საქმე №ბს-438-435 (გ-17) 03 აგვისტო, 2017წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულსაქმეთაპალატა
შემადგენლობა:
ნუგზარსხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაიავაჩაძე,ვასილროინიშვილი
საქართველოსადმინისტრაციულისაპროცესოკოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის,26-ემუხლისმე-3 ნაწილისსაფუძველზე, ზეპირიმოსმენისგარეშე,განიხილადავაგანსჯადობისთაობაზექ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და ხაშურის რაიონულ სასამართლოსშორის.
აღწერილობითინაწილი:
ი.ა-ემ21.07.2017წ. საჩივრითმიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ მოპასუხის19.03.2017წ.Nეი982726 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმისა (საჯარიმო ქვითარი) და ,,დადგენილების უცვლელად დატოვების და განცხადების (საჩივარი) დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ“ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს 13.04.17 N891370 დადგენილების გაუქმების მოთხოვნით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს24.05.2017წ. განჩინებით ი.ა-ის საჩივარი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ხაშურის რაიონულ სასამართლოს.
სასამართლომ აღნიშნა, რომადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის261-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, თუმცა ამ კოდექსის 116-125 მუხლებით გათვალსიწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.ი.ა-ის საცხოვრებელი ადგილი არის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ... ი. ა-ემ საჯარიმო ქვითრის გაუქმების მოთხოვნით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, თუმცა ი. ა-ის საცხოვრებელი ექცევა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში. ამდენად, ბათუმის საქალაქო სასამართლო არ წარმოადგენს განსჯად სასამართლოს არც სამართალდამრღვევის საცხოვრებელი ადგილის და არც სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის მიხედვით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საჩივრის თავი არ ახდენს კონკრეტულ დათქმას სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის მიხედვით საჩივრის შეტანის სავალდებულოობაზე, თუმცა გასათვალისწინებელია 261-ე მუხლით ზოგადი წესი, რომლის მიხედვით საჩივარი განხილულ უნდა იქნეს სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის მიხედვით.
ხაშურის რაონული სასამართლოს 04.05.17წ. განჩინებით ი.ა-ის საჩივარიგანსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, ხოლო ამ კოდექსის 116-125-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსის და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესი კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მიხედვით კი, სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს.მოცემულ შემთხვევაში, ი. ა-ემ საჩივრის შეტანისას არ მიმართა სასამართლოს დარღვევის ჩადენის ადგილის მიხედვით.ამდენად, ვინაიდანდაჯარიმებული ქმედება გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-9 ნაწილით, საჩივარი განხილულ უნდა იქნეს სასამართლოში დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
სამოტივაციონაწილი
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და ხაშურის რაიონული სასამართლოს განჩინებების გაცნობის შედეგად, სასკ-ის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, თვლის, რომ ი.ა-ის საჩივარი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასკ-ის 26-ე მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განჯადობის შესახებ დავა. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობსათან დაკავშირებით დავა ეხება არა საგნობრივ, არამედ ტერიორიული განსჯადობას.სასკ-ის 26-ე მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივ, არამედ ტეროტორიული განსჯადობის საკითხზე.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 231-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების წესი განისაზღვრება ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.
ზოგადი წესის თანახმად, ადმინისტრაციულისამართალდარღვევისსაქმეგანიხილებამისიჩადენისადგილას (261.1 მუხ.), თუმცაკოდექსის 116-ე–125-ე მუხლებითგათვალისწინებულადმინისტრაციულსამართალდარღვევათასაქმეებიშეიძლებაგანხილულიქნესაგრეთვედამრღვევისსაცხოვრებელიადგილისმიხედვით (261.2 მუხ.).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ი. ა-ე 19.03.2017წ. მოძრაობდა თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, რა დროსაც გზის ხაშურის მონაკვეთზე შსს შიდა ქართლის საპატრულო დეპარტამენტის მიერ დაჯარიმდა 200 ლარით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125.9 მუხლის საფუძველზე.ი. ა-ემ საჩივრით მიმართა სასამართლოს ჯარიმის დაკისრების შესახებ საჯარიმო ქვითრის და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ დადგენილების გაუქმების მოთხოვნით. ამდენად, სანქციის შეფარდების სამართლებრივი საფუძვლის გათვალისწინებით (125.9 მუხ.), სასამართლო მიიჩნევს, რომ განსჯადობა ალტერნატიულია. ი. ა-ეს შეეძლო საჩივარი წარედგინა თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში ან სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის მიხედვით - ხაშურის რაიონულ სასამართლოში, თუმცა ი. ა-ემ საჩივარი შეიტანა არაგანსჯად ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 09.08.2007წ. N1/150-2007 გადაწყვეტილებით განსაზღვრულია რაიონული (საქალაქო) სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები, რომლის მიხედვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება ბათუმის და ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით (8.2 მუხ.), ხოლო ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია - ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით (54.2 მუხ.). აქვე გასათვალისწინებელია, რომ ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტები ურთიერთმოსაზღვრეა, აღნიშნულ მუნიციპალიტეტებს შორის ადმინისტრაციული საზღვრები არაერთგზის შეცვლილა - ძირითადად ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრების გაზრდის ხარჯზე, რასაც თან სდევდა ხელვაჩაურის რიგი ტერიტორიების ბათუმის მუნიციპალიტეტის საზღვრებში მოქცევა. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო ამჟამად მდებარეობს ქ. ბათუმის ტერიტორიაზე. ამდენად, მართალია ი. ა-ეს უშუალოდ არ მიუმართავსხელვაჩაურის რაიონული სასამართლოსთვის, თუმცა მოსარჩელეს არ მიუმართავს დარღვევის ჩადენის ადგილის მიხედვით, მოსაზღვრე - ბათუმის საქალაქო სასამართლოსადმი მიმართვით მოსარჩელემ არაპირდაპირ გამოხატა თავის საცხოვრებელ ადგილთან ტერიტორიულად ახლოს მყოფ სასამართლოში საჩივრის აღძვრის და განხილვის ნება, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ი. ა-ის საცხოვრებელი ადგილის მისამართია:ხელვაჩაური, სოფ....
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს. სასამართლოებს შორის განსჯადობის საკითხის ამგავრი გადაწყვეტა ხელს შეუწყობს მართლსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, პროცესის ეკონომიურობას და ოპერატიულობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციოსასამართლომიხელმძღვანელასაქართველოსადმინისტრაციულისაპროცესოკოდექსისპირველიმუხლისმეორენაწილით, 26-ემუხლით, საქართველოსსამოქალაქოსაპროცესოკოდექსისმე-15, 390-ედა 399-ემუხლებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლითდა:
დაადგინა:
1. ი.ა-ისსაჩივარიგანსჯადობითგანსახილველად დაექვემდებაროსხელვაჩაურის რაიონულსასამართლოს;
2. საქართველოსუზენაესისასამართლოსგანჩინებასაბოლოოადაარსაჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ.სხირტლაძე
მოსამართლეები: მ.ვაჩაძე
ვ. როინიშვილი