Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

¹ 737აპ-10 13 ოქტომბერი, 2010წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - მ. ოშხარელი

მოსამართლეები: დ. სულაქველიძე

გ. შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. ლ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ე. რ-ს, ი. ს-სა და კანონიერი წარმომადგენლის _ ხ. ს-ს, მსჯავრდებულ გ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. კ-ს, მსჯავრდებულ თ. თ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. კ-ს, მსჯავრდებულ ბ. თ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. კ-ს, მსჯავრდებულ გ. ჩ-ს, მსჯავრდებულ ბ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ფ. ა-ს, მსჯავრდებულ ნ. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ნ-ს, მსჯავრდებულ ზ. ლ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ნ-ს, მსჯავრდებულ გ. ჯ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ნ-ს, მსჯავრდებულ ჭ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ნ-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მაისის განაჩენზე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 15 თებერვლის განაჩენით:

ლ. ლ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/4-ით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 378-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/4-ით და მიესაჯა 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მესამე ნაწილით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/4-ით და მიესაჯა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ლ. ლ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს ამ საქმეზე მის მიმართ დაპატიმრების თაობაზე ბრძანების გაცემის დღიდან.

ბ. შ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/4-ით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 378-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/4-ით და მიესაჯა 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ბ. შ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

გ. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლით ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/3-ით და მიესაჯა 1 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, 378-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/3-ით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გ. ჩ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ლ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/4-ით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 378-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/4-ით და მიესაჯა 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ლ. გ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

ბ. ქ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/4-ით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 378-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/4-ით და მიესაჯა 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ბ. ქ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

გ. ჩ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/4-ით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 378-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/4-ით და მიესაჯა 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გ. ჩ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

ბ. თ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/4-ით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 378-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/4-ით და მიესაჯა 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ბ. თ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

გ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/3-ით და მიესაჯა 1 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, 378-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/3-ით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გ. კ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა.

თ. თ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/4-ით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 378-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/4-ით და მიესაჯა 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე თ. თ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

ზ. ლ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/4-ით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 378-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/4-ით და მიესაჯა 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ზ. ლ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

გ. ტ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/4-ით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 378-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/4-ით და მიესაჯა 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გ. ტ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

დ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/4-ით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 378-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/4-ით და მიესაჯა 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დ. ბ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

ბ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/4-ით და მიესაჯა 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

გ. ზ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/4-ით და მიესაჯა 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

ნ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/4-ით და მიესაჯა 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

ქ. ქ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/4-ით და მიესაჯა 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

გ. ჯ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/4-ით და მიესაჯა 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

ჭ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/4-ით და მიესაჯა 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

ლ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/4-ით და მიესაჯა 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდა დაეწყოთ განაჩენის გამოტანის დღიდან.

დაკმაყოფილდა დაზარალებული მხარის _ საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამოქალაქო სარჩელი და მსჯავრდებულებს _ ლ. ლ-ს, ლ. გ-ს, გ. ჩ-ს, გ. ტ-ს, თ. თ-ს, ზ. ლ-ს, ბ. ქ-ს, ბ. გ-ს, ბ. ზ-ს, ნ. ს-ს, ქ. ქ-ს, გ. ჯ-ს, ჭ. გ-ს, ლ. მ-ს, ბ. შ-ს, გ. ჩ-ს, ბ. თ-ს, გ. კ-სა და დ. ბ-ს დაეკისრათ ქუთაისის ¹2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებისათვის მიყენებული ზიანის _ 656 ლარის ანაზღაურება.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით დაზუსტდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მაისის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ლ. ლ-ს მიმართ:

განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მეოთხე აბზაცს დაემატა თარიღი _ 2009 წლის 25 ივლისის და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ,,ლ. ლ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა და სასჯელის ვადის მოხდის ათვლა დაეწყო ამ საქმეზე მის მიმართ დაპატიმრების თაობაზე ბრძანების გაცემის დღიდან _ 2009 წლის 25 ივლისიდან».

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ლ. ლ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ე. რ-ს, ი. ს-სა და კანონიერი წარმომადგენლის _ ხ. ს-ს, მსჯავრდებულ გ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. კ-ს, მსჯავრდებულ თ. თ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. კ-ს, მსჯავრდებულ ბ. თ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. კ-ს, მსჯავრდებულ გ. ჩ-ს, მსჯავრდებულ ბ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ფ. ა-ს, მსჯავრდებულ ნ. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ნ-ს, მსჯავრდებულ ზ. ლ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ნ-ს, მსჯავრდებულ გ. ჯ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ნ-ს, მსჯავრდებულ ჭ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ნ-ს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს მსჯავრდებულ ლ. ლ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, 378-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით, მსჯავრდებულების _ ბ. შ-ს, გ. ჩ-ს, ლ. გ-ს, ბ. ქ-ს, გ. ჩ-ს, ბ. თ-ს, გ. კ-ს, თ. თ-ს, ზ. ლ-ს, გ. ტ-ს, დ. ბ-ს მიმართ სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, 378-ე მუხლის პირველი ნაწილით, მსჯავრდებულების _ ბ. გ-ს, გ. ზ-ს, ნ. ს-ს, ქ. ქ-ს, გ. ჯ-ს, ჭ. გ-ს, ლ. მ-ს მიმართ სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ლ. ლ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ე. რ-ს, ი. ს-სა და კანონიერი წარმომადგენლის _ ხ. ს-ს, მსჯავრდებულ გ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. კ-ს, მსჯავრდებულ თ. თ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. კ-ს, მსჯავრდებულ ბ. თ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. კ-ს, მსჯავრდებულ გ. ჩ-ს, მსჯავრდებულ ბ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ფ. ა-ს, მსჯავრდებულ ნ. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ნ-ს, მსჯავრდებულ ზ. ლ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ნ-ს, მსჯავრდებულ გ. ჯ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ნ-ს, მსჯავრდებულ ჭ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ნ-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მაისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.