Facebook Twitter

საქმე # 200310013388375

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-112-112 (კ-18) 17 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ი. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.09.2016წ. განჩინებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.09.2016წ. განჩინებით ი. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ თელავის რაიონული სასამართლოს 06.08.2014წ. გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. მ-მა.

საკასაციო სასამართლოს 12.02.2018წ. განჩინებით ი. მ-ის საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 500 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანის წარმოდგენა. საკასაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა კასატორმა, რომლითაც ითხოვდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლებას, გადავადებას ან შემცირებას. სათანადო საფუძვლების არ არსებობის გამო საკასაციო სასამართლოს 05.04.18წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა, ი. მ-ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და საკასაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენისათვის განესაზღვრა 10 დღის

ვადა. მასვე განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

ხარვეზის შესახებ საკასაციო სასამართლოს 05.04.2018წ. განჩინება გაეგზავნა ი. მ-ის წარმომადგენელს თ. მ-ს, რომლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება დასტურდებოდა 14.06.2016წ. გაცემული, ძალაში მყოფი N160638592 რწმუნებულებით (ტ.1, ს.ფ. 222). ხარვეზის შესახებ განჩინება თ. მ-მა პირადად ჩაიბარა 19.04.2018წ.. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო განჩინების ასლს უგზავნის უშუალოდ მხარეს ან მის წარმომადგენელს, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი მიიჩნევა მხარისათვის გაგზავნილად (სასკ-ის 13.2 მუხ.). განჩინება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს (სსსკ-ის 70.1 მუხ.). კასატორს (მის წარმომადგენელს) სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია.

სსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 396.3 და 399-ე მუხლების თანახმად, ი. მ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.09.2016წ. განჩინებაზე, დარჩეს განუხილველი.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი