საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობის შესახებ
427აპ-10 23 ივნისი, 2010 წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების – ვ. მ-სა და გ. მ-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 1 თებერვლის განაჩენზე.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 2 დეკემბრის განაჩენით:
ვ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
სსკ-ის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლება, მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, გაუნახევრდა და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, გაუნახევრდა და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, გაუნახევრდა და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, გაუნახევრდა და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, გაუნახევრდა და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, გაუნახევრდა და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 220-ე მუხლით – 4 (ოთხი) წილთ თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ ვ. მ-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 59 წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ვ. მ-ს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 30 (ოცდაათი) წლის ვადით, მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა – 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ ვ. მ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2009 წლის 9 ივლისიდან.
იმავე განაჩენით გ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და შეეფარდა:
საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
სსკ-ის 25,182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 41-42-ე მუხლების თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ გ. მ-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 30 (ოცდაათი) წლის ვადით, მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა – 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
მსჯავრდებულ გ. მ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2009 წლის 9 ივლისიდან;
იმავე განაჩენით სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა:
სამოქალაქო მოპასუხე ვ. მ-ს დაეკისრა 485871 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
მასვე, გ. მ-სთან ერთად: სოლიდარულად დაეკისრა 310954 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
სამოქალაქო მოპასუხეს გ. მ-ს ვ. მ-სთან ერთად სოლიდარულად დაეკისრა 310954 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 1 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულების მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა», ,,დ» და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტებით, 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით, 220-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებებს და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულების – ვ. მ-სა და გ. მ-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 1 თებერვლის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.