Facebook Twitter

#ბს-94-94(კ-18) 15 მარტი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 4 მაისს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სასარჩელო განცხადებით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ უძრავ ქონებაზე, მდებარე - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ... თ. ს-ის სახელზე, ს/კ #..., თ. თ-ის სახელზე, ს/კ #..., ი. ი-ის სახელზე, ს/კ #..., ე. ი-ის სახელზე, ს/კ #..., ე. ჯ-ისა და მ. ჯ-ის სახელზე, ს/კ #..., ი. დ-ას, მ. დ-ას, მ. მ-ის, ნ. ფ-ისა და ო. დ-ას სახელზე, ს/კ #..., ზ. ს-ის სახელზე, ს/კ #..., ნ. ქ-ის, ნ. ქ-ისა და რ. ქ-ის სახელზე, ს/კ #..., ი. ა-ის სახელზე, ს/კ #..., ს. ი-ის სახელზე, ს/კ #..., მ. ი-ის სახელზე, ს/კ #..., ლ. ი-ის სახელზე, ს/კ #..., მ. შ-ის სახელზე, ს/კ #..., შ. მ-ის სახელზე, ს/კ #..., რ. ქ-ეს სახელზე, ს/კ #..., დ. მ-ის, ზ. მ-ის, ლ. მ-ისა და ქ. მ-ის სახელზე, ს/კ #..., გ. ი-ის, ლ. ვ-ის, ს. ი-ის და ს. ი-ის სახელზე, ს/კ #..., ა. ი-ის, ე. ი-ის, ი. ი-ის, მ. ი-ის, ნ. ი-ის და ხ. ი-ის სახელზე, ს/კ #..., ა. ს-ის, დ. ი-ის, ლ. ს-ის, ნ. კ-ის, ნ. ს-ის და რ. ს-ის სახელზე, ს/კ #..., მ. ს-ეს სახელზე, ს/კ #..., ნ. ს-ის სახელზე, ს/კ #..., ო. კ-ის სახელზე, ს/კ #..., ო. ნ-ის სახელზე, ს/კ #..., ა. ვ-ის და ო. ვ-ეს სახელზე, ს/კ #..., დ. წ-ის სახელზე, ს/კ #..., რ. მ-ის სახელზე, ს/კ #..., ზ. გ-ის სახელზე, ს/კ #..., ვ. ხ-ის სახელზე, ს/კ #..., გ. ყ-ას სახელზე, ს/კ #..., ზ. ა-ის სახელზე, ს/კ #..., ბ. კ-ას სახელზე, ს/კ #..., ი. ჭ-ას სახელზე, ს/კ #..., თ. ე-ას სახელზე, ს/კ #..., გ. თ-ის სახელზე, ს/კ #..., დ. თ-ის სახელზე, ს/კ #..., ჯ. ბ-ის სახელზე, ს/კ #..., მ. ხ-ის სახელზე, ს/კ #..., ლ. გ-ეს სახელზე, ს/კ #..., გ. მ-ეს სახელზე, ს/კ #..., ა. ა-ას და გ. მ-ის სახელზე, ს/კ #..., ვ. ჭ-ის სახელზე, ს/კ #... და გ. პ-ს სახელზე, ს/კ #... უძრავი ქონების საკუთრებად აღრიცხვასთან დაკავშირებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 8 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ თ. ს-ე, თ. თ-ი, ი. ი-ი, ე. ი-ი, ე. ჯ-ე, მ. ჯ-ე, ი. დ-ა, მ. დ-ა, მ. მ-ე, ნ. ფ-ი, ო. დ-ა, ზ. ს-ი, ნ. ქ-ი, ნ. ქ-ი, რ. ქი, ი. ა-ე, ს. ი-ი, მ. ი-ი, ლ. ი-ი, მ. შ-ი, შ. მ-ი, რ. ქ-ე, დ. მ-ე, ზ. მ-ე, ლ. მ-ე, ქ. მ-ე, გ. ი-ი, ლ. ვ-ე, ს. ი-ი, ს. ი-ი, ა. ი-ი, ე. ი-ი, ი. ი-ი, მ. ი-ი, ნ. ი-ი, ხ. ი-ი, ა. ს-ი, დ. ი-ი, ლ. ს-ი, ნ. კ-ი, ნ. ს-ი, რ. ს-ი, მ. ს-ე, ნ. ს-ე, ო. კ-ი, ო. ნ-ი, ა. ვ-ე, ო. ვ-ე, დ. წ-ი, რ. მ-ი, ზ. გ-ი, ვ. ხ-ი, გ. ყ-ა, ზ. ა-ი, ბ. კ-ა, ი. ჭ-ა, თ. ე-ა, გ. თ-ე, დ. თ-ე, ჯ. ბ-ე, მ. ხ-ი, ლ. გ-ე, გ. მ-ე, ა. ა-ა, გ. მ-ე, ვ. ჭ-ე და გ. პ-ა.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 24 აგვისტოს განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისი.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 19 სექტემბრის განჩინებით მ. ჯ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ე. ჯ-ე.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 აპრილის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი ძირითადად ეფუძნება იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ მოტივებს, რასაც სააპელაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით, მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.

მიწის მიღება-ჩაბარების აქტის ფორმა და მისი გაცემის წესი განისაზღვრა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის #503 დადგენილებით „საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთათვის სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე დოკუმენტაციის გაფორმების რეგულირების შესახებ“, რომლის მე-2 მუხლის და ამ დადგენილებით დამტკიცებული მოქალაქეთათვის სარგებლობაში გამოყოფილი მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის ფორმის თანახმად, მიწის მიღება-ჩაბარების აქტი სხვა საბუთებთან ერთად წარმოადგენს ძირითად დოკუმენტს მიწით სარგებლობის დამადასტურებელი სახელმწიფო აქტის მოქალაქეზე გადასაცემად.

მოცემულ შემთხვევაში, მესამე პირების უფლების დამდგენი დოკუმენტების სახით საჯარო რეესტრში წარდგენილია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტები (ზოგიერთ შემთხვევაში ნასყიდობის ხელშეკრულება), რომელთა საფუძველზე მიწის ნაკვეთები სისტემური წესით რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში და გაცემულია შესაბამისი სარეგისტრაციო მოწმობები.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ განსახილველ შემთხვევაში მესამე პირების სახელზე სადავო მიწის ნაკვეთების საკუთრების უფლება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით აღირიცხა, ხოლო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რაც სადავო უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლებას დაადასტურებდა და მესამე პირებზე საკუთრების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას დაედებოდა საფუძვლად. სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი