საქმე # 080310015001004066
ბს-544-541(2კ-17) 08 თებერვალი, 2018წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ნ. თ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.11.2016წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. თ-ემ 10.06.2015წ. სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ და მოითხოვა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 07.05.2009წ. N177 ბრძანებისა და N268 საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 20.10.2008წ. N582 ბრძანებით შექმნილი კომისიის 01.05.2009წ. N268 დასკვნის ბათილად ცნობა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საქართველოს პრეზიდენტის 29.01.2007წ. N73 ბრძანებულების 5.2 მუხლის შესაბამისად აქტის გამოცემა, ნ. ფ-ისათვის ქ. წყალტუბოში, ... ქ. N...-ში მდება N... ბინის გადაცემის შესახებ, წყალტუბოს საკრებულოს გამგეობის 25.07.1995წ. ორდერის ბათილად ცნობა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 28.04.2015წ. N31/498 ბრძანების ბათილად ცნობა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის ნ. თ-ის სახელზე ქ. წყალტუბო, ... ქ. N...-ში მდებარე ბინის საკუთრების მოწმობის გაცემის დავალება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 15.06.2015წ. 15.01.2016წ. და 21.01.2016წ. განჩინებებით სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაებნენ ნ. ფ-ე, შპს "...", სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და სს "...".
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 06.06.2016წ. გადაწყვეტილებით ნ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 07.05.2009წ. N177 ბრძანება, N268 საკუთრების მოწმობა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 28.04.2015წ. N31/498 ბრძანება და მოპასუხეს დაევალა გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასები შემდეგ ახალი აქტის გამოცემა.სარჩელზე იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელე მოითხოვდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 20.10.2008წ. N582 ბრძანებით შექმნილი კომისიის 01.05.2009წ. N268 დასკვნის ბათილად ცნობასა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საქართველოს პრეზიდენტის 29.01.2007წ. N73 ბრძანებულების 5.2 მუხლის შესაბამისად აქტის გამოცემას, შეწყდა საქმის წარმოება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ნ. თ-ის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.11.2016წ. განჩინებით წყალტუბოს მუნიციალიტეტის გამგეობისა და ნ. თ-ის სააპელაციო საჩუვრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 06.06.2016წ. გადაწყვეტილება, რაც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გაგეობამ და ნ. თ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრეს.
კასატორმა - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ნ. ა-ი სადავო ბინას ფლობდა 1992 და 2005 წლებში, თუმცა არანაირი მტკიცებულება არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ იგი ამ პერიოდის განმავლობაში უწყვეტად ცხოვრობდა მოცემულ მისამართზე და, შესაბამისად, არ დასტურდებოდა ნ. ფ-ეზე 1995 წელს გაცემული ორდერის უკანონობა. კასატორმა არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ ნ. ფ-ეს გამგეობაში არ წარუდგენია სადავო ბინის ფლობა-სარგებლობის დამადასტურებელი მტკიცებულება, რადგან სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის N73 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის თანახმად, დაინტერესებულ პირს შეეძლო ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში წარედგინა ბინის ორდერი, ამასთანავე, გამგეობა არ იყო უფლებამოსილი ემსჯელა ორდერის კანონიერებასთან დაკავშირებით და სხვა დამატებითი საბუთი მოეთხოვა მხარისათვის. კასატორმა არ გაიზიარა აგრეთვე სასამართლოს მოსაზრება, რომ გამგეობას არ გაურკვევია რამდენად წარმოადგენდა ნ. თ-ის მიერ წარმოდეგნილი ორდერი საკუთრების უფლების მოპოვების საფუძველს. გამგეობამ ყურადღება გაამახვილა ნ. თ-ის სახელზე გაცემული ორი ორდერის არსებობაზე, რაც მისი მოსაზრებით გამგებლის 02.09.2014წ. N31/241 ბრძანებისა და მის საფუძველზე გაცემული N686 საკუთრების მოწმობის უკანონობაზე მიუთითებს.
კასატორმა - ნ. თ-ემ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ შპს „...“ სახელწოდება არაერთხელ შეიცვალა, რამაც მის ორდერის შედგენისას ტექნიკური უზუსტობა გამოიწვია. ამასთანავე, მის სახელზე გაცემული მეორე ორდერის წარმომავლობა ვერ დაადასტურა მისმა წარმომდგენმა მხარემ. სასამართლოს გაურკვეველი წარმოშობის ორდერი საქმეში არ უნდა განეთავსებინა და მისი არსებობა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად არ არ უნდა მიეჩნია. ამასთანავე, დაცული არ ყოფილა მისი წარდგენის პროცესუალური ფორმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ნ. თ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ პირის კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევისათვის საჭიროა ორი პირობის არსებობა - უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი და პირის მიერ საპრივატიზაციო ფართის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი. აღნიშნული პირობები კუმულატიურად უნდა არსებობდეს. კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია ერთსა და იმავე ფართზე ნ. ფ-ისა და ნ. თ-ის სახელზე 1995 და 2005 წელს გაცემული ორდერები. ამასთანავე, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სადავო ბინაში 1992 წელს ცხოვრობდა და 2005 წელს გარდაიცვალა ნ. ა-ი. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს შესაბამისი წარმოების ჩატარების მეშვეობით უნდა გამოეკვლია ნ. ფ-ისა და ნ. თ-ის მიერ საპრივატიზაციო ფართის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს ნ. თ-ის სახელზე გაცემული ორი ორდერის არსებობაზე. ერთ-ერთი მათგანი დათარიღებულია 2005 წლით და გაცემულია შპს „...“ მიერ, რომელიც რეგისტრაციაში 2006 წელს გატარდა. ორდერის გაცემისას ტექნიკური შეცდომის დაშვების დამადატურებელი მტკიცებულება კასატორ ნ. თ-ეს არ წარმოუდგენია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ნ. თ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ნ. თ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.11.2016წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი