Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

¹691აპ-10 4 ოქტომბერი, 2010წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. შ-ს, მსჯავრდებულ გ. შ-ს, მსჯავრდებულ მ. შ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ქ. გ-ს, მსჯავრდებულ მ. ღ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ა-სა და მსჯავრდებულ ბ. ბ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მაისის განაჩენზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 9 სექტემბრის განაჩენით:

ბ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 223I-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 238I-ე მუხლის მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მას მიესაჯა 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 21 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 21 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 3 წელი და ბ. ბ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 17 დეკემბრიდან;

ბ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 223I-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 238I-ე მუხლის პირველი ნაწილით _ ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 17 დეკემბრიდან;

შ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 223I-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 17 დეკემბრიდან;

მ. ღ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 223I-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 17 დეკემბრიდან;

მ. შ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 223I-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით _ 7 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 17 დეკემბრიდან;

გ. შ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 223I-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო ბრძანების გაცემიდან _ 2009 წლის 5 თებერვლიდან.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მაისის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

შ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 223I-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, «ამნისტიის შესახებ» 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე დანიშნული სასჯელი გაუნახევრდა და განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 17 დეკემბრიდან;

მ. ღ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 223I-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 17 დეკემბრიდან;

ბ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 223I-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 238I-ე მუხლის მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მას მიესაჯა 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 21 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 21 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 3 წელი და ბ. ბ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 17 დეკემბრიდან;

ბ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 223I-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 238I-ე მუხლის პირველი ნაწილით _ ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 17 დეკემბრიდან;

მ. შ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 223I-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით _ 7 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 17 დეკემბრიდან;

გ. შ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 223I-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო ბრძანების გაცემიდან _ 2009 წლის 5 თებერვლიდან.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ მ. შ-ს, მსჯავრდებულ გ. შ-ს, მსჯავრდებულ მ. შ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ქ. გ-ს, მსჯავრდებულ მ. ღ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ა-სა და მსჯავრდებულ ბ. ბ-ს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს მსჯავრდებულ მ. შ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 223I-ე მუხლის პირველი ნაწილით, 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით, მსჯავრდებულ მ. ღ-ს მიმართ სსკ-ის 223I-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, მსჯავრდებულ ბ. ბ-ს მიმართ სსკ-ის 223I-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 238I-ე მუხლის მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით, მსჯავრდებულ ბ. ბ-ს მიმართ სსკ-ის 223I-ე მუხლის პირველი ნაწილით, 238I-ე მუხლის პირველი ნაწილით, მსჯავრდებულ შ. კ-ს მიმართ სსკ-ის 223I-ე მუხლის პირველი ნაწილით, 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო მსჯავრდებულ გ. შ-ს მიმართ სსკ-ის 223I-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ მ. შ-ს, მსჯავრდებულ გ. შ-ს, მსჯავრდებულ მ. შ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ქ. გ-ს, მსჯავრდებულ მ. ღ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ა-სა და მსჯავრდებულ ბ. ბ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მაისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.