საქმებს-960-951(გ-16) 16 მაისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა რ. ბ-ისსარჩელთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა განსჯადობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და ბოლნისის საქალაქო სასამართლოს შორის.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რ. ბ-მა 2016 წლის 21 ნოემბერს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 19 ოქტომბრის №276488 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2016 წლის 3 აგვისტოს რ. ბ-მა ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურში წარადგინა №... განცხადება და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მარნეულის რაიონის სოფელ … მდებარე უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდი №...უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2016 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაზუსტდა მიწის ნაკვეთის საზღვრები და მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები გახდნენ ა. ბ-ა და ზ. ბ-ა. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა ვ. ი-მა, რომელიც დაკმაყოფილდა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 19 ოქტომბრის №276488 გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2016 წლის 9 აგვისტოს №882016491298-03 გადაწყვეტილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ნოემბრის განჩინებით რ. ბ-ის სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე გადაეგზავნა განსჯად ბოლნისის რაიონულ სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის, მე-18 მუხლის პირველი ნაწილისა და მე-20 მუხლის საფუძველზე განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა მიმართულია სადავო აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოსა და ამ აქტით გათვალისწინებულ ქონებაზე უფლების მქონე პირის მიმართ და მისი ინტერესია შესაბამის უძრავ ქონებაზე უფლების დადასტურება. დასახელებული გარემოებები კი ცხადყოფს, რომ სარჩელი ნივთობრივი განსჯადობით უნდა განიხილოს იმ სასამართლომ, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს სადავო აქტით გათვალისწინებული ქონება.
ბოლნისის რაიონული სასამართლოარ დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისზემოაღნიშნულ განჩინებას და 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინებით წამოიწყო დავა განსჯადობის შესახებ.
ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში დავა ეხება არა უძრავ ქონებას, არამედ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული უფლების გაუქმებასზემდგომი ორგანოს მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. დავის საგანს წარმოადგენს არა ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, არამედ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელმაც არსებითად შეცვალა არსებული მდგომარეობა. მოსარჩელის მიზანია სადავო აქტის მიღებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, დავის საგანი მოიცავს მხოლოდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც გამოცემულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მიერ. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით განხილვა არის იმ სასამართლოს კომპეტენცია, რომლის მოქმედების სფეროშიც აქვს ადგილსამყოფელი მითითებულ ორგანოს.
სა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციოსასამართლოსაქმისმასალების, განსჯადობისთაობაზეთბილისისსაქალაქოსასამართლოსადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისადაბოლნისის რაიონულისასამართლოსგანჩინებებისგაცნობისშედეგად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილითმინიჭებულიუფლებამოსილებისსაფუძველზე, წყვეტსრადავასსასამართლოთაშორისგანსჯადობისთაობაზე, მიიჩნევს, რომრ. ბ-ისსარჩელიგანსჯადობითგანსახილველადექვემდებარებაბოლნისის რაიონულსასამართლოსშემდეგგარემოებათაგამო:
საკასაციოსასამართლოსმიაჩნია, რომთბილისისსაქალაქოსასამართლომარსებითადსწორადგანსაზღვრამოცემულიდავისგანსჯადობისსაკითხიდამართებულადმიიჩნიასაქმებოლნისის რაიონულსასამართლოსგანსჯადადმინისტრაციულდავად.
საკასაციოსასამართლოგანმარტავს, რომადმინისტრაციულისაპროცესოკოდექსის 26-ემუხლიცალსახადადგენსსარჩელისწარდგენისვალდებულებასგანსჯადსასამართლოში. მითითებულინორმისპირველინაწილისთანახმად, სარჩელიუნდაწარედგინოსიმსასამართლოს, რომელიცუფლებამოსილია, განიხილოსდაგადაწყვიტოსადმინისტრაციულისაქმე. ამასთან, აღნიშნულიმუხლისმე-2 ნაწილისთანახმად, არაგანსჯადსასამართლოშისარჩელისწარდგენისშემთხვევაში, სასამართლოსარჩელსგადაუგზავნისგანსჯადსასამართლოსდაამისშესახებაცნობებსმოსარჩელეს.
საკასაციოსასამართლოაღნიშნავს, რომთუსაქართველოსადმინისტრაციულისაპროცესოკოდექსითსხვარამარარისდადგენილი, ადმინისტრაციულსამართალწარმოებაშიგამოიყენებასაქართველოსსამოქალაქოსაპროცესოკოდექსისIIIთავით (განსჯადობა) გათვალისწინებულიგანსჯადობისწესები. აღნიშნულთავშიშემავალიმე-15 მუხლის (საერთოგანსჯადობა) პირველინაწილისთანახმად, სასამართლოსსარჩელიწარედგინებამოპასუხისსაცხოვრებელიადგილისმიხედვით. ხსენებულიმუხლიმოიცავსტერიტორიულიგანსჯადობისგანმსაზღვრელსაპროცესონორმასდაპირდაპირმიუთითებს, რომსარჩელიიურიდიულიპირისმიმართწარედგინებასასამართლოსმისიადგილსამყოფლისმიხედვით. ამდენად, აღნიშნულიმუხლისაერთოგანსჯადობასგანსაზღვრავსდაერთნაირადვრცელდებანებისმიერდავაზე, გარდაიმშემთხვევისა, როდესაცამავეკოდექსითგანსხვავებულიწესიადადგენილი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელისაკუთრებისუფლების, ქონებისუფლებრივიდატვირთვისანასეთიდატვირთვისაგანგანთავისუფლებისშესახებ, აგრეთვექონებისგაყოფასთან, განაწილებასადაფლობასთანდაკავშირებულისარჩელი, თუდავაეხებაუძრავნივთზე, მათშორის, მიწისნაკვეთზეუფლებას, შეიძლებაშეტანილიქნესსასამართლოშინივთებისადგილსამყოფლისმიხედვით.
მოცემულშემთხვევაშიდავისსაგანიამარნეულში, სოფ. …, ... , №9-ში მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების გაუქმების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 19 ოქტომბრის №276488 გადაწყვეტილება და საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ აქტის გამოცემა.
საკასაციოსასამართლოაღნიშნავს, რომ „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებით განისაზღვრა რაიონული (საქალაქო) სასამართლოების, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები, აღნიშნულ სასამართლოებსა და სასამართლო კოლეგიებში (პალატებში) მოსამართლეთა რაოდენობა. ამავე გადაწყვეტილების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ბოლნისისრაიონულისასამართლოსსამოქმედოტერიტორიაგანისაზღვრაბოლნისის, დმანისისადამარნეულისმუნიციპალიტეტებისადმინისტრაციულისაზღვრებით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული დავა წარმოიშვა სამოქალაქო სამართალურთიერთობაში წამოჭრილი ქონებრივი დავის გამო, ამდენად, ფაქტობრივად, კერძო სამართლის სუბიექტებს შორის სამოქალაქო ხასიათის კონფლიქტი წარმოადგენს ადმინისტრაციული ხასიათის კონფლიქტის გამოწვევის წინაპირობას, რამდენადაც სადავოა ადმინისტრაციული ორგანოს ინდივიდუალური-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის კანონიერება კერძო სამართლის სუბიექტებს შორის სადავო ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან გათავისუფლების შესახებ. ამდენად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ აღძრულ სარჩელებზე გამოყენებული უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ნივთობრივი განსჯადობის წესები.
იმისათვის, რომ არ დაირღვეს სასამართლოთა შორის საქმის თანაბარი განაწილების პრინციპი სარჩელის განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა უნდამოხდეს სადავო ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით. მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტით გათვალისწინებული უძრავი ქონება მდებარეობს მარნეულში, სოფ. …, ... №9-ში და საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას, რომ რ. ბ-ის სარჩელი უნდა განიხილოს სწორედ ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ, რადგან ადმინისტრაციული ორგანოს ერთიანმა, ცენტრალიზებულმა სისტემამ შედეგად არ უნდა გამოიწვიოს ის, რომ დავათა არსებობისას, ნებისმიერ შემთხვევაში, განსჯად სასამართლოდ განისაზღვროს უშუალოდ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმღები ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფელი, რამეთუ აღნიშნულს შედეგად მოჰყვება ადმინისტრაციული საქმეების კონცენტრაცია მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში.
საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული საქმის განხილვის წესი ვრცელდება, მხოლოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულისააგენტოსა და მის სისტემაში შემავალი რეგიონული ოფისებისა და ფილიალების მიმართ აღძრულ სარჩელებზე.რამდენადაც, როგორც ზემოთ აღინიშნა ერთიანმა ცენტრალიზებულმა სისტემამ, შედეგად არ უნდა გამოიწვიოს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმღები ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფლის მიხედვით განსაზღვრულ სასამართლოში დავების კონცენტრაცია. აღნიშნულით განხორციელდება ერთგვაროვან საქმეთა თბილისის საქალაქო სასამართლოში თავმოყრა და რაიონული სასამართლოებისათვის ნორმატიული აქტით გათვალისწინებული ფუნქციის შემცირება, რითაც დაირღვევა სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარი განაწილების პრინციპი, რომლის დარღვევა გამოიწვევს ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლას.
სასამართლოებს შორის განსჯადობის საკითხის ამგვარი გადაწყვეტა ხელს უწყობს მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, პროცესის ეკონომიურობასა და ოპერატიულობას, ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა ნაკადისდივერსიფიცირებულ მართვას, სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარ განაწილებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ დავებზე, სადავო ქონების ადგილსამყოფლის გათვალისწინებით, ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით,რ. ბ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეგზავნოს ბოლნისის რაიონულ სასამართლოს.
სარეზოლუციონაწილი:
საკასაციოსასამართლომიხელმძღვანელასაქართველოსადმინისტრაციულისაპროცესოკოდექსისპირველიმუხლით, 26-ემუხლით, საქართველოსსამოქალაქოსაპროცესოკოდექსის 390-ე, 399-ემუხლებითდა
დაადგინა:
1. რ. ბ-ისსარჩელი მოპასუხესსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურისმიმართგანსჯადობითგანსახილველადდაექვემდებაროსბოლნისისრაიონულსასამართლოს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე