ბს-698-694 (2კ-17) 16 ნოემბერი, 2017წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, გ. კ-ის, ე. თ-ის და სხვათა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.03.2017წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
იბა „...“ 11.08.2014წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის საკრებულოს მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისში, ... ქუჩაზე, .. გამზ. N49-51ა-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ არსებული მიწების ქ. თბილისში, ... ქ. 55-ში მცხოვრებ პირთა საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა. მოთხოვნათა რამდენჯერმე დაზუსტების შემდეგ მოპასუხედ მიეთითა ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია და მოსარჩელემ მოითხოვა: ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 22.05.2014 წ. №399 საოქმო გადაწყვეტილების ნაწილობრივ (დღის წესრიგის 76-ე საკითხის ნაწილში) ბათილად ცნობა, კომისიის 16.05.2013 წ. №352 საოქმო გადაწყვეტილების ი. გ-ის ნაწილში ბათილად ცნობა, ქ.თბილისის საკრებულოს მიერ 14.06.2013 წ. ი. გ-ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ცნობა, კომისიის 23.05.2013 წ. №353 საოქმო გადაწყვეტილების ე. თ-ის ნაწილში ბათილად ცნობა, ქ. თბილისის საკრებულოს მიერ 20.06.2013 წ. ე. თ-ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ცნობა, კომისიის 16.05.2013 წ. №352 საოქმო გადაწყვეტილების ნ. ჩ-ის ნაწილში ბათილად ცნობა, ქ.თბილისის საკრებულოს მიერ 10.06.2013 წ. ნ. ჩ-ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ცნობა, კომისიის 27.12.2012 წ. №334 საოქმო გადაწყვეტილების დ. გ-ის ნაწილში ბათილად ცნობა, ქ.თბილისის საკრებულოს მიერ 05.02.2013 წ. დ. გ-ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ცნობა, კომისიის 30.05.2013 წ. №354 საოქმო გადაწყვეტილების გ. კ-ის ნაწილში ბათილად ცნობა, ქ.თბილისის საკრებულოს მიერ 20.06.2013 წ. გ. კ-ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ცნობა, კომისიის 07.02.2013 წ. №339 საოქმო გადაწყვეტილების მ. დ-ის ნაწილში ბათილად ცნობა, ქ.თბილისის საკრებულოს მიერ 13.03.2013 წ. მ. დ-ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ცნობა, კომისიის 30.05.2013 წ. №354 საოქმო გადაწყვეტილების ნ. შ-ის ნაწილში ბათილად ცნობა, ქ.თბილისის საკრებულოს მიერ 28.06.2013 წ. ნ. შ-ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ცნობა, კომისიის 06.06.2013 წ. №355 საოქმო გადაწყვეტილების ბ. გ-ის ნაწილში ბათილად ცნობა, ქ.თბილისის საკრებულოს მიერ 09.07.2013 წ. ბ. გ-ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ცნობა, კომისიის 06.06.2013 წ. №355 საოქმო გადაწყვეტილების გ. ვ-ის ნაწილში ბათილად ცნობა, ქ.თბილისის საკრებულოს მიერ 02.07.2013 წ. გ. ვ-ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ცნობა, კომისიის 30.05.2013 წ. №354 საოქმო გადაწყვეტილების გ. მ-ის ნაწილში ბათილად ცნობა, ქ. თბილისის საკრებულოს მიერ 25.06.2013 წ. გ. მ-ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ცნობა, კომისიის 16.05.2013 წ. №352 საოქმო გადაწყვეტილების ქ. ც-ის ნაწილში ბათილად ცნობა, ქ.თბილისის საკრებულოს მიერ 10.06.2013 წ. ქ. ც-ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ცნობა, კომისიის 07.02.2013 წ. №339 საოქმო გადაწყვეტილების ლ. რ-ის ნაწილში ბათილად ცნობა, ქ. თბილისის საკრებულოს მიერ 13.03.2013 წ. ლ. რ-ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ცნობა, კომისიის 26.12.2013 წ. №381 საოქმო გადაწყვეტილების გ. კ-ის ნაწილში ბათილად ცნობა, ქ.თბილისის საკრებულოს მიერ 11.02.2013 წ. გ. კ-ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ცნობა, კომისიის 16.05.2013 წ. №352 საოქმო გადაწყვეტილების გ. ც-ის ნაწილში ბათილად ცნობა, ქ. თბილისის საკრებულოს მიერ 10.06.2013 წ. გ. ც-ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ცნობა, კომისიის 16.05.2013 წ. N352 საოქმო გადაწყვეტილების მ. დ-იძის ნაწილში ბათილად ცნობა, ქ.თბილისის საკრებულოს მიერ 14.06.2013 წ. მ. დ-იძის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ცნობა, კომისიის 28.03.2013 წ. N346 გადაწყვეტილების ლ. გ-ას, ლ. კ-ის, დ. გ-ის და თ. მ-ის ნაწილში ბათილად ცნობა, ქ.თბილისის საკრებულოს მიერ 14.06.2013 წ. ლ. გ-ას, ლ. კ-ის, თ. მ-ის, დ. გ-ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობების ძალაში შესვლის ბათილად ცნობა.
დავის საქალაქო სასამართლოში განხილვისას, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ი. გ-ი, ე. თ-ი, ნ. ჩ-ე და სხვ..
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.10.2015წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა იბა „...“ მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში 02.03.2017წ. წარდგენილი განცხადებთ მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მთხოვნა და უარი თქვა იმ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნაზე, რომლებიც უკავშირდება ქ.ც-ეს, ლ. რ-ს, გ. კ-ეს, ლ. კ-ეს, გ. ც-ს, ლ. გ-ას, დ. გ-ს და მ. დ-იძეს, რის გამოც სააპელაციო პალატის 23.03.2017წ. განჩინებით აღნიშნულ ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.03.2017წ. გადაწყვეტილებით იბა „...“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 22.05.2014 წ. №399 საოქმო გადაწყვეტილება (დღის წესრიგის 76-ე საკითხის ნაწილში), კომისიის 16.05.2013 წ. №352 საოქმო გადაწყვეტილება ი. გ-ის ნაწილში, ქ. თბილისის საკრებულოს მიერ 14.06.2013 წ. ი. გ-ის სახელზე გაცემული №8398 საკუთრების უფლების მოწმობა, კომისიის 23.05.2013 წ. №353 საოქმო გადაწყვეტილება ე. თ-ის აღიარების ნაწილში, ქ. თბილისის საკრებულოს მიერ 20.06.2013 წ. ე. თ-ის სახელზე გაცემული №8427 საკუთრების უფლების მოწმობა, კომისიის 16.05.2013 წ. №352 საოქმო გადაწყვეტილება ნ. ჩ-ის ნაწილში, ქ. თბილისის საკრებულოს მიერ 10.06.2013 წ. ნ. ჩ-ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა №8382, კომისიის 27.12.2012წ. №334 საოქმო გადაწყვეტილება დ. გ-ის ნაწილში, ქ. თბილისის საკრებულოს მიერ 05.02.2013 წ. დ. გ-ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა №7965, კომისიის 30.05.2013 წ. №354 საოქმო გადაწყვეტილება გ. კ-ის ნაწილში, ქ. თბილისის საკრებულოს მიერ 20.06.2013 წ. გ. კ-ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა №8428, კომისიის 07.02.13 წ. №339 საოქმო გადაწყვეტილება მ. დ-ის ნაწილში, ქ. თბილისის საკრებულოს მიერ 13.03.2013წ. მ. დ-ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა №8080, კომისიის 30.05.2013წ. №354 საოქმო გადაწყვეტილება ნ. შ-ის ნაწილში, ქ. თბილისის საკრებულოს მიერ 28.06.2013წ. ნ. შ-ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა №8478, კომისიის 06.06.2013წ. №355 საოქმო გადაწყვეტილება ბ. გ-ის ნაწილში, ქ.თბილისის საკრებულოს მიერ 09.07.2013წ. ბ. გ-ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა №8507, კომისიის 06.06.2013წ. №355 საოქმო გადაწყვეტილება გ. ვ-ის ნაწილში, ქ. თბილისის საკრებულოს მიერ 02.07.2013წ. გ. ვ-ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა №8478, კომისიის 30.05.2013წ. №354 საოქმო გადაწყვეტილება გ. მ-ის ნაწილში, ქ. თბილისის საკრებულოს მიერ 25.06.2013წ. გ. მ-ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა №8450, კომისიის 28.03.2013 წ. გადაწყვეტილება თ. მ-ის ნაწილში, ქ. თბილისის საკრებულოს მიერ 14.06.2013წ. თ. მ-ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა და კომისიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, გ. კ-ის, ე. თ-ის და სხვათა მიერ.
კასატორებმა გ. კ-მა, ე. თ-მა და სხვებმა აღნიშნეს, რომ მათ ორგანოში წარადგინეს საკუთრების უფლების აღიარებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი, კომისიამ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ჩაატარა სხდომები, გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და სადავო აქტები გამოსცა პროცედურების სრული დაცვით. მოსარჩელის მითითება, რომ აღიარებული მიწის ნაკვეთები ტროტუარის შემადგენელი ნაწილია საქმის მასალებით არ დასტურდება, ასევე არ არის წარმოდგენილი იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ სადავო ნაკვეთებზე გათავსებული ავტოფარეხები დროებითი ნაგებობებია. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ავტოფარეხებსა და სადარბაზოს შორის რჩება მანძილი ქვეითად გადაადგილებისათვის, ამასთანავე გასათვალისწინებელია, რომ ავტოფარეხები სადავო მიწის ნაკვეთებზე განთავსებული იყო კორპუსის მშენებლობის ნებართვის გაცემამდე.
კასატორმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნა, რომ მესამე პირთა მიერ კომისიაში წარდგენილი დოკუმენტაციით დასტურდებოდა მიწის ნაკვეთების თვითნებურად ფლობის ფაქტი, საკითხის განხილვისას კომისიის მიზანი იყო ნაკვეთის დაკავების ფაქტის დადგენა, რაც დადასტურდა ნაკვეთზე განთავსებული ავტოფარეხების არსებობით. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ საკუთრების აღიარება მოხდა მხოლოდ მიწის ნაკვეთებზე და არა მასზე განთავსებულ ობიექტებზე, შესაბამისად უკეთუ ავტოფარეხებისა და კორპუსის ურთიერთგანთავსება არ აკმაყოფილებს სამშენებლო ნორმებსა და სახანძრო უსაფრთხოების წესებს, აღნიშნული არ ქმნის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის საფუძველს. სააპელაციო პალატის მითითება, რომ გამოკვლევას საჭიროებს ავტოფარეხების კაპიტალურობა, დაუსაბუთებელია, რადგან საქმის მასალებით დასტურდება, რომ ავტოფარეხები არ არის დროებითი ხასიათის კონსტრუქციები, პირიქით - კაპიტალურობის მქონე ნაგებობებია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, გ. კ-ის, ე. თ-ის და სხვათა საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კანონმდებლობით განსაზღვრული წინაპირობების არსებობა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ დადგენილა, არ გამოკვლეულა ნაკვეთებზე არსებული არასაცხოვრებელი ნაგებობების კაპიტალურობა, არ შეფასებულა ხომ არ წარმოადგენენ ავტოფარეხები დროებით ნაგებობებს, არ მომხდარა ასაღიარებელი ნაკვეთების ადგილზე დათვარიელება, მეზობელი კორპუსების მაცხოვრებლების ინტერესთა შეფასება და სხვ. შეფასებას საჭიროებს აგრეთვე სადავო მიწის ნაკვეთების სტატუსი, ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შემთხვევაში მეზობელი კორპუსით სათანადო სარგებლობის შესაძლებლობა, რადგან საქმის მასალებით დასტურდება, რომ ავტოფარეხებსა და კორპუსს შორის არსებული მანძილი არ იძლევა ავტომობილის (მათ შორის, სახანძრო, სასწრაფო დახმარების) გადაადგილების საშუალებას. ის გარემოება, რომ სადავო ნაკვეთები არ არის მოქცეული მოსარჩელის კორპუსის წითელ ხაზებში არ ადასტურებს სადავო აქტების კანონიერებას ან სადავო აქტების არამართლზომიერად ცნობის მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არარსებობას, რადგან საქმის მასალებით, ექსპერტიზის დასკვნითა და მხარეთა ახსნა-განმატებებით უდავოდ დგინდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთები განთავსებულია სწორედ მოსარჩელის კორპუსის წინ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორთა მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, გ. კ-ის, ე. თ-ის და სხვათა საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, გ. კ-ის, ე. თ-ის და სხვათა საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.03.2017წ. გადაწყვეტილება;
3. გ. ქ-ს (პ.ნ. ...) დაუბრუნდეს 12.06.2017წ. №1 საგადახდო დავალებით საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის, 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი