N030310117001819234
კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
№ბს-1084-1078(კს-17) 17 იანვარი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი);
მოსამართლეები: ვასილ როინიშვილი, მაია ვაჩაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ი/მ "ლ. ა-ის", შპს "..."-ის და ვ. ა-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.10.2017წ. განჩინებით ი/მ "ლ. ა-ის", შპს "..."-ის და ვ. ა-ის სააპელაციო საჩივარი ფოთის საქალაქო სასამართლოს 29.05.2017წ. გადაწყვეტილებაზე, ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველად. განჩინებაზე 02.11.2017წ. კერძო საჩივარი წარმოადგინეს ი/მ "ლ. ა-ემ", შპს "..."-მა და ვ. ა-ემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.11.2017წ. ხარვეზის შესახებ განჩინებით კერძო საჩივრის ავტორებს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა, მათვე განემარტათ, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი. აღნიშნული განჩინების ასლი სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კერძო საჩივრის ავტორთა წარმომადგენელს - ლ. ა-ეს და უფლებამოსილ პირს ჩაბარდა 27.12.2017წ., ამდენად, ხარვეზის შევსების ვადა ამოიწურა 03.01.2018წ., კერძო საჩივრის ავტორებმა არ შეავსეს ხარვეზი საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ი/მ "ლ. ა-ის", შპს "..."-ის და ვ. ა-ის კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი/მ "ლ. ა-ის", შპს "..."-ის და ვ. ა-ის კერძო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
მ. ვაჩაძე