Facebook Twitter

# 330310016001603517

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

№ბს-491-491(კს-18) 6 ივლისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი);

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ხ. თ-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.03.2018წ. განჩინებით ხ. თ-ის სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.06.2017წ. გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი. განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა ხ. თ-ის მიერ 26.04.2018წ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.05.2018წ. ხარვეზის შესახებ განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის გადახდის ქვითრის წარმოდგენა, მასვე განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი. აღნიშნული განჩინების ასლი სსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად გაეგზავნა ხ. თ-ეს ორჯერ და ჩაბარდა მის წარმომადგენელს კ. კ-ეს 13.06.2018წ. ამდენად, ხარვეზის შევსების ვადა ამოიწურა 20.06.2018წ., კერძო საჩივრის ავტორმა საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი დღემდე არ შეავსო. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.3 მუხლის შესაბამისად, ხ. თ-ის კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ხ. თ-ის კერძო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ.ვაჩაძე

ვ. როინიშვილი