საქმე Nბს-585-582(კ-17) 3 ოქტომბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ი/მ ბ. ა-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შერმოსავლების სამსახური (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 28 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი/მ ბ. ა-მა 2014 წლის 24 ნოემბერს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმრათ. მოსარჩელემ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 4 აპრილის №19522 ბრძანების ბათილად ცნობა, სსიპ შემოსავლების აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 24 დეკემბრის №7-1086 საგადასახადო მოთხოვნის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით ი/მ ბ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი/მ ბ. ა-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 28 დეკემბრის განჩინებით ი/მ ბ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 28 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი/მ ბ. ა-მა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ფ’’ პუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც არ განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლებს, ამავე კოდექსის 24-ე მუხლის ,,ბ’’ პუნქტის მიხედვით კი, საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის მიწოდებით მიღებული შემოსავალი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო შემოსავალი არ ექვემდებარება დაბეგვრას, ვინაიდან საკითხი ეხება საქონლის ექსპორტს და შესაბამისად, ის ვერ ჩაითვლება საქართველოს ტერიტორიაზე რეალიზებულად. კასატორის მითითებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ზემოხსენებული პოზიცია და საერთოდ გვერდი აუარა ფიზიკური პირის ექსპორტის დაბეგვრის საკითხს და განიხილა მხოლოდ ხარჯების საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანის მიერ წარმოდგენილი იყო საქონლის მყიდველის მიერ დადასტურებული ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სასამართლოს მიერ არც აღნიშნული იქნა გათვალისწინებული და ი/მ ბ. ა-ის მიერ წარდგენილი შეიძლება იმის დადასტურება, რომ უცხოეთში გატანილი საქონელი არის მალფუჭებადი/ ჩამოწერილი და შესაბამისად არ არის რეალიზებული. კასატორის განმარტებით მის მიერ წარდგენილი მტკიცებულება სასამართლოს მიერ არ იქნა გამოკვლეული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ივლისის განჩინებით ი/მ ბ. ა-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი/მ ბ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩვარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ 2004 წლის საგადასახადო კოდექსის 165-ე მულხის „ა“ პუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი; ამავე კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის. ანალოგიურ დათქმას შეიცავს მოქმედი საგადასახადო კოდექსის 79-80-ე მუხლები, ამავე კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ,,რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე ნორმის მე-3 ნაწილით, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ: ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები; ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან; გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.
კასატორის მიერ მითითებულ 2011 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც არ განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლებს თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან, განსახილველ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში (2006 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 ივლისამდე ) ი/მ ,,ბ. ა-ი" ეწეოდა საქართველოში შეძენილი მწვანილის, ძერხვის რტოების, მიმოზის, თხილის ექსპორტს, ძირითადად უკრაინაში, ასევე ლიტვაში, ლატვიაში, ესტონეთსა და ყაზახეთში (2007-2011 წლებში ექსპორტირებულმა საქონლის საინვოისო ღირებულებამ შეადგინა 1963913 ლარი), საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ზემოაღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი არ განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, ამასთან საგულისხმოა, რომ სახელმწიფო ფინანსური მართვის საინფორმაციო ბაზაში არ ფიქსირდება მეწარმის აქტივობა, კერძოდ: გადამხდელის სახელზე არ არის რეგისტრირებული საკონტროლო სალარო აპარატი; შესამოწმებელ პერიოდში დაკვირვების საგადასახადო პროცედურები არ არის ჩატარებული; მეწარმეს ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები არ აქვს.
საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ გაკეთებულ განმარტებას, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2011 წლის 1 იანვრამდე მოქმედი და 2011 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული საქართველოს საგადასახადო კოდექსი არ ითვალისწინებს გადასახადის გადამხდელის საშემოსავლო გადასახადისა და სოციალური გადასახადის დაბეგვრისაგან გათავისუფლებას საქონლის ექსპორტის განხორციელებისას და მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი/მ ბ. ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 28 დეკემბრის განჩინება;
3. კასატორს ი/მ ბ. ა-ს (ს/ნ ...) დაუბრუნდეს 10.07.2017წ. №0 საგადასახადო დავალებით ბ. ტ-ის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 (სამასი) ლარის, 70% - 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე