საქმებს-597-594(გ-17) 21 ნოემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა საქართველოს საპატრიარქოსსარჩელთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა განსჯადობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და გორის რაიონულ სასამართლოს შორის.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს საპატრიარქომ 2017 წლის 21 მარტს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოპასუხის 2017 წლის 17 იანვრის №16141 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 მარტის განჩინებით საქართველოს საპატრიარქოს სარჩელი, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე და სარჩელის უზრუნველყოფის შუამდგომლობა გადაეგზავნა განსჯად გორის რაიონულ სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 და მე-18 მუხლებზე და განმარტა, რომ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა ტერიტორიული განსჯადობის ზოგადი პრინციპის თანახმად, ისეთი ადმინისტრაციული კატეგორიის დავების განხილვა, რომელიც უძრავ ქონებას ან ადგილთან მიბმულ ქონებას ეხება, განსჯადი სასამართლო უნდა განისაზღვროს უძრავი ნივთის ფაქტობრივი ადგილმდებარეობის მიხედვით. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 იანვრის №16141 გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის 2001 წლის 19 ნოემბრის №704 გადაწყვეტილება, რეგისტრაციის შესახებ კასპის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 13 ივნისის №882011268869-03 და 2014 წლის 16 აპრილის №882014141405-08 გადაწყვეტილებები ეკლესიის რეგისტრაციის ნაწილში და №704, №882011268869 და №882014141405 განცხადებებთან დაკავშირებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს დაევალა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება, ეკლესიის რეგისტრაციის მოთხოვნის ნაწილში (შენობა-ნაგებობა ფართობით 62,29 კვ.მ და მიწის ნაკვეთი ფართობით 103 კვ.მ), სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონულ ოფისსა და გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტს ასევე დაევალათ რეგისტრირებულ მონაცემებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა და 67.04.41.032 მიწის ნაკვეთზე მდებარე ეკლესიისა და კოშკის რეგისტრირებული მონაცემების ფაქტობრივ ადგილმდებარეობასთან შესაბამისობაში მოყვანა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა ტერიტორიული განსჯადობის ზოგადი პრინციპის თანახმად, იმ ადმინისტრაციული კატეგორიის დავების განხილვა, რომელიც უძრავ ქონებას ან ადგილთან მიბმულ უფლებას ეხება, მიეკუთვნება იმ სასამართლოს კომპეტენციას, რომლის მოქმედების სფეროშიც იმყოფება მოცემული ქონება ან მოცემული ადგილი. ამასთან, მართალია განსახილველ შემთხვევაში სარჩელი აღძრულია მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, თუმცა უძრავი ნივთი, რომლის სამართლებრივ მდგომარეობასაც ეხება დავა, მდებარეობს კასპის რაიონის სოფელ …. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის განხილვა უნდა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს სადავო უძრავი ქონება.
გორის რაიონული სასამართლოარ დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის2017 წლის 24 მარტისგანჩინებას და 2017 წლის 30 მარტის განჩინებითსაქმე განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
გორის რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლზე, რომელიც საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ტექნიკური ხარვეზის გასწორების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება და არა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება, ქონების უფლებრივი დატვირთვა ან ასეთი დატვირთვისაგან გათავისუფლება, აგრეთვე ქონების გაყოფა, განაწილება და ფლობა. სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ განსჯადობის განსაზღვრისას უნდა დადგინდეს არა ის ფაქტი, თუ რას ეხება გამოცემული აქტი და სად მდებარეობს უძრავი ქონება, არამედ აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფლის მიხედვით უნდა გაირკვეს, თუ რომელი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნება საქმე განსახილველად. მოსარჩელე წარმოდგენილ სარჩელში მხოლოდ ერთ მოპასუხეს - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უთითებს, ხოლო სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. გორის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ტერიტორიული განსჯადობის გათვალისწინებით განსჯად სასამართლოს წარმოადგენს მოპასუხის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადგილსამყოფლის მიხედვით (ქ. თბილისი) - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია, აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფელის მიხედვით.
სამოტივაციონაწილი:
საკასაციოსასამართლოსაქმისმასალების, განსჯადობისთაობაზეთბილისისსაქალაქოსასამართლოსადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისადაგორის რაიონულისასამართლოსგანჩინებებისგაცნობისშედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილითმინიჭებულიუფლებამოსილებისსაფუძველზე, წყვეტსრადავასსასამართლოთაშორისგანსჯადობისთაობაზე, მიიჩნევს, რომსაქართველოს საპატრიარქოსსარჩელიგანსჯადობითგანსახილველადექვემდებარებაგორის რაიონულსასამართლოსშემდეგგარემოებათაგამო:
საკასაციოსასამართლოსმიაჩნია, რომთბილისისსაქალაქოსასამართლომარსებითადსწორადგანსაზღვრამოცემულიდავისგანსჯადობისსაკითხიდამართებულადმიიჩნიასაქმეგორისრაიონულისასამართლოსგანსჯადადმინისტრაციულდავად.
საკასაციოსასამართლოგანმარტავს, რომადმინისტრაციულისაპროცესოკოდექსის 26-ემუხლიცალსახადადგენსსარჩელისწარდგენისვალდებულებასგანსჯადსასამართლოში. მითითებულინორმისპირველინაწილისთანახმად, სარჩელიუნდაწარედგინოსიმსასამართლოს, რომელიცუფლებამოსილია, განიხილოსდაგადაწყვიტოსადმინისტრაციულისაქმე. ამასთან, აღნიშნულიმუხლისმე-2 ნაწილისთანახმად, არაგანსჯადსასამართლოშისარჩელისწარდგენისშემთხვევაში, სასამართლოსარჩელსგადაუგზავნისგანსჯადსასამართლოსდაამისშესახებაცნობებსმოსარჩელეს.
საკასაციოსასამართლოაღნიშნავს, რომთუსაქართველოსადმინისტრაციულისაპროცესოკოდექსითსხვარამარარისდადგენილი, ადმინისტრაციულსამართალწარმოებაშიგამოიყენებასაქართველოსსამოქალაქოსაპროცესოკოდექსისIIIთავით (განსჯადობა) გათვალისწინებულიგანსჯადობისწესები. აღნიშნულთავშიშემავალიმე-15 მუხლის (საერთოგანსჯადობა) პირველინაწილისთანახმად, სასამართლოსსარჩელიწარედგინებამოპასუხისსაცხოვრებელიადგილისმიხედვით. ხსენებულიმუხლიმოიცავსტერიტორიულიგანსჯადობისგანმსაზღვრელსაპროცესონორმასდაპირდაპირმიუთითებს, რომსარჩელიიურიდიულიპირისმიმართწარედგინებასასამართლოსმისიადგილსამყოფლისმიხედვით. ამდენად, აღნიშნულიმუხლისაერთოგანსჯადობასგანსაზღვრავსდაერთნაირადვრცელდებანებისმიერდავაზე, გარდაიმშემთხვევისა, როდესაცამავეკოდექსითგანსხვავებულიწესიადადგენილი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელისაკუთრებისუფლების, ქონებისუფლებრივიდატვირთვისანასეთიდატვირთვისაგანგანთავისუფლებისშესახებ, აგრეთვექონებისგაყოფასთან, განაწილებასადაფლობასთანდაკავშირებულისარჩელი, თუდავაეხებაუძრავნივთზე, მათშორის, მიწისნაკვეთზეუფლებას, შეიძლებაშეტანილიქნესსასამართლოშინივთებისადგილსამყოფლისმიხედვით.
მოცემულშემთხვევაშიდავისსაგანიაკასპში, სოფელ … 62,29 კვ.მ შენობა-ნაგებობასა და 103 კვ.მ მიწის ნაკვეთიზე საკუთრების უფლებისკანონიერების შემოწმების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს2017 წლის 17 იანვრის №16141გადაწყვეტილება.
საკასაციოსასამართლოაღნიშნავს, რომ,,რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებით, რომლის შესაბამისად განისაზღვრა რაიონული (საქალაქო) სასამართლოების, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები, აღნიშნულ სასამართლოებსა და სასამართლო კოლეგიებში (პალატებში) მოსამართლეთა რაოდენობა. ამავე გადაწყვეტილების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გორისრაიონულისასამართლოსსამოქმედოტერიტორიაგანისაზღვრათვითმმართველიქალაქის - გორის, გორისადაკასპისმუნიციპალიტეტებისადმინისტრაციულისაზღვრებით, აგრეთვე „დროებითიადმინისტრაციულ-ტერიტორიულიერთეულისშექმნისშესახებ“ საქართველოსპარლამენტის 2007 წლის 8 მაისისდადგენილებითშექმნილიდროებითიადმინისტრაციულ-ტერიტორიულიერთეულის (გარდაახალგორისადათიღვისმუნიციპალიტეტებისა) ტერიტორიით.(16.06.2014 N 1/55 ამოქმედდეს 2014 წლისადგილობრივითვითმმართველობისორგანოებისმორიგიარჩევნებისშედეგებისოფიციალურადგამოცხადებისდღიდან).
იმისათვის, რომ არ დაირღვეს სასამართლოთა შორის საქმის თანაბარი განაწილების პრინციპი სარჩელის განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა უნდამოხდეს სადავო ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით. მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტით გათვალისწინებული უძრავი ქონება მდებარეობს კასპში, სოფელ … და საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ საქართველოს საპატრიარქოს სარჩელი უნდა განიხილოს სწორედ გორის რაიონულმა სასამართლომ, რადგან ადმინისტრაციული ორგანოს ერთიანმა, ცენტრალიზებულმა სისტემამ, შედეგად არ უნდა გამოიწვიოს ის, რომ დავათა არსებობისას, ნებისმიერ შემთხვევაში, განსჯად სასამართლოდ განისაზღვროს უშუალოდ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმღები ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფელი, რამეთუ აღნიშნულს შედეგად მოჰყვება ადმინისტრაციული საქმეების კონცენტაცია მხოლოდ ქ. თბილისში.
საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული საქმის განხილვის წესი ვრცელდება, მხოლოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულისააგენტოსა და მის სისტემაში შემავალი რეგიონული ოფისებისა და ფილიალების მიმართ აღძრულ სარჩელებზე.რამდენადაც, როგორც ზემოთ აღინიშნა ერთიანმა ცენტრალიზებულმა სისტემამ, შედეგად არ უნდა გამოიწვიოს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმღები ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფელის მიხედვით განსაზღვრულ სასამართლოში დავების კონცენტრაცია. აღნიშნულით განხორციელდება ერთგვაროვან საქმეთა თბილისის საქალაქო სასამართლოში თავმოყრა და რაიონული სასამართლოებისათვის ნორმატიული აქტით გათვალისწინებული ფუნქციის შემცირება, რითაც დაირღვევა სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარი განაწილების პრინციპი, რომლის დარღვევა გამოიწვევს ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.
სასამართლოებს შორის განსჯადობის საკითხის ამგვარი გადაწყვეტა ხელს უწყობს მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, პროცესის ეკონომიურობასა და ოპერატიულობას, ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა დივერსიფიკაციას, სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარ განაწილებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ დავებზე, სადავო ქონების ადგილსამყოფელის გათვალისწინებით, ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით საქართველოს საპატრიარქოს სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეგზავნოს გორის რაიონულ სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 2.1, 26.3 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს საპატრიარქოს სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს გორის რაიონულ სასამართლოს;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საკასაციოსასამართლოსგანჩინებასაბოლოოადაარსაჩივრდება.
თავჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე