№ბს-783-779(2კ-17) 30 ნოემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს პარლამენტისა და მ. ბ-ის, ხ. ქ-ა-ფ-ის, ა. კ-ის, მ. დ-ის, ლ. დ-ის, ნ. დ-ის, ლ. დ-ის, ნ. ნ-ის, ე. კ-ის, ს. კ-ის, ე. კ-ის, შ. წ-ის, ა. კ-ის, ზ. ბ-ას, ტ. ფ-ის, თ. გ-ის, ნ. ბ-ის, ბ. დ-ს, დ. ფ-ის, გ. ქ-ის, გ. ო-ის, ზ. გ-ის, რ. კ-ის, გ. ჩ-ის, ი. ბ-ისა და გ. ფ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ბ-ემ, ხ. ქ-ა-ფ-ემ, ა. კ-ემ, მ. დ-ემ, ლ. დ-ემ, ნ. დ-ემ, ლ. დ-ემ, ნ. ნ-მა, ე. კ-ემ, ს. კ-ემ, ე. კ-ემ, შ. წ-მა, ა. კ-ემ, ზ. ბ-ამ, ტ. ფ-ემ, თ. გ-ემ, ნ. ბ-ემ, ბ. დ-მა, დ. ფ-მა, გ. ქ-მა, გ. ო-მა, ზ. გ-მა, რ. კ-მა, გ. ჩ-მა, ი. ბ-ემ და გ. ფ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
მოსარჩელეებმა მოპასუხისათვის უზენაესი საბჭოს წევრობის 1991 წლის დეკემბრის თვის მიუღებელი ხელფასისა და სადეპუტატო დანამატის სახით, სულ -979,77 ლარის (ხელფასი ერთ თვეზე 1400 მანეთი, კურსით ეროვნულ ვალუტაში 857,30 ლარი; სადეპუტატო დანამატი ერთ თვეზე 200 მანეთი, კურსით ეროვნულ ვალუტაში - 122,47 ლარი, სულ 1600 მანეთი, კურსით ეროვნულ ვალუტაში - 979,77 ლარი) აგრეთვე 1991 წლის დეკემბრის თვის ხელფასისა და სადეპუტატო დანამატის მიუღებლობით გამოწვეული ზიანის, მიუღებელი შემოსავლის (წელიწადში 15,15%), ასევე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უფლებამოსილების ხუთი წლიდან დარჩენილი 46 თვის იძულებით გაცდენილი დროის ხელფასისა და სადეპუტატო დანამატის (1992 წლის 1 იანვრიდან 1995 წლის ოქტომბრის ჩათვლით), ასევე 1992 წლის 1 იანვრიდან 1995 წლის ოქტომბრის ჩათვლით 46 თვის მანძილზე ყოველი თვის ხელფასისა და დანამატის მიუღებლობის გამო ზიანის მიუღებელი შემოსავლისთვის ყოველი თვის იძულებით განაცდურის ხელფასზე ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 მაისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ბ-ის, ხ. ქ-ა-ფ-ის, ა. კ-ის, მ. დ-ის, ლ. დ-ის, ნ. დ-ის, ლ. დ-ის, ნ. ნ-ის, ე. კ-ის, ს. კ-ის, ე. კ-ის, შ. წ-ის, ა. კ-ის, ზ. ბ-ას, ტ. ფ-ის, თ. გ-ის, ნ. ბ-ის, ბ. დ-ს, დ. ფ-ის, გ. ქ-ის, გ. ო-ის, ზ. გ-ის, რ. კ-ის, გ. ჩ-ის, ი. ბ-ისა და გ. ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ბ-ემ, ხ. ქ-ა-ფ-ემ, ა. კ-ემ, მ. დ-ემ, ლ. დ-ემ, ნ. დ-ემ, ლ. დ-ემ, ნ. ნ-მა, ე. კ-ემ, ს. კ-ემ, ე. კ-ემ, შ. წ-მა, ა. კ-ემ, ზ. ბ-ამ, ტ. ფ-ემ, თ. გ-ემ, ნ. ბ-ემ, ბ. დ-მა, დ. ფ-მა, გ. ქ-მა, გ. ო-მა, ზ. გ-მა, რ. კ-მა, გ. ჩ-მა, ი. ბ-ემ და გ. ფ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ნოემბრის განჩინებით მ. ბ-ის, ხ. ქ-ა-ფ-ის, ა. კ-ის, მ. დ-ის, ლ. დ-ის, ნ. დ-ის, ლ. დ-ის, ნ. ნ-ის, ე. კ-ის, ს. კ-ის, ე. კ-ის, შ. წ-ის, ა. კ-ის, ზ. ბ-ას, ტ. ფ-ის, თ. გ-ის, ნ. ბ-ის, ბ. დ-ს, დ. ფ-ის, გ. ქ-ის, გ. ო-ის, ზ. გ-ის, რ. კ-ის, გ. ჩ-ის, ი. ბ-ისა და გ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. ბ-ემ, ხ. ქ-ა-ფ-ემ, ა. კ-ემ, მ. დ-ემ, ლ. დ-ემ, ნ. დ-ემ, ლ. დ-ემ, ნ. ნ-მა, ე. კ-ემ, ს. კ-ემ, ე. კ-ემ, შ. წ-მა, ა. კ-ემ, ზ. ბ-ამ, ტ. ფ-ემ, თ. გ-ემ, ნ. ბ-ემ, ბ. დ-მა, დ. ფ-მა, გ. ქ-მა, გ. ო-მა, ზ. გ-მა, რ. კ-მა, გ. ჩ-მა, ი. ბ-ემ და გ. ფ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით მ. ბ-ის, ხ. ქ-ა-ფ-ის, ა. კ-ის, მ. დ-ის, ლ. დ-ის, ნ. დ-ის, ლ. დ-ის, ნ. ნ-ის, ე. კ-ის, ს. კ-ის, ე. კ-ის, შ. წ-ის, ა. კ-ის, ზ. ბ-ას, ტ. ფ-ის, თ. გ-ის, ნ. ბ-ის, ბ. დ-ს, დ. ფ-ის, გ. ქ-ის, გ. ო-ის, ზ. გ-ის, რ. კ-ის, გ. ჩ-ის, ი. ბ-ისა და გ. ფ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ბ-ის, ხ. ქ-ა-ფ-ის, ა. კ-ის, მ. დ-ის, ლ. დ-ის, ნ. დ-ის, ლ. დ-ის, ნ. ნ-ის, ე. კ-ის, ს. კ-ის, ე. კ-ის, შ. წ-ის, ა. კ-ის, ზ. ბ-ას, ტ. ფ-ის, თ. გ-ის, ნ. ბ-ის, ბ. დ-ს, დ. ფ-ის, გ. ქ-ის, გ. ო-ის, ზ. გ-ის, რ. კ-ის, გ. ჩ-ის, ი. ბ-ის, გ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს პარლამენტს დაეკისრა მოსარჩელეების: მ. ბ-ის სასარგებლოდ 476 ლარის გადახდა; ხ. ქ-ა-ფ-ის სასარგებლოდ 476 ლარის გადახდა; ა. კ-ის სასარგებლოდ 476 ლარის გადახდა; მ. დ-ის სასარგებლოდ 476 ლარის გადახდა; ლ. დ-ის სასარგებლოდ 476 ლარის გადახდა; ნ. დ-ის სასარგებლოდ 476 ლარის გადახდა; ლ. დ-ის სასარგებლოდ 476 ლარის გადახდა; ნ. ნ-ის სასარგებლოდ 476 ლარის გადახდა; ე. კ-ის სასარგებლოდ 476 ლარის გადახდა; ს. კ-ის სასარგებლოდ 476 ლარის გადახდა; ე. კ-ის სასარგებლოდ 476 ლარის გადახდა; შ. წ-ის სასარგებლოდ 476 ლარის გადახდა; ა. კ-ის სასარგებლოდ 476 ლარის გადახდა; ზ. ბ-ას სასარგებლოდ 476 ლარის გადახდა; ტ. ფ-ის სასარგებლოდ 476 ლარის გადახდა; თ. გ-ის სასარგებლოდ 476 ლარის გადახდა; ნ. ბ-ის სასარგებლოდ 476 ლარის გადახდა; ბ. დ-ს სასარგებლოდ 476 ლარის გადახდა; დ. ფ-ის სასარგებლოდ 476 ლარის გადახდა; გ. ქ-ის სასარგებლოდ 476 ლარის გადახდა; გ. ო-ის სასარგებლოდ 476 ლარის გადახდა; ზ. გ-ის სასარგებლოდ 476 ლარის გადახდა; რ. კ-ის სასარგებლოდ 476 ლარის გადახდა; გ. ჩ-ის სასარგებლოდ 476 ლარის გადახდა; ი. ბ-ის სასარგებლოდ 476 ლარის გადახდა; გ. ფ-ის სასარგებლოდ 476 ლარის გადახდა; დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს პარლამენტმა და მ. ბ-ემ, ხ. ქ-ა-ფ-ემ, ა. კ-ემ, მ. დ-ემ, ლ. დ-ემ, ნ. დ-ემ, ლ. დ-ემ, ნ. ნ-მა, ე. კ-ემ, ს. კ-ემ, ე. კ-ემ, შ. წ-მა, ა. კ-ემ, ზ. ბ-ამ, ტ. ფ-ემ, თ. გ-ემ, ნ. ბ-ემ, ბ. დ-მა, დ. ფ-მა, გ. ქ-მა, გ. ო-მა, ზ. გ-მა, რ. კ-მა, გ. ჩ-მა, ი. ბ-ემ და გ. ფ-მა.
კასატორი - საქართველოს პარლამენტი საკასაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
კასატორის განმარტებით, 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენები სასამართლოს მიერ აღიარებულია, როგორც საყოველთაოდ ცნობილი ფაქტები. ყველასათვის ცნობილია, რომ ამ მოვლენების შედეგად ყოფილი უზენაესი საბჭოს (ამჟამად, ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირის №8-ში მდებარე საქართველოს პარლამენტის სასახლე) შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურდა საბუღალტრო თუ სხვა ფინანსური დოკუმენტაცია, რაც ინახებოდა აღნიშნული დაწესებულების ბუღალტერიაში. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლი, რომლის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია ფაქტები, რომლებსაც სასამართლო საყოველთაოდ ცნობილად მიიჩნევს. აღნიშნული ნორმის გამოყენების შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი გათავისუფლდა იმ მტკიცებულების წარდგენის ტვირთისაგან, რომლითაც კასატორს უნდა ემტკიცებინა მოსარჩელე მხარისთვის 1991 წლის დეკემბრის თვის სახელფასო და სადეპუტატო დანამატის თანხების გადახდის ფაქტი, რაც საფუძველი იქნებოდა სასამართლოსათვის, არ დაეკმაყოფილებინა მოსარჩელეთა აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა.
კასატორები - მ. ბ-ე, ხ. ქ-ა-ფ-ე, ა. კ-ე, მ. დ-ე, ლ. დ-ე, ნ. დ-ე, ლ. დ-ე, ნ. ნ-ი, ე. კ-ე, ს. კ-ე, ე. კ-ე, გ-ე, ნ. ბ-ე, ბ. დ-, დ. ფ-ი, შ. წ-ი, ა. კ-ე, ზ. ბ-ა, ტ. ფ-ე, თ. ი-ი, გ. ქ-ი, გ. ო-ი, ზ. გ-ი, რ. კ-ი, გ. ჩ-ი, ი. ბ-ე და გ. ფ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვდნენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.
კასატორების განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ განმარტა და არ გამოიყენა 1978 წლის კონსტიტუციის ახალი 1991 წლის რედაქციიდან მათ მიერ მითითებული ნორმები და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. კასატორების განმარტებით, თუ კუთვნილ ხელფას აკუთვნებენ 25 წლიანი დაგვიანებით, ეს ნიშნას რომ იგი მათ ეკუთვნოდათ ჯერ კიდევ 1992 წლის იანვრის თვეშიც, რისმა ასეთმა ხანგრძლივმა მიუღებლობამაც გამოწვია, როგორც ფაქტობრივად დამდაგრი ქონებრივი დანაკლისი, ისე ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახითაც.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს პარლამენტისა და მ. ბ-ის, ხ. ქ-ა-ფ-ის, ა. კ-ის, მ. დ-ის, ლ. დ-ის, ნ. დ-ის, ლ. დ-ის, ნ. ნ-ის, ე. კ-ის, ს. კ-ის, ე. კ-ის, შ. წ-ის, ა. კ-ის, ზ. ბ-ას, ტ. ფ-ის, თ. გ-ის, ნ. ბ-ის, ბ. დ-ს, დ. ფ-ის, გ. ქ-ის, გ. ო-ის, ზ. გ-ის, რ. კ-ის, გ. ჩ-ის, ი. ბ-ისა და გ. ფ-ის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტისა და მ. ბ-ის, ხ. ქ-ა-ფ-ის, ა. კ-ის, მ. დ-ის, ლ. დ-ის, ნ. დ-ის, ლ. დ-ის, ნ. ნ-ის, ე. კ-ის, ს. კ-ის, ე. კ-ის, შ. წ-ის, ა. კ-ის, ზ. ბ-ას, ტ. ფ-ის, თ. გ-ის, ნ. ბ-ის, ბ. დ-ს, დ. ფ-ის, გ. ქ-ის, გ. ო-ის, ზ. გ-ის, რ. კ-ის, გ. ჩ-ის, ი. ბ-ისა და გ. ფ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა და მოცემული დავის გადაწყვეტა შეესაბამება მსგავს სამართლებრივ საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 08.12.2015წ. განჩინება საქმეზე №ბს-583-576(2კ-15); 15.09.2016წ. განჩინება საქმეზე №ბს-144-143(2კ-16)).
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს პარლამენტისა და მ. ბ-ის, ხ. ქ-ა-ფ-ის, ა. კ-ის, მ. დ-ის, ლ. დ-ის, ნ. დ-ის, ლ. დ-ის, ნ. ნ-ის, ე. კ-ის, ს. კ-ის, ე. კ-ის, შ. წ-ის, ა. კ-ის, ზ. ბ-ას, ტ. ფ-ის, თ. გ-ის, ნ. ბ-ის, ბ. დ-ს, დ. ფ-ის, გ. ქ-ის, გ. ო-ის, ზ. გ-ის, რ. კ-ის, გ. ჩ-ის, ი. ბ-ისა და გ. ფ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი