საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
საქმე ბს-53-53(კ-18) 26 მარტი, 2018 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის `გ~ ქვეპუნქტის საფუძველზე განიხილა სს „…“ განცხადება სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „…“ 09.06.2015წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს და თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს N1968 ბრძანების ბათილად ცნობისა და N A12042851 სააღსრულებო წარმოების განახლების მოთხოვნით. სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ მოსარჩელემ მოითხოვა თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ განხორციელებული ქმედების უკანონოდ ცნობა 13.08.2012წ. N2/7325-12 სამოქალაქო საქმეზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის დაბრუნების ნაწილში, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 19.05.2015წ. N1968 ბრძანების ბათილად ცნობა და თბილისის სააღსრულებო ბიუროსათვის წარმოების განახლების დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.10.2015წ. განჩინებით, სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ შპს „კ…“, ი. ბ-ე, ზ. რ-ე და დ. გ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.11.2016წ. გადაწყვეტილებით სს „...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა სს „...“ მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.05.2017წ. განჩინებით სს „...“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა სს „...“ მიერ.
16.03.2018წ. სს „...“ წარმომადგენელმა მ. ნ-მა სარჩელზე უარის თქმის შესახებ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალტას. განცხადებას თანდართული ჰქონდა 16.03.2018წ. N13/2009 და 15.05.2017წ. N170518368 რწმუნებულებები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი განცხადება სარჩელზე უარის თქმის შესახებ და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რის შესაბამისადაც მხარე უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
სამოქალქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის `გ~ ქვეპუნქტის თანახმად, საქმის წარმოება წყდება, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
განსახილველ შემთხვევაში, 16.03.2018წ. სს „...“ წარმომადგენელმა მ. ნ-მა სარჩელზე უარის თქმის შესახებ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალტას. განცხადებას დაერთო 16.03.2018წ. გაცემული N13/2009 რწმუნებულება, რომლის თანახმად მ. ნ-ს სს ნატროშვილ იურიდიული დეპარტამენტის დირექტორ თ. ბ-ას მიერ მინიჭებული აქვს სარჩელზე უარის თქმის უფლება, თავის მხრივ თ. ბ-ას სარჩელზე უარის თქმის უფლებამოსილება დასტურდება განცხადებაზე თანდართული სს „...“ გენერალური დირექტორის მიერ 15.05.2017წ. გაცემული, ძალაში მყოფი N170518368 რწმუნებულებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „...“ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა შეწყდეს მის სარჩელზე მიმდინარე სამართლაწარმოება. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო, სსკ-ის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს განუმარტავს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემდეგ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 272-ე მუხლის `გ~ ქვეპუნქტით, 49-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „...“ განცხადება სარჩელზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.05.2017წ. განჩინება, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.11.2016წ. გადაწყვეტილება და საქმის წარმოება შეწყდეს მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო;
3. სს „...“ (ს.კ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 07.07.2017წ. N2361 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა სარჩელით იმავე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი