#ბს-439-436(გ-17) 13 ივლისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე(თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქმისგანხილვისფორმა _ ზეპირიმოსმენისგარეშე
მოსარჩელე _ს. მ-ი
მოპასუხე _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
დავისსაგანი_ სასამართლოთაშორისგანსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2017 წლის 13 აპრილს ს. მ-მასასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას,მოპასუხის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 მარტის #85548 და 2017 წლის 12 იანვრის #... ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი აქტების გამოცემა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 აპრილის განჩინებით ს. მ-ისსარჩელი, მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსმიმართ,განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის პირველნაწილზე და აღნიშნა, რომ ხსენებული ნორმა ადგენს განსაკუთრებულ განსჯადობას, რომლის საფუძველზეც, სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან გათავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთებზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფლის მიხედვით.დასახელებული საპროცესო ნორმა ადგენს სპეციალურ განსჯადობას და იძლევა შესაძლებლობას, შესაბამისი სუბიექტური და ობიექტური გარემოებების არსებობისას, განსჯადი სასამართლოგანისაზღვროს უძრავი ნივთის ფაქტობრივი ადგილმდებარეობის მიხედვით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდებარე უძრავი ნივთის რეგისტრაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების საკითხს. ამდენად, ხსენებული საქმის განხილვისას შესწავლილუნდა იქნეს რამდენად მართებულად იქნა მიღებული გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების დროს. სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის განხილვა უნდა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს უძრავი ქონება. მოცემულ შემთხვევაში აღნიშნულ სასამართლოს წარმოადგენს რუსთავის საქალაქო სასამართლო. გარდა აღნიშნულისა, დავის საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე, საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, შესაძლებელია საჭირო გახდეს ისეთი საპროცესო მოქმედების განხორციელება, როგორიცაა ადგილზე დათვალიერება. ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, უძრავი ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით საქმის განხილვა უფრო ეფექტურს გახდის მართლმსაჯულების განხორციელების პროცესს.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 16 აპრილის განჩინებაზე (საქმე#ბს-721-707(გ-14)), სადაცსაკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე ტერიტორიული განსჯადობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოების ტერიტორიულ განსჯადობაზე, რომლის მიხედვით, კონკრეტულ ტერიტორიაზე უძრავი ქონების ან სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომლის ტერიტორიულ საზღვრებში მდებარეობს ეს უძრავი ქონება ან არსებობს სამართლებრივი ურთიერთობა. რაც შეეხება ადმინისტრაციულ კატეგორიის საქმეთა სასამართლოს ტერიტორიულ განსჯადობას, სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე შედის იმ ადმინისტრაციული სასამართლოს კომპეტენციაში, რომლის მოქმედების სფეროშიც აქვს ადგილსამყოფელი მითითებულ ორგანოს. აღნიშნული ეხება აგრეთვე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნის თაობაზე სარჩელებს. სარჩელის სათანადო კავშირი ტერიტორიასთან უნდა დადგინდეს სარჩელის წარდგენის მომენტისთვის. ტერიტორიული განსჯადობის არსი მდგომარეობს პრინციპში, რომლის მიხედვით, მოსარჩელე მიმართავს მოპასუხის სასამართლოს. საერთო წესის თანახმად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მოპასუხის - ადმინისტრაციული ორგანოს ადგილმდებარეობის მიხედვით (სსსკ-ის მე-15 მუხლი). ამდენად, საერთო წესის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ტერიტორიული იურისდიქცია ეკუთვნის იმ სასამართლოს, რომლის მოქმედების ტერიტორიაზეც განლაგებულია ადმინისტრაციული ორგანო.“
„საჯარო რეესტრის შიდა ორგანიზაცია ხასიათდება მის სტრუქტურებს შორის მყარი ურთიერთკავშირით, რომელიც ქმნის სტრუქტურის ერთიანობას. საჯარო რეესტრის ორგანიზაციული სტრუქტურის ცალკეულ ერთეულებზე დაყოფა, დიფერენციაცია ტერიტორიულ ორგანოებზე განპირობებულია მომსახურების ხელმისაწვდომობის, რაციონალური დატვირთვის, საქმიანობის ეფექტურობისა და სხვა მოსაზრებებით. სტრუქტურის რეგიონალური ერთეული, სააგენტოსადმი ხაზობრივი დაქვემდებარების, მისი გადაწყვეტილების ზემდგომი რგოლის მიერ გადამოწმების შესაძლებლობის, სტრუქტურის ვერტიკალური იერარქიულობის მიუხედავად არ კარგავს დამოუკიდებელ მნიშვნელობას. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად დადასტურდა ტერიტორიული ორგანოს აქტის კანონიერება, შესაბამისად, ტერიტორიული ორგანოს აქტი ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას, ზემდგომი ორგანოს აქტს არ აქვს მოცემულ შემთხვევაში დამოუკიდებელი მნიშვნელობა, საჩივრის განხილვის შედეგად მიღებული აქტი განიხილება არსებით აქტთან ერთად, ამასთანავე მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად არ უთითებს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის პროცედურის დარღვევის საკითხებს. ამდენად, უწყების იერარქიული სტრუქტურა, ტერიტორიული ორგანოების დაქვემდებარება ზემდგომისადმი, უკანასკნელის მიერ ქვემდგომის გადამოწმების შესაძლებლობა არ იწვევს მექანიკურად ადმინისტრაციული კატეგორიის საქმის სასამართლო განსჯადობის საკითხის გადწყვეტას ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს ადგილმდებარეობის მიხედვით.სასამართლოებს შორის განსჯადობის საკითხის ამგვარი გადაწყვეტა ხელს უწყობს მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, პროცესის ეკონომიურობას და ოპერატიულობას, ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა დივერსიფიკაციას, სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარ განაწილებას.“
სასამართლომ მიუთითა, რომ საკასაციო სასამართლომ დასახელებულ გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნა, რომ „ადმინისტრაციის ცენტრალიზმის შედეგად აღნიშნული წესი ხშირ შემთხვევაში იწვევს ადმინისტრაციულ საქმეთა კონცენტრაციას დედაქალაქში, რაც განაპირობებს ამ წესისაგან გამონაკლისების გათვალისწინებას. ტერიტორიული განსჯადობა წყდება მოპასუხის ადგილმდებარეობის მიხედვით. ტერიტორიულ განსჯადობაზე დავის შემთხვევაში, როგორც წესი, სახეზეა რამდენიმე მოპასუხე. სსკ-ის მე-16 მუხლის თანახმად, ტერიტორიული განსჯადობის გადაწყვეტა ხდება ერთ-ერთი მოპასუხის ადგილმდებარეობის მიხედვით. ამასთანავე, განსჯადობის ხსენებული წესი არ ხდის საქმის განსჯადობას დამოკიდებულს მხოლოდ მოსარჩელის ნებასურვილზე, ალტერნატიულობის მიუხედავად, კონკრეტული დავის თავისებურება მოქმედებს განსჯადობის საკითხის გადაწყვეტაზე. ასე მაგალითად, უკეთუ ადგილობრივი და ცენტრალური ორგანოს აქტების გაუქმების მოთხოვნით აღძრულ სარჩელში ყურადღება მახვილდება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით ცენტრალური ორგანოს მიერ კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევაზე, სასამართლო განსჯადობის საკითხის რაციონალური გადაწყვეტის მოსაზრებები განაპირობებენ საქმის განსჯადობით იმ სასამართლოსადმი დაქვემდებარებას, რომლის იურისდიქციის ტერიტორიაზეც მდებარეობს მოპასუხე ცენტრალური ადმინისტრაციული ორგანო. სასამართლო განსჯადობის საკითხის ამგვარი გადაწყვეტას ადგილი აქვს არა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად უქმდება ტერიტორიული ორგანოს აქტი და ზემდგომი ორგანო საჩივრის დაკმაყოფილების გზით გამოსცემს ახალ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, არამედ აგრეთვე იმ შემთხვევაშიც, როდესაც ზემდგომი ორგანოს მიერ ადმინისტრაციული საჩივარი არ კმაყოფილდება და უცვლელად რჩება გასაჩივრებული აქტი. უკანასკნელ შემთხვევაში საქმის დაქვემდებარება ცენტრალური ორგანოს ადგილმდებარეობის მიხედვით შესაძლებელია მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად უთითებს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას დაშვებულ დარღვევებს. სხვა შემთხვევაში, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, გასაჩივრებული აქტის უცვლელად დატოვება, იწვევს განსჯადობის საკითხის გადაწყვეტას ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე არსებითი გადაწყვეტილების მიმღები ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფლის მიხედვით, რომლის კანონიერება დადასტურდა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად.“
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს იუსტიციის საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება თვითმმართველი ქალაქის - რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით.
რუსთავის საქალაქო სასამართლოარ დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის2017 წლის 18 აპრილისგანჩინებას და 2017 წლის 8 მაისის განჩინებითმოსარჩელე ს. მ-ის სარჩელი, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის მოთხოვნით განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს ტერიტორიული განსჯადობის საერთო წესს. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სასამართლოს სარჩელი იურიდიული პირის მიმართ წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მოპასუხედ ასახელებს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ხოლო სასარჩელო მოთხოვნაა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 15 მარტის #85548 და რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 12 იანვრის #882016605763-12 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.
სასამართლოს მითითებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის #134 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების მე-5 მუხლის პირველიპუნქტის თანახმად, სააგენტო მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფების, მასში შემავალი სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განისაზღვრება სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფები და მასში შემავალი სტრუქტურული ერთეულები, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები: ქვემო ქართლის რეგიონული ოფისი.
დასახელებული ბრძანების მე-15 მუხლის პირველი პუნქტით, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის მიზანია შესაბამისი პირებისთვის სანდო და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, კანონმდებლობით დადგენილი წესით უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის წარმოება და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ერთიანი სარეგისტრაციო პოლიტიკის გატარება. ამავე ნორმის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით კი განსაზღვრულია დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები: უძრავ ნივთებზე „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებების, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებების და მათი შეწყვეტის, სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების შეცვლის, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით.
დასახელებული ბრძანების 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგიონული ოფისის საქმიანობის მიზანია მის სამოქმედო ტერიტორიაზე სააგენტოს ფუნქციების შესრულება კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში. რეგიონული ოფისის ძირითადი ფუნქციებია: ა) უძრავ ნივთებზე „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებების, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებების და მათი შეწყვეტის, სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების შეცვლის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლებათა რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით; ბ) რეგიონულ ოფისში დაცული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშეუსაბამობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა; გ) შესაბამის საქმეებზე სასამართლოში წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; დ) განხორციელებული საქმიანობისა და დაკისრებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე ყოველი კვარტალის ბოლოს ანგარიშის წარდგენა უფლებამოსილი პირებისთვის; ე) სარეგისტრაციო პროცედურების გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი სტრუქტურული, საკადრო, ნორმატიული თუ ტექნიკური ხასიათის კონკრეტული წინადადებების შემუშავება და ყოველი კვარტალის ბოლოს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; ვ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება; ზ) სააგენტოს დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტისა და რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ხელმძღვანელების ცალკეული დავალებების შესრულება, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
დასახელებული ნორმის ანალიზის საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის ფუნქციას არ წარმოადგენს საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ამასთან, ეს უკანასკნელი მოსარჩელეს მოპასუხედაც არ დაუსახელებია და არც მის მიერ მიღებული რომელიმე გადაწყვეტილება გაუხდია სადავოდ.
სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლზე მითითებით განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია არა საკუთრება უძრავ ქონებაზე, არამედ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 15 მარტის #85548 გადაწყვეტილებისა და რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ 2017 წლის 12 იანვრის #...გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. ხოლო მოპასუხედ დასახელებულია აქტის გამომცემი ორგანო, რომლის ადგილსამყოფელია ქ.თბილისი. შესაბამისად, სარჩელი უნდა იქნეს განხილული მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით.
სასამართლომ აღნიშნა, რომსაქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლით რეგლამენტირებულია ნივთობრივი განსჯადობის შესახებ სპეციალური წესები. სასამართლომ განმარტა, რომ ს. მ-ის მიერ აღძრულ სარჩელში დავის საგანს წარმოადგენს არა უძრავი ქონება ან უკვე რეგისტრირებული საკუთრების უფლების გაუქმება, არამედ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან, რა დროსაც განსჯადობის განსაზღვრისას უნდა დადგინდეს არა ის ფაქტი, თუ რას ეხება მოცემული აქტი და სად მდებარეობს სადავო უძრავი ქონება, არამედ აქტის გამომცემი ადმინისტრაციულიორგანოს ადგილსამყოფლის მიხედვით უნდა გაირკვეს, თუ რომელი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნება საქმე განსახილველად, მით უფრო მაშინ, როდესაც განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული დავის საგანს წარმოადგენს არა უძრავ ნივთებთან დაკავშირებული კონფლიქტი, არამედ სარჩელის ობიექტია - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედების (გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის) კანონიერება, რა დროსაც საერთო განსჯადობის წესების საფუძველზე სარჩელი უნდა წარედგინოს, განიხილოს და გადაწყვიტოს მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით განსჯადმა სასამართლომ.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე, ხოლო რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ს. მ-ის განცხადება, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ იქნა დაკმაყოფილებული. აღნიშნული გადაწყვეტილება მოცემული დავის ფარგლებში სადავოდ არ გამხდარა. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ტერიტორიული განსჯადობის გათვალისწინებით განსჯად სასამართლოს წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის ადგილსამყოფლის მიხედვით (ქ.თბილისი, სანაპიროს ქ.#2) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 7 აპრილის #ბს-141-140(გ-16) განჩინებაზე, სადაც განმარტებულია, რომ სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე იმ ადმინისტრაციული სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება, რომლის მოქმედების სფეროშიც აქვს ადგილსამყოფელი მითითებულ ორგანოს. ტერიტორიული განსჯადობის არსი მდგომარეობს პრინციპში, რომლის მიხედვით, მოსარჩელე მიმართავს მოპასუხის სასამართლოს. საერთო წესის თანახმად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მოპასუხის - ადმინისტრაციული ორგანოს ადგილმდებარეობის მიხედვით (სსსკ-ის მე-15 მუხლი). ამდენად, საერთო წესის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ტერიტორიული იურისდიქცია ეკუთვნის იმ სასამართლოს, რომლის მოქმედების ტერიტორიაზეც განლაგებულია ადმინისტრაციული ორგანო. სსკ-ის მე-18 მუხლით რეგლამენტირებულია ნივთობრივი განსჯადობის შესახებ სპეციალური წესები. ხსენებული მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი საკუთრების უფლების შესახებ, თუ დავა ეხება უძრავ ნივთს, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთის ადგილსამყოფლის მიხედვით. აღნიშნული ნორმა ადგენს სპეციალურ განსჯადობას და იძლევა განსჯადობის განსაზღვრის შესაძლებლობას უძრავი ნივთის ფაქტობრივი ადგილსამყოფლის მიხედვით (სუს 23.01.15წ. №ბს-816-802(გ-14); 04.06.15წ. №ბს-280-276(გ-15)).
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში დავა ეხება არა უძრავ ქონებას, არამედ უძრავი ქონების გადაცემასთან დაკავშირებით გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 15 მარტის #85548 და რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ 2017 წლის 12 იანვრის #... გადაწყვეტილებების) კანონიერებას.ტერიტორიული განსჯადობა წყდება მოპასუხის ადგილმდებარეობის მიხედვით, რა დროსაც საერთო განსჯადობის წესების საფუძველზე სარჩელი უნდა წარედგინოს მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით.
ზემოაღნიშნულიდანგამომდინარე, რუსთავის საქალაქო სასამართლომმიიჩნია, რომმოცემულისაქმეთბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისგანსჯადია.
სამოტივაციონაწილი:
საკასაციოსასამართლოსაქმისმასალების, განსჯადობისთაობაზეთბილისისსაქალაქოსასამართლოსადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისადარუსთავის საქალაქოსასამართლოსგანჩინებებისგაცნობისშედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილითმინიჭებულიუფლებამოსილებისსაფუძველზე, წყვეტსრადავასსასამართლოთაშორისგანსჯადობისთაობაზე, მიიჩნევს, რომს. მ-ისსარჩელიგანსჯადობითგანსახილველადუნდა დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქოსასამართლოსშემდეგგარემოებათაგამო:
საკასაციოსასამართლოსმიაჩნია, რომთბილისისსაქალაქოსასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამარსებითადსწორადგანსაზღვრამოცემულიდავისგანსჯადობისსაკითხიდამართებულადმიიჩნიასაქმერუსთავის საქალაქოსასამართლოსგანსჯადადმინისტრაციულდავად.
საკასაციოსასამართლოგანმარტავს, რომადმინისტრაციულისაპროცესოკოდექსის 26-ემუხლიცალსახადადგენსსარჩელისწარდგენისვალდებულებასგანსჯადსასამართლოში. მითითებულინორმისპირველინაწილისთანახმად, სარჩელიუნდაწარედგინოსიმსასამართლოს, რომელიცუფლებამოსილია, განიხილოსდაგადაწყვიტოსადმინისტრაციულისაქმე. ამასთან, აღნიშნულიმუხლისმე-2 ნაწილისთანახმად, არაგანსჯადსასამართლოშისარჩელისწარდგენისშემთხვევაში, სასამართლოსარჩელსგადაუგზავნისგანსჯადსასამართლოსდაამისშესახებაცნობებსმოსარჩელეს.
საკასაციოსასამართლოაღნიშნავს, რომთუსაქართველოსადმინისტრაციულისაპროცესოკოდექსითსხვარამარარისდადგენილი, ადმინისტრაციულსამართალწარმოებაშიგამოიყენებასაქართველოსსამოქალაქოსაპროცესოკოდექსისIIIთავით (განსჯადობა) გათვალისწინებულიგანსჯადობისწესები. აღნიშნულთავშიშემავალიმე-15 მუხლის (საერთოგანსჯადობა) პირველინაწილისთანახმად, სასამართლოსსარჩელიწარედგინებამოპასუხისსაცხოვრებელიადგილისმიხედვით. ხსენებულიმუხლიმოიცავსტერიტორიულიგანსჯადობისგანმსაზღვრელსაპროცესონორმასდაპირდაპირმიუთითებს, რომსარჩელიიურიდიულიპირისმიმართწარედგინებასასამართლოსმისიადგილსამყოფლისმიხედვით. ამდენად, აღნიშნულიმუხლისაერთოგანსჯადობასგანსაზღვრავსდაერთნაირადვრცელდებანებისმიერდავაზე, გარდაიმშემთხვევისა, როდესაცამავეკოდექსითგანსხვავებულიწესიადადგენილი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელისაკუთრებისუფლების, ქონებისუფლებრივიდატვირთვისანასეთიდატვირთვისაგანგანთავისუფლებისშესახებ, აგრეთვექონებისგაყოფასთან, განაწილებასადაფლობასთანდაკავშირებულისარჩელი, თუდავაეხებაუძრავნივთზე, მათშორის, მიწისნაკვეთზეუფლებას, შეიძლებაშეტანილიქნესსასამართლოშინივთებისადგილსამყოფლისმიხედვით.
საკასაციოსასამართლოაღნიშნავს, რომ„რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებით განისაზღვრა რაიონული (საქალაქო) სასამართლოების, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები, აღნიშნულ სასამართლოებსა და სასამართლო კოლეგიებში (პალატებში) მოსამართლეთა რაოდენობა. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, რუსთავის საქალაქოსასამართლოსსამოქმედოტერიტორიაგანისაზღვრათვითმმართველიქალაქის - რუსთავისა და გარდაბნისმუნიციპალიტეტებისადმინისტრაციულისაზღვრებით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე გვაქვს საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული სარჩელი და სადავოა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება. ამდენად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ აღძრულ სარჩელებზე გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ნივთობრივი განსჯადობის წესები.
იმისათვის, რომ არ დაირღვეს სასამართლოთა შორის საქმის თანაბარი განაწილების პრინციპი,სარჩელის განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა უნდამოხდეს სადავო ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით. მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტით გათვალისწინებული უძრავი ქონება მდებარეობს გარდაბნის რაიონში, სოფ.…. საკასაციოსასამართლო იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ს. მ-ის სარჩელი უნდა განიხილოს რუსთავის საქალაქო სასამართლომ და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ერთიანმა, ცენტრალიზებულმა სისტემამ, შედეგად არ უნდა გამოიწვიოს ის, რომ დავათა არსებობისას, ნებისმიერ შემთხვევაში, განსჯად სასამართლოდ განისაზღვროს მხოლოდ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმღები ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფელი, რადგან აღნიშნულს შედეგად მოჰყვება ადმინისტრაციული საქმეების კონცენტრაცია მხოლოდ ქ. თბილისში.
საკასაციოსასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული საქმის განხილვის წესი ვრცელდება მხოლოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულისააგენტოსა და მის სისტემაში შემავალი რეგიონული ოფისებისა და ფილიალების მიმართ აღძრულ სარჩელებზე.სასამართლოებს შორის განსჯადობის საკითხის ამგვარი გადაწყვეტა ხელს უწყობს მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, პროცესის ეკონომიურობასა და ოპერატიულობას, ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა დივერსიფიკაციას, სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარ განაწილებას.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილია პრაქტიკა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 მაისის განჩინება საქმეზე №ბს-952-943(გ-16); 2017 წლის 16 მაისის განჩინება საქმეზე №ბს-960-951(გ-16)).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ დავებზე, სადავო ქონების ადგილსამყოფლის გათვალისწინებით, ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით ს. მ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეგზავნოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 2.1, 26.3 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს. მ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს;
2.საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი