საქმე #200310014565676
#ბს-729-725(კ-17) 11 იანვარი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების -თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 4 აგვისტოს ვ. კ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - სსიპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების - თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისთვის წერილობითი ინფორმაციის შექმნისა და გაცემის დავალება, სადაც დაფიქსირებული იქნება, რომ სამუსიკო სასწავლებელმა 2010 წლის 8 თებერვალს ყოფილი სამუსიკო კოლეჯის ბუღალტერიისაგან მიიღო და ჩაიბარა ყოფილი სამუსიკო კოლეჯის დანომრილი საბუღალტრო დოკუმენტაცია სულ 1571 დანომრილი დაბუღალტრო ფურცელი სამ ნაწილად, მათ შორის: პირველ ეტაპზე - 2007 წლის კუთვნილი ყველა დანომრილი 666 საბუღალტრო ფურცელი და 2008 წლის კუთვნილი დანომრილი ფურცლებიდან 56 დანომრილი ფურცელი, ჯამში 722 დანომრილი საბუღალტრო ფურცელი; მეორე ეტაპზე - 2008 წლის კუთვნილი დანომრილი საბუღალტრო ფურცელის ნაწილი 534 დანომრილი საბუღალტრო ფურცელი და 2009 წლის კუთვნილი დანომრილი ფურცლებიდან 18 დანომრილი საბუღალტრო ფურცელი, ჯამში 552 დანომრილი საბუღალტრო ფურცელი; მესამე ეტაპზე - მხოლოდ 2009 წლის კუთვნილი დანომრილი საბუღალტრო ფურცლების ნაწილი 297 დანომრილი ფურცელი. ამასთან, მოსარჩელემ მოითხოვა 1. მოპასუხისთვის წერილობითი ინფორმაციის შექმნისა და გაცემის დავალება სასწავლებლის წესდების იმ კონკრეტული სამართლებრივი ნორმების შესახებ, რომლის(ების) საფუძველზეც სამუსიკო სასწავლებლის დირექტორმა 2009 წლის 12 ოქტომბერს და 2012 წლის 5 სექტემბერს დაამტკიცა მისაღები გამოცდების მოთხოვნები; 2. მოპასუხისთვის პერსონალური მონაცემების ამორიცხვით, დახურული საბანკო ანგარიშის ბოლო ერთი წლის ამონაწერის მასალების გაცემის დავალება; 3. მოპასუხისთვის წერილობითი ინფორმაციის შექმნისა და გაცემის დავალება სასწავლებლის წესდების რომელი კონკრეტული სამართლებრივი ნორმა(ები) უდევს საფუძვლად სასაწავლებლის თანადაფინანსების სექტორთან დაკავშირებით სასაწავლებლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს (მათ შორის: თანადაფინანსებით სექტორზე მოსწავლეთა ჩარიცხვას, თანადაფინანსების სექტორიდან უფასო ან სრულ ფასიან სექტორზე მოსწავლეთა გადაყვანის და უფასო ან სრულ ფასიანი სექტორიდან მოსწავლეთა თანადაფინანსების სექტორზე გადაყვანას); 4. მოპასუხისთვის 16/09/2009-31/07/2014 წლების ჩათვლით პერიოდზე სამუსიკო სასწავლებლის სატელეფონო ნომრების დეტალური ამონაწერების ასლების გაცემის დავალება (სადაც სრულად იქნება დაფიქსირებული და დაცული ამონაწერებში არსებული მონაცემები იურიდიული პირების, ორგანიზაცია დაწესებულებების, საწარმოების, სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილე შემსყიდველებისა და მონაწილეების და სხვათა სატელეფონო ნომრები, რომელთაც არ ეხებათ საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ და რომელთა ნომრებიც არ განეკუთვნება საიდულმლო ინფორმაციას); 5. მოპასუხისთვის წერილობითი ინფორმაციის შექმნისა და გაცემის დავალება იმის თაობაზე, სამუსიკო სასწავლებლმა როდის განახორციელა პირველი რეალაქტი და რაში გამოიხატა ეს რეალაქტი; 6. მოპასუხისთვის წერილობითი ინფორმაციის შექმნისა და გაცემის დავალება იმის თაობაზე, სასაწავლებლის წესდების 4.5 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, რა ჯგუფები შექმნა სასწავლებლის პედსაბჭომ და რა იყო ის დავალებები, რომლებიც შეასრულა ან ვერ შეასრულა შექმნილმა ჯგუფებმა, ხოლო ასეთი ჯგუფების არ შექმნის შემთხევაში მოპასუხისთვის იმ წერილობითი ინფორმაციის შექმნის და გაცემის დავალება, რომ სასწავლებლის პედსაბჭოს ასეთი სამუშაო ჯგუფები არ შეუქმნია; 7. მოპასუხისთვის იმ დოკუმენტების ასლების (პერსონალური მონაცემების არსებობის შემთხვევაში მათი ამორიცხვის მეთოდით ასლები) გაცემის დავალება, რომლებსაც პირველად და უკანასკნელად დაესვა სასწავლებლის 1-ლი და მე-2 ძალადაკარგული ბეჭდები. აგრეთვე სასწავლებლის 1-ლი და მე-2 ძალადაკარგული ბეჭდის განადგურების დამოწმებული ასლების, ასევე აღნიშნული ბეჭდების დალუქვისა და განადგურების, დალუქულ და განადგურებული მდგომარეობის შესახებ ფოტო-ვიდეო მასალები ასეთის არსებობის შემთხვევაში გაცემის, ხოლო ასეთი ფოტო-ვიდეო მასალების არარსებობის შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაციის წერილობით შექმნისა და გაცემის, აგრეთვე აღნიშნული ძალადაკარგული ბეჭდების გაუქმების დამადასტურებელი ნიმუშების - ასეთის არსებობის შემთხვევაში გაცემის, ხოლო ასეთი ნიმუშების არარსებობის შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაციის წერილობით შექმნისა და გაცემის დავალება; 8. მოპასუხისთვის მის მიერ 2014 წლის 23 სექტემბერის #119 წერილის მე-4 პუნქტით გაცემული არასწორი ინფორმაციის გაუქმების და 2014 წელს 5996 ლარის ოდენობის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შესახებ ახალი ინფორმაციის წერილობით შექმნისა და გაცემის დავალება; 9. მოპასუხისთვის იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ასეთი არსებობის შემთხევავში) დამოწმებული ასლის გაცემის დავალება, რომელიც სასწავლებლის ბუღალტერს პირდაპირ და უშუალოდ აძლევდა სამართლებრივ საფუძველზე, რომ უკვე დამტკიცებული 2014 წლის სახელმწიფო შესყიდვის გეგმა გაზარდოს 6969 ლარის სახელმწიფო შესყიდვებით და ამასთან, ინფორმაციის შექმნისა გაცემის დავალება იმის შესახებ, თავდაპირველად რისთვის იყო განკუთვნილი 6969 ლარი.
თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით ვ. კ-ის სარჩელის მოთხოვნა: დაევალოს მოპასუხეს სსიპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება - თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასაწავლებელს შექმნას და გასცეს წერილობითი ინფორმაცია, სადაც დაფიქსირებული იქნება, რომ სამუსიკო სასწავლებელმა 2010 წლის 08 თებერვალს ყოფილი სამუსიკო კოლეჯის ბუღალტრისგან მიიღო და ჩაიბარა ყოფილი სამუსიკო კოლეჯის დანომრილი საბუღალტრო დოკუმენტაცია სულ სამ ნაწილად, მათ შორის: პირველ ეტაპზე - 2007 წლის კუთვნილი ყველა დანომრილი 666 საბუღალტრო ფურცელი და 2008 წლის კუთვნილი დანომრილი ფურცლებიდან 56 დანომრილი ფურცელი, ჯამში 722 დანომრილი საბუღალტრო ფურცელი; მეორე ეტაპზე - 2008 წლის კუთვნილი დანომრილი საბუღალტრო ფურცელი და 2009 წლის კუთვნილი დანომრილი საბუღალტრო ფურცელი ჯამში 552 დანომრილი ფურცელი; მესამე ეტაპზე - მხოლოდ 2009 წლის კუთვნილი დანომრილი საბუღალტრო ფურცლების ნაწილი 297 დანომრილი ფურცელი - არ იქნა დაკმაყოფილებული; ვ. კ-ის სარჩელის მოთხოვნა: მოპასუხეს სსიპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება - თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასაწავლებელს დაევალოს შექმნას და გასცეს წერილობითი ინფორმაცია სასწავლებლის წესდების იმ კონკრეტული სამართლებრივი ნორმის(ების) შესახებ, რომლის(ების) საფუძველზეც სამუსიკო სასწავლებლის დირექტორმა 2009 წლის 12 ოქტომბერს და 2012 წლის 5 სექტემბერს დაამტკიცა მისაღები გამოცდების მოთხოვნები - დაკმაყოფილდა; ვ. კ-ის სარჩელის მოთხოვნა: მოპასუხეს სსიპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება - თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასაწავლებელს დაევალოს გასცეს დახურული საბანკო ანგარიშის ბოლო ერთი წლის ამონაწერის მასალები პერსონალური მონაცემების ამორიცხვით - დაკმაყოფლდა; ვ. კ-ის სარჩელის მოთხოვნა: მოპასუხეს სსიპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება - თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასაწავლებელს დაევალოს შექმნას და გასცეს წერილობითი ინფორმაცია, სასწავლებლის წესდების რომელი კონკრეტული სამართლებრივი ნორმა(ები) უდევს საფუძვლად სასწავლებლის თანადაფინანსების სექტორთან დაკავშირებით სასწავლებლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. მათ შორის: თანადაფინანსებით სექტორზე მოსწავლეთა ჩარიცხვას, თანადაფინანსების სექტორიდან უფასო ან სრულ ფასიან სექტორზე მოსწავლეთა გადაყვანას და უფასო ან სრული ფასიანი სექტორიდან მოსწავლეთა თანადაფინანსების სექტორზე გადაყვანას - დაკმაყოფილდა (პერსონალური მონაცემების არსებობის შემთხევაში მათი ამორიცხვით); ვ. კ-ის სარჩელის მოთხოვნა: მოპასუხე სსიპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებას - თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასაწავლებელს დაევალოს გასცეს 16/09/2009-31/07/2014 წლების ჩათვლით პერიოდზე სამუსიკო სასწავლებლის კუთვნილი სატელეფონო ნომრების დეტალური ამონაწერების ასლები, სადაც სრულად იქნება დაფიქსირებული და დაცული ამონაწერებში არსებული მონაცემები იურიდიული პირების, ორგანიზაცია - დაწესებულებების, საწარმოების, სახელმწიფო შეყიდვაში მონაწილე შემსყიდველებისა და მომწოდებლების და სხვათა სატელეფონო ნომრები - არ იქნა დაკმაყოფილებული; ვ. კ-ის სარჩელის მოთხოვნა: მოპასუხეს სსიპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება - თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასაწავლებელს დაევალოს შექმნას და გასცეს წერილობითი ინფორმაცია, სამუსიკო სასწავლებელმა როდის განახორციელა პირველი რეალაქტი და რაში გამიხატა ეს რეალაქტი - დაკმაყოფილდა; ვ. კ-ის სარჩელის მოთხოვნა: მოპასუხეს სსიპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება - თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასაწავლებელს დაევალოს შექმნას და გასცეს წერილობითი ინფორმაცია სასწავლებლის წესდების 4.5. მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, რა ჯგუფები შექმნა სასწავლებლის პედსაბჭომ და რა იყო ის დავალებები, რომელებიც შეასრულა ან ვერ შეასრულა შექმნილმა ჯგუფებმა, ხოლო ასეთი ჯგუფების არ შექმნის შემთხევაში მოპასუხეს დაევალოს შექმნას და გასცეს წერილობითი ინფორმაცია, რომ სასწავლებლის პედსაბჭოს ასეთი ჯგუფები არ შეუქმნია - დაკმაყოფილდა; ვ. კ-ის სარჩელის მოთხოვნა: მოპასუხეს სსიპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება - თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასაწავლებელს დაევალოს გასცეს იმ დოკუმენტების ასლები (პერსონალური მონაცემების არსებობის შემთხვევაში მათი ამორიცხვის მეთოდით - ასლები), რომლებსაც პირველად და უკანასკნელად დაესვა სასწავლებლის 1-ლი და მე-2 ძალადაკარგული ბეჭდები. აგრეთვე გასცეს სასწავლებლის 1-ლი ძალადაკარგული ბეჭდის დალუქვის აქტისა და მე-2 ძალადაკარგული ბეჭდის განადგურების დამოწმებული ასლები, ასევე გასცეს აღნიშნული ბეჭდების დალუქვისა და განადგურების, დალუქულ და განადგურებული მდგომარეობის შესახებ ფოტო-ვიდეო მასალები ასეთის არსებობის შემთხევაში, ხოლო თუ არ გააჩნია ასეთი ფოტო-ვიდეო მალსალები, შექმნას და გასცეს წერილობითი შესაბამისი ინფორმაცია, აგრეთვე გასცეს აღნიშნული ძალადაკარგული ბეჭდების გაუქმების დამადასტურებელი ნიმუშები ასეთის არსებობის შემთხვევაში, ხოლო თუ არ გააჩნია ასეთი ნიმუშები, შექმნას და გასცეს შესაბამისი წერილობითი ინფორმაცია - დაკმაყოფილდა; ვ. კ-ის სარჩელის მოთხოვნა: მოპასუხეს სსიპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება - თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასაწავლებელს დაევალოს გააუქმოს მის მიერ 2014 წლის 23 სექტემბრის #119 წერილის მე-4 პუნქტით გაცემული არასწორი ინფორმაცია და შექმნას და გასცეს წერილობითი ახალი ინფორმაცია 2014 წლის 5996 ლარის ოდენობის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შესახებ - არ იქნა დაკმაყოფილებული; ვ. კ-ის სარჩელის მოთხოვნა: მოპასუხეს სსიპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება - თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასაწავლებელს დაევალოს გასცეს იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ასეთის არსებობის შემთხევაში) დამოწმებული ასლი, რომელიც სასწავლებლის ბუღალტერს პირდაპირ და უშუალოდ აძლევს სამართლებრივ საფუძველს, რომ უკვე დამტკიცებული 2014 წლის სახელმწიფო შესყიდვის გეგმა გაზარდოს 6969 ლარის სახელმწიფო შეყიდვებით და ამასთან შექნას და გასცეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავაპირველად რისთვის იყო განკუთვნილი 6969 ლარი - არ იქნა დაკმაყოფილებული.
თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. კ-მა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელმა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით სსიპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება - თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ვ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 16 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს სსიპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება - თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელს დაევალა მის მიერ 2014 წლის 23 სექტემბრის #119 წერილის მე-4 პუნქტით გაცემული არასწორი ინფორმაციის გაუქმება და 2014 წლის 5996 ლარის ოდენობის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შესახებ წერილობითი ახალი ინფორმაციის შექმნა და გაცემა; მოპასუხეს სსიპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება - თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელს დაევალა იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დამოწმებული ასლის გაცემა, რომელიც სასწავლებლის ბუღალტერს პირდაპირ და უშუალოდ აძლევს სამართლებრივ საფუძველს, რომ უკვე დამტკიცებული 2014 წლის სახელმწიფო შესყიდვის გეგმა გაზარდოს 6969 ლარის სახელმწიფო შესყიდვებით და ამასთან ინფორმაციის შექმნა და გაცემა იმის შესახებ, თუ თავდაპირველად რისთვის იყო განკუთვნილი 6969 ლარი; დანარჩენ ნაწილში თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 16 მარტის გადაწყვტილება დარჩა უცვლელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება - თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლი, ასევე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და ღიაობა. კასატორის განმარტებით, მას დაევალა ისეთი ინფორმაციის გაცემა და შექმნა, რომელიც სასწავლებელს არ გააჩნია.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე და 249-ე მუხლები.
კასატორის მითითებით, სასამართლომ არ შეაფასა სასწავლებლის პასუხი იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება სასწავლებლის დირექტორის მიერ 2009 წლის და 2012 წლის 5 სექტემბერს დამტკიცებული მისაღები გამოცდების მოთხოვნებს. ასევე, არასწორია სასამართლოს შეფასება ვაუჩერული დაფინანსების შესახებ ინფორმაციის გაცემის ვალდებულებასთან დაკავშირებით. შეფასებული არ არის სასწავლებლის პასუხი პედსაბჭოს მიერ სასწავლებლის წესდების 4.5. მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად სასწავლო ჯგუფების შექმნასთან დაკავშირებით.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ შეაფასა მისი პოზიცია და არ გაითვალისწინა, რომ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს სასწავლებელი და მოსარჩელის მიერ განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაცია და დაზუსტებული სარჩელის მოთხოვნები ერთმანეთს არ ემთხვევა.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეშვიდე პუნქტში მიუთითა, რომ დანარჩენ ნაწილში თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 16 მარტის გადაწყვტილება დარჩა უცვლელი. ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მერვე პუნქტით სასამართლომ დააკმაყოფილა ის, რაც მხარეს არ მოუთხოვია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების - თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის საკასაციო საჩივარი. ამასთან, ამავე განჩინებით, კასატორს – სსიპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება - ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების - თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებაზე წარმოდგენილია მხოლოდ სსიპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების - თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის საკასაციო საჩივარი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც დაკმაყოფილდა ვ. კ-ის სარჩელი.
საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე, იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე, საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია. ამავე ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საიდუმლო ინფორმაცია არის საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას.
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ღიაობის პრეზუმფციას აწესებს ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლი, თუმცა აღნიშნული მუხლის თანახმად, საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ვ. კ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად იქნა მიჩნეული, რომ მოცემულ ნაწილში მოთხოვნილი ინფორმაცია არ განეკუთვნება საიდუმლო ინფორმაციას, არამედ საჯარო ხასიათისაა, რომლის გაცემაც ადმინისტრაციული ორგანოს/საჯარო დაწესებულების ვალდებულებას წარმოადგენს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, თუ კასატორს წინასწარ არ აქვს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საკასაციო საჩივარზე და მას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გადავადებული აქვს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მისი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის შემთხვევაში, მას დაეკისრება გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 30 პროცენტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორს - სსიპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება - თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადაუვადდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, კასატორს - სსიპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება - თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 90 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების -თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება;
3. კასატორს – სსიპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება - თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის – 90 ლარის გადახდა;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი