Facebook Twitter

2კ-472აპ.-10 ქ. თბილისი

27 ივლისი, 2010 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),

დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. ქ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 10 მარტის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 3 აპრილის განაჩენით ნ. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც “ამნისტიის შესახებ” 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის თანახმად გაუნახევრდა და განესაზღვრა 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა _ 2500 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; 180-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით _ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა _ 3000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ამავე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით _ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა _ 3000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ამავე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით _ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა _ 3000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ამავე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით _ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა _ 3000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ამავე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით _ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა _ 3000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ნ. ქ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 23 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა _ 17 500 ლარი.

სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა. ნ. ქ-ს დაეკისრა: ც. უ-ს სასარგებლოდ _ 44 ლარის, ნ. ჩ-ს სასარგებლოდ _ 625 ლარის, ნ. ვ-ს სასარგებლოდ _ 290 ლარის, ნ. უ-ს სასარგებლოდ _ 480 ლარის, მ. ჯ-ს სასარგებლოდ _ 1945 ლარისა და ს. ქ-ს სასარგებლოდ _ 350 ლარის გადახდა.

განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულ ნ. ქ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

ქალაქ გურჯაანში მცხოვრები, ... წლის ... ოქტომბერს დაბადებული ნ. ქ-ი 2008 წლის მაისის თვის დაუდგენელ რიცხვში სტუმრად იმყოფებოდა ... რაიონის სოფელ ... მცხოვრებ ნ. ვ-ს ოჯახში, სადაც გაიცნო ამავე სოფელში მცხოვრები ნ. ჩ-ი და განიზრახა, თაღლითური გზით დაუფლებოდა მის კუთვნილ ფულს, რის გამოც ნ. ჩ-ს შესთავაზა, თუ სურვილი ექნებოდა, დაეხმარებოდა ქალაქ ... მიწის ნაკვეთის შეძენაში, რაზედაც ეს უკანასკნელი დათანხმდა. ნ. ქ-მ მოტყუებით, თითქოსდა ნაკვეთის შესასყიდად ნ. ჩ-ს თაღლითური გზით გამოართვა თანხის პირველადი შესატანი _ 625 ლარი, რის შემდეგაც იგი მიიმალა და თანხა დღემდე არ დაუბრუნებია, რითიც დაზარალებულმა ნ. ჩ-მ განიცადა 625 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

2008 წლის მაისის თვის დაუდგენელ რიცხვში ნ. ქ-მ სოფელ ... მცხოვრებ ნ. ვ-ს ოჯახში სტუმრად ყოფნის დროს გაიცნო ამავე სოფელში მცხოვრები ც. უ-ი, რომლისგანაც შეიტყო, რომ მას ღვინო ჰქონდა გასაყიდი და განიზრახა მოტყუებით, თაღლითური გზით დაუფლებოდა ამ უკანასკნელის კუთვნილ ღვინოს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ნ. ქ-ი მივიდა ც. უ-ს ოჯახში, გამოართვა 40 ლიტრი ღვინო, რის შემდეგაც აჩვენა აშშ 50-დოლარიანი კუპიურა და უთხრა, რომ გადაცვლიდა ლარზე და გადაუხდიდა 40 ლიტრი ღვინის საფასურს _ 44 ლარს, რის შემდეგაც წავიდა მისი ბინიდან და აღარ დაბრუნებულა, რითიც დაზარალებულ ც. უ-ს მიაყენა 44 ლარის ზიანი.

2008 წლის აპრილის თვის დაუდგენელ რიცხვში ნ. ქ-ი სტუმრად იმყოფებოდა სოფელ ... მცხოვრებ ნ. ვ-ს ოჯახში. მან მოიპოვა ამ უკანასკნელის ნდობა და თაღლითურად განიზრახა აღდგომის დღესასწაულისათვის ,,პასკის” გამოსაცხობად ნ. ვ-სათვის ეყიდვინებინა 40 ლარის ფქვილი; იგი ასევე თაღლითურად დაეუფლა ნ. ვ-ს კუთვნილ, 250 ლარად ღირებულ 125 წიწილას და, მიუხედავად ნ. ვ-ს არაერთგზის მოთხოვნისა, თანხა დღემდე არ გადაუხდია, რითიც დაზარალებულ ნ. ვ-ს მიაყენა 290 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

2008 წლის მაისის თვის დაუდგენელ რიცხვში ნ. ქ-ი სტუმრად იმყოფებოდა სოფელ ... მცხოვრებ ნ. ვ-თან, რა დროსაც გაიცნო ამავე სოფელში მცხოვრები ნ. უ-ი და მოახერხა მისი ნდობის მოპოვება. ნ. ქ-მ თაღლითური განზრახვით, თითქოსდა სასუქის საყიდლად აკლდებოდა ფული, ნ. უ-ს სესხით გამოართვა 420 ლარი. ფულის გადაცემის შემდეგ სთხოვა, რომ მისთვის მიეყიდა არაყი და ნასესხებ ფულთან ერთად დაუბრუნებდა არყის ფულსაც, რაზედაც ნ. უ-ი დათანხმდა და 20 ლიტრი არაყი მიჰყიდა 60 ლარად. მიუხედავად ნ. უ-ს არაერთგზის მოთხოვნისა, ნ. ქ-ს მისთვის თანხა დღემდე არ დაუბრუნებია, რითიც დაზარალებულ ნ. უ-ს მიაყენა 480 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

2008 წლის აპრილის თვის დაუდგენელ რიცხვში ნ. ქ-ი სტუმრად იმყოფებოდა ... რაიონის სოფელ ... მცხოვრებ ნ. ვ-თან, რა დროსაც გაიცნო სოფელ ... მცხოვრები მ. ჯ-ი, რომლისგანაც შეიტყო, რომ მას სოფელ ... ჰქონდა სასურსათო მაღაზია. მან მოახერხა მ. ჯ-ს ნდობის მოპოვება და თაღლითური განზრახვით 2008 წლის ... აპრილს სასურსათო მაღაზიიდან გამოართვა 100 ლარის ღირებულების სხვადასხვა სახის პროდუქტი, რომლის გადახდასაც დაჰპირდა რამდენიმე დღეში. პროდუქტების წაღების შემდეგ მ. ჯ-ს უთხრა, რომ სესხის სახით სჭირდებოდა 945 ლარი, რომელსაც პროდუქტის ფულთან ერთად დაუბრუნებდა, რაზედაც ეს უკანასკნელი დათანხმდა. მასვე 2008 წლის მაისის თვის დაუდგენელ რიცხვში, თითქოსდა შეძენილი საქონლის განსაბაჟებლად, სესხის სახით გამოართვა 900 ლარი და შეჰპირდა, რომ ნასესხებ 1045 ლართან ერთად დაუბრუნებდა და, მიუხედავად მ. ჯ-ს არაერთგზის მოთხოვნისა, მისთვის თანხა დღემდე არ დაუბრუნებია, რითიც დაზარალებულ მ. ჯ-ს მიაყენა 1945 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

2008 წლის მაისის თვის დაუდგენელ რიცხვში ნ. ქ-ი სტუმრად იმყოფებოდა ... რაიონის სოფელ ... მცხოვრებ ნ. ვ-თან, ვისთანაც გაიცნო ამავე სოფელში მცხოვრები ს. ქ-ი და განიზრახა, თაღლითურად დაუფლებოდა მის კუთვნილ ქონებას. ამ მიზნით ამ უკანასკნელს შესთავაზა, თუ სურვილი ჰქონდა, ქალაქ ... ნაცნობების დახმარებით იაფად შეაძენინებდა მიწის ნაკვეთს, რითაც შეცდომაში შეიყვანა იგი და მოტყუებით, თაღლითური გზით გამოართვა, თითქოსდა მიწის ნაკვეთის შესასყიდად საჭირო პირველადი შესატანი თანხა _ 350 ლარი, რომელიც დღემდე არ დაუბრუნებია, რითიც დაზარალებულ ს. ქ-ს მიაყენა 350 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 10 მარტის განაჩენით შევიდა შემდეგი ცვლილება:

ნ. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც “ამნისტიის შესახებ” 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის თანახმად გაუნახევრდა და საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა _ 2500 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; 180-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა _ 3000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ამავე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა _ 3000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ამავე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა _ 3000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ამავე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა _ 3000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ამავე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა _ 3000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ნ. ქ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 21 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 17 500 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 26 ნოემბრიდან.

სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა. ნ. ქ-ს დაეკისრა: ც. უ-ს სასარგებლოდ _ 44 ლარის, ნ. ჩ-ს სასარგებლოდ _ 625 ლარის, ნ. ვ-ს სასარგებლოდ _ 290 ლარის, ნ. უ-ს სასარგებლოდ _ 480 ლარის, მ. ჯ-ს სასარგებლოდ _ 1945 ლარისა და ს. ქ-ს სასარგებლოდ _ 350 ლარის გადახდა.

მსჯავრდებული ნ. ქ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას იმ საფუძვლით, რომ განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, მას დანაშაული არ ჩაუდენია; ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ მის მიმართ შეფარდებული სასჯელი არის მკაცრი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოებმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლიეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სათანადო შეფასება მისცეს საქმეზე მოპოვებულ მტკიცებულებებს, რასაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისა და ნ. ქ-ს მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების სწორი სამართლებრივი შეფასებისათვის.

მსჯავრდებულ ნ. ქ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით: დაზარალებულების _ ნ. ჩ-ს, ს. ქ-ს, ც. უ-ს, ნ. ვ-ს, ნ. უ-ს, მ. ჯ-ს ჩვენებებით, მოწმეების _ გ. ყ-ს, გ. ყ-ს, რ. ქ-ს, ზ. ქ-ს, თ. გ-ს ჩვენებებითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით.

საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.

ითვალისწინებს რა იმ გარემოებას, რომ ნ. ქ-ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, ამასთან, მის მიერ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატას შესაძლებლად და მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ნ. ქ-ს მიმართ გამოყენებულ იქნეს განაჩენთა ერთობლიობით მისთვის დანიშნული სასჯელების ნაწილობრივი შეკრების წესი და არა აღნიშნულ სასჯელთა სრული შეკრება, რის გამოც მას სასამართლოს მიერ დანიშნული საბოლოო სასჯელი _ 21 წლით თავისუფლების აღკვეთა _ უნდა შეუმსუბუქდეს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის საფუძველზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დაადგინა:

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სიხსლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 10 მარტის განაჩენი შეიცვალოს:

მსჯავრდებულ ნ. ქ-სათვის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით დანიშნულ ძირითად სასჯელს _ 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთას _ დაემატოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც “ამნისტიის შესახებ” 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის თანახმად გაუნახევრდა და საბოლოოდ განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით (ბრალდების ოთხი ეპიზოდი) დანიშნული ძირითადი სასჯელების _ 4-4 (ოთხ-ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთის ნაწილი _ 2-2 (ორი-ორი) წელი და ნ. ქ-ს საბოლოოდ მიესაჯოს 13 (ცამეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა _ 17 500 (ჩვიდმეტი ათას ხუთასი) ლარი.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.