№ბს-270-268(კ-17) 14 სექტემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - ... ატელიეს შრომითი კოლექტივის ამხანაგობის წევრები: თ. კ-ი, ზ. კ-ი, ზ. მ-ე, ქ. ც-ი, ა. ვ-ი, ვ. ჩ-ე და ვ. კ-ის უფლებამონაცვლეები - რ. კ-ი და ს. კ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ზ. ბ-ი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირები - ... ატელიეს შრომითი კოლექტივის ამხანაგობის წევრები: ს. ა-ის უფლებამონაცვლეები - ს. ა-ი და მ. ო-ი, მ. ჯ-ის უფლებამონაცვლე - ჯ. ჯ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2013 წლის 10 აპრილს ზ. ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1994 წლის 4 აპრილს ... ატელიეს შრომითი კოლექტივის ბაზაზე შეიქმნა დროებითი ამხანაგობა, რომელსაც დაევალა ... ქუჩა #55-ში მდებარე ... ატელიეს ბალანსზე რიცხული 119 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზება. შრომითი კოლექტივის წევრებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, წილები განაწილდა შემდეგნაირად: 1.ვ. ბ-ი 99,1%; 2.თ. კ-ი 0.1%; 3.ზ. კ-ი 0,1%; 4.ვ. კ-ი 0,1%; 5.ვ. ჩ-ე 0.1%; 6.ს. ა-ი 0,1%; 7.მ. ჯ-ი 0,1%; 8.ქ. ც-ი 0,1%; 9.ზ. მ-ე 0.1%; 10.ა. ვ-ი 0.1%.
აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, სსიპ სახელმწიფო ქონების პრივატიზების სამსახურთან გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება და გაიცა საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა #23/101-პ. 2010 წელს გარდაიცვალა 99,1% წილის მფლობელი ვ. ბ-ი, რის გამოც ზ. ბ-მა, როგორც კანონიერმა მემკვიდრემ, მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს, რათა გაეფორმებინა წილი თავის სახელზე, როგორც ვ. ბ-ის კანონიერ მემკვიდრეზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა 2013 წლის 29 იანვარს შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება, რადგან დაინტერესდა, რით იყო განპირობებული წილების არათანაბარი განაწილება. სარეგისტრაციო სამსახურმა საკითხის უკეთ გასარკვევად მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მისგან მოითხოვა ინფორმაცია მოცემულ საკითხზე. როგორც სამინისტროს 2013 წლის 13 მარტის #31 წერილით გახდა ცნობილი, არც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და არც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს არქივებში არ იძებნებოდა არანაირი დოკუმენტი ... ატელიეს შრომითი კოლექტივის ამხანაგობის მიერ ქ. თბილისში, ... ქუჩა #55-ში მდებარე უძრავი ნივთის პრივატიზებასთან დაკავშირებით. ზ. ბ-მა და წილის მფლობელებმა სამინისტროს წარუდგინეს ყველა დოკუმენტი, თუმცა ისინი სამინისტროს მიერ არ იქნა გაზიარებული. სამინისტრომ დააფიქსირა მხოლოდ ის ფაქტი, რომ დოკუმენტაცია მასთან არ ინახებოდა და არ იცნობდა მათ მიერ მიწოდებულ დოკუმენტაციას.
აქედან გამომდინარე, მოსარჩელემ ... ქ. #55-ში მდებარე 119 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზების მიზნით ... ატელიეს შრომითი კოლექტივის მიერ დროებითი ამხანაგობის ჩამოყალიბების ფაქტის, წილების განაწილების, იმ პროპორციულობით, რაც მოცემული იყო ამხანაგობის წევრებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში, დადასტურება მოითხოვა.
2013 წლის 24 ივნისს ზ. ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 23 მაისის #86378 და თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 21 მარტის #... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 ივლისის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საქმე #3/1094-13 ზ. ბ-ი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ და ადმინისტრაციული საქმე #3/2259-13 ზ. ბ-ი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ გაერთიანდა ერთ წარმოებად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 ივლისის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ... ატელიეს შრომითი კოლექტივის ამხანაგობის წევრები: თ. კ-ი, ზ. კ-ი, ა. ვ-ი, ვ. კ-ი, ვ. ჩ-ე, ს. ჯ-ი, მ. ჯ-ი, ქ. ც-ი, ზ. მ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 სექტემბრის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე ზ. ბ-ის სარჩელისა გამო, მოპასუხეების: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, მესამე პირები: ... ატელიეს შრომითი კოლექტივის ამხანაგობის წევრები: თ. კ-ი, ზ. კ-ი, ა. ვ-ი, ვ. კ-ი, ვ. ჩ-ე, ს. ჯ-ი, მ. ჯ-ი, ქ. ც-ი, ზ. მ-ე, ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და შესაბამისი საპრივატიზაციო ჩანაწერების გაკეთების დავალების თაობაზე, შეჩერდა საქმის წარმოება მესამე პირების - ვ. კ-ისა და მ. ჯ-ის უფლებამონაცვლეების დადგენამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 იანვრის განჩინებით გასწორდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 ივლისისა და 2013 წლის 25 სექტემბრის განჩინებებში დაშვებული უსწორობა და „ს. ჯ-ის“ ნაცვლად მიეთითა „ს. ა-ი“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 სექტემბრის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე ზ. ბ-ის სარჩელისა გამო, მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, მესამე პირები: ... ატელიეს შრომითი კოლექტივის ამხანაგობის წევრები: თ. კ-ი, ზ. კ-ი, ა. ვ-ი, ვ. კ-ი, ვ. ჩ-ე, ს. ჯ-ი, მ. ჯ-ი, ქ. ც-ი, ზ. მ-ე, ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და შესაბამისი საპრივატიზაციო ჩანაწერების გაკეთების დავალების თაობაზე, განახლდა საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 1 აპრილის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში #3/2259-13 ზ. ბ-ის სარჩელისა გამო მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, მესამე პირების - ... ატელიეს შრომითი კოლექტივის ამხანაგობის წევრების: ზ. მ-ის, თ. კ-ის, ზ. კ-ის, ა. ვ-ის, ვ. კ-ის, ვ. ჩ-ის, ს. ჯ-ის, მ. ჯ-ის, ქ. ც-ის მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის, ქმედების განხორციელების დავალების შესახებ, გარდაცვლილი მესამე პირის, ვ. კ-ის უფლებამონაცვლეებად ცნობილ იქნენ მისი შვილები - რ. კ-ი და ს. კ-ი, მესამე პირის - გარდაცვლილი მ. ჯ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მისი შვილი ჯ. ჯ-ი, ხოლო გარდაცვლილი მესამე პირის - ს. ა-ის უფლებამონაცვლეებად ცნობილ იქნენ მისი შვილი ს. ა-ი და მეუღლე მ. ო-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 მაისის სასამართლო სხდომაზე დაზუსტდა მოპასუხეთა წრე და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ნაცვლად მიეთითა მხოლოდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით ზ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1995 წლის 3 ივნისის ხელშეკრულებით ... ატელიეს შრომითი კოლექტივის ამხანაგობას პირდაპირი მიყიდვის წესით საკუთრებაში გადაეცა ... ატელიე. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის მთავარი სამმართველოს მიერ გაცემული საკუთრების დამადასტურებელი #23/101-პ მოწმობით დადასტურებულია, რომ ... ატელიეს შრომითი კოლექტივის ამხანაგობას საკუთრებაში გადაეცა ... ატელიე, მდებარე ქ. თბილისში, ... ქუჩა #55-ში, 119,0 კვ.მ ფართი. 1995 წლის 13 ივნისს კი გაფორმდა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი #45. საქმეში წარმოდგენილია 1995 წლის 14 აპრილის ატელიე ... „დამფუძნებელი ხელშეკრულება“ (რეესტრის #2-837, ნოტ: ო-ე), რომლის თანახმადაც, ირკვეოდა, რომ ამხანაგობის წევრებს შორის მოხდა გარიგების საფუძველზე წილების გადანაწილება შემდეგი სახით: 1. ვ. ბ-ი - 99,1%; 2. თ. კ-ი - 0,1%; 3. ა. ვ-ი - 0,1%; 4. ვ. კ-ი - 0,1%; 5. ვ. ჩ-ე - 0,1%; 6. ს. ა-ი - 0,1%; 7. მ. ჯ-ი - 0,1%; 8. ქ. ც-ი - 0,1%; 9. ზ. მ-ე - 0,1%; 10. ზ. კ-ი - 0,1%.
სასამართლოს მითითებით, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით ... ატელიეს შრომითი კოლექტივის, შპს „...“ პარტნიორების - გ. ო-ის, ზ. კ-ის, თ. კ-ის, მ. ჯ-ის, ს. კ-ის, ა. ვ-ის, გ. ა-ის, ვ. ჩ-ის, ს. ა-ის, ზ. მ-ის, ჰ. თ-ის, რ. გ-ის, რ. კ-ის მიმართ, სასარჩელო მოთხოვნა შპს „..“ სადამფუძნებლო დოკუმენტების გაყალბებულად აღიარებასა და წილების თანაბარ ნაწილად განაწილებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. შპს „...“ დირექტორის ზ. ბ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსარჩელეებს - გ. ო-ს, ზ. კ-ს, თ. კ-ს, მ. ჯ-ს, ს. კ-ს, ა. ვ-ს, გ. ა-ს, ვ. ჩ-ეს, ს. ა-ს, ზ. მ-ეს, ჰ. თ-ს, რ. გ-ეს, რ. კ-ს დაევალათ კანონით დადგენილი წესით შპს „...“ შრომითი ხელშეკრულების გაფორმება და საგადასახადო აღრიცხვის წესების შემოღება. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება მხარეთა მიერ გასაჩივრებულ იქნა თბილისის საოლქო სასამართლოში. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 11 მაისის (საქმე #2ბ-990-04) გადაწყვეტილებით ... ატელიეს შრომითი კოლექტივისა და შპს „...“ პარტნიორების წარმომადგენლის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება შპს „...“ დირექტორის, ზ. ბ-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „...“ დირექტორის, ზ. ბ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 22 სექტემბრის #ას-830-1082-04 განჩინებით ... ატელიეს შრომითი კოლექტივისა და შპს „...“ პარტნიორების წარმომადგენლის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2012 წლის 3 აპრილს ზ. ბ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა მემკვიდრეობის საფუძველზე, საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე: ქ. თბილისში, ... ქუჩა #55-ში მდებარე 119 კვ.მ 99,1%-ზე. მან განცხადებას დაურთო შემდეგი დოკუმენტები: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი, სანოტარო წესით დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა, საკუთრების მოწმობა, ხელშეკრულება, დამფუძნებელი ხელშეკრულება, შრომითი კოლექტივის საერთო კრების ოქმი, მიღება-ჩაბარების აქტი. სარეგისტრაციო წარმოებისას დოკუმენტის, კერძოდ, 1995 წლის 14 აპრილის ატელიე ... დამფუძნებელი ხელშეკრულების (რეესტრის#2-837, ნოტ: ო-ე) თანახმად, დადგინდა ის გარემოება, რომ ამხანაგობის წევრებს შორის მოხდა გარიგების საფუძველზე წილების სხვაგვარად (არათანაბრად) გადანაწილება. კერძოდ, აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე განმცხადებლის მამკვიდრებელს, აღნიშნულ ამხანაგობაში და შესაბამისად, ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთში გააჩნდა 99,1% წილი, ხოლო სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არ იყო წარდგენილი სათანადო ფორმით. სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ურთიერთშეჯერების შედეგად დადგინდა, რომ წარდგენილ კრების ოქმზე არ იკითხებოდა და არ ირკვეოდა მათზე ხელისმომწერი პირების ხელისმოწერის ფაქტის დადასტურება. შესაბამისად, განმცხადებელს ამ შემთხვევაში არ უდასტურდებოდა საკუთრების უფლება იმ ოდენობის ფართობზე (99.1%), რამდენზედაც ის ითხოვდა საკუთრების უფლების რეგისტრაციას თუ არ იქნებოდა წარდგენილი სრულყოფილად ზემოხსენებული დოკუმენტი. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 6 აპრილის #... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და განმცხადებელს დამატებით მოეთხოვა სრულყოფილი კრების ოქმის ან/და უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამოწმებული საკუთრების უფლების მოწმობის დანართის წარმოდგენა, სადაც მითითებული იქნებოდა წილების სხვაგვარად (არათანაბრად) გადანაწილების შესახებ. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, რის გამოც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე 2012 წლის 10 მაისს მიღებულ იქნა #... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 7 დეკემბრის #190501 გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი #... გადაწყვეტილება და განახლდა სარეგისტრაციო წარმოება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა 2012 წლის 20 დეკემბრის #... გადაწყვეტილებით, 2013 წლის 29 იანვრის #... გადაწყვეტილებით და 2013 წლის 21 მარტის #... გადაწყვეტილებით კვლავ შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება და განმარტა, რომ მოცემულ განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა 29/01/2013წ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან საკითხის გარკვევის მიზნით. 2013 წლის 13 მარტის #4/5503 მიწერილობის თანახმად, ცნობილი გახდა, რომ „... ატელიეს შრომითი კოლექტივის ამხანაგობის“ მიერ ქ. თბილისში, ... ქუჩა #55-ში მდებარე უძრავი ნივთის (... ატელიეს არასაცხოვრებელი ფართი) პრივატიზებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია არ იძებნებოდა არც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და არც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს არქივში. შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას, განემარტა აღნიშნულ პრივატიზებასთან დაკავშირებული საკითხები. ამასთან, განმცხადებელს მოეთხოვა ... შრომითი კოლექტივის ამხანაგობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით ჩამოყალიბების დოკუმენტაცია ან ობიექტის პრივატიზაციის განხორციელების შემდგომ საკუთრების დამადასტურებელ #23/101-პ მოწმობაში მითითებული ამხანაგობის წევრთა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილი შეთანხმება წილების გადანაწილების შესახებ. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, შესაბამისად, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, 2013 წლის 23 აპრილს მიღებულ იქნა #... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.
2013 წლის 22 აპრილს ზ. ბ-მა #60832/17 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 21 მარტის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქ. თბილისში, ... ქუჩა #55-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართის, 119 კვ.მ 99,1%-ზე. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 23 მაისის #86378 გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლოს მითითებით, ქ. თბილისში, ... ქუჩა #55-ში არსებულ უძრავ ნივთზე (სართული 1,118 კვ.მ. ფართი #1ა) რეგისტრირებულია შპს „…“ საკუთრების უფლება.
სასამართლოს განმარტებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამავე კანონის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები, ხოლო „კ“ ქვეპუნქტით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. ბ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა მემკვიდრეობის საფუძველზე, საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე: ქ. თბილისში, ... ქუჩა #55-ში მდებარე 119 კვ.მ 99.1%-ზე და სწორედ აღნიშნული განცხადების საფუძველზე იქნა დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის #4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, ან/და არ არის გადახდილი სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური; განცხადება ან/და თანდართული დოკუმენტი, ან ინფორმაცია არ არის წარდგენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 29 მაისის #178 ბრძანებულებით დამტკიცებულ „პრივატიზაციის პროცესში ვაჭრობის, საზოგადოებრივი კვებისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმოების მუშაკთათვის ობიექტების პირდაპირი მიყიდვის შესახებ“ დებულებაზე, რომლის მე-14 პუნქტის საფუძველზეც, ამხანაგობა ვალდებული იყო ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის დადგენის მიზნით, ადგილობრივ მმართველობით ორგანოში გატარებულიყო რეგისტრაციაში არსებული წესით.
სასამართლოს მითითებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის #4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ წარმოდგენილია შრომითი კოლექტივის ამხანაგობაზე გაცემული საკუთრების მოწმობა თანდართულ ხელშეკრულებასთან ერთად, მაგრამ არ არის წარმოდგენილი აღნიშნული ამხანაგობის კერძო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების დამადასტურებელი დოკუმენტი, რეგისტრირდება ყოფილი შრომითი კოლექტივის წევრების საკუთრების უფლება.
სასამართლომ მიუთითა, რომ სწორედ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2013 წლის 21 მარტს მიღებულ იქნა #... გადაწყვეტილება, რომლითაც სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, კერძოდ, მხარეს დაევალა დამატებით წარედგინა დასახელებული დებულების საფუძველზე ... შრომითი კოლექტივის ამხანაგობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით ჩამოყალიბების დოკუმენტაცია ან ობიექტის პრივატიზების განხორციელების შემდგომ საკუთრების დამადასტურებელ #23/101პ მოწმობაში მითითებული ამხანაგობის წევრთა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილი შეთანხმება წილების გადანაწილების შესახებ.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
სასამართლოს მითითებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
სასამართლომ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. მოცემულ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნია, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რის გამოც ზ. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 21 მარტის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე მოთხოვნის ნაწილში უსაფუძვლო იყო და ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
ამასთან, სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 23 მაისის #86378 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც უარი ეთქვა მხარეს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლო იყო იმის გამო, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისად, არ არსებობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 23 მაისის #86378 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებოდა საპრივატიზებო დოკუმენტაციის აღდგენა (რეგისტრაციაში გაეტარებინა) ქ.თბილისში, ... ქუჩა #55-ში მდებარე 119 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზების მიზნით, … … ატელიეს შრომითი კოლექტივის მიერ დროებითი ამხანაგობის ჩამოყალიბების ფაქტი იმ პროპორციით, რაც მოცემულია შრომითი კოლექტივის წევრებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში და გაეკეთებინა შესაბამისი საპრივატიზებო ჩანაწერი. საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, ვინაიდან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2013 წლის 13 მარტის #4/5503 მიწერილობის თანახმად, ცნობილი გახდა, რომ „... ატელიეს შრომითი კოლექტივის ამხანაგობის“ მიერ ქ. თბილისში, ... ქუჩა #55-ში მდებარე უძრავი ნივთის (... ატელიეს არასაცხოვრებელი ფართი) პრივატიზებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია არ იძებნებოდა არც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და არც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს არქივში. შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას, განემარტა აღნიშნულ პრივატიზებასთან დაკავშირებული საკითხები.
საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 29 მაისის #178 ბრძანებულებით დამტკიცდა „პრივატიზაციის პროცესში ვაჭრობის, საზოგადოებრივი კვებისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმოების მუშაკთათვის ობიექტების პირდაპირი მიყიდვის შესახებ“ დებულება, რომელიც განსაზღვრავდა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ საპრივატიზაციოდ დამტკიცებული ვაჭრობის, საზოგადოებრივი კვებისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტების მუშაკთა მიერ შექმნილ დროებით ამხანაგობებზე პირდაპირი მიყიდვის წესს. ამავე დებულების მე-3 პუნქტის თანახმად, ობიექტის პირდაპირი მიყიდვა ხორციელდებოდა მხოლოდ მუშაკთა მიერ შექმნილ ამხანაგობაზე, რომელიც აერთიანებდა ობიექტში მომუშავეთა 50 პროცენტზე მეტს. დებულების მე-5 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო ამ წესით პრივატიზებადი ცალკეული ობიექტების მიმართ შეიმუშავებდა მოთხოვნებს, რომლებითაც უნდა გათვალისწინებულიყო: გარკვეული სახის პროდუქციის, სახალხო მოხმარების საქონლით ვაჭრობისა და მომსახურების ვალდებულება; განსაზღვრული დროის განმავლობაში ობიექტის სხვა იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის მიყიდვის შეზღუდვები; ობიექტის ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო ღონისძიებების და კეთილმოწყობის/კაპიტალური შეკეთების/ ვადები არა უმეტეს ერთი წლისა, გარემოს დაცვითი ღონისძიებების ჩატარება; განსაკუთრებულ შემთხვევაში სხვა პირობები, ქონების მართვის სამინისტროსთან შეთანხმებით. ამავე დებულების მე-7 პუნქტის თანახმად, ინფორმაცია ამ წესით საპრივატიზებოდ გამზადებული ობიექტის შესახებ დადგენილი წესისა და ფორმის მიხედვით ქვეყნდებოდა პრესაში. მე-8 პუნქტის თანახმად, პრესაში ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ობიექტის მუშაკებს ეგზავნებოდათ შეტყობინება და უფლება ეძლეოდათ მიეღოთ გადაწყვეტილება დადგენილი წესით ამხანაგობის შექმნის შესახებ. ამხანაგობა ვალდებული იყო შეტყობინებიდან ორი კვირის ვადაში განცხადებით მიემართა სახელმწიფო ქონების მართვის ორგანოსათვის. დებულების მე-10 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვის ორგანო ვალდებული იყო განაცხადის მიღებიდან ორი კვირის ვადაში მიეღო გადაწყვეტილება ობიექტის გაყიდვის შესახებ და ეცნობებინა ამხანაგობისათვის. დებულების მე-11 პუნქტის თანახმად, ამხანაგობა ვალდებული იყო ობიექტის პრივატიზებაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებიდან 20 დღის განმავლობაში უზრუნველეყო ობიექტის გასაყიდი ფასის არანაკლებ ნახევრისა და არა უმეტეს 65 პროცენტის დაფარვა, მათ შორის 10%, როგორც წესი დაიფარებოდა ნაღდი ანგარიშსწორებით. დებულების მე-12 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ ამხანაგობა დადგენილი წესით და ვადაში არ შემოიტანდა განცხადებას ან ვერ უზრუნველყოფდა შესაბამისი თანხის გადახდას, სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტო იღებდა გადაწყვეტილებას ასეთი ობიექტის კონკურსის ან აუქციონის წესით პრივატიზების შესახებ. დებულების მე-13 პუნქტის თანახმად, თანხის სრულად დაფარვის შემდეგ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტო აფორმებდა ხელშეკრულებას იმ ვადით, რომელიც გათვალისწინებული იყო წინასწარ გამოცხადებული პირობების შესასრულებლად, ხოლო დებულების მე-14 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ამხანაგობა ვალდებული იყო ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის დადგენის მიზნით ადგილობრივ მმართველობით ორგანოში გაეტარებინა რეგისტრაციაში არსებული წესით.
დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ საპრივატიზაციოდ დამტკიცებული ვაჭრობის, საზოგადოებრივი კვებისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტების მუშაკთა მიერ შექმნილი დროებითი ამხანაგობების მიერ საპრივატიზებო ობიექტების შესახებ, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში ხდებოდა დოკუმენტების წარდგენა, ხოლო პრივატიზების პროცესში სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო უშუალოდ არ ერეოდა. ამასთან, საგულისხმო იყო ის გარემოება, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო შეიქმნა და ფუნქციონირებს 2012 წლის 17 სექტემბრიდან და იგი ვერ იქნებოდა 1995 წელს განხორციელებულ მოქმედებებზე პასუხისმგებელი პირი, მით უფრო მაშინ, როდესაც სააგენტო არ ახორციელებდა შრომითი კოლექტივების მიერ შექმნილი დროებითი ამხანაგობების აღრიცხვას და არ გასცემდა ცნობებს მათ შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ზ. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებოდა აღედგინა საპრივატიზებო დოკუმენტაცია (რეგისტრაციაში გაეტარებინა) ქ. თბილისში, ... ქუჩა #55-ში მდებარე 199 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზების მიზნით, … ატელიეს შრომითი კოლექტივის მიერ დროებითი ამხანაგობის ჩამოყალიბების ფაქტი იმ პროპორციით, რაც მოცემულია შრომითი კოლექტივის წევრებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში და გაეკეთებინა შესაბამისი საპრივატიზებო ჩანაწერი, უსაფუძვლო იყო და მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ბ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით ზ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ზ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 23 მაისის #86378 გადაწყვეტილება „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 21 მარტის #... გადაწყვეტილება „სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ“, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს უძრავი ნივთის, მდებარე - ქ. თბილისში, ... ქ. #55, ფართით 119 კვ.მ 99.1%-ზე ზ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა არ დაეთანხმა მათ სამართლებრივ დასაბუთებას და დამატებით მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე აღმოიფხვრა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ერთი საფუძველი, კერძოდ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილ 2013 წლის 13 მარტის #4/5503 მოწერილობაში მითითებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „... ატელიეს შრომითი კოლექტივის ამხანაგობის“ მიერ ქ. თბილისში, ... ქ. #55-ში მდებარე უძრავი ნივთის (... ატელიეს არასაცხოვრებელი ფართი) პრივატიზებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია არ იძებნებოდა არც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და არც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს არქივში, რის გამოც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტომ ვერ განმარტა აღნიშნულ პრივატიზებასთან დაკავშირებული საკითხები. სააპელაციო სასამართლოში აპელანტმა წარადგინა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 3 ივნისის #4/27848 და #4/27847 წერილები, ასევე 2016 წლის 2 სექტემბრის #4/45626 და 2016 წლის 5 სექტემბრის #4/46033 წერილები, რომლებშიც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ადასტურებდა როგორც „... ატელიეს შრომითი კოლექტივის ამხანაგობის“ მიერ ქ. თბილისში, ... ქ. #55-ში მდებარე უძრავი ნივთის, ... ატელიეს 119 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მათთან არსებობას, ასევე იძლეოდა განმარტებას აღნიშნულ საპრივატიზებო დოკუმენტაციის თაობაზე. ამასთან, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში დაცული „... ატელიეს შრომითი კოლექტივის ამხანაგობის“ მიერ ქ. თბილისში, ... ქ. #55-ში მდებარე უძრავი ნივთის, ... ატელიეს 119 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია სააგენტოს მიერ ასევე გადაეცა საქმეში მესამე პირის სტატუსით მონაწილე პირების წარმომადგენელსაც (ს.ფ. 220-256). სააპელაციო პაალტამ აქვე მიუთითა, რომ აღნიშნული საფუძველი გახდა მოსარჩელის მიერ სააპელაციო სასამართლოში იმ სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმისა, რომლითაც ის პირველი ინსტანციის სასამართლოში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ ითხოვდა საპრივატიზებო დოკუმენტაციის აღდგენას.
სააპელაციო პალატამ შეაფასა სადავო აქტების - სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 21 მარტის #... გადაწყვეტილების და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 23 მაისის #86378 გადაწყვეტილების მატერიალურ-სამართლებრივი კანონიერება და მიიჩნია, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ისინი ბათილად უნდა იქნენ ცნობილი კანონთან წინააღმდეგობის გამო. კერძოდ, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამავე კანონის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები“; ხოლო „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზ. ბ-ის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტი უშუალოდ წარმოშობდა რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერება იმ საფუძვლით, რომ განმცხადებლის მიერ დამატებით წარდგენილი უნდა ყოფილიყო ობიექტის პრივატიზაციის განხორციელების შემდგომ საკუთრების დამადასტურებელ #23/101-პ მოწმობაში მითითებული ამხანაგობის წევრთა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილი შეთანხმება წილების გადანაწილების შესახებ, ეწინააღმდეგებოდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის #4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის დანაწესს იმის შესახებ, რომ თუ წარმოდგენილია შრომითი კოლექტივის ამხანაგობაზე გაცემული საკუთრების მოწმობა, თანდართულ ხელშეკრულებასთან ერთად, მაგრამ არ არის წარმოდგენილი აღნიშნული ამხანაგობის კერძო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების დამადასტურებელი დოკუმენტი, რეგისტრირდება ყოფილი შრომითი კოლექტივის წევრების საკუთრების უფლება, რამდენადაც კანონმდებელი არ ითხოვს ყოფილი შრომითი კოლექტივის ამხანაგობის მიერ რეგისტრაციის მოთხოვნის დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წილების გადანაწილების შესახებ ახალი შეთანხმების წარდგენას, არამედ რეგისტრაციის საფუძველია ყოფილი შრომითი კოლექტივის ამხანაგობაზე გაცემული საპრივატიზებო ობიექტის საკუთრების მოწმობა და თანდართული ხელშეკრულება (წილების განაწილების შესახებ), რის შესაბამისადაც რეგისტრირდება ყოფილი შრომითი კოლექტივის ამხანაგობის წევრების თანასაკუთრება ხელშეკრულებაში მოცემული წილობრივი მონაცემების შესაბამისად, რაც შეიძლება ყოფილიყო როგორც თანაბარი, ისე არათანაბარი ამხანაგობის წევრთა შეთანხმების შესაბამისად.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ზ. ბ-ის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია (1995 წლის 26 ივნისის საკუთრების დამადასტურებელი #23/101-პ მოწმობა, 1995 წლის 4 აპრილის დამფუძნებელი ხელშეკრულება, 1995 წლის 4 აპრილის შრომითი კოლექტივის საერთო კრების ოქმი, 1995 წლის 9 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტი) სრულ შესაბამისობაში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის #4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნასთან და საფუძველს ქმნიდა მოთხოვნილი რეგისტრაციის განსახორციელებლად. კერძოდ, როგორც სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაციიდან, ისე სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში დაცული საპრივატიზებო დოკუმენტაციიდან დგინდებოდა, რომ 1995 წლის 4 აპრილს შედგა ქ. თბილისში, ... ქ. #55-ში მდებარე … ატელიეს შრომითი კოლექტივის საერთო კრება, რომელმაც განიხილა ატელიეს პრივატიზების მიზნით დროებითი ამხანაგობის შექმნის საკითხი და მიიღო გადაწყვეტილება ობიექტის შესყიდვის მიზნით საწარმოს მუშაკთა დროებითი ამხანაგობის შექმნისა და ამხანაგობის წევრებს შორის წილის განსაზღვრის მიზნით დამფუძნებელი ხელშეკრულების გაფორმების შესახებ (შრომითი კოლექტივის საერთო კრების ოქმი, 4 აპრილი 1995 წელი, ს.ფ.243-248, ტომი 4). 1995 წლის 4 აპრილს ამხანაგობის წევრებს შორის გაფორმდა დამფუძნებელი ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ქ. თბილისში, ... ქ. #55-ში მდებარე … ატელიეს შრომითი კოლექტივის მიერ ატელიეს პრივატიზების მიზნით დაფუძნდა დროებითი ამხანაგობა, რომელშიც გაწევრიანდა ატელიეს შრომითი კოლექტივის 10 წევრი, მათ შორის ზ. ბ-ის მამკვიდრებელი ვ. ბ-ი. აღნიშნული ხელშეკრულებით მთლიან საპრივატიზებო ქონებაში ამხანაგობის წევრების წილი განისაზღვრა შემდეგნაირად: ვ. ბ-ი - 99.1 %, ამხანაგობის დანარჩენი წევრები - 09 %, თითოეულს -01%; ამასთან, ამხანაგობის წევრებს საპრივატიზებო თანხა უნდა გადაეხადათ საპრივატიზებო ქონებაში მათი წილის პროპორციულად (დამფუძნებელი ხელშეკრულება 4 აპრილი 1995 წელი, ს.ფ.230-234, ტომი 4). 1995 წლის 13 ივნისს ამხანაგობის წარმომადგენელ ვ. ბ-სა და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ატელიე …… შრომითი კოლექტივის ამხანაგობას პირდაპირი წესით, 4 434 დოლარად მიეყიდა ქ. თბილისში, ... ქ. #55 -ში მდებარე ატელიე … მიერ დაკავებული ფართი, 1995 წლის 9 ივნისის #45 მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემული 119 კვ.მ ოდენობით (პრივატიზაციის ხელშეკრულება 1995წ.13.06. მიღება-ჩაბარების აქტი 09.06.1995წ. ს.ფ. 235-239, ტომი 4). 1995 წლის 26 ივნისს ... ატელიეს შრომითი კოლექტივის ამხანაგობის სახელზე ქ. თბილისში სახელმწიფო ქონების მართვის მთავარი სამმართველოს მიერ გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა #23/101-პ (1995 წლის 26 ივნისის #23/101-პ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, ს.ფ.228, ტომი 4).
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალებისა და მხარეთა პოზიციების გაანალიზების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარეგისტრაციო სამსახურის უარი რეგისტრაციაზე განაპირობა 1995 წლის 4 აპრილის დამფუძნებელ ხელშეკრულებაში ამხანაგობის წევრებს შორის წილების არათანაბარმა განაწილებამ, რაც სამსახურის პოზიციით არ იყო რეალური; სააპელაციო პალატამ სრულიად უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნია აღნიშნული პოზიცია, ვინაიდან დამფუძნებელი ხელშეკრულების ძალაში ყოფნის პირობებში მას მოჰყვებოდა შესაბამისი სამართლებრივი შედეგი. ამასთან, პალატამ მიუთითა, რომ დამფუძნებელი ხელშეკრულების ნამდვილობა ამხანაგობის წევრების მიერ სასარჩელო წესით სადავოდ არ იყო გამხდარი მართლწინააღმდეგობის, საჯარო წესრიგთან ან ზნეობის ნორმებთან წინააღმდეგობის ან ნების გამოვლენის (ნების ნაკლი) არ არსებობის გამო. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმის მასალებით დადგენილ დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვან შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 1996 წლის 30 აპრილს … ატელიეს შრომითი კოლექტივის ამხანაგობამ მოიწვია დამფუძნებელ პარტნიორთა კრება და მიიღო გადაწყვეტილება შპს „…“ დაფუძნების შესახებ. ამასთან, აღნიშნული სადამფუძნებლო დოკუმენტით (1996 წლის 30 აპრილის დამფუძნებელ პარტნიორთა კრების ოქმი #1) განსაზღვრული არ იქნა შპს „…“ სამართალმემკვიდრეობა 1995 წლის 4 აპრილის დამფუძნებელი ხელშეკრულებით დაფუძნებულ ... ატელიეს შრომითი კოლექტივის ამხანაგობასთან. 2002 წელს შპს „…“ პარტნიორების მიერ, რომელთა შორისაც იყვნენ ... ატელიეს შრომითი კოლექტივის ამხანაგობის წევრები, სარჩელი აღიძრა სასამართლოში, რომელთა მოთხოვნას შეადგენდა 1995 წლის 4 აპრილის სადამფუძნებლო ხელშეკრულების ბათილად ცნობა და წილების გადანაწილება 1995 წლის 4 აპრილის საერთო კრების შესაბამისად. ასევე შპს „...“ სადამფუძნებლო დოკუმენტების გაყალბებულად აღიარება და წილების გადანაწილება შპს „...“ პარტნიორებს შორის; აღნიშნული სარჩელი არ იქნა დაკმაყოფილებული, რის შესახებაც არსებობს კანონიერ ძალაში შესული ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 09.12. 2003 წლის #2/190 გადაწყვეტილება.
აღნიშნულ საქმეზე სასამართლოების მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 1995 წლის 4 აპრილის დამფუძნებელი ხელშეკრულებით საპრივატიზებო ქონებაში … ატელიეს შრომითი კოლექტივის ამხანაგობის წევრების წილები განისაზღვრა შემდეგნაირად: ვ. ბ-ი - 99.1 %, ამხანაგობის დანარჩენი წევრები - 09 %, თითოეულს - 01% , 1995 წლის 4 აპრილის დამფუძნებელ ხელშეკრულებაზე ხელმომწერ პირთა ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურების საფუძველზე, ხოლო ხელმოწერების ნამდვილობა დადგენილ იქნა კალიგრაფიული ექსპერტიზების გზით (ს.ფ. 37-55, ტომი 1).
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 1995 წლის 4 აპრილის დამფუძნებელ ხელშეკრულებაზე ხელმომწერ პირთა ხელმოწერების ნამდვილობა ასევე დადასტურებულია ვ. ბ-ის მიმართ სისხლის სამართლის დევნის არდაწყების შესახებ 2005 წლის 17 ნოემბრის დადგენილებით, რომელშიც მითითებულია, რომ ყველა საპრივატიზებო დოკუმენტაციაზე, მათ შორის, დამფუძნებელთა ხელშეკრულებაზე გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნებით დადასტურებულია ხელმოწერების შესრულება იმ პირთა მიერ, რომლებიც მითითებულია დოკუმენტებში, ასევე გამოძიების პროცესში ამხანაგობის წევრების დაკითხვა-დაპირისპირებისას დადგენილ იქნა ყველა საპრივატიზებო დოკუმენტზე ხელმოწერების ნამდვილობა, შესაბამისად, ამხანაგობის წევრთა ნება წილების გადანაწილების საკითხში გამოძიებას არ მიაჩნია უკანონოდ (დადგენილება სისხლის სამართლებრივი დევნის არ დაწყების შესახებ, 17.11.2005 წ. ს.ფ. 294-295, ტომი 4). სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 1995 წლის 4 აპრილის დამფუძნებელ ხელშეკრულებაზე მათი ხელმოწერების ნამდვილობა სადავოდ არ გაუხდიათ მოცემულ დავაში მესამე პირის სტატუსით მონაწილე ამხანაგობის წევრებს, ამასთან, ისინი მიუთითებდნენ, რომ მათ მიერ ხელი მოწერილი იქნა სხვა შინაარსის, წილთა თანაბარი განაწილების შესახებ დამფუძნებელ ხელშეკრულებაზე, რაც სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება მისი დაუდასტურებლობის საფუძვლით. ამასთან, არც 2002 წლის სამოქალაქო დავის მასალებში და არც 2005 წლის სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ ყოფილა დაფიქსირებული ამხანაგობის წევრთა პოზიცია სხვა შინაარსის დამფუძნებელი ხელშეკრულების არსებობის შესახებ. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სარეგისტრაციო სამსახურისა და მესამე პირების პოზიცია იმის შესახებ, რომ შრომითი კოლექტივის ამხანაგობის წევრთა ვინაობისა და მათ შორის საპრივატიზებო ქონებაში წილთა განაწილების შესახებ ასახული უნდა ყოფილიყო საკუთრების დამადასტურებელ მოწმობაში, რამდენადაც ასეთი დანაწესი არ იყო მოცემული იმ კანონქვემდებარე აქტებში, რომელთა შესაბამისადაც განხორციელდა სადავო ქონების პრივატიზება, კერძოდ, „პრივატიზების პროცესის მოწესრიგებისა და დაჩქარების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 29.05.1994 წლის #178 ბრძანებულება და „საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 04.05.1993 წლის #348 დადგენილება საკუთრების დამადასტურებელ მოწმობაში სავალდებულო რეკვიზიტად ამხანაგობის წევრებზე და წილებზე მითითებას არ ადგენდა. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მესამე პირთა პოზიცია იმის შესახებ, რომ ვინაიდან დამფუძნებელ ხელშეკრულებაზე ამხანაგობის წევრთა ხელმოწერების ნამდვილობა არ იყო დამოწმებული ნოტარიუსის მიერ, ის მიჩნეული არ უნდა ყოფილიყო ნების გამოვლენის დამადასტურებელ დოკუმენტად, ვინაიდან სადავო პრივატიზაციის განხორციელების დროს მოქმედი საპრივატიზებო კანონმდებლობა არ მოითხოვდა წილთა განაწილების შესახებ შრომითი კოლექტივის წევრების გარიგების სანოტარო წესით დადასტურებას, შესაბამისად, სახეზე ვერ იქნებოდა სამოქალაქო კოდექსის 47-ე და 48-ე მუხლების გამოყენების წინაპირობები. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 47.1. მუხლის მიხედვით, სანოტარო წესით გარიგების დადასტურება სავალდებულოა მხოლოდ კანონით მითითებულ შემთხვევებში, დაუცველობა სანოტარო ფორმისა, რომელსაც კანონი მოითხოვს იწვევს გარიგების ბათილობას, ამ კოდექსის 48-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგით, ხოლო 48-ე მუხლის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც კანონის მოთხოვნებს არ შეესაბამება.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-386-ე მუხლების საფუძველზე არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, შესაბამისად, ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 23 მაისის #86378 გადაწყვეტილება „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 21 მარტის #... გადაწყვეტილება „სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ“ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს დავალებოდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, უძრავი ნივთის, მდებარე - ქ. თბილისში, ... ქ. #55, 119 კვ.მ ფართის 99.1%-ზე ზ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ... ატელიეს შრომითი კოლექტივის ამხანაგობის წევრებმა: თ. კ-მა, ზ. კ-მა, ზ. მ-ემ, ქ. ც-მა, ა. ვ-მა, ვ. ჩ-ემ, ვ. კ-ის უფლებამონაცვლეებმა - რ. კ-მა და ს. კ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საჯარო რეესტრის მიერ გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ აქტებში დაფიქსირებულ სამართლებრივ პოზიციას, მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და ამ კატეგორიის საქმეებზე უზენაესი სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა 1997 წლამდე მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსი და 1974 წლის 27 დეკემბრის კანონი „სახელმწიფო ნოტარიატის შესახებ“.
კასატორების მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა 1995 წელს მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსით გარიგებებისთვის დადგენილი ნორმები. კერძოდ, ამავე კოდექსის 41-ე, 44-ე მუხლები. განსახილველ შემთხვევაში, ე.წ. „დამფუძნებელი ხელშეკრულება“ თავისი შინაარსით არის გარიგება და ამ დოკუმენტში მითითებული პირები გამორიცხავენ შეთანხმებას წარმოდგენილი სახით დოკუმენტის შინაარსზე, ანუ გარიგების პირობებზე. ამ კატეგორიის გარიგების ნამდვილობისთვის აუცილებელი იყო დოკუმენტში მითითებული გარიგების მონაწილე პირების ხელმოწერის დამოწმება სახელმწიფო ნოტარიუსის ან სანოტარო მოქმედების შემსრულებელი სხვა თანამდებობის პირის მიერ. აღნიშნული სავალდებულო საკანონმდებლო ნორმის დარღვევით 1995 წლის „დამფუძნებელი ხელშეკრულების“ მომზადება არის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რის გამოც ეს დოკუმენტი ვერ იქნება განხილული სათანადო დოკუმენტად.
კასატორები აღნიშნავენ, რომ ძირითად სადავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს 1995 წლით დათარიღებული ყოფილი ... ატელიეს შრომითი კოლექტივის წევრების მიერ დადებული ე.წ. „დამფუძნებელი ხელშეკრულება“, რომელზეც ნოტარიუსის - ო-ის მიერ დამოწმებულია მხოლოდ ამ დოკუმენტის წარმდგენი ვ. ბ-ის ხელმოწერა. კასატორების მითითებით, სადავო არ არის ის ფაქტი, რომ ამ დოკუმენტზე არ არის წარმოდგენილი დოკუმენტში მითითებული კოლექტივის დანარჩენი 9 წევრის ხელმოწერის ნამდვილობა. ამდენად, არ არსებობს მტკიცებულება, რომლითაც უფლებამოსილი სახელმწიფოს წარმომადგენლის მიერ დადასტურებული იქნებოდა დოკუმენტში მითითებული 9 წევრის ნების ნამდვილობა. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს ევალებოდა ეხელმძღვანელა ამ დროს მოქმედი ნორმატიული ნორმებით, კერძოდ, 1974 წლის 27 დეკემბრის „სახელმწიფო ნოტარიატის შესახებ“ კანონითა და 1997 წლამდე მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსით.
კასატორების მოსაზრებით, სასამართლომ ყურადღება უნდა გაამახვილოს ე.წ. „დამფუძნებელი ხელშეკრულების“ მე-7 პუნქტის პირველ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ხელშეკრულება ძალაში შედის და შესაბამისად, ამხანაგობა შექმნილად ითვლება წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერისა და ნოტარიულად დამტკიცების შემდეგ. ამდენად, აღნიშნული სავალდებულო მოთხოვნების დაცვით მომზადებული სათანადო დოკუმენტი უნდა გამხდარიყო შემდგომ ამხანაგობის შექმნის საფუძველი, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ე.წ. „დამფუძნებელი ხელშეკრულების“, როგორც გარიგებითი მნიშვნელობის დოკუმენტის მომზადებისას არ იქნა დაცული სავალდებულო რთული წერილობითი (სანოტარო) ფორმა, აღნიშნული დოკუმენტი ვერ იქნება მიჩნეული სათანადო დოკუმენტად. ამავე ხელშეკრულების შესწავლით და 2002-2003 წლებში ჩატარებული ექსპერტიზით დადგენილია მხოლოდ ამ დოკუმენტში მითითებული პირების ხელმოწერის ნამდვილობა და არა ამ პირების ნება გარიგების შინაარსის მიმართ.
კასატორების მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 128-146-ე მუხლებით განსაზღვრული ხანდაზმულობის ნორმები, რის გამოც საკასაციო სასამართლომ ყურადღება უნდა მიაქციოს და იხელმძღვანელოს თავისივე დადგენილი პრაქტიკით და წერილობითი რეკომენდაციებით.
კასატორების მითითებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 953-ე მუხლი, რომლის შესაბამისად, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, ხოლო ამავე კოდექსის 954-ე მუხლის თანახმად, თუ სპეციალურად სხვა რამ არ არის დადგენილი, თითოეულ მოწილეს ეკუთვნის თანაბარი წილი. კასატორების მოსაზრებით, საქმეზე წარმოდგენილი დოკუმენტური მტკიცებულებებისა და მითითებული ნორმების გათვალისწინებით, ქ. თბილისში, ... ქ. #55-ში მდებარე 119 კვ.მ ფართი განიხილება საკუთრების მოწმობაში მითითებული 10 პირის თანასაკუთრებად, თანაბარი წილობრივი მონაწილეობით, რადგან არ არსებობს პრივატიზების შემდგომ ქონების შემძენ პირებს შორის არათანაბარწილად შეძენის შეთანხმება.
კასატორები ასევე აღნიშნავენ, რომ წარდგენილი და არსებული დოკუმენტაციის სრულფასოვნად და ობიექტურად გამოკვლევისა და შესწავლის შედეგად სარეგისტრაციო სამსახურმა დაადგინა, რომ განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება კვლავ უნდა შეჩერებულიყო და განმცხადებელს მოსთხოვა დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა. კერძოდ, საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 29 მაისის #178 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-14 პუნქტის საფუძველზე, რომლის შესაბამისად, ამხანაგობა ვალდებულია ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის დადგენის მიზნით ადგილობრივ მმართველობით ორგანოში გატარდეს რეგისტრაციაში არსებული წესით. საჯარო რეესტრმა ამავე გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ დამატებით წარდგენილი უნდა ყოფილიყო ... ატელიეს შრომითი კოლექტივის ამხანაგობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით ჩამოყალიბების დოკუმენტაცია ან ობიექტის პრივატიზაციის განხორციელების შემდგომ საკუთრების დამადასტურებელ #23/101-პ მოწმობაში მითითებულ ამხანაგობის წევრთა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილი შეთანხმება წილების გადანაწილების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ... ატელიეს შრომითი კოლექტივის ამხანაგობის წევრების: თ. კ-ის, ზ. კ-ის, ზ. მ-ის, ქ. ც-ის, ა. ვ-ის, ვ. ჩ-ის, ვ. კ-ის უფლებამონაცვლეების რ. კ-ისა და ს. კ-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 8 ივნისის განჩინებით ... ატელიეს შრომითი კოლექტივის ამხანაგობის წევრების: თ. კ-ის, ზ. კ-ის, ზ. მ-ის, ქ. ც-ის, ა. ვ-ის, ვ. ჩ-ის, ვ. კ-ის უფლებამონაცვლეების რ. კ-ისა და ს. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ... ატელიეს შრომითი კოლექტივის ამხანაგობის წევრების: თ. კ-ის, ზ. კ-ის, ზ. მ-ის, ქ. ც-ის, ა. ვ-ის, ვ. ჩ-ის, ვ. კ-ის უფლებამონაცვლეების რ. კ-ისა და ს. კ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში არსებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 1995 წლის 3 ივნისის ხელშეკრულებით ... ატელიეს შრომითი კოლექტივის ამხანაგობას პირდაპირი მიყიდვის წესით საკუთრებაში გადაეცა ... ატელიე. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის მთავარი სამმართველოს მიერ გაცემული საკუთრების დამადასტურებელი #23/101-პ მოწმობით დასტურდება, რომ ... ატელიეს შრომითი კოლექტივის ამხანაგობას საკუთრებაში გადაეცა ... ატელიე, მდებარე ქ. თბილისში, ... ქუჩა #55-ში, 119,0 კვ.მ ფართი. 1995 წლის 13 ივნისს კი გაფორმდა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი #45. საქმეში წარმოდგენილია 1995 წლის 14 აპრილის ... ატელიეს დამფუძნებელი ხელშეკრულება (რეესტრის #2-837, ნოტ: ო-ე), რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ ამხანაგობის წევრებს შორის მოხდა გარიგების საფუძველზე წილების გადანაწილება შემდეგი სახით: 1. ვ. ბ-ი - 99,1%; 2. თ. კ-ი - 0,1%; 3. ა. ვ-ი - 0,1%; 4. ვ. კ-ი - 0,1%; 5. ვ. ჩ-ე - 0,1%; 6. ს. ა-ი - 0,1%; 7. მ. ჯ-ი - 0,1%; 8. ქ. ც-ი - 0,1%; 9. ზ. მ-ე - 0,1%; 10. ზ. კ-ი - 0,1%.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ 2012 წლის 3 აპრილს ზ. ბ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე: ქ. თბილისში, ... ქუჩა #55-ში მდებარე 119 კვ.მ 99,1%-ზე. მან განცხადებას დაურთო შემდეგი დოკუმენტები: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი, სანოტარო წესით დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა, საკუთრების მოწმობა, ხელშეკრულება, დამფუძნებელი ხელშეკრულება, შრომითი კოლექტივის საერთო კრების ოქმი, მიღება-ჩაბარების აქტი. სარეგისტრაციო წარმოებისას, 1995 წლის 14 აპრილის ატელიე ... „დამფუძნებელი ხელშეკრულების“ (ნოტ: ო-ე) თანახმად, დადგინდა ის გარემოება, რომ ამხანაგობის წევრებს შორის მოხდა გარიგების საფუძველზე წილების სხვაგვარად (არათანაბრად) გადანაწილება. კერძოდ, აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე განმცხადებლის მამკვიდრებელს, ამხანაგობაში და შესაბამისად ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთში გააჩნდა 99,1% წილი, ხოლო სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არ იყო წარდგენილი სათანადო ფორმით. სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ურთიერთშეჯერების შედეგად დადგინდა, რომ წარდგენილ კრების ოქმზე არ იკითხებოდა და არ ირკვეოდა მათზე ხელმომწერი პირების ხელმოწერის ფაქტის დადასტურება. შესაბამისად, განმცხადებელს ამ შემთხვევაში არ უდასტურდებოდა საკუთრების უფლება იმ ოდენობის ფართობზე (99.1%), რამდენზედაც ის ითხოვდა საკუთრების უფლების რეგისტრაციას თუ არ იქნებოდა წარდგენილი სრულყოფილად ზემოხსენებული დოკუმენტი. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 6 აპრილის #... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და განმცხადებელს დამატებით მოეთხოვა სრულყოფილი კრების ოქმის ან/და უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამოწმებული საკუთრების უფლების მოწმობის დანართის წარმოდგენა, სადაც მითითებული იქნებოდა წილების სხვაგვარად (არათანაბრად) გადანაწილების შესახებ. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, რის გამოც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე 2012 წლის 10 მაისს მიღებულ იქნა #... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 7 დეკემბრის #190501 გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი #... გადაწყვეტილება და განახლდა სარეგისტრაციო წარმოება. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა 2012 წლის 20 დეკემბრის #... გადაწყვეტილებით, 2013 წლის 29 იანვრის #... გადაწყვეტილებით და 2013 წლის 21 მარტის #... გადაწყვეტილებით კვლავ შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება და განმარტა, რომ მოცემულ განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა 2013 წლის 29 იანვარს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან საკითხის გარკვევის მიზნით. 2013 წლის 13 მარტის #4/5503 მიწერილობის თანახმად, ცნობილი გახდა, რომ ... ატელიეს შრომითი კოლექტივის ამხანაგობის მიერ ქ. თბილისში, ... ქუჩა #55-ში მდებარე უძრავი ნივთის (... ატელიეს არასაცხოვრებელი ფართი) პრივატიზებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია არ იძებნებოდა არც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და არც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს არქივში. შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას, განემარტა აღნიშნულ პრივატიზებასთან დაკავშირებული საკითხები. ამასთან, განმცხადებელს მოეთხოვა ... შრომითი კოლექტივის ამხანაგობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით ჩამოყალიბების დოკუმენტაცია ან ობიექტის პრივატიზაციის განხორციელების შემდგომ საკუთრების დამადასტურებელ #23/101-პ მოწმობაში მითითებული ამხანაგობის წევრთა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილი შეთანხმება წილების გადანაწილების შესახებ. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, შესაბამისად, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, 2013 წლის 23 აპრილს მიღებულ იქნა #... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.
2013 წლის 22 აპრილს ზ. ბ-მა #60832/17 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 21 მარტის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქ. თბილისში, ... ქუჩა #55-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართის 119 კვ.მ 99,1%-ზე. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 23 მაისის #86378 გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ქ. თბილისში, ... ქუჩა #55-ში არსებულ უძრავ ნივთზე (სართული 1, 118 კვ.მ ფართი #1ა) რეგისტრირებულია შპს „...“ საკუთრების უფლება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 29 მაისის #178 ბრძანებულებით დამტკიცებულ „პრივატიზაციის პროცესში ვაჭრობის, საზოგადოებრივი კვებისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმოების მუშაკთათვის ობიექტების პირდაპირი მიყიდვის შესახებ“ დებულებაზე, რომლის მე-14 პუნქტის საფუძველზეც, ამხანაგობა ვალდებულია ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის დადგენის მიზნით ადგილობრივ მმართველობით ორგანოში გატარდეს რეგისტრაციაში არსებული წესით. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის #4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ წარმოდგენილია შრომითი კოლექტივის ამხანაგობაზე გაცემული საკუთრების მოწმობა, თანდართულ ხელშეკრულებასთან ერთად, მაგრამ არ არის წარმოდგენილი აღნიშნული ამხანაგობის კერძო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების დამადასტურებელი დოკუმენტი, რეგისტრირდება ყოფილი შრომითი კოლექტივის წევრების საკუთრების უფლება. სწორედ აღნიშნული განმარტებების გათვალისწინებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2013 წლის 21 მარტს მიღებულ იქნა #... გადაწყვეტილება, რომლითაც სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, კერძოდ, მხარეს დაევალა დამატებით წარედგინა დასახელებული დებულების საფუძველზე ... შრომითი კოლექტივის ამხანაგობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით ჩამოყალიბების დოკუმენტაცია ან ობიექტის პრივატიზების განხორციელების შემდგომ საკუთრების დამადასტურებელ #23/101-პ მოწმობაში მითითებული ამხანაგობის წევრთა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილი შეთანხმება წილების გადანაწილების შესახებ.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორების მითითებას იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, 1997 წლამდე მოქმედი „სამოქალაქო სამართლის კოდექსით“ გარიგებებისათვის დადგენილი ნორმები, რომლის 41-ე მუხლის თანახმად, „გარიგება არის მოქალაქეთა და ორგანიზაციათა მოქმედება, მიმართული სამოქალაქო უფლებათა ან მოვალეობათა წარმოშობის, შეცვლისა და მოსპობისათვის“. ამავე კოდექსის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „წერილობით უნდა დაიდოს მოქალაქეთა გარიგებანი ურთიერთშორის ას მანეთზე მეტი თანხისა“.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ დავაში ძირითად სადავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს 1995 წლის 14 აპრილით დათარიღებული ... ატელიეს შრომითი კოლექტივის წევრების მიერ დადებული ე.წ. „დამფუძნებელი ხელშეკრულება“, რომელიც თავისი შინაარსით გარიგებაა და ამ დოკუმენტში მითითებული პირები გამორიცხავენ შეთანხმებას წარმოდგენილი სახით დოკუმენტის შინაარსზე, ანუ გარიგების პირობებზე. ნების ნამდვილობის დადგენისათვის აუცილებელია ამ დოკუმენტში მითითებული პირების ნება დასტურდებოდეს უფლებამოსილი სახელმწიფო თანამდებობის პირის (სახელმწიფო ნოტარიუსი ან მასთან გათანაბრებული თანამდებობის პირი) მიერ, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება. ამდენად, ამ ტიპის გარიგების ნამდვილობისათვის აუცილებელი იყო დოკუმენტში მითითებული გარიგების მონაწილე პირების ხელმოწერის დამოწმება სახელმწიფო ნოტარიუსის ან სანოტარო მოქმედების შემსრულებელი სხვა თანამდებობის პირის მიერ. სადავო არ არის ის ფაქტი, რომ ნოტარიუს ო-ის მიერ დამოწმებულია მხოლოდ ამ დოკუმენტის - „დამფუძნებელი ხელშეკრულების“ წარმდგენი ვ. ბ-ის ხელმოწერის ნამდვილობა და არ არის წარმოდგენილი დოკუმენტში მითითებული კოლექტივის 9 პირის ხელმოწერის ნამდვილობა. აღნიშნული გარემოება გულისხმობს, რომ ე.წ. „დამფუძნებელ ხელშეკრულებაში“ მითითებულ წილების არათანაბარ განაწილებაზე დანარჩენ 9 პირს თანხმობა არ განუცხადებია.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა და სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ახალი აქტი. ადმინისტრაციული წარმოების ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, ადმინისტრაციული ორგანოს პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენს გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც გამოკვლეულ იქნა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი და არსებული დოკუმენტაციის გამოკვლევისა და შეფასების შედეგად საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაადგინა, რომ განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება უნდა შეჩერებულიყო იმ საფუძვლით, რომ განმცხადებელს უნდა წარედგინა დამატებითი დოკუმენტაცია, კერძოდ, საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 29 მაისის #178 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-14 პუნქტის საფუძველზე ამხანაგობა ვალდებული იყო ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის დადგენის მიზნით ადგილობრივ მმართველობით ორგანოში გატარებულიყო რეგისტრაციაში არსებული წესით. ასევე, „დამფუძნებელი ხელშეკრულების“ მე-7 პუნქტი ადგენს სავალდებულო ფორმას, რომლის დაუცველობის გამო და ზემოთ მითითებული განმარტებების გათვალისწინებით, ეს დოკუმენტი ვერ იქნებოდა განხილული სათანადო დოკუმენტად ვერც წილების განსაზღვრის და ვერც დებულებით განსაზღვრული ამხანაგობის რეგისტრაციის მიზნებისათვის. ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არ შემოიფარგლა მხოლოდ დაინტერესებული პირის - ზ. ბ-ის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარდგენილი დოკუმენტებით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან თავად გამოითხოვა დამატებითი დოკუმენტები. ამდენად, საჯარო რეესტრის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღება მოხდა დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი და ასევე, სახელმწიფო უწყების მიერ საკუთარი ინიციატივით გამოკვლეული დოკუმენტების შესწავლის შედეგად.
საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ხელახლა განხილვისას მნიშვნელოვანია დადგინდეს დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი და საჯარო რეესტრის მიერ საკუთარი ინიციატივით მოძიებული და შესწავლილი დოკუმენტებით რამდენად დასტურდება ... ატელიეს ყოფილი შრომითი კოლექტივის წევრების მიერ დადებული „გარიგება“ წილების არათანაბარ განაწილებაზე. მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ 1995 წლის 4 აპრილის „დამფუძნებელი ხელშეკრულება“ შეიცავს მონაცემებს წილების თაობაზე. ამდენად, შესაფასებელია ამ დოკუმენტის სათანადოობა დოკუმენტში მითითებული წილების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მიზნებისათვის.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს კასატორების მოსაზრებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ამ კატეგორიის საქმეებზე დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკასთან მიმართებით და განმარტავს, რომ #ას-770-1395-03 საქმეზე უზენაესი სასამართლო აკეთებს განმარტებას უცილოდ ბათილი (არარა) გარიგების თაობაზე და აღნიშნავს, რომ „სამოქალაქო კოდექსის 61-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, უცილოდ ბათილი (არარა) გარიგება ბათილად ითვლება მისი დადების მომენტიდან. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ პირი, რომელიც დებს უცილოდ ბათილ გარიგებას, ადასტურებს მას, მაშინ მისი მოქმედება განიხილება, როგორც გარიგების ხელახლა დადება. უცილოდ ბათილად ითვლება ყოველგვარი გარიგება, რომელიც არ წარმოშობს დასახულ სამართლებრივ შედეგებს არც მხარეთათვის და არც მესამე პირთათვის. არარა გარიგება მაშინაა სახეზე, როცა მისი შედეგუნარიანობა გამომდინარეობს ამა თუ იმ ზუსტად განსაზღვრული საფუძვლებიდან, როგორიცაა ქმედუუნარობა, ფორმის დაუცველობა, უზნეობა და ა.შ. არარა გარიგება მისი დადების მომენტიდანვეა ბათილი და მას ნამდვილად ვერ აქცევს ვერც მხარეთა ნება და ვერც სასამართლოს გადაწყვეტილება. დადების მომენტიდანვე ბათილად ჩაითვლება საცილო გარიგებაც, ოღონდ ეს ხდება მისი ბათილობის დადგენის შემდეგ. არარა გარიგების შემთხვევაში ბათილობის ფაქტს არ სჭირდება დადგენა, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით მხოლოდ ადასტურებს უკვე არსებული ბათილობის ფაქტს. მხარეების მიერ გარიგების დადასტურებით არარა გარიგება არ შეიძლება იქცეს ნამდვილ გარიგებად. დადასტურების ფაქტი სინამდვილეში განიხილება როგორც გარიგების ხელახლა დადება. დადასტურებით მხარეები ასწორებენ იმ ნაკლს, რამაც გარიგების ბათილობა გამოიწვია. ვთქვათ, მხარეებმა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება არც სანოტარო წესით დაამოწმეს და არც საჯარო რეესტრში გაატარეს, მაშინ ასეთი გარიგება თავიდანვე ბათილი იქნება, მაგრამ თუ მხარეები თანახმანი არიან ძალაში დატოვონ თავიანთი ნების გამოვლენა (დადონ ხელშეკრულება) და ადასტურებენ მას, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ ეს ხელშეკრულება უნდა დაამოწმონ სანოტარო წესით და გაატარონ რეგისტრაციაში. ამ მოქმედებათა შესრულების შემდეგ, გარიგება ნამდვილად ჩაითვლება არა თავდაპირველი გარიგების დადების მომენტიდან, არამედ კანონით გათვალისწინებულ აუცილებელ ფორმაში მისი მოქცევის დროიდან. ეს ფაქტი განიხილება, როგორც გარიგების ხელმეორედ დადება“.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმის ხელახლა განხილვისას, დავის კანონიერად და ობიექტურად გადაწყვეტის მიზნიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს ადმინისტრაციული ორგანოების მოქმედებათა კანონიერებაზე სადავო აქტების მიმართ და აღნიშნულის საფუძველზე დადგენილ გარემოებებს მისცეს სწორი სამართლებრივი შეფასება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სათანადო ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთების გარეშე, ვინაიდან როგორც საჯარო რეესტრის, ისე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ გამოკვლეული „დამფუძნებელი ხელშეკრულებით“, ასევე, მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებებით დადგენილია, რომ ნოტარიუს ო-ის მიერ დამოწმებულია მხოლოდ ვ. ბ-ის ხელმოწერა, რომელმაც ეს „დამფუძნებელი ხელშეკრულება“ წარადგინა ნოტარიუსთან დასამოწმებლად. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია სადავო ადმინისტრაციულ აქტებში დაფიქსირებული პოზიცია, რომ „დამფუძნებელი ხელშეკრულება“ არ წარმოადგენდა სათანადო დოკუმენტს არათანაბარი წილების რეგისტრაციისათვის. თუმცა, სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია აღნიშნული პოზიცია, ვინაიდან დამფუძნებელი ხელშეკრულების ძალაში ყოფნის პირობებში მას მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი შედეგი. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ დამფუძნებელი ხელშეკრულების ნამდვილობა ამხანაგობის წევრების მიერ სასარჩელო წესით სადავოდ არ იყო გამხდარი მართლწინააღმდეგობის, საჯარო წესრიგთან ან ზნეობის ნორმებთან წინაააღმდეგობის ან ნების გამოვლენის (ნების ნაკლი) არარსებობის გამო.
საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ 2002 წელს შპს „...“ პარტნიორების მიერ, რომელთა შორისაც იყვნენ ... ატელიეს შრომითი კოლექტივის ამხანაგობის წევრები, სარჩელი აღიძრა სასამართლოში, რომელთა მოთხოვნას შეადგენდა 1995 წლის 4 აპრილის „დამფუძნებელი ხელშეკრულების“ ბათილად ცნობა და წილების გადანაწილება1995 წლის 4 აპრილის საერთო კრების შესაბამისად. ასევე შპს „...“ სადამფუძნებლო დოკუმენტების გაყალბებულად აღიარება და წილების გადანაწილება შპს „...“ პარტნიორებს შორის. აღნიშნული სარჩელი არ იქნა დაკმაყოფილებული უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, რის შესახებაც არსებობს კანონიერ ძალაში შესული ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 9 დეკემბრის #2/190 გადაწყვეტილება. შპს „...“ დირექტორის ზ. ბ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსარჩელეებს - გ. ო-ს, ზ. კ-ს, თ. კ-ს, მ. ჯ-ს, ს. კ-ს, ა. ვ-ს, გ. ა-ს, ვ. ჩ-ეს, ს. ა-ს, ზ. მ-ეს, ჰ. თ-ს, რ. გ-ეს, რ. კ-ს დაევალათ კანონით დადგენილი წესით შპს „...“ შრომითი ხელშეკრულების გაფორმება და საგადასახადო აღრიცხვის წესების შემოღება. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება მხარეთა მიერ გასაჩივრებულ იქნა თბილისის საოლქო სასამართლოში. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 11 მაისის (საქმე #2ბ-990-04) გადაწყვეტილებით ... ატელიეს შრომითი კოლექტივისა და შპს „...“ პარტნიორების წარმომადგენლის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება შპს „...“ დირექტორის, ზ. ბ-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. შპს „...“ დირექტორის ზ. ბ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 22 სექტემბრის #ას-830-1082-04 განჩინებით ... ატელიეს შრომითი კოლექტივის და შპს „...“ პარტნიორების წარმომადგენლის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო. ამდენად, შპს „...“ წილებთან დაკავშირებით წარმოებული სამოქალაქო დავის მასალებიდან ჩანს, რომ შრომითი კოლექტივის წევრებს არ უღიარებიათ ე.წ. „დამფუძნებელ ხელშეკრულებაზე“ ნების გამოვლენა. პირიქით, ისინი ყოველთვის აფიქსირებდნენ, რომ ეს დოკუმენტი შინაარსის გაყალბების გზით, მათი ნების საწინააღმდეგოდ იყო შექმნილი.
კასატორები ასევე მიუთითებენ ხანდაზმულობის საკითხზე და აღნიშნავენ, რომ დავის საგნის გათვალისწინებით, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმეებზე მხედველობაშია მისაღები ხანდაზმულობის 6-წლიანი ვადა, თუმცა 10-წლიანი ვადის გამოყენების შემთხვევაშიც ზ. ბ-ის მოთხოვნა - 1995 წლით დათარიღებული „დამფუძნებელი ხელშეკრულებით“ არათანაბარი წილის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე, მაინც ხანდაზმულია. კასატორების მითითებით, ხანდაზმულობის ვადის სასამართლო წესით დადგენისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ხანდაზმულობის მომენტის გარკვევას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სასარჩელო მოთხოვნის ვადის დენა დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას ასევე უნდა იმსჯელოს იმ საკითხზე, თუ როდიდან უნდა დაიწყოს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მასალებით ცალსახად არ დასტურდება უფლების დარღვევის შესახებ შეტყობის ფაქტი.
ამასთან, საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ განცხადებაზე, რომლის თანახმად, გარდაიცვალა მესამე პირი - ... ატელიეს შრომითი კოლექტივის ამხანაგობის ერთ-ერთი წევრი - ზ. მ-ე. ამასთან, წარმოდგენილია შუამდგომლობა ზ. მ-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე, რის გამოც, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა იმსჯელოს ზ. მ-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე ამ ნაწილში საქმის წარმოების შეჩერების შესახებ.
აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევა ანუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს ქმნის. ამასთან, საკასაციო სასამართლო თვითონ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ... ატელიეს შრომითი კოლექტივის ამხანაგობის წევრების: თ. კ-ის, ზ. კ-ის, ზ. მ-ის, ქ. ც-ის, ა. ვ-ის, ვ. ჩ-ის, ვ. კ-ის უფლებამონაცვლეების - რ. კ-ისა და ს. კ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლომ, თავის მხრივ, საქმის ხელახლა განხილვისას, საკასაციო სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით, საქმეზე უნდა მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ... ატელიეს შრომითი კოლექტივის ამხანაგობის წევრების: თ. კ-ის, ზ. კ-ის, ზ. მ-ის, ქ. ც-ის, ა. ვ-ის, ვ. ჩ-ის, ვ. კ-ის უფლებამონაცვლეების - რ. კ-ისა და ს. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი