საქმებს-952-943(გ-16) 16 მაისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა ჯ. მ-ისსარჩელთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა განსჯადობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს შორის.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ჯ. მ-მა 2016 წლის 25 ნოემბერს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2016 წლის 3 ნოემბრის №290600 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მიწის ნაკვეთზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი შეზღუდვის რეგისტრაციის დავალება, საკადასტრო კოდით: №..., 2016 წლის 21 ოქტომბრის მდგომარეობით, კერძოდ - №... საკადასტრო კოდზე ტრანზაქიციის გაუქმება, რომელიც შეეხება ე. გ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციას და იმავე საკადასტრო კოდზე შეზღუდვის რეგისტრაციის განხორციელება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 ნოემბრის განჩინებით ჯ. მ-ის სარჩელი მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოსსამოქალაქოსაპროცესოკოდექსის მე-3თავითმოწესრიგებულიასარჩელისგანსჯადობასთანდაკავშირებულისაკითხები, თუ რომელმა სასამართლომ უნდა განიხილოს სასამართლოსადმი დაქვემდებარებული კონკრეტული საქმე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფელის მიხედვით. ამდენად, სარჩელი ადმინისტრაციული ორგანოს, როგორც იურიდიული პირის მიმართ წარედგინება იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც არის ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფელი. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს საერთო განსჯადობას და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ ხსენებული ნორმა ადგენს განსაკუთრებულ განსჯადობას, რომლის საფუძველზეც სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან გათავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთებზე, მათ შორის მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფელის მიხედვით. ამდენად, მითითებული საპროცესო ნორმა ადგენს სპეციალურ განსჯადობას და იძლევა შესაძლებლობას, შესაბამისი სუბიექტური და ობიექტური გარემოებების არსებობისას, განსჯადი სასამართლო განისაზღვროს უძრავი ნივთის ფაქტობრივი ადგილმდებარეობის მიხედვით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ტერიტორიული განსჯადობის ზოგადი პრინციპის თანახმად, იმ კატეგორიის დავების განხილვა, რომელიც უძრავ ქონებას ან ადგილთან მიბმულ უფლებას ეხება, მიეკუთვნება იმ სასამართლოს კომპეტენციას, რომლის მოქმედების სფეროშიც იმყოფება მოცემული ქონება ან მოცემული ადგილი. განსახილველ შემთხვევაში ჯ. მ-ის მიერ სარჩელი აღძრულია მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიმართ და მხარე ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2016 წლის 3 ნოემბრის №290600 გადაწყვეტილება და ასევე ითხოვს დაევალოს მოპასუხეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი შეზღუდვის რეგისტრაცია მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით: №..., 2016 წლის 21 ოქტომბრის მდგომარეობით, კერძოდ-გაუქმდეს საკადასტრო კოდზე: №... ტრანზაქცია, რომელიც შეეხება ე. გ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციას და იმავე საკადასტრო კოდზე განხორციელდეს შეზღუდვის რეგისტრაცია. ხოლო უძრავი ნივთი, რომლის სამართლებრივ მდგომარეობასაც ეხება დავა, მდებარეობს გარდაბანი, სოფელი ...
სასამართლომ დამატებით მიუთითა, „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაზე, რომლის შესაბამისად განისაზღვრა რაიონული (საქალაქო) სასამართლოებისა და თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები, აღნიშნულ სასამართლოებსა და სასამართლო კოლეგიებში (პალატებში) მოსამართლეთა რაოდენობა. ამავე გადაწყვეტილების 33.2 მუხლის თანახმად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა თვითმმართველი ქალაქის – რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ დასახელებული გარემოების მხედველობაში მიღებით, სარჩელის განხილვა უნდა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომლის სამოქმედოტერიტორიაზეც მდებარეობს სადავო უძრავი ქონება. მოცემულ შემთხვევაში კი აღნიშნულ სასამართლოს წარმოადგენს რუსთავის საქალაქო სასამართლო.
სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის №134 ბრძანებით დამტკიცებული იქნა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულება, რომლის თანახმადაც, სააგენტოს მიზანია შესაბამისი პირებისათვის სანდო და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამისამართო რეესტრების (შემდგომში – საჯარო რეესტრი), მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრისა და მუნიციპალიტეტების რეესტრის წარმოება და შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. სააგენტო მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფების, მასში შემავალი სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების და ტერიტორიული სამსახურების ფუნქციები განისაზღვრება ამ დებულებით და სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული სამსახურების დებულებებით. ამავე დებულების თანახმად, სააგენტოს თითოეული თანამშრომლის მიზანი და ვალდებულებაა, უზრუნველყოს მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება, რაც კანონის დაცვით მომხმარებლის ინტერესის შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებასა და საჯარო და კერძო ინტერესებს შორის თანაზომიერების პრინციპის დაცვას გულისხმობს. მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების პრიორიტეტი მომხმარებლის ბიუროკრატიული ბარიერებისგან დაცვასა და მისი კმაყოფილების ზრდას უნდა ემსახურებოდეს.
სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ერთიანმა, ცენტრალიზებულმა სისტემამ შედეგად არ უნდა გამოიწვიოს ის, რომ დავათა არსებობისას, ნებისმიერ შემთხვევაში განსჯად სასამართლოდ განისაზღვროს უშუალოდ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმღები ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფელი, რამეთუ აღნიშნულს შედეგად მოჰყვება ადმინისტრაციული საქმეების კონცენტრაცია მხოლოდ ქ.თბილისში(საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ.თბილისი, სანაპიროს ქუჩა №2). აღნიშნულის თავიდან აცილების მიზნით კი, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრების შემთხვევაში, ამოსავალს უნდა წარმოადგენდეს სადავო უძრავი ქონების ადგილმდებარეობა და აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის საფუძველზე, სარჩელის განხილვა უნდა მოხდეს სწორედ იმ სასამართლოს მიერ, რომლის სამოქმედოტერიტორიაზეც მდებარეობს სადავო უძრავი ქონება. სასამართლოს მოსაზრებით ამ კონკრეტულ შემთხვევაში განსჯადობის საკითხის ამგვარი გადაწყვეტა ერთის მხრივ ხელს შეუწყობს როგორც მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, პროცესის ეკონომიურობასა და ოპერატიულობას, ასევე მეორეს მხრივ დაცული იქნება სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარი განაწილების პრინციპი.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ჯ. მ-ის სარჩელი მოპასუხე- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეგზავნოდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
რუსთავის რაიონული სასამართლოარ დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისზემოაღნიშნულ განჩინებას და 2016 წლის 7 დეკემბრის განჩინებით წამოიწყო დავა განსჯადობის შესახებ.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც საერთოდ არ იქნა განხილული მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივარი და დავის საგანს არ წარმოადგენს საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობა, სასამართლომ მიიჩნია, რომ ტერიტორიული განსჯადობის გათვალისწინებით განსჯად სასამართლოს წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის ადგილსამყოფელის მიხედვით (ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. №2). თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.
სა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციოსასამართლოსაქმისმასალების, განსჯადობისთაობაზეთბილისისსაქალაქოსასამართლოსადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისადაგორის რაიონულისასამართლოსგანჩინებებისგაცნობისშედეგად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილითმინიჭებულიუფლებამოსილებისსაფუძველზე, წყვეტსრადავასსასამართლოთაშორისგანსჯადობისთაობაზე, მიიჩნევს, რომჯ. მ-ისსარჩელიგანსჯადობითგანსახილველადექვემდებარებარუსთავის საქალაქოსასამართლოსშემდეგგარემოებათაგამო:
საკასაციოსასამართლოსმიაჩნია, რომთბილისისსაქალაქოსასამართლომარსებითადსწორადგანსაზღვრამოცემულიდავისგანსჯადობისსაკითხიდამართებულადმიიჩნიასაქმერუსთავის საქალაქოსასამართლოსგანსჯადადმინისტრაციულდავად.
საკასაციოსასამართლოგანმარტავს, რომადმინისტრაციულისაპროცესოკოდექსის 26-ემუხლიცალსახადადგენსსარჩელისწარდგენისვალდებულებასგანსჯადსასამართლოში. მითითებულინორმისპირველინაწილისთანახმად, სარჩელიუნდაწარედგინოსიმსასამართლოს, რომელიცუფლებამოსილია, განიხილოსდაგადაწყვიტოსადმინისტრაციულისაქმე. ამასთან, აღნიშნულიმუხლისმე-2 ნაწილისთანახმად, არაგანსჯადსასამართლოშისარჩელისწარდგენისშემთხვევაში, სასამართლოსარჩელსგადაუგზავნისგანსჯადსასამართლოსდაამისშესახებაცნობებსმოსარჩელეს.
საკასაციოსასამართლოაღნიშნავს, რომთუსაქართველოსადმინისტრაციულისაპროცესოკოდექსითსხვარამარარისდადგენილი, ადმინისტრაციულსამართალწარმოებაშიგამოიყენებასაქართველოსსამოქალაქოსაპროცესოკოდექსისIIIთავით (განსჯადობა) გათვალისწინებულიგანსჯადობისწესები. აღნიშნულთავშიშემავალიმე-15 მუხლის (საერთოგანსჯადობა) პირველინაწილისთანახმად, სასამართლოსსარჩელიწარედგინებამოპასუხისსაცხოვრებელიადგილისმიხედვით. ხსენებულიმუხლიმოიცავსტერიტორიულიგანსჯადობისგანმსაზღვრელსაპროცესონორმასდაპირდაპირმიუთითებს, რომსარჩელიიურიდიულიპირისმიმართწარედგინებასასამართლოსმისიადგილსამყოფლისმიხედვით. ამდენად, აღნიშნულიმუხლისაერთოგანსჯადობასგანსაზღვრავსდაერთნაირადვრცელდებანებისმიერდავაზე, გარდაიმშემთხვევისა, როდესაცამავეკოდექსითგანსხვავებულიწესიადადგენილი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელისაკუთრებისუფლების, ქონებისუფლებრივიდატვირთვისანასეთიდატვირთვისაგანგანთავისუფლებისშესახებ, აგრეთვექონებისგაყოფასთან, განაწილებასადაფლობასთანდაკავშირებულისარჩელი, თუდავაეხებაუძრავნივთზე, მათშორის, მიწისნაკვეთზეუფლებას, შეიძლებაშეტანილიქნესსასამართლოშინივთებისადგილსამყოფლისმიხედვით.
მოცემულშემთხვევაშიდავისსაგანია ქ. გორში, … ქუჩის №157-ში მდებარე უძრავი ქონების უფლებრივი დატვირთვის - რეგისტრირებულ უფლებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორების მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ 2014 წლის 7 ივნისის N882017477785-03გადაწყვეტილება.
საკასაციოსასამართლოაღნიშნავს, რომ „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებით, რომლის შესაბამისად განისაზღვრა რაიონული (საქალაქო) სასამართლოების, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები, აღნიშნულ სასამართლოებსა და სასამართლო კოლეგიებში (პალატებში) მოსამართლეთა რაოდენობა. ამავე გადაწყვეტილების 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა თვითმმართველი ქალაქის – რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული დავა წარმოიშვა სამოქალაქო სამართალურთიერთობაში წამოჭრილი ქონებრივი დავის გამო, ამდენად, ფაქტობრივად, კერძო სამართლის სუბიექტებს შორის სამოქალაქო ხასიათის კონფლიქტი წარმოადგენს ადმინისტრაციული ხასიათის კონფლიქტის გამოწვევის წინაპირობას, რამდენადაც სადავოა ადმინისტრაციული ორგანოს ინდივიდუალური-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის კანონიერება კერძო სამართლის სუბიექტებს შორის სადავო ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან გათავისუფლების შესახებ. ამდენად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ აღძრულ სარჩელებზე გამოყენებული უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ნივთობრივი განსჯადობის წესები.
იმისათვის, რომ არ დაირღვეს სასამართლოთა შორის საქმის თანაბარი განაწილების პრინციპი სარჩელის განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა უნდამოხდეს სადავო ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით. მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტით გათვალისწინებული უძრავი ქონება მდებარეობს გარდაბანში, სოფელ ... და საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ჯ. მ-ის სარჩელი უნდა განიხილოს სწორედ რუსთავის საქალაქო სასამართლომ, რადგან ადმინისტრაციული ორგანოს ერთიანმა, ცენტრალიზებულმა სისტემამ, შედეგად არ უნდა გამოიწვიოს ის, რომ დავათა არსებობისას, ნებისმიერ შემთხვევაში, განსჯად სასამართლოდ განისაზღვროს უშუალოდ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმღები ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფელი, რამეთუ აღნიშნულს შედეგად მოჰყვება ადმინისტრაციული საქმეების კონცენტაცია მხოლოდ ქ. თბილისში.
საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული საქმის განხილვის წესი ვრცელდება, მხოლოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულისააგენტოსა და მის სისტემაში შემავალი რეგიონული ოფისებისა და ფილიალების მიმართ აღძრულ სარჩელებზე.რამდენადაც, როგორც ზემოთ აღინიშნა ერთიანმა ცენტრალიზებულმა სისტემამ, შედეგად არ უნდა გამოიწვიოს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმღები ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფელის მიხედვით განსაზღვრულ სასამართლოში დავების კონცენტრაცია. აღნიშნულით განხორციელდება ერთგვაროვან საქმეთა თბილისის საქალაქო სასამართლოში თავმოყრა და რაიონული სასამართლოებისათვის ნორმატიული აქტით გათვალისწინებული ფუნქციის შემცირება, რითაც დაირღვევა სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარი განაწილების პრინციპი, რომლის დარღვევა გამოიწვევს ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლას.
სასამართლოებს შორის განსჯადობის საკითხის ამგვარი გადაწყვეტა ხელს უწყობს მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, პროცესის ეკონომიურობასა და ოპერატიულობას, ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა დივერსიფიკაციას, სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარ განაწილებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ დავებზე, სადავო ქონების ადგილსამყოფელის გათვალისწინებით, ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით ჯ. მ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეგზავნოს გორის რაიონულ სასამართლოს.
სარეზოლუციონაწილი:
საკასაციოსასამართლომიხელმძღვანელასაქართველოსადმინისტრაციულისაპროცესოკოდექსისპირველიმუხლით, 26-ემუხლით, საქართველოსსამოქალაქოსაპროცესოკოდექსის 390-ე, 399-ემუხლებითდა
დაადგინა:
1. ჯ. მ-ისსარჩელი მოპასუხესსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურისმიმართგანსჯადობითგანსახილველადდაექვემდებაროსრუსთავისსაქალაქოსასამართლოს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე