Facebook Twitter

საქმე # 820310015736964

საქმე Nბს-546-543(3კ-17) 26 სექტემბერი, 2017 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარეები - ჯ. ჯ-ე, ი. ჯ-ე (მოსარჩელეები)

მოპასუხეები: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა, აჭარის ა/რ მთავრობა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ნოემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ჯ. და ი. ჯ-ეებმა 2015 წლის 27 თებერვალს სარჩელი აღძრეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს: 1) ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი ადმინისტრაციული აქტი (ი. და ჯ. ჯ-ის საკუთრების ნაწილში) - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება N..., რითაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცემული N01-22/3619 მიმართვის საფუძველზე სახელმწიფოს სახელზე 2007 წლის 31 ოქტომბრის განცხადების საფუძველზე დარეგისტრირდა 19167.00 კვ.მ ფართი, მდებარე ხელვაჩაური, სოფ. ... საკ. კოდით ...; 2) ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი ადმინისტრაციული აქტი (ი. და ჯ. ჯ-ის საკუთრების ნაწილში) - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ 2007 წლის 31 ოქტომბერს გამოცემული N01-22/3619 მიმართვა, რის საფუძველზეც სახელმწიფოს სახელზე 2007 წლის 31 ოქტომბრის განცხადების საფუძველზე დარეგისტრირდა 19167.00 კვ.მ ფართი, მდებარე ხელვაჩაური, სოფ. ... საკ. კოდით ...; 3) ბათილად იქნეს ცნობილი ადმინისტრაციული აქტი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2007 წლის 31 ოქტომბრის #01-22/3619 მიმართვის ნაწილობრივ (ი. და ჯ. ჯ-ის საკუთრების ნაწილში) ბათილად ცნობის თაობაზე ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; 4) ნაწილობრივ (ი. და ჯ. ჯ-ის საკუთრების ნაწილში) ბათილად იქნას ცნობილი ადმინისტრაციული აქტი - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 31 ოქტომბრის N1/1-984 ბრძანება, რითაც ხელვაჩაურში,სოფ. ... მდებარე 19167კვ/მ არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებულ 6317.90კვ/მ შენობა–ნაგებობასთან ერთად საკუთრებაში გადაეცა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს; 5) ბათილად იქნას ცნობილი ადმინისტრაციული აქტი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2015 წლის 22 აპრილის 1-1/146 გადაწყვეტილება ი. ჯ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზეუარის თქმის თაობაზე; 6) ბათილად იქნას ცნობილი ადმინისტრაციული აქტი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2015 წლის 11 მარტის 1-1/90 გადაწყვეტილება ჯ. ჯ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; 7) ნაწილობრივ (ი. და ჯ. ჯ-ის საკუთრები ნაწილში) ბათილად იქნას ცნობილი ადმინისტრაციული აქტი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება ..., რითაც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 31 ოქტომბრის N1/1-984 ბრძანების საფუძველზე, ხელვაჩაურში, სოფ. ... მდებარე 19167კვ/მ არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებულ 6317.90კვ/მ შენობა–ნაგებობასთან ერთად საკუთრებაში დაურეგისტრირდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს, საკ. კოდით ...; 8) ბათილად იქნას ცნობილი ადმინისტრაციული აქტი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 3 დეკემბრის N... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ. ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 3 თებერვლის 22006 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ ჯ. ჯ-ის ადმინისტრაციული აქტის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; 9) ბათილად იქნას ცნობილი ადმინისტრაციული აქტი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 3 დეკემბრის N... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ. ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 19 თებერვლის 39705 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ ი. ჯ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; 10) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალოს გამოსცეს ახალი აქტი და დაარეგისტრიროს დაზუსტებული ფართი ი. ჯ-ის სახელზე 2 500 კვ.მ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარე ხელვაჩაური სოფ. ..., ხოლო ჯ. ჯ-ეზე ასევე დაარეგისტრიროს დაზუსტებული ფართი 2000 კვ.მ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართი, მდებარე ხელვაჩაური სოფ. ....

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით ჯ. ჯ-ისა და ი. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული აქტი (ი. და ჯ. ჯ-ის საკუთრების ნაწილში) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება №..., რითაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცემული №01-22/3619 მიმართვის საფუძველზე სახელმწიფოს სახელზე 2007 წლის 31 ოქტომბრის განცხადების საფუძველზე დარეგისტრირდა 19167.00 კვ.მ ფართი, მდებარე ხელვაჩაური, სოფ. ... საკ. კოდით ...; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული აქტი (ი. და ჯ. ჯ-ის საკუთრების ნაწილში) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ 2007 წლის 31 ოქტომბერს გამოცემული №01-22/3619 მიმართვა, რის საფუძველზეც სახელმწიფოს სახელზე 2007 წლის 31 ოქტომბრის განცხადების საფუძველზე დარეგისტრირდა 19167.00 კვ.მ. ფართი, მდებარე ხელვაჩაური, სოფ. ... საკ. კოდით ...; ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული აქტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2007 წლის 31 ოქტომბრის №01-22/3619 მიმართვის ნაწილობრივ (ი. და ჯ. ჯ-ეების საკუთრების ნაწილში) ბათილად ცნობის თაობაზე ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; ნაწილობრივ (ი. და ჯ. ჯ-ეების საკუთრების ნაწილში) ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული აქტი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 31 ოქტომბრის №1/1-984 ბრძანება, რითაც ხელვაჩაურში, სოფ. ... მდებარე 19167 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული 6317.90 კვ/მ შენობა-ნაგებობასთან ერთად საკუთრებაში გადეცა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს; ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული აქტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2015 წლის 11 მარტის 1-1/90 გაადწყვეტილება ჯ. ჯ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; ნაწილობრივ (ი. და ჯ. ჯ-ის საკუთრების ნაწილში) ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული აქტი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება ..., რითაც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 31 ოქტომბრის №1/1-984 ბრძანების საფუძველზე, ხელვაჩაურში, სოფ. ... მდებარე 19167 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებულ 6317.90 კვ/მ შენობა-ნაგებობასთან ერთად საკუთრებაში დაურეგისტრირდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს, საკ. კოდით ...; ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული აქტი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 3 დეკემბრის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 3 თებერვლის 22006 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ ჯ. ჯ-ის ადმინისტრაციული აქტის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული აქტი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 3 დეკემებრის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ. ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 19 თებერვლის 39705 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ ი. ჯ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა ჯ. და ი. ჯ-ეების განცხადების შესაბამისად, რითაც უნდა დარეგისტრირდეს დაზუსტებული ფართი ი. ჯ-ის სახელზე 2500 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარე ხელვაჩაური, სოფ. ..., ხოლო ჯ. ჯ-ის სახელზე დარეგისტრირდეს დაზუსტებული ფართი - 200 კვ.მ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ხელვაჩაური, სოფ. ....

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 ნოემბრის განჩინებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ. კასატორებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ნოემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორები მიუთითებენ, რომ სადავო უძრავი ქონების სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრაციის მოთხოვნა განხორციელდა 2007 წლის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, „სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო ქონების მართვა, განკარგვა, მათ შორის, პრივატიზება ამ კანონით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში შეიძლება განახორციელონ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურულმა ერთეულებმა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ ქონებას განკარგავენ აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთვარობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის შესაბამისად, სამინისტროს სისიტემას შეადგენენ სამინისტროს ცენტრალური აპარატი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სტრუქტურები, ასევე სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები.

კასატორები მიუთითებენ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 1 მაისის №44 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანასთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის ბოლო წინადადების თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა სახელმწიფო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვა და მართვა. კასატორები მიუთითებენ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, უფლებამოსილი იყო მიემართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სარეგისტრაციო სამსახურისთვის და მოეთხოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაცია სახელმწიფოს საკუთრებად და ამასთან, დაკავშირებით გამოეცა შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

კასატორები აღნიშნავენ, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 393-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევის კონკრეტული საფუძვლები: სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ასევე გადაწყვეტილება იურიდულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2007 წლის 31 დეკემბერს გამოცემული №01-22/3619 მიმართვის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 31 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით სახელმწიფოს სახელზე დარეგისტრირდა 19167 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებულ 6319.9 კვ/მ შენობა-ნაგებობასთან ერთად, მდებარე ხელვაჩაური, სოფელი ..., საკადასტრო კოდი №.... აღნიშნული უძრავი ქონება 2013 წლის 31 ოქტომბერს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის №1/1-984 ბრძანების საფუძველზე საკუთრებაში გადაეცა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს. კასატორები მიუთითებენ, რომ არ არსებობს სახელწმიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 31 ოქტომბრის №1/1-984 ბრძანების სამართლებრივი საფუძველი, რადგან სახელმწიფოს საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ... მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდი №... კერძო პირის საკუთრების უფლება, კანონმდებლობით გათვალისიწნებული წესით, არ ფიქსირდებოდა. შესაბამისად, უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა კანონიერად.

კასატორები აღნიშავენ, რომ ქონების მმართველის მიერ, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე უძრავი ქონების ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დამატებითი ქონების სახით გადაცემის დროისთვის მოქმედი „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებას თვითმმართველ ერთეულს საკუთრებაში გადასცემდა ქონების მმართველი, თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს თხოვნის საფუძველზე. ქონების მმართველის მიერ გადაწყვეტილება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დამატებითი ქონების სახით გადაცემის შესახებ მიღებულ იქნა კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებით განსაზღვრული პროცედურების სრული დაცვით. კასატორები მიუთითებენ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების მოთხოვნები. კასატორები მიუთითებენ, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების არგუმენტაცია ჯ. და ი. ჯ-ეების მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებასა და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2007 წლის 31 ოქტომბრის მიმართვით რეგისტრირებულ უძრავ ნივთებს შორის იდენტურობის დადგენის შეუძლებლობის თაობაზე, მიუთითა, რომ საჯარო რეესტრის სამსახური აღჭურვილია სათანადო პროგრამებით და გააჩნია შესაბამისი მატერიალური მექანიზმი, საინჟინრო-ტექნიკური ინსტრუმენტები, რომელთა მეშვეობით სამინისტროს დაინტერესების შემთხვევაში, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ... მდებარე 19267.00 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთზე საკუთრების რეგისტრაციისას საჯარო რეესტრისადმი წარდგენილი საკადასტრო ნახაზის გადამოწმების გზით შესაძლებლობა ჰქონდა დაედგინა რომ სოფ. ... მდებარე 19167.00 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი მოიცავდა, მოსარჩელეთა საკუთრებაში რიცხულ მიწის ნაკვეთებს. კასატორები მიუთითებენ, რომ მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების დაზუსტება გულისხმობს ახლად წარმოდგენილი მონაცემების უკვე არსებულ ზოგად საკადასტრო მონაცემებთან დამთხვევას. საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელიც მოსარჩელეების მიერ იქნა წარდგენილი საჯარო რეესტრში, შესრულებულია მათი დაკვეთით და იმ საზღვრების მინიშნებით, რომელიც მოსარჩელე მხარემ ცალმხრივად მიუთითა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივნისის განჩინებით აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

სადავო არ არის, რომ ჯუმბერ და ი. ჯ-ეებს საკუთრების უფლების დაზუსტებული მონაცემების რეგისტრაციაზე უარი ეთქვათ მათ მიერ წარდგენილი ნახაზით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან ზედდების გამო. საქმეში ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ სახელმწიფოს სახელზე 2007 წლის 31 ოქტომბერს განხორციელებულმა საკუთრების უფლების რეგისტრაციამ გადაფარა მოსარჩელეების სახელზე მახინჯაურის საკრებულოს მიწის რეფორმის კომისიის მიერ 19.06.2000წ. და 12.07.2000წ. გაცემული მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე 2006 წელს საკუთრების უფლებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი. სადავო აქტების გამოცემისას უძრავ ნივთზე მოსარჩელეების სახელზე რეგისტრირებული უფლება გამორიცხავდა იმავე ნივთზე სახელმწიფოს მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების რეგისტრაციას, მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა მიეღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას, რომ მოსარჩელეთა საკუთრების უფლების ნაწილში კანონდარღვევით განხორციელდა სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია. (იხ. სუს. საქმე №ბს-359-349(4კ-13) 2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება; №ბს-468-463(კ-12) 2013 წლის 30 აპრილის განჩინება).

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე