ბს-689-685(კ-17) 25 იანვარი, 2018წ.
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.05.2017წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 26.09.2014 წ. განჩინებით ე. პ-სა და ნ. ბ-ს შორის დამტკიცდა მორიგება, რომლის თანახმად, ე.პ-ი რუსთავში, ..., კორპ.N15, ბ.N46-ის 1/2 წილს მიჰყიდის ნ. ბ-ს 4000 აშშ დოლარად. საფასურის გადასახდელად მოპასუხეს მიეცა ვადა 2015 წლის 31 მარტამდე. მორიგების აქტის 1.3 პუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დადგინდა აღნიშნული უძრავი ქონების აუქციონის წესით რეაზაცია და ამონაგები თანხის მხარეებს შორის თანაბრად განაწილება. ნ. ბ-ის მიერ ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის გამო რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ 06.04.2015წ. გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომელიც კრედიტორმა - ე. პ-მა წარადგინა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროში.
ე. პ-მა 08.01.2016წ. სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიმართ მოპასუხის 10.12.2015წ. აქტის ბათილად ცნობის და მოპასუხისათვის რუსთავის საქალაქო სასამართლოს 26.09.2014წ. განჩინების აღსრულების დავალების მოთხოვნით.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 13.01.2016წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ნ. ბ-ი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 07.06.2016წ. გადაწყვეტილებით ე. პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 10.12.2015წ. გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოპასუხის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.05.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიერ.
კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული წერილი არ აკმაყოფილებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის რეკვიზიტებს, რის გამოც მისი აქტად განხილვა დაუშვებელია. ამასთანავე, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნ. ბ-ი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველ ოჯახთა მონაცემთა ბაზაში, რაც ქმნიდა მის საკუთრებაში რიცხული ქონების დაყადაღებისა და აუქციონის გამართვის დამაბრკოლებელ გარემოებას, რადგან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 45.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული პირის ქონება დაყადაღებას არ ექვემდებარება. აღმასრულებელმა სრულყოფილად გამოიკვლია საქმის გარემოებები, რის შედეგადაც დაადგინა, რომ არსებობდა აღსრულების გაგრძელების დამაბრკოლებელი საფუძვლები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ სადავო წერილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია, რადგან სწორედ ამ წერილით განაცხადა ადმინისტრაციულმა ორგანომ უარი კანონმდებლობით მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ქმედების განხორციელებაზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 45.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი განსახილველ შემთხვევაში არ ქმნიდა მოვალის ქონების დაყადაღებისა და აუქციონზე რეალიზაციის დამაბრკოლებელ გარემოებას, რადგან ერთი მხრივ მოვალის ქონება გამოყენებული იყო სასამართლოს განჩინებით დამტკიცებული მორიგების პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, ხოლო მეორე მხრივ, მოვალემ - საქმეში მესამე პირად ჩართულმა ნ. ბ-მა დაადასტურა, რომ იგი დასაქმებულია და იღებს ყოველთვიურ ანაზღაურებას 580 ლარის ოდენობით. ამდენად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება იყო ფორმალური, არ ეფუძნებოდა საქმის გარემოებების ყოველმხრივ გამოკვლევას, რაც ქმნიდა სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძვლებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.05.2017წ. განჩინება;
3. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს (ს.კ. 205263873) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 05.07.2017წ. N08726 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ.როინიშვილი