Facebook Twitter

2კ-625აპ.-10 26 ივლისი, 2010 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ შ. ჯ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ზ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 20 მაისის განაჩენზე.

ხონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 16 თებერვლის განაჩენით შ. ჯ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 3 თვის ვადით, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, ხოლო სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით დაენიშნა ჯარიმა – 2000 ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელთა შეკრების წესის შესაბამისად, შ. ჯ-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლისა და 3 თვის ვადით, ასევე ჯარიმა – 2000 ლარის ოდენობით. მსჯავრდებულ შ. ჯ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო 2009 წლის 22 ნოემბრიდან;

იმავე განაჩენით თ. წ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 3 თვის ვადით, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, ხოლო სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით დაენიშნა ჯარიმა – 2000 ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელთა შეკრების წესის შესაბამისად, თ. წ-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლისა და 3 თვის ვადით, ასევე ჯარიმა – 2000 ლარის ოდენობით. მსჯავრდებულ თ. წ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო 2009 წლის 9 ნოემბრიდან;

რ. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 3 თვის ვადით, ხოლო სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით დაენიშნა ჯარიმა – 2000 ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელთა შეკრების წესის შესაბამისად, რ. ჩ-ს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 3 თვის ვადით, ასევე ჯარიმა – 2000 ლარის ოდენობით. მას სასჯელის ათვლა დაეწყო 2009 წლის 12 ნოემბრიდან.

აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 20 მაისის განაჩენით ცვლილება იქნა შეტანილი, კერძოდ, მსჯავრდებულ რ. ჩ-სა და პროკურორს შორის დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება - გარიგება ბრალზე;

რ. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 3 თვის ვადით, ხოლო სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით დაენიშნა ჯარიმა – 2000 ლარის ოდენობით. მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა – 3000 ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და რ. ჩ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 3 თვის ვადით და ჯარიმა – 2000 ლარი, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 1 წელი უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 3 წელი და 3 თვე, სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 4 წლისა და 3 თვის გამოსაცდელი ვადით. მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა – 3000 ლარის ოდენობით.

დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ეს უკანასკნელი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულების მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებებს და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ შ. ჯ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ზ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 20 მაისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.