისრების ნაწილში განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი ბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებაზე, მისთვის მოსარჩელეთა მიერ გაწეული ადვოკატის ხარჯის -2000 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში განსახილველად უნდა იქნეს დაშვებული და განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე. სევე, ლ. ხ-ისა და ნ. ქ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებაზე, მათთვის იძულებითი განაცდურის სრულად ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში განსახილველად უნდა იქნეს დაშვებული და განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას სასარგებლოდ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის - 2000 ლარის მისთვის დაკისრების ნაწილში მიჩნეულ იქნეს დასაშვებად;
2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დანარჩენ ნაწილში მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
3. ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას საკასაციო საჩივარი გარდა ლ. ხ-ისა და ნ. ქ-ასათვის იძულებითი განაცდურის სრულად ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილისა მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
4. ლ. ხ-ისა და ნ. ქ-ას საკასაციო საჩივარი იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის ნაწილში მიჩნეულ იქნეს დასაშვებად;
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება გარდა, ლ. ხ-ისა და ნ. ქ-ასათვის იძულებითი განაცდური ხელფასის სრულად ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ ნაწილისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის მოსარჩელეთა მიერ გაწეული ადვოკატის ხარჯის - 2000 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილისა დარჩეს უცვლელად.
6. საკასაციო საჩივრები დაშვებულ ნაწილში განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე;
7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი