საქმე # 330310015001116334
ბს-598-595(2კ-17) 18 იანავარი, 2018წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ვ. ე-ის, ა. ე-ის, ი. ე-ის, რ. ე-ის, ტ. ე-ის, ლ. ე-ისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა 28.03.2017წ. გადაწყვეტილებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. ბ-მა 07.10.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქ. თბილისის საკრებულოსა და ვ. ე-ის, ა. ე-ის, ი. ე-ის, რ. ე-ის, ტ. ე-ის მიმართ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 25.05.2013წ. N350 სხდომის ოქმისა და ქ. თბილისის საკრებულოს 26.06.2013წ. N8453 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თ. ბ-მა 26.10.2015წ. დაზუსტებული სარჩელით დააზუსტა მოპასუხეთა წრე და მოპახუხედ მიუთითა ქ. თბილისის საკრებულოსა და ვ. ე-ის, ა. ე-ის, ი. ე-ის, რ. ე-ის, ტ. ე-ის მიმართ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, მესამე პირებად - ვ. ე-ე, ა. ე-ე, ი. ე-ე, რ. ე-ე და ტ. ე-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.11.2015წ. საოქმო განჩინებით სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ლ. ე-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.03.2016წ. გადაწყვეტილებით თ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასმართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.03.2017წ. გადაწყვეტილებით თ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.03.2016წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, თ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 25.05.2013წ. N350 სხდომის ოქმი მე-6 საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ნაწილში, ასევე, ვ. ე-ის, ა. ე-ის, ი. ე-ის, რ. ე-ის, ტ. ე-ისა და ლ. ე-ის სახელზე გაცემული 26.06.2013წ. N8453 საკუთრების უფლების მოწმობა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა, რაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, ვ. ე-ემ, ა. ე-ემ, ი. ე-ემ, რ. ე-ემ, ტ. ე-ემ და ლ. ე-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრეს.
კასატორმა - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური და საპროცესო ნორმების დარღვევით, სრულყოფილად არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები. კასატორის მითითებით, ვ. ე-ის მიერ კომისიაში წარდგენილ განცხადებას ერთვოდა ყველა საჭირო დოკუმენტი. სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილება დააფუძნა მხოლოდ ორი მოწმის განცხადებაზე, სადაც ისინი მიუთითებდნენ, რომ 21.01.2013წ. სანოტარო აქტი გაუგებრობის შედეგი იყო. კასატორმა არ გაიზიარა მოსაზრება, რომ თ. ბ-ის სახლის წინ ავტომანქანის არსებობა ადასტურებს მის მიერ სადავო ნაკვეთის მისასვლელ გზად გამოყენების ფაქტს. კომისიამ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება, რომ მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს საჯარო გზის ნაწილს.
კასატორებმა - ვ. ე-ემ, ა. ე-ემ, ი. ე-ემ, რ. ე-ემ, ტ. ე-ემ და ლ. ე-ემ აღნიშნეს, რომ სასამართლომ არ იმსჯელა მიწის ნაკვეთის სერვიტუტით დატვირთვის ან აუცილებელი გზის მოპოვების შესაძლებლობაზე. აღნიშნული გარემოებების გამოკვლევის შემთხვევაში თუ სასამართლო დაადგენდა, რომ აპელანტის მოთხოვნას საერთო ჯამში წარმოადგენდა არა სადავო მიწაზე საკუთრების უფლების მოპოვება, არამედ თავის საკუთრებასთან მისასვლელი გზის არსებობა, პალატა აპელანტს უარს ეტყოდა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაათვალიერა სადავო ადგილი, რის შედეგადაც დადგინდა როგორც სადავო, ისე მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მისასვლელი გზები. ამასთანავე, სასამართლოს არ გამოუკვლევია ის გარემოება, რომ თ. ბ-ს მფლობელობაში აქვს მისი საკუთრების მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთი და, შესაბამისად, მხოლოდ აღნიშნულ ნაკვეთზე შეიძლება წარმოეშვას საკუთრების უფლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ე-ის, ა. ე-ის, ი. ე-ის, რ. ე-ის, ტ. ე-ის, ლ. ე-ისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ კომისიის სადავო აქტი გამოცემულია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე. კერძოდ, ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ დაუდგენია ე-ეებთან ერთად სხვა პირებიც ხომ არ სარგებლობდნენ სადავო მიწის ნაკვეთს. საკითხის ხელახალი გამოკვლევისას სათანადო წესით უნდა დადგინდეს სარგებლობდა თუ არა თ. ბ-ი სადავო ნაკვეთით, როგორც სახლამდე მისასვლელი ერთადერთი სამანქანო გზით. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მიწის ნაკვეთზე სერვიტუტის დადგენა არ გამორიცხავს ნაკვეთზე მესამე პირების საკუთრების უფლების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარებსს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ვ. ე-ის, ა. ე-ის, ი. ე-ის, რ. ე-ის, ტ. ე-ის, ლ. ე-ისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. ე-ის, ა. ე-ის, ი. ე-ის, რ. ე-ის, ტ. ე-ის, ლ. ე-ისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.03.2017წ. გადაწყვეტილება;
3. ვ. ე-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 28.07.2017წ. N13847398 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი