Facebook Twitter
#ბს-984-980(გ-17) 7 დეკემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე(თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი



საქმისგანხილვისფორმა _ ზეპირიმოსმენისგარეშე

მოსარჩელე _ს. ხ-ე

მოპასუხეები _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი; მ. ხ-ე

დავისსაგანი_ სასამართლოთაშორისგანსჯადობა



ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2017 წლის 5 მაისს ს. ხ-ემსასარჩელო განცხადებით მიმართაამბროლაურის რაიონულ სასამართლოს,მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისისა და მ. ხ-ისმიმართ.
მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 21 ნოემბრის #...გადაწყვეტილებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 19 დეკემბრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ამბროლაურის რაიონში, სოფელ ... მდებარე მ. ხ-ის 298 კვ.მ უძრავი ქონების გასხვისებისადა უფლებრივად დატვირთვის აკრძალვის თაობაზე იშუამდგომლა.
ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის განჩინებით ადმინისტრაციული საქმე განსჯადობის მიხედვით, განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
ამბროლაურის რაიონულმა სასამართლომმიუთითა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 3.2 მუხლზე, რომლის თანახმად, ყოველი პირიუნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურიდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 15.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ, სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით.
სასამართლოს განმარტებით,განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით, მოთხოვნილია ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა, მოპასუხედ კი მითითებულია იმერეთის საჯარო რეესტრი (მისამართი: ქ.ქუთაისი, ი.აბაშიძის#20) და მ. ხ-ე (მისამართი: ქ.ქუთაისი, ... გამზ. 28/10), რომელთა მისამართია ქ.ქუთაისი, რის გამოც, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა გადაგზავნოდა უფლებამოსილ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 მაისის განჩინებით ს. ხ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა; მ. ხ-ეს აეკრძალა ამბროლაურის რაიონის, სოფელ ... (ს/კ ...) მდებარე 298 კვ.მ მიწის ნაკვეთის გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოარ დაეთანხმა ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის განჩინებას და 2017 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით ს. ხ-ის სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის და მ. ხ-ის მიმართ, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დავა შეეხება უძრავ ნივთს, რომელიც მდებარეობს ამბროლაურში, სოფელ ... და მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის #134 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების მე-5 მუხლზე, რომლის თანახმად, სააგენტო მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფების, მასში შემავალი სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით.ასევე, დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფია ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტი, რომელშიც შედის: ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახური და რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახური, რომელსაც ექვემდებარება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ტერიტორიული სამსახურები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „ლ“ ქვეპუნქტების თანახმად, იმერეთის რეგიონალური ოფისი და ამბროლაურის ფილიალი წარმოადგენს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს.დებულების მე-10 მუხლის შესაბამისად, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის - რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი, ისევე როგორც სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის - ფილიალის ხელმძღვანელი უფროსის ოპერატორი ანგარიშვალდებულნი არიან სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტისა და რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის უფროსების წინაშე.
დასახელებული საკანონმდებლო ნორმების ანალიზის შედეგად, სასამართლომ დაასკვნა, რომ ამბროლაურის ფილიალი არ წარმოადგენს იმერეთის რეგიონალური ოფისის დაქვემდებარებაში მყოფ ტერიტორიულ სამსახურს, არამედ ორივე მათგანი არის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის დაქვემდებარებაში მყოფი ტერიტორიული სამსახური.
სასამართლომ მიუთითა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, რეგიონული ოფისის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია არის უძრავ ნივთებზე „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების შეცვლის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით.
რაც შეეხება ფილიალი ფუნქციებს, სასამართლოს მითითებით, იგი მოცემულია დებულების 31-ე მუხლში, სადაც აღნიშნულია, რომ ფილიალის საქმიანობის მიზანია მის სამოქმედო ტერიტორიაზე სააგენტოს ფუნქციების შესრულება კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულიკომპეტენციის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ფილიალის ძირითადი ფუნქციებია: ა. განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის მიღება და სააგენტოს მიერ მომზადებული დოკუმენტებისგაცემა; ბ. სარეგისტრაციო პროცედურებთან დაკავშირებით მოქალაქეთა ინფორმირება და მათთვის კონსულტაციის გაწევა; გ. კანონმდებლობით დადგენილი წესით და შემთხვევებში, გარიგებების მხარეების ხელმოწერების დადასტურება; დ. შესაბამის საქმეებზე სასამართლოში წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; ე. განხორციელებული საქმიანობისა და დაკისრებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე ყოველი კვარტლის ბოლოს ანგარიშის წარდგენა უფლებამოსილი პირებისათვის; ვ. უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება; ზ. სააგენტოს დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, ქონების რეგისტრაციისდეპარტამენტისა და რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ხელმძღვანელების ცალკეული დავალებების შესრულება, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ტერიტორიული სამსახურების - რეგიონალური ოფისებისა და ფილიალების ფუნქციათა ამდაგვარი გამიჯვნა არ ნიშნავს, რომ ფილიალის ადგილსამყოფელის მიხედვით ვერ მოხდება სასამართლოში საქმეთა განხილვა. დასახელებული ნორმების ანალიზი ცალსახად ადასტურებს, რომ ფილიალი მონაწილეობას იღებს რეგისტრაციის შესახებ ადმინისტრაციულ წარმოებაში და ამასთან, მას მინიჭებული აქვს უფლებამოსილება შესაბამის საქმეებზე სასამართლოში წარმომადგენლობის უზრუნველყოფის თაობაზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ ასეთ შემთხვევებში „შესაბამისი საქმეების“ ქვეშ სწორედ ფილიალის ტერიტორიაზე, რეგიონის მიხედვით, შესაბამისი უძრავი ნივთების რეგისტრაციასთან დაკავშირებული დავები იგულისხმება. რაც შეეხება დებულებით სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ფუნქციათა ამგვარ გადანაწილებას, სასამართლოს მითითებით, მისი მიზანი არის შესაბამისი პირებისთვის სანდო და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, კანონმდებლობით დადგენილი წესით უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის წარმოება და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ერთიანი სარეგისტრაციო პოლიტიკის გატარება. ანუ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის #134 ბრძანებით ახლებურად მოწესრიგდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურა და გაიმიჯნა ოფისის და ფილიალის ფუნქციები, მაგრამ ფილიალი არ წარმოადგენს ოფისის დაქვემდებარებაში მყოფტერიტორიულ სამსახურს, შესაბამისად, იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების შესახებ აღძრულ სარჩელებზე, რომლებიც შეეხება ფილიალის ტერიტორიაზე მყოფ უძრავი ნივთების რეგისტრაციას, დავის განხილვა შესაძლებელია მოხდეს ფილიალის ადგილსამყოფელის მიხედვით.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 15.1 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელიიურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფელის მიხედვით.სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 18.1 მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ დასახელებული ნორმა ადგენს სპეციალურ განსჯადობას და იძლევა შესაძლებლობას, შესაბამისი სუბიექტური და ობიექტური გარემოებების არსებობისას, განსჯადი სასამართლო განისაზღვროს უძრავი ნივთის ფაქტობრივი ადგილმდებარეობის მიხედვით.
სასამართლომ განმარტა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2016 წლის 26 ოქტომბერს წარდგენილიგანცხადება წარმოადგენს თავად სარეგისტრაციო სამსახურში დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად გაცხადებულს (ე.წ. პირობითი განცხადება) და ეხება სოფ. …მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციას.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს #ბს-964-955(გ-16) განჩინებაზე, სადაც განმარტებულია, რომ იმისათვის, რომ არ დაირღვეს სასამართლოთა შორის საქმის თანაბარი განაწილების პრინციპი, სარჩელის განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა უნდამოხდეს შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილების განმახორიციელებელი ფილიალის ადგილსამყოფელის მიხედვით და სადავო ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით. აღნიშნული საქმის განხილვის წესი ვრცელდება, მხოლოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის სააგენტოსა და მის სისტემაში შემავალი რეგიონული ოფისებისა და ფილიალების მიმართ აღძრულ სარჩელებზე. ამასთანავე, იმ ტერიტორიულ ერთეულში, სადაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ გააჩნია ფილიალი, სარჩელის განსჯადობის საკითხი უნდა გადაწყდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლით (საერთო განსჯადობის) გათვალისწინებული სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფელის მიხედვით (იხ. სუს. 16.04.15წ. საქმე№ბს-721-707 (გ-14)).საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოსიუსტიციისმინისტრის2016 წლის 3 მაისის#134ბრძანებით დამტკიცებული „საჯაროსამართლისიურიდიულიპირის-საჯარორეესტრისეროვნულისააგენტოსდებულებით“ ფილიალების უფლებამოსილების შეზღუდვა, ფილიალების იურიდიული მისამართის სამოქმედო ტერიტორიაზე მყოფ სასამართლოს არ აქცევს არაგანსჯადად, რამდენადაც აღნიშნული გამოიწვევს რეგიონული ოფისების მიხედვით, სასამართლოების გადატვირთვას და ფილიალების ადგილსამყოფლის მიხედვით, სასამართლოების ნორმატიული აქტით გათვალისწინებული ფუნქციის შემცირებას, რითაც დაირღვევა სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარი განაწილების პრინციპი.
ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზის საფუძველზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომმოცემულისაქმესასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად უნდა გადმოგზავნოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.



სამოტივაციონაწილი:

საკასაციოსასამართლოსაქმისმასალების, განსჯადობისთაობაზეამბროლაურის რაიონული სასამართლოსადაქუთაისის საქალაქოსასამართლოსგანჩინებებისგაცნობისშედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილითმინიჭებულიუფლებამოსილებისსაფუძველზე, წყვეტსრადავასსასამართლოთაშორისგანსჯადობისთაობაზე, მიიჩნევს, რომს. ხ-ისსარჩელიგანსჯადობითგანსახილველადუნდა დაექვემდებაროს ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს შემდეგგარემოებათაგამო:
საკასაციოსასამართლოსმიაჩნია, რომქუთაისის საქალაქოსასამართლომარსებითადსწორადგანსაზღვრამოცემულიდავისგანსჯადობისსაკითხიდამართებულადმიიჩნიასაქმეამბროლაურის რაიონულისასამართლოსგანსჯადადმინისტრაციულდავად.
საკასაციოსასამართლოგანმარტავს, რომადმინისტრაციულისაპროცესოკოდექსის 26-ემუხლიცალსახადადგენსსარჩელისწარდგენისვალდებულებასგანსჯადსასამართლოში. მითითებულინორმისპირველინაწილისთანახმად, სარჩელიუნდაწარედგინოსიმსასამართლოს, რომელიცუფლებამოსილია, განიხილოსდაგადაწყვიტოსადმინისტრაციულისაქმე. ამასთან, აღნიშნულიმუხლისმე-2 ნაწილისთანახმად, არაგანსჯადსასამართლოშისარჩელისწარდგენისშემთხვევაში, სასამართლოსარჩელსგადაუგზავნისგანსჯადსასამართლოსდაამისშესახებაცნობებსმოსარჩელეს.
საკასაციოსასამართლოაღნიშნავს, რომთუსაქართველოსადმინისტრაციულისაპროცესოკოდექსითსხვარამარარისდადგენილი, ადმინისტრაციულსამართალწარმოებაშიგამოიყენებასაქართველოსსამოქალაქოსაპროცესოკოდექსისIIIთავით (განსჯადობა) გათვალისწინებულიგანსჯადობისწესები. აღნიშნულთავშიშემავალიმე-15 მუხლის (საერთოგანსჯადობა) პირველინაწილისთანახმად, სასამართლოსსარჩელიწარედგინებამოპასუხისსაცხოვრებელიადგილისმიხედვით. ხსენებულიმუხლიმოიცავსტერიტორიულიგანსჯადობისგანმსაზღვრელსაპროცესონორმასდაპირდაპირმიუთითებს, რომსარჩელიიურიდიულიპირისმიმართწარედგინებასასამართლოსმისიადგილსამყოფლისმიხედვით. ამდენად, აღნიშნულიმუხლისაერთოგანსჯადობასგანსაზღვრავსდაერთნაირადვრცელდებანებისმიერდავაზე, გარდაიმშემთხვევისა, როდესაცამავეკოდექსითგანსხვავებულიწესიადადგენილი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელისაკუთრებისუფლების, ქონებისუფლებრივიდატვირთვისანასეთიდატვირთვისაგანგანთავისუფლებისშესახებ, აგრეთვექონებისგაყოფასთან, განაწილებასადაფლობასთანდაკავშირებულისარჩელი, თუდავაეხებაუძრავნივთზე, მათშორის, მიწისნაკვეთზეუფლებას, შეიძლებაშეტანილიქნესსასამართლოშინივთებისადგილსამყოფლისმიხედვით.
მოცემულშემთხვევაშიდავისსაგანიასაჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 21 ნოემბრის #... გადაწყვეტილებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 19 დეკემბრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. უძრავი ნივთი, რომლის რეგისტრაციასაც ეხება სადავო აქტები, მდებარეობს ამბროლაურის რაიონში, სოფელ ….
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე გვაქვს საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული სარჩელი და სადავოა რეგისტრაციისშესახებ ადმინისტრაციული ორგანოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება. ამდენად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა დამის სისტემაში შემავალი რეგიონული ოფისებისა და ფილიალების მიმართ აღძრულ სარჩელებზეგამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ნივთობრივი განსჯადობის წესები.
იმისათვის, რომ არ დაირღვეს სასამართლოთა შორის საქმის თანაბარი განაწილების პრინციპი, სარჩელის განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა უნდამოხდეს სადავო ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით. მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტით გათვალისწინებული უძრავი ქონება მდებარეობს ამბროლაურის რაიონში, სოფელ.... საკასაციო სასამართლო იზიარებს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ს. ხ-ის სარჩელი უნდა განიხილოს ამბროლაურის რაიონულმა სასამართლომ და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ერთიანმა, ცენტრალიზებულმა სისტემამ, შედეგად არ უნდა გამოიწვიოს ის, რომ დავათა არსებობისას, ნებისმიერ შემთხვევაში, განსჯად სასამართლოდ განისაზღვროს მხოლოდ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმღები ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფელი.
საკასაციოსასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული საქმის განხილვის წესი ვრცელდება მხოლოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულისააგენტოსა და მის სისტემაში შემავალი რეგიონული ოფისებისა და ფილიალების მიმართ აღძრულ სარჩელებზე.სასამართლოებს შორის განსჯადობის საკითხის ამგვარი გადაწყვეტა ხელს უწყობს მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, პროცესის ეკონომიურობასა და ოპერატიულობას, ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა დივერსიფიკაციას, სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარ განაწილებას.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილია პრაქტიკა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 მაისის განჩინება საქმეზე №ბს-952-943(გ-16); 2017 წლის 16 მაისის განჩინება საქმეზე №ბს-960-951(გ-16); 2017 წლის 13 ივლისის განჩინება საქმეზე #ბს-439-436(გ-17)).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ დავებზე, სადავო ქონების ადგილსამყოფლის გათვალისწინებით, ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით ს. ხ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროსამბროლაურის რაიონულ სასამართლოს.




ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 2.1, 26.3 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და



დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. ხ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავჯდომარე მ. ვაჩაძე


მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე


ვ. როინიშვილი