საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
¹977აპ-10 20 იანვარი, 2011 წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე – პაატა სილაგაძე
მოსამართლეები: დავით სულაქველიძე
იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების: თ. კ-ის, ი. შ-ასა და მ. ჭ-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 9 სექტემბრის განაჩენზე.
ხონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 19 მაისის განაჩენით:
ი. შ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის I ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 2000 ლარი; სსკ-ის 236-ე მუხლის II ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 2000 ლარი; სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის ,,ბ” და იმავე მუხლის III ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით _ 11 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 187-ე მუხლის I ნაწილით _ 2 წლით, ხოლო 236-ე მუხლის I ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 1000 ლარი; სსკ-ის 260-ე მუხლის I ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის II ნაწილით ი. შ-ას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 20 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა _ 5000 ლარი.
ჯ. ლ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის I ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 236-ე მუხლის II ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის ,,ბ” და იმავე მუხლის III ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით _ 11 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 187-ე მუხლის I ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 236-ე მუხლის I ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 236-ე მუხლის II ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 260-ე მუხლის I ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით ჯ. ლ-ას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 17 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა.
მ. ჭ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის I ნაწილით ჯარიმა _ 2000 ლარი; სსკ-ის 236-ე მუხლის II ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის ,,ბ” და იმავე მუხლის III ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით _ 11 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 187-ე მუხლის I ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 236-ე მუხლის I ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 1000 ლარი; სსკ-ის 260-ე მუხლის I ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის II ნაწილით მ. ჭ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 17 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა _ 5000 ლარი.
თ. შ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის III ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე ჩამოერთვა ავტომანქანის მართვის უფლება 1 წლითა და 6 თვით; სსკ-ის 177-ე მუხლის II ნაწილის ,,ა” და იმავე მუხლის III ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტებით _ 4 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 2 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 236-ე მუხლის I ნაწილით ჯარიმა _ 2000 ლარი; სსკ-ის 236-ე მუხლის II ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 2000 ლარი; სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის ,,ბ” და იმავე მუხლის III ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით _ 11 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 187-ე მუხლის I ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 260-ე მუხლის I ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის II ნაწილით თ. შ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 18 წლით, 11 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
თ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით და სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ი. შ-ს, ჯ. ლ-ს, მ. ჭ-სა და თ. შ-ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვათ სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: ,,AKM-ის” სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, რომელთა ნომრებია: ... _ 1 მჭიდითა და 30 ვაზნით, ... _ 1 მჭიდითა და 43 ვაზნით, ... _ 1 მჭიდითა და 30 ვაზნით, უსასყიდლოდ გადაეცა სახელმწიფოს; გადაჭრილი ერთლულიანი სანადირო თოფი ,,Iჟ-18”, ქარხნული ნომრით ,,...”, განადგურდა; პნევმატური თოფი ქარხნული ნომრით ..., დაუბრუნდა ა. ჯ-ას.
მ. ჭ-ის კუთვნილი ავტომანქანა ,,BMჭ”, სახელმწიფო ნომრით ,,...”, დაუბრუნდა მ. ჭ-ის ოჯახს. ჟ. ფ-ას კუთვნილი ტელევიზორი, სამი კლარნეტი, ელექტროპიანინო, აკორდეონი და 2 მაგნიტოფონი, დარჩა მასვე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 9 სექტემბრის განაჩენით ხონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 19 მაისის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
ი. შ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის I ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 2000 ლარი; სსკ-ის 236-ე მუხლის II ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 2000 ლარი; სსკ-ის 179-ე მუხლის III ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით _ 11 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 187-ე მუხლის I ნაწილით _ 2 წლით, ხოლო 236-ე მუხლის I ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 1000 ლარი; სსკ-ის 260-ე მუხლის I ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილით, შეკრების წესით, ი. შ-ას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 20 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად ჯარიმა _ 5000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ჯ. ლ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის I ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 59-ე მუხლის I1 ნაწილის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 236-ე მუხლის II ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 59-ე მუხლის I1 ნაწილის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 179-ე მუხლის III ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით _ 11 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 187-ე მუხლის I ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 59-ე მუხლის I1 ნაწილის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 236-ე მუხლის I ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 59-ე მუხლის I1 ნაწილის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 236-ე მუხლის II ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 59-ე მუხლის I1 ნაწილის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 260-ე მუხლის I ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 59-ე მუხლის I1 ნაწილის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილით, შეკრების წესით, ჯ. ლ-ას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 17 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა.
მ. ჭ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის I ნაწილით ჯარიმა _ 2000 ლარი; სსკ-ის 236-ე მუხლის II ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 59-ე მუხლის I1 ნაწილის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 2000 ლარი; სსკ-ის 179-ე მუხლის III ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით _ 11 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 187-ე მუხლის I ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 59-ე მუხლის I1 ნაწილის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 236-ე მუხლის I ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 59-ე მუხლის I1 ნაწილის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად ჯარიმა _ 1000 ლარი; სსკ-ის 260-ე მუხლის I ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 59-ე მუხლის I1 ნაწილის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილით, შეკრების წესით, მ. ჭ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 16 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა _ 5000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
თ. შ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის III ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 59-ე მუხლის I1 ნაწილის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე ჩამოერთვა ავტომანქანის მართვის უფლება 1 წლითა და 6 თვით; სსკ-ის 177-ე მუხლის III ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით _ 4 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 59-ე მუხლის I1 ნაწილის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 2 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 236-ე მუხლის I ნაწილით ჯარიმა _ 2000 ლარი; სსკ-ის 236-ე მუხლის II ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 59-ე მუხლის I1 ნაწილის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 2000 ლარი; სსკ-ის 179-ე მუხლის III ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით _ 11 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 187-ე მუხლის I ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 59-ე მუხლის I1 ნაწილის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 260-ე მუხლის I ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 59-ე მუხლის I1 ნაწილის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილით, შეკრების წესით, თ. შ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 18 წლით, 11 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად ჯარიმა _ 4000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მასვე ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 1 წლითა და 6 თვით.
თ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით და სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: ,,AKM-ის” სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, რომელთა ნომრებია: ... _ 1 მჭიდითა და 30 ვაზნით, ... _ 1 მჭიდითა და 43 ვაზნით, ... _ 1 მჭიდითა და 30 ვაზნით, უსასყიდლოდ გადაეცა სახელმწიფოს; გადაჭრილი ერთლულიანი სანადირო თოფი ,,Iჟ-18”, ქარხნული ნომრით ,,...”, განადგურდა; პნევმატური თოფი ქარხნული ნომრით ..., დაუბრუნდა ა. ჯ-ას.
მ. ჭ-ის კუთვნილი ავტომანქანა ,,BMჭ”, სახელმწიფო ნომრით ,,...”, დაუბრუნდა მ. ჭ-ის ოჯახს. ჟ. ფ-ას კუთვნილი ტელევიზორი, სამი კლარნეტი, ელექტროპიანინო, აკორდეონი და 2 მაგნიტოფონი, დარჩა მასვე.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულების მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის I, II ნაწილიებთ, სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის ,,ბ” და იმავე მუხლის III ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით, სსკ-ის 187-ე მუხლის I და იმავე კოდექსის 260-ე მუხლის I ნაწილებით გათვალისწინებულ ქმედებებს და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულების: თ. კ-ის, ი. შ-ასა და მ. ჭ-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 9 სექტემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.