Facebook Twitter

№ბს-849-845(კ-17) 3 მაისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - გ. გ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო; სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო

მესამე პირები - ი. კ-ა, სს „...“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მაისის განჩინება

დავის საგანი - ქმედების განხორციელების აკრძალვა, ქმედების უკანონოდ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2015 წლის 11 ივნისს გ. გ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რომლითაც სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე №A15022857 სააღსრულებო წარმოების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის - რ. გ-ის 2015 წლის 3 ივნისის A15022857-017/001 აქტის მოქმედების შეჩერება, ამასთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისში, ... ქ. №31, ... ქ. №2, საკადასტრო კოდი: ..., აუქციონის ჩატარების აკრძალვა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 12 ივნისის განჩინებით გ. გ-ის განცხადება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; განსახილველ საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე შეჩერდა უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისში, ... ქ. №31-ში, ... ქ. №2-ში, საკადასტრო კოდი: ..., №A15022857 სააღსრულებო წარმოება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 12 ივნისის განჩინებაზე სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ წარადგინა საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 12 ივნისის განჩინების გაუქმების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საჩივრით მიმართა სს „...“. სს „...“ ასევე იშუამდგომლა მოსარჩელე გ. გ-ს დავალებოდა მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით 40 000 ლარის გარანტიის წარმოდგენა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 15 ივლისის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საჩივარი არ დაკმაყოფილდა და განსახილველად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 15 ივლისის განჩინებით სს „...“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა და განსახილველად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. სს „...“ შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 28 სექტემბრის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სს „...“ საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

2015 წლის 26 ივნისს გ. გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, მას 2015 წლის 8 ივნისს ჩაჰბარდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის - რ. გ-ის 2015 წლის 3 ივნისის A15022857-017/001 შეტყობინება, რომლის თანახმადაც, ბიუროს წარმოებაში იყო 2015 წლის 18 მარტს გაცემული ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ. ბრძანების მიხედვით, არაუზრუნველყოფილ კრედიტორს წარმოადგენდა სს „...“, ხოლო მოვალეებს - შპს „ა...“ და ი. კ-ა. სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით, აუქციონი დაინიშნა მოვალის - ი. კ-ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისში, ... ქ. №31-ში, ... ქ. №2-ში, საკადასტრო კოდი: ... . სააღსრულებო ბიუროს მიმართვის საფუძველზე 2015 წლის 28 აპრილს აღნიშნულ ქონებას ყადაღა დაედო. 2013 წლის 22 თებერვალს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში ი. კ-ას და გ. კ-ის მიმართ და მოითხოვა ზიანის ანაზღაურების სახით: გ. კ-ეს დაკისრებოდა 1 724 877 აშშ დოლარის გადახდა, აგრეთვე, ამ თანხის წლიური 10%-ის გადახდა 2005 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; ი. კ-ას დაკისრებოდა 1 724 877 აშშ დოლარის გადახდა, აგრეთვე, ამ თანხის წლიური 10%-ის გადახდა 2005 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ი. კ-ასა და გ. კ-ეს სოლიდარულად დაეკისრათ 1 724 877 აშშ დოლარის, აგრეთვე, ამ თანხის წლიური 10%-ის გადახდა 2005 წლის ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. ვინაიდან სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებული ქონების ღირებულება აშკარად შეუსაბამო იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის ოდენობასთან, მოსარჩელემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ. სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ი. კ-ასა და გ. კ-ეს აეკრძალათ ქონების გასხვისება, იპოთეკით და გირავნობით დატვირთვა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო წესით.

თავდაპირველად მოსარჩელემ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისში, ... ქ. №31, ... ქ. №2, საკადასტრო კოდი: ..., აღსრულების განხორციელების თაობაზე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა.

სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეებისთვის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროსთვის აღსრულების განხორციელების აკრძალვა ი. კ-ას საკუთრებაში არსებულ შემდეგ ქონებაზე: ა) უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისში, ... ქუჩა №31, ... ქუჩა №2, ბინა №15 დუპლექსი, ტერასა, საკადასტრო კოდი: ...; ბ) ი. კ-ას საკუთრებაში არსებულ 100%-იან წილზე შპს „გ...“, ს/ნ ..., მისამართი: ყაზბეგის რაიონი, სოფელი ... . ამასთან, მოსარჩელემ აღსრულების დაწყებისა და განხორციელების თაობაზე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მოქმედების უკანონოდ ცნობა მოითხოვა მოვალის - ი. კ-ას საკუთრებაში არსებულ შემდეგ ქონებაზე: მდებარე ქ. თბილისში, ... ქუჩა №31, ... ქუჩა №2, საკადასტრო კოდი: ... და 100%-იან წილი შპს „გ...“ (ს/კ ..., იურიდიული მისამართი - საქართველო, ყაზბეგის რაიონი, სოფელი ...).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 ნოემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სს „...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ი. კ-ა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით გ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 12 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისში, ... ქუჩა №31, ... ქუჩა №2, საკადასტრო კოდი: ..., №A15022857 სააღსრულებო წარმოების შეჩერების თაობაზე.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 ივლისის №2/2225-13 გადაწყვეტილებით გ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე გ. კ-ეს მოსარჩელე გ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1 724 877 აშშ დოლარის გადახდა, აგრეთვე, ამ თანხის წლიური 10%-ის გადახდა 2005 წლის ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; მოპასუხე ი. კ-ას მოსარჩელე გ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1 724 877 აშშ დოლარის გადახდა, აგრეთვე, ამ თანხის წლიური 10%-ის გადახდა 2005 წლის ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. მოპასუხეებს ი. კ-ასა და გ. კ-ეს მოსარჩელე გ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ, თითოეულს, 1500 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 თებერვლის №2ბ/465-13 განჩინებით გ. გ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 იანვრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ; გ. გ-ის განცხადება დაკმაყოფილდა; ყადაღა დაედო ი. კ-ას (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას: მდებარე, თბილისი, ... ქუჩა №31, ... ქუჩა №2, ბინა №15, დუპლექსი - 245.00 კვ.მ. ტერასა - 149.00 კვ.მ, (ზონა - ..., სექტორი - ... კვარტალი ..., ნაკვეთი - ..., კოდი - ..., დაზუსტებული ფართობი - 538.00 კვ.მ შენობა-ნაგებობები: №1 საერთო ფართით - 2589.4 კვ.მ. (მათ შორის ბინების საერთო ფართი - 206 კვ.მ.) და ავტოსადგომების ფართი - 400 კვ.მ). ასევე ყადაღა დაედო ი. კ-ას (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებულ ქონებას: კერძოდ, 100%-იან წილს შპს „გ...“ (საიდენტიფიკაციო კოდი: ..., იურიდიული მისამართი - საქართველო, ყაზბეგის რაიონი, სოფელი ...).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 თებერვლის №2ბ/465-13 განჩინებით დადებული ყადაღა ი. კ-ას (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: მდებარე, თბილისი, ... ქუჩა №31, ... ქუჩა №2, ბინა №15, დუპლექსი - 245.00 კვ.მ. ტერასა - 149.00 კვ.მ (ს/კ N...) დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში.

2015 წლის 26 მარტის განცხადებით იძულებითი აღსრულების მიზნით კრედიტორის - სს „პ...“ სააღსრულებო დოკუმენტი მიღებულ იქნა წარმოებაში. მოვალეებს, შპს „ა...“ და ი. კ-ას გზავნილით, თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2015 წლის 21 აპრილს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლების შესაბამისად, მიეცათ წინადადება ნებაყოფლობით, 7 დღის ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2015 წლის 18 მარტს გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შესახებ.

„დავალიანების გადახდევინების შესახებ“ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 18 მარტის №15021409/872008 ბრძანებით, რესპონდენტებს - შპს „ა...“ და ი. კ-ას სოლიდარულად დაეკისრათ დავალიანების გადახდა 100 ლარისა და 510101,89 დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობით სს „პ...“ (ს/კ ...) მიმართ. 2015 წლის 11 მაისს განხორციელდა სს „პ...“ შერწყმა სს „ს...“.

აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 3 ივნისის №A15022857-017/001 მიმართვით გ. გ-ს ეცნობა, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 18 მარტის №15021409/87008 ბრძანების საფუძველზე მიმდინარეობდა სააღსრულებო წარმოება, სადაც არაუზრუნველყოფილ კრედიტორს წარმოადგენდა სს „...“ (შერწყმამდე სს „პ...“), ხოლო მოვალეებს - შპს „ა...“ და ი. კ-ა. ამავე მიმართვით გ. გ-ს ეცნობა, რომ სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით, ინიშნებოდა აუქციონი მოვალის - ი. კ-ას საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისში, ... №31, ... ქ. №2, საკადასტრო კოდი: ..., რომელზეც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის №2ბ/465-13 განჩინების საფუძველზე დარეგისტრირებული იყო ყადაღა გ. გ-ის სასარჩელო დავის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 12 ივნისის განჩინებით, გ. გ-ის განცხადება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და განსახილველ საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე შეჩერდა უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისში, ... ქუჩა 31, ... ქუჩა №2, საკადასტრო კოდი: ..., NA15022857 სააღსრულებო წარმოება.

სასამართლომ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ამავე კანონის საფუძველზე, აღსრულება უნდა განხორციელდეს მოვალის ქონებიდან, თუ აღსრულების პროცესში შესაძლებელია ზუსტად დადგენა ვის ეკუთვნის ქონება რეალურად.

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2015 წლის 26 მარტის განცხადებით იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო დოკუმენტი მიღებულ იქნა წარმოებაში. მოვალეების, შპს „ა...“ და ი. კ-ას მიმართ დაიწყო სააღსრულებო პროცედურები. „დავალიანების გადახდევინების შესახებ“ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 18 მარტის №15021409/872008 ბრძანებით რესპონდენტებს - შპს „ა...“ და ი. კ-ას სოლიდარულად დაეკისრათ დავალიანების გადახდა 100 ლარის და 510101,89 დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობით სს „პ...“ მიმართ. ასევე დადგენილია, რომ 2015 წლის 11 მაისს განხორციელდა სს „პ...“ შერწყმა სს „...“.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, იმ პირობებში, როდესაც შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული იყო ბრძანება ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი კრედიტორის მიერ წარედგინა თბილისის სააღსრულებო ბიუროს, მოპასუხე ვალდებული იყო ზემოხსენებული ნორმის საფუძველზე დაეწყო სააღსრულებო წარმოება.

სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარჩელის უზრუნველყოფის სახე შეიძლება იყოს ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან; ამავე კოდექსის 271-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 თებერვლის №2ბ/465-13 განჩინებით გ. გ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 იანვრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ; გ. გ-ის განცხადება დაკმაყოფილდა; ყადაღა დაედო ი. კ-ას (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას: მდებარე, თბილისი, ... ქ. №31, ... ქ. №2, ბინა №15, დუპლექსი - 245.00 კვ.მ. ტერასა - 149.00 კვ.მ, (ზონა - .., სექტორი - ... კვარტალი ..., ნაკვეთი - ..., კოდი - ..., დაზუსტებული ფართობი - 538.00 კვ.მ შენობა-ნაგებობები: №1 საერთო ფართით - 2589.4 კვ.მ. (მათ შორის ბინების საერთო ფართი 206 კვ.მ.) და ავტოსადგომების ფართი - 400 კვ.მ). ასევე ყადაღა დაედო ი. კ-ას (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებულ ქონებას: კერძოდ, 100%-იან წილს შპს „გ...“ (საიდენტიფიკაციო კოდი: ... იურიდიული მისამართი - საქართველო, ყაზბეგის რაიონი, სოფელი ...). აღნიშნული განჩინებით დადებული ყადაღის რეგისტრაცია განხორციელდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.

სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ესაა გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვაში. ანუ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არის საპროცესო სამართლის ის ინსტიტუტი, რომელიც სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ქმნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობის საბაზისო საფუძველს და არა მყარ გარანტიებს, უპირობოდ აღნიშნული ქონებიდან აღსრულების თვალსაზრისით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზანია მოსარჩელის დაცვა მეორე მხარის არაკეთილსინდისიერი მოქმედებებისგან, რათა მოპასუხემ მოჩვენებითი ან რეალური გარიგებების დადების გზით არ აიცილოს სასამართლოს გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგის აღსრულება.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით გამოყენებული ყადაღის არსებობისას სააღსრულებო ბიუროს არ უნდა დაეწყო სასამართლოს მიერ ყადაღადადებული უძრავი ნივთის განკარგვა. ასეთი მსჯელობის განვითარების პირობებში, მესამე პირის - სს „პ...“ 2015 წლის 11 მაისის შერწყმის შემდგომ სს „...“ არაუზრუნველყოფილი მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში, იძულებითი აღსრულების ხარჯზე მოთხოვნის დაკმაყოფილების უფლება იზღუდება. ამასთან, სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ გ. გ-სა და ი. კ-ას შორის დაწყებული სამოქალაქო დავა, რომლის ფარგლებშიც იქნა გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, საერთო სასამართლოების მიერ არსებითად გადაწყვეტილი არ არის.

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით სარჩელის/გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ი. კ-ას (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: მდებარე, თბილისი, ... ქუჩა №31, ... ქუჩა №2, ბინა №15, ს/კ ... და 100%-იან წილზე შპს „გ...“ (საიდენტიფიკაციო კოდი: ...) ყადაღის დადებით მესაკუთრეს აკრძალული აქვს ამ ქონების ნებისმიერი ფორმით განკარგვა ანუ აკრძალვა შეეხება მესაკუთრეს. განსახილველ შემთხვევაში კი სადავო არ არის ის გარემოება, რომ სადავო უძრავი ქონების გასხვისება ხორციელდება არა მესაკუთრე ი. კ-ას, არამედ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ, აუქციონის გზით, რაც იმას ნიშნავს, რომ ნივთის გასხვისება ხდება მისი მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ - აუქციონის გზით. შესაბამისად, უსაფუძვლოა მოსარჩელის მოსაზრება, რომ სააღსრულებო ბიურო არ არის უფლებამოსილი განკარგოს სასამართლოს განჩინებით უზრუნველყოფილი ნივთი.

სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ სააღსრულებო სამართალი საჯარო სამართალს მიეკუთვნება, ვინაიდან მისი საგანია სასამართლო გადაწყვეტილებებისა და კანონით გათვალისწინებული სხვა აქტების „იძულების ძალით“ განხორციელება, რაც ლეგიტიმირებულია არა კრედიტორის კერძოსამართლებრივი მოთხოვნით, არამედ მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს მიერ მინიჭებული უფლებამოსილებით. შესაბამისად, სახელმწიფოს ვალდებულებაა სააღსრულებო სამართლით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას მოვალის უფლებებსა და თავისუფლებებში კანონისმიერი ჩარევის გზით აღასრულოს კრედიტორის მოთხოვნა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს ქმედება მოვალის - ი. კ-ას საკუთრებაში არსებულ სადავო უძრავ ქონებაზე აღსრულების დაწყებისა და განხორციელების თაობაზე კანონიერია, ასევე არ არსებობს მოპასუხეებისათვის ი. კ-ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე აღსრულების განხორციელების აკრძალვის საფუძველი.

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 12 ივნისის განჩინებით, გ. გ-ის განცხადება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და განსახილველ საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე შეჩერდა უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისში, ... ქუჩა 31, ... ქუჩა №2, საკადასტრო კოდი: ..., NA15022857 სააღსრულებო წარმოება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მითითებული ნორმის საფუძველზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სასამართლომ მიიჩნია, რომ უნდა გაუქმებულიყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 12 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - განსახილველ საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისში, ... ქუჩა 31, ... ქუჩა №2, საკადასტრო კოდი: ..., NA15022857 სააღსრულებო წარმოების შეჩერების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მაისის განჩინებით გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთებისას მიუთითა მათზე და დამატებით აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლო სარჩელის უზრუნველყოფის, როგორც პროცესუალურ-სამართლებრივი ინსტიტუტის დანიშნულებიდან გამომდინარე, კვლავაც ადასტურებდა მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - ყადაღა წარმოადგენდა სასარჩელო მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას და ემსახურებოდა მხოლოდ ყადაღადადებული ქონების მესაკუთრის მხრიდან განკარგვის აკრძალვას.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება და მიიჩნია, რომ სასამართლოს მხრიდან სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება წარმოადგენდა მესაკუთრის წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებას. განსახილველ შემთხვევაში კი სადავო არ იყო ის გარემოება, რომ ყადაღადადებული უძრავი ქონების გასხვისება ხორციელდებოდა არა მესაკუთრე ი. კ-ას, არამედ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ, აუქციონის გზით, რაც იმას ნიშნავდა, რომ ნივთის გასხვისება ხდებოდა მისი მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ - აუქციონის გზით. შესაბამისად, უსაფუძვლო იყო აპელანტის მოსაზრება, რომ სააღსრულებო ბიურო არ იყო უფლებამოსილი განეკარგა სასამართლოს განჩინებით უზრუნველყოფილი ნივთი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს ქმედება მოვალის - ი. კ-ას საკუთრებაში არსებულ სადავო უძრავ ქონებაზე აღსრულების დაწყებისა და განხორციელების თაობაზე კანონიერი იყო, რის გამოც არ არსებობდა მოპასუხეებისათვის ი. კ-ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე აღსრულების განხორციელების აკრძალვის და ამ გზით სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს შეფასება, რომ სასამართლოს მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება მხოლოდ მესაკუთრეს უკრძალავს განკარგოს ქონება და არა აღმასრულებელს, შესაბამისად, აღმასრულებლის მოქმედება ყადაღადადებული ქონების აუქციონის წესით გასხვისების დაწყების თაობაზე, კანონიერი იყო.

კასატორის მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველია სასამართლოს დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას. ამავე კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას წარმოადგენს ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის, არის მასთან ან სხვა პირთან. აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიების მიზანია მოპასუხის საკუთრებაში ან მასთან არსებული ქონების განკარგვის უფლების შეზღუდვა, რათა დავის გადაწყვეტამდე დაცული იქნეს ქონება, რომელზეც შესაძლებელია მოხდეს აღსრულება, დაბრკოლება არ შეექმნას სამომავლოდ აღსასრულებელ სასამართლოს გადაწყვეტილებას. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ყადაღა არ ითვალისწინებს მხოლოდ მესაკუთრის მხრიდან ქონების განკარგვის შეზღუდვას. სასამართლოს მიერ ყადაღის გამოყენების მიზანი არის არა მხოლოდ მოპასუხის შეზღუდვა, არამედ მართლმსაჯულების ეფექტური განხორციელება, რაც გამოიხატება სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებაში. მოცემულ შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან სასამართლოს მიერ დაყადაღებული უძრავი ნივთის განკარგვა აზრს უკარგავს სასამართლოს მიერ გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. კასატორის მითითებით, აღნიშნულთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 25 ივლისის განჩინება საქმეზე #ბს-821-805(კ-12).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. გ-ის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 იანვრის განჩინებით გ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეული არ არის მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს და დავა არსებითად სწორად გადაწყვიტა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 ივლისის №2/2225-13 გადაწყვეტილებით გ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე გ. კ-ეს მოსარჩელე გ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1 724 877 აშშ დოლარის გადახდა, აგრეთვე, ამ თანხის წლიური 10%-ის გადახდა 2005 წლის ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; მოპასუხე ი. კ-ას მოსარჩელე გ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1 724 877 აშშ დოლარის გადახდა, აგრეთვე, ამ თანხის წლიური 10%-ის გადახდა 2005 წლის ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 თებერვლის №2ბ/465-13 განჩინებით გ. გ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 იანვრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ; გ. გ-ის განცხადება დაკმაყოფილდა; ყადაღა დაედო ი. კ-ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას: მდებარე, თბილისი, ... ქუჩა №31, ... ქუჩა №2, ბინა №15, დუპლექსი - 245.00 კვ.მ. ტერასა - 149.00 კვ.მ, (ზონა - ..., სექტორი - ... კვარტალი ..., ნაკვეთი - ..., კოდი - ..., დაზუსტებული ფართობი - 538.00 კვ.მ შენობა-ნაგებობები: №1 საერთო ფართით - 2589.4 კვ.მ. (მათ შორის ბინების საერთო ფართი - 206 კვ.მ.) და ავტოსადგომების ფართი - 400 კვ.მ). ასევე ყადაღა დაედო ი. კ-ას (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებულ ქონებას: კერძოდ, 100%-იან წილს შპს „გ...“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 თებერვლის №2ბ/465-13 განჩინებით დადებული ყადაღა ი. კ-ას (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: მდებარე, თბილისი, ... ქუჩა №31, ... ქუჩა №2, ბინა №15, დუპლექსი - 245.00 კვ.მ. ტერასა - 149.00 კვ.მ. დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში.

ასევე დადგენილია, რომ 2015 წლის 26 მარტის განცხადებით, იძულებითი აღსრულების მიზნით, კრედიტორის - სს „პ...“ სააღსრულებო დოკუმენტი მიღებულ იქნა წარმოებაში. მოვალეებს, შპს „ა...“ და ი. კ-ას, თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2015 წლის 21 აპრილს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლების შესაბამისად, მიეცათ წინადადება ნებაყოფლობით, 7 დღის ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2015 წლის 18 მარტს გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შესახებ.

„დავალიანების გადახდევინების შესახებ“ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 18 მარტის №15021409/872008 ბრძანებით, რესპონდენტებს - შპს „ა...“ და ი. კ-ას სოლიდარულად დაეკისრათ დავალიანების გადახდა 100 ლარისა და 510101,89 დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობით სს „პ...“ მიმართ. 2015 წლის 11 მაისს განხორციელდა სს „პ...“ შერწყმა სს „...“.

აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 3 ივნისის №A15022857-017/001 მიმართვით გ. გ-ს ეცნობა, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 18 მარტის №15021409/87008 ბრძანების საფუძველზე მიმდინარეობდა სააღსრულებო წარმოება, სადაც არაუზრუნველყოფილ კრედიტორს წარმოადგენდა სს „...“ (შერწყმამდე სს „პ...“), ხოლო მოვალეებს - შპს „ა...“ და ი. კ-ა. ამავე მიმართვით გ. გ-ს ეცნობა, რომ სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით, ინიშნებოდა აუქციონი მოვალის ი. კ-ას საკუთრებაში აღრიცხულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისში, ... ქ. №31-ში, ... ქ. №2-ში, საკადასტრო კოდი: ..., რომელზეც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის №2ბ/465-13 განჩინების საფუძველზე დარეგისტრირებული იყო ყადაღა გ. გ-ის სასარჩელო დავის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 12 ივნისის განჩინებით, გ. გ-ის განცხადება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და განსახილველ საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე შეჩერდა უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისში, ... ქ. #31-ში, ... ქ. #2-ში, საკადასტრო კოდი: ..., NA15022857 სააღსრულებო წარმოება.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს ქმედების კანონიერების დადგენა. კერძოდ, სასამართლოს შეფასების საგანია შეეძლო თუ არა სააღსრულებო ბიუროს ყადაღადადებული ქონების განკარგვა.

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად ყურადღებას მიაქცევს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 631 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებაზე, რომლის თანახმად, ყადაღის დადება ნიშნავს ქონების აღწერას და მესაკუთრისათვის მისი განკარგვის - ნებისმიერი ფორმით გასხვისების, იპოთეკით, უზუფრუქტით, სერვიტუტით ან აღნაგობით დატვირთვის, მასზე თხოვების ქირავნობის ან/და იჯარის ხელშეკრულების დადების - აკრძალვის გამოცხადებას. მითითებული ნორმის თავდაპირველი რედაქცია არ შეიცავდა მითითებას რომელიმე კონკრეტულ სუბიექტზე ყადაღადადებული ქონების განკარგვის აკრძალვის თაობაზე, თუმცა მასში განხორციელებული ცვლილების თანახმად, შემოვიდა ახალი რეგულაცია და სპეციალურ სუბიექტს - მესაკუთრეს აეკრძალა ყადაღადადებული უძრავი ქონების განკარგვა, რაც საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, არ შეიძლება გაგებულ იქნეს იმგვარად, რომ ამ ნორმით აღმასრულებელს ეკრძალება ყადაღადადებული ქონების აუქციონზე გატანა. პალატა ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ იძულებით აღსრულებას დაქვემდებარებულ უძრავ ქონებაზე უზრუნველყოფის სახით დადებული ყადაღის არსებობა არ წარმოადგენს აღსრულების შეჩერების საფუძველს, რადგან მსგავს პირობას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლი არ ითვალისწინებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ამავე კანონის თანახმად, აღსრულება უნდა განხორციელდეს მოვალის ქონებიდან, თუ აღსრულების პროცესში შესაძლებელია ზუსტად დადგენა ვის ეკუთვნის ქონება რეალურად. საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2015 წლის 26 მარტის განცხადების შესაბამისად, იძულებითი აღსრულების მიზნით, მოვალეების, შპს „ა...“ და ი. კ-ას მიმართ დაიწყო სააღსრულებო პროცედურები. „დავალიანების გადახდევინების შესახებ“ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 18 მარტის №15021409/872008 ბრძანებით შპს „ა...“ და ი. კ-ას სოლიდარულად დაეკისრათ დავალიანების გადახდა 100 ლარისა და 510101,89 დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობით სს „პ...“ მიმართ, რომლის შერწყმაც სს „...“ 2015 წლის 11 მაისს განხორციელდა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, იმ პირობებში, როდესაც შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული იყო ბრძანება ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ და მის საფუძველზე გაცემული იყო სააღსრულებო ფურცელი, რომელიც კრედიტორის მიერ წარედგინა თბილისის სააღსრულებო ბიუროს, მოპასუხე ვალდებული იყო ზემოხსენებული ნორმის საფუძველზე დაეწყო სააღსრულებო წარმოება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების) არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. მითითებული კანონის 75-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს კრედიტორი, რომლის მოთხოვნაც არ არის უზრუნველყოფილი, საკუთრების გადასვლის მიუხედავად, ქონებაზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლებები რჩება უცვლელი. პალატა მიიჩნევს, რომ კანონმდებელი ამ ნორმის მიხედვით, ქონებაზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უფლებებში მოიაზრებს მხოლოდ სანივთო უფლებებს და იგი არ ეხება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით გამოყენებულ ყადაღას, რადგან სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - ყადაღა არ წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას და იგი მხოლოდ ყადაღადადებული ქონების მესაკუთრის მხრიდან განკარგვის აკრძალვას ემსახურება, შესაბამისად, მას მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებებისაგან განსხვავებით არ გააჩნია აქცესორული (მიმდევნებითი) ბუნება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ფუნქციას მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობა წარმოადგენს, ხოლო მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების, ანუ სანივთო უფლების ფუნქცია კი შეუსრულებელი ვალდებულების შესრულებაა, რაც გულისხმობს, რომ მოვალისათვის ვალდებულების შესრულების დაკისრება უზრუნველყოფის საშუალებით ხორციელდება, ანუ მოვალის შესასრულებელ ვალდებულებას მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება ანაცვლებს.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ვერ გაიზიარებს კასაციის მოტივს იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით გამოყენებული ყადაღის არსებობისას სააღსრულებო ბიუროს არ უნდა დაეწყო სასამართლოს მიერ ყადაღადადებული უძრავი ნივთის განკარგვა. ასეთი მსჯელობის პირობებში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მესამე პირის - სს „პ...“ (2015 წლის 11 მაისის შერწყმის შემდგომ სს „...“) არაუზრუნველყოფილი მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში, იძულებითი აღსრულების ხარჯზე მოთხოვნის დაკმაყოფილების უფლება იზღუდება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააღსრულებო სამართალი საჯარო სამართალს მიეკუთვნება, ვინაიდან მისი საგანია სასამართლო გადაწყვეტილებების და კანონით გათვალისწინებული სხვა აქტების „იძულების ძალით“ განხორციელება, რაც ლეგიტიმირებულია არა კრედიტორის კერძოსამართლებრივი მოთხოვნით, არამედ მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს მიერ მინიჭებული უფლებამოსილებით. შესაბამისად, სახელმწიფოს ვალდებულებაა სააღსრულებო სამართლით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას მოვალის უფლებებსა და თავისუფლებებში კანონისმიერი ჩარევის გზით აღასრულოს კრედიტორის მოთხოვნა – სახელმწიფოს დახმარებით განახორციელოს სასამართლო ხელისუფლების მიერ (გადაწყვეტილებით) ტიტულირებული, დადასტურებული მოთხოვნა, რაც წარმოადგენს სახელმწიფოს სააღსრულებო კომპეტენციის გამოვლინებას. ამდენად ცალსახაა, რომ ისევე როგორც სახელმწიფოს სხვა ნებისმიერი მოქმედება, სააღსრულებო ორგანოების, როგორც სახელმწიფო ორგანოების მოქმედებაც უნდა იყოს კონსტიტუციასთან შესაბამისი და სათანადოდ უნდა იცავდეს აღსრულების წარმოების ყველა მონაწილის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-7 პუნქტის დანაწესი, რომლის მიხედვით, აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში.

დავის ობიექტურად გადაწყვეტისას მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ასევე ი. კ-ას საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისში, ... ქ. №31-ში, ... ქ. №2-ში, უძრავი ქონების აღმასრულებლის მიერ იძულებით განკარგვასთან დაკავშირებით წარმოებულ სააღსრულებო პროცესში გ. გ-ის უფლების ფარგლების განსაზღვრა, მისი დაინტერესებულ პირად მიჩნევის თვალსაზრისით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაინტერესებული მხარის ცნება უკავშირდება პირის უფლებას - წარმოდგენილ იქნეს მხარედ, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოში, ისე სასამართლოში. დაინტერესებულ მხარედ ითვლება ის პირი, რომლის კანონიერ ინტერესზეც პირდაპირ და უშულო (ინდივიდუალურ) გავლენას ახდენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება (ზაკ-ის მე-2 მუხ. „ბ“ ქვეპუნქტი). ანუ ცალსახაა, რომ პირის დაინტერესებულ მხარედ მიჩნევის თვალსაზრისით სახეზე უნდა იყოს, როგორც მისი უფლების დარღვევის ფაქტი, ისე დავაში მისი უფლებადამცავი ინტერესი, ამასთან, პირის უფლება და ინტერესი კანონით უნდა იყოს დაცული ანუ სახეზე უნდა იყოს პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანი პირის სამართლებრივად დაცულ უფლებებსა და ფაქტობრივ ინტერესზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის თანახმად, სააღსრულებო წარმოებაში მონაწილეობენ: ა)კრედიტორი და მოვალე (შემდგომში ასევე – სააღსრულებო წარმოების მხარეები); ბ) აღმასრულებელი; გ) კერძო აღმასრულებელი; დ) სხვა პირები, რომლებიც მონაწილეობენ სააღსრულებო წარმოების პროცესში. საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გ. გ-ი წარმოადგენდა სს „...“ სასარგებლოდ გაცემულ სააღსრულებო ფურცელთან დაკავშირებით დაწყებული სააღსრულებო წარმოების პროცესის მონაწილე პირს - როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის უფლების მქონე დაინტერესებულ მხარეს, რომლის შესრულების გარანტიაც უზრუნველყოფილი იყო ი. კ-ას საკუთრებაზე, ასევე სასამართლოს განჩინებით გამოყენებული და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ყადაღით. საქმის მასალების მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 3 ივნისის №A15022857-017/001 მიმართვით გ. გ-ს ეცნობა, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 18 მარტის №15021409/87008 ბრძანების საფუძველზე მიმდინარეობდა სააღსრულებო წარმოება, სადაც არაუზრუნველყოფილ კრედიტორს წარმოადგენდა სს „...“ (შერწყმამდე სს „პ...“), ხოლო მოვალეებს - შპს „ა...“ და ი. კ-ა. ამავე მიმართვით გ. გ-ს ეცნობა, რომ სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით, ინიშნებოდა აუქციონი მოვალის - ი. კ-ას საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ. თბილისში, ... №31-ში, ... ქ. №2-ში, რომელზეც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის №2ბ/465-13 განჩინების საფუძველზე დარეგისტრირებული იყო ყადაღა გ. გ-ის სასარჩელო დავის გამო. ამდენად, კასატორი - გ. გ-ი ზემოაღნიშნულ ნორმათა დაცვით ინფორმირებული იყო სააღსრულებო წარმოების ყველა ეტაპსა და მოქმედებაზე.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის დანაწესის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების პირველი მუხლის მე-5 პუნქტში კრედიტორისა და მოვალის გარდა მოიაზრება ასევე სააღსრულებო წარმოების პროცესში მონაწილე ყველა ის პირი, ვის კანონით დაცულ უფლებებსა და ინტერესს პირდაპირ და უშუალოდ ეხება სააღსრულებო ბიუროს მიერ განხორციელებული მოქმედება, რაც გ. გ-თან მიმართებაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეული არ არის, რის გამოც არ არსებობს მოპასუხეებისათვის ი. კ-ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე აღსრულების განხორციელების აკრძალვის და ამ გზით სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. საქმის მასალების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 12 ივნისის განჩინებით, გ. გ-ის განცხადება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და განსახილველ საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე შეჩერდა უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისში, ... ქ. №31-ში, ... ქ. №2-ში, საკადასტრო კოდი: ..., სააღსრულებო წარმოება. მითითებული ნორმის საფუძველზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებულ განჩინებას, რომლითაც გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 12 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - განსახილველ საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისში, ... ქ. №31-ში, ... ქ. №2-ში, საკადასტრო კოდი: ..., სააღსრულებო წარმოების შეჩერების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 25 ივლისის განჩინებაზე (საქმე #ბს-821-805(კ-12)). აღნიშნული განჩინებით, გარკვეული მითითებებით, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქმეზე დადგა სხვა შედეგი, რომელიც დღეის მდგომარეობით კანონიერ ძალაშია შესული და იგი იდენტურია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის გასაჩივრებული განჩინებისა.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე გ. გ-სა და მოპასუხეებს - ი. კ-ასა და გ. კ-ეს შორის მიმდინარე სამოქალაქო დავა, რომლის ფარგლებშიც იქნა გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, არსებითად გადაწყვეტილია. კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით, შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილების 1.1; 1.2; 1.3; 1.4 და მე-3 ნაწილი და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ი. კ-ასა და გ. კ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-2 ნაწილი დარჩა უცვლელად; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება; ყადაღა მოეხსნა ი. კ-ას საკუთრებაში არსებულ შემდეგ უძრავ ქონებას: მდებარე, ქ. თბილისი, ... ქ. №31, ... ქ. №2, ბინა №15, დუპლექსი - 245.00 კვ.მ, ტერასა -149.00 კვ.მ, (ზონა - ..., სექტორი - ..., კვარტალი ..., ნაკვეთი - ..., კოდი - ..., დაზუსტებული ფართობი - 538.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობები: №1 - საერთო ფართით - 2589.4 კვ.მ. (მათ შორის ბინების საერთო ფართი - 2064.5 კვ.მ.) და ავტოსადგომების ფართი - 400 კვ.მ); ყადაღა მოეხსნა ი. კ-ას (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებულ შემდეგ ქონებას: 100%-იან წილს შპს „გ...“ (საიდენტიფიკაციო კოდი: ..., იურიდიული მისამართი - საქართველი, ყაზბეგის რაიონი, სოფ. ...); ასევე, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა (სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 აპრილის განჩინებით). შესაბამისად, გაუქმებულია სამოქალაქო დავის ფარგლებში გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაც.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს - გ. გ-ს არ წარმოუდგენია დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გააბათილებდა სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მაისის განჩინება არსებითად სწორია, არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი და იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მაისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი