Facebook Twitter

საქმე # 100310016001449579

ბს-713-709(კ-17) 14 დეკემბერი, 2017წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.03.2017წ. გადაწყვეტილებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ. ყ-მა 27.07.2016წ. სარჩელით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე - ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ ზიანის - 6500 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.

საჩხერის რაინული სასამართლოს 11.11.2016წ. გადაწყვეტილებით რ. ყ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობას რ. ყ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 3903,71 ლარის გადახდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 117,11 ლარის გადახდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.03.2017წ. გადაწყვეტილებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 11.11.2016წ. გადაწყვეტილება ჭიათურის მუნციპალიტეტის გამგეობისათვის რ. ყ-ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 117,11 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რ. ყ-ს დაუბრუნდა მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 195 ლარი, დანარჩენ ნაწილში საჩხერის რაიონული სასამართლოს 11.11.2016წ. გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა, რაც ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 13.07.2012წ. N13/07-06 განკარგულების, საქართველოს მთავრობის 14.05.2012წ. N895 და 24.05.2012წ. N972 განკარგულებების საფუძველზე ჭიათურის მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო თანხები, რომლებიც უნდა განაწილებულიყო ჭიათურის მუნიციპალიტეტში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე. აღნიშნული მიზნით შეიქმა კომისია, რომლის დასკვნის საფუძველზეც ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 09.08.2012წ. N473 ბრძანებით დაზარალებული მოსახლეობისათვის გამოყოფილი საკომპენსაციო თანხა, კატეგორიების მიხედვით, განაწილდა დაზარალებულ ოჯახებზე. აღნიშნული ბრძანებით, რ. ყ-ი, როგორც მიწისძვრით დაზარალებული, აღიარებული არ არის. შესაბამისად, ჭიათურის მუნიციპალიტეტს მის მიმართ რაიმე სახის ვალდებულება აქ გააჩნია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 03.05.1991წ. N352 დადგენილებით განისაზღვრა სახელმწიფოს ვალდებულება, 29.04.1991წ. საქართველოს რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის აენაზღაურებინა მიყენებული ზიანი, კერძოდ, თითოეულ ოჯახზე 4 000 მანეთი და ოჯახის ყოველ წევრზე დამატებით 500 მანეთი. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ რ. ყ-ი ცხოვრობდა ქ. ჭიათურაში, ... ქ. N1 ..., N... სახლში, რომელიც 29.04.1991წ. მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზიანდა. ამასთანავე, მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ მოსარჩელის ოჯახს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 03.05.1991წ. N352 დადგენილებით გათვალისწინებული დახმარება არ მიუღია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.03.2017წ. გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი