ბს-959-955 (3კ-17) 11 ივლისი, 2018წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.06.2017წ. გადაწყვეტილებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. მ-მა 26.11.2015წ. სარჩელი აღძრა მცხეთის რაიონულ სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიმართ და დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მცხეთის სახელმწიფო აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამმართველოს მიერ 12.09.2006წ. ჩატარებული N15 აუქციონის შედეგების მიხედვით გამოცემული ადმინისტრაციული ხელშეკრულების, აუქციონის შედეგების N9 ოქმის, რომლითაც გამარჯვებულად გამოცხადდა თ. ა-ი, ბათილად ცნობა საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთის ფართის გადაფარვის ნაწილში; სააუქციონო კომისიის მიერ გამოცემული თ. ა-ის განცხადების აუქციონში მონაწილეობის შესახებ დაშვების თაობაზე მიღებული 11.09.2006წ. გადაწყვეტილების, N15 აუქციონის, 12.09.2006წ. აუქციონის მსვლელობის შესახებ N9 ოქმის ბათილად ცნობა საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთის ფართის გადაფარვის ნაწილში; მცხეთის სახ. აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამმართველოს წარმომადგენელსა და თ. ა-ს შორის დადებული, სანოტარო წესით დამოწმებული 18.10.2006წ. N1-2730 ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთის ფართის გადაფარვის ნაწილში; 19.10.2006წ. N23 მიღება-ჩაბარების აქტისა და საკუთრების უფლების დამადასტურებელი N35-20ა მოწმობის ბათილად ცნობა საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთის ფართის გადაფარვის ნაწილში; თ. ა-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების (განცხადების რეგისტრაციის N..., 12.10.2006წ.), უძრავ ნივთზე რეგისტრაციის შეცვლის შესახებ 18.10.2006წ. N2 ჩანაწერის ბათილად ცნობა და საჯარო რესტრის ამონაწერის გაუქმება საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთის ფართის გადაფარვის ნაწილში; მცხეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამმართველოს უფროსის მიერ გამოცემული 27.04.2006წ. N264 მიმართვის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმის ბათილად ცნობა საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთის ფართის გადაფარვის ნაწილში; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების (განცხ. რეგ. N..., 01.05.2006წ. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მცხეთის სახ. ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამმართველოს უფროსის მიერ გაცემული 27.04.2006წ. N264 მიმართვის დაკმაყოფილების შესახებ) ბათილად ცნობა საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.12.2015წ. განჩინებით სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა თ. ა-ი, დაკმაყოფილდა ასევე მ. მ-ის შუამდგომლობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა უძრავი ნივთის განკარგვის/გასხვისების შესახებ რეგისტრაციის განხორციელება მცხეთის რაიონის სოფელ ... მდებარე N... საკადასტრო კოდით თ. ა-ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 23.12.2015წ. მცხეთის რაიონულ სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით იშუამდგომლა სათანადო მოპასუხედ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართვის თაობაზე.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 21.03.2016წ. მოსამზადებელი სხდომის ოქმით მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხეთა წრე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად მოპასუხედ დასახელდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ამავე სხდომის ოქმით საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.05.2016წ. გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი: სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მცხეთის სახელმწიფო აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამმართველოს მიერ 12.09.2006წ. ჩატარებული N15 აუქციონის შედეგების მიხედვით გამოცემული ადმინისტრაციული ხელშეკრულება, აუქციონის შედეგების N9 ოქმი, რომლითაც გამარჯვებულად გამოცხადდა თ. ა-ი საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთის ფართის გადაფარვის ნაწილში; სააუქციონო კომისიის მიერ გამოცემული თ. ა-ის განცხადების აუქციონში მონაწილეობის შესახებ დაშვების თაობაზე მიღებული 11.09.2006წ. გადაწყვეტილება, N15 აუქციონი, 12.09.2006წ. აუქციონის მსვლელობის შესახებ N9 ოქმი საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთის ფართის გადაფარვის ნაწილში; მცხეთის სახ. აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამმართველოს წარმომადგენელსა და თ. ა-ს შორის დადებული, სანოტარო წესით დამოწმებული 18.10.2006წ. N1-2730 ნასყიდობის ხელშეკრულება, 19.10.2006წ. N23 მიღება-ჩაბარების აქტი, საკუთრების უფლების დამადასტურებელი N35-20ა მოწმობა საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთის ფართის გადაფარვის ნაწილში; მ. ა-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება (განცხადების რეგისტრაციის N..., 12.10.2006წ.), უძრავ ნივთზე რეგისტრაციის შეცვლის შესახებ 18.10.2006წ. N2 ჩანაწერი, გაუქმდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერი საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთის ფართის გადაფარვის ნაწილში; მცხეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამმართველოს უფროსის მიერ გამოცემული 27.04.2006წ. N264 მიმართვა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმა საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთის ფართის გადაფარვის ნაწილში; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გამოცემული გადაწყვეტილება (განცხ. რეგ. N..., 01.05.2006წ. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მცხეთის სახ. ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამმართველოს უფროსის მიერ გაცემული 27.04.2006წ. N264 მიმართვის დაკმაყოფილების შესახებ) საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში, უცვლელი დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.12.2015წ. განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, რითაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა უძრავი ნივთის განკარგვის/გასხვისების შესახებ რეგისტრაციის განხორციელება მცხეთის რაიონის სოფელ ... მდებარე N... საკადასტრო კოდით თ. ა-ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.06.2017წ. გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.05.2016წ. გადაწყვეტილება; მ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მცხეთის სახელმწიფო აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამმართველოს მიერ 12.09.2006წ. ჩატარებული N15 აუქციონის შედეგების მიხედვით გამოცემული ადმინისტრაციული ხელშეკრულება, აუქციონის შედეგების N9 ოქმი, რომლითაც გამარჯვებულად გამოცხადდა თ. ა-ი, საკუთრებაში გადაცემული 561 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში; სააუქციონო კომისიის მიერ გამოცემული თ. ა-ის განცხადების აუქციონში მონაწილეობის შესახებ დაშვების თაობაზე მიღებული 11.09.2006წ. გადაწყვეტილება, N15 აუქციონი, 12.09.2006წ. აუქციონის მსვლელობის შესახებ N9 ოქმი საკუთრებაში გადაცემული 561 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში; მცხეთის სახ. აღრიცხვისა და პრივატიზაციის საამართველოს წარმომადგენელსა და თ. ა-ს შორის დადებული, სანოტარო წესით დამოწმებული 18.10.2006წ. N1-2730 ნასყიდობის ხელშეკრულება, 19.10.2006წ. N23 მიღება-ჩაბარების აქტი, საკუთრების უფლების დამადასტურებელი N35-20ა მოწმობა საკუთრებაში გადაცემული 561 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში; თ. ა-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება (განცხადების რეგისტარციის N..., 12.10.2006წ.), უძრავ ნივთზე რეგისტრაციის შეცვლის შესახებ 18.10.2006წ. N2 ჩანაწერი, გაუქმდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერი საკუთრებაში გადაცემული 561 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში; მცხეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამმართველოს უფროსის მიერ გამოცემული 27.04.2006წ. N264 მიმართვა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმა საკუთრებაში გადაცემული 561 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გამოცემული გადაწყვეტილება (განცხ. რეგ.N..., 01.05.2006წ. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მცხეთის სახ. ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამმართველოს უფროსის მიერ გაცემული 27.04.2006წ. N264 მიმართვის დაკმაყოფილების შესახებ) საკუთრებაში გადაცემული 561 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.
კასატორმა - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნა, რომ სასამართლომ გადაწყვეტილებას გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ მოსარჩელე მ. მ-ის სახელზე 08.03.2001წ. საკუთრების უფლებით დაუზუსტებელი ფორმით აღრიცხული მიწის ნაკვეთი (ს/კ N...) და სახელმწიფოს სახელზე არსებული უძრავი ქონება, რომლის მესაკუთრეც შემდგომში ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე თ. ა-ი გახდა (ს/კ N...) წარმოადგენდა იდენტურ მიწის ნაკვეთებს, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. სასამართლომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული ორი, დამოუკიდებლად არსებული საკუთრების უფლების ობიექტი წარმოადგენდა ერთსა და იმავე მიწის ნაკვეთს, რის გამოც მიიჩნია, რომ ერთი და იმავე ობიექტის მიმართ არსებობდა ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერი, რის გამოც თავდაპირველი რეგისტრაცია გამორიცხავდა შემდგომი რეგისტრაციის ნამდვილობას. გაურკვეველია ასევე თუ რატომ ჩათვალა სასამართლომ დადგენილად ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელის სახელზე დაუზუსტებელი ფორმით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი სწორედ იმ კონფიგურაციის, ფართობისა და საზღვრების მატარებელი იყო, როგორადაც ეს მოსარჩელემ მიუთითა საჯარო რეესტრში წარდგენილ აზომვით ნახაზზე. დაუსაბუთებელია ასევე სასამართლოს მსჯელობა იმ ნაწილში, სადაც იგი განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმცია, რომელიც კეთილსინდისიერ შემძენზე მოქმედებს, ვერ გახდება აუქციონის პროცესში დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების კანონიერების და ხელშეუხებლობის გარანტი. შესაბამისად, სახელმწიფო სახელზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის უკანონობის დადასტურების შემთხვევაშიც თ. ა-ი წარმოადგენს კეთილსინდისიერ შემძენს.
კასატორმა - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ აღნიშნა, რომ გაურკვეველია, თუ რის საფუძველზე უნდა დაედგინა სამინისტროს 2006 წლიდან სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული და 2001 წლიდან მ. მ-ის სახელზე საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების იდენტურობა. ზემოაღნიშნული პერიოდისათვის ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისას ხელმისაწვდომი ყველა ტექნიკური და სხვა ფაქტობრივი მონაცემების პირობებში შეუძლებელი იყო დასარეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის, მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან იდენტურობის დადგენა. საჯარო რეესტრში სახელმწიფო საკუთრების პირველადი რეგისტრაციისას არ დაფიქსირებულა რაიმე ხელშემშლელი გარემოება. შესაბამისად მიწის ნაკვეთი კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებად და შემდეგ გასხვისდა. ამდენად, მიწის ნაკვეთების იდენტურობის გამოვლენის დადასტურების შემთხვევაშიც უსაფუძვლოა სახელმწიფო საკუთრების და კეთილსინდისიერი შემძენის საკუთრების უფლების ხელყოფა.
კასატორმა - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნა, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არ შეაფასეს თ. ა-ისა და მ. მ-ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო რუკები. მ. მ-ის საკადასტრო რუკაზე მითითებული მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია და მის მიერ მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი აზომვითი ნახაზი განსხვავებულია, ამასთან აღნიშნულ საკადასტრო რუკაზე არ არის აღნიშნული შენობა-ნაგებობა, რომელიც მდებარეობს მითითებულ ნაკვეთზე. სასამართლომ არ გამოიყენა ბათილად ცნობილი რეგისტრაციების განხორციელების დროს მოქმედი კანონმდებლობა, კერძოდ "უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის" შესახებ კანონის 32.1. მუხლის შესაბამისად მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ უძრავ ნივთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის თუ სხვა დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, ისინი პასუხისმგებელნი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაეყრდნო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას, თუმცა ექპერტიზის დასკვნით სადავო ნაკვეთის ადგილმდებარეობა დადგენილია მხოლოდ მიახლოებით. შესაბამისად იგი ვერ იქნება მთავარი პრობლემის - უძრავი ნივთების იდენტურობის დასადგენად გამოყენებული. ამას მოწმობს აგრეთვე ის გარემოება, რომ ექსპერტის მიერ დადგენილი მიწის ნაკვეთის კონფიგურაციისგან სრულიად განსხვავებული ადგილმდებარეობისა და კონფიგურაციის მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი იქნა წარდგენილი მ. მ-ის მიერ სარეგისტრაციო სამსახურში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით შესაბამისად, მ. მ-მა დაუზუსტებელი სახით შეიძინა საკუთრების უფლება მცხეთის სამომხმარებლო კოოპერატივისგან და უძრავ ნივთზე მდებარე: მცხეთა, სოფელი ... (ს/კ ...) 08.03.2001წ. საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მ. მ-ის საკუთრების უფლება დაუზუსტებელი სახით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაუზუსტებელი სახით მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია არ ნიშნავს, რომ ასეთი სახით რეგისტრირებული უფლება საერთოდ არ არის დაცული, არ არსებობს და წარმოადგენს უფლების ფიქციას. სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია, სარეგისტრაციო აღრიცხვის ოფიციალობა კი უზრუნველყოფილია საჯარო რეესტრით. სარეგისტრაციო პროცედურას შედეგად მოსდევს უფლებადამდგენი დოკუმენტების გაცემა, რომელიც ადასტურებს იურიდიული ფაქტების კანონიერებას. რეგისტრაცია წარმოშობს ვარაუდს, რომ რეგისტრირებული უფლება არსებობს და ეკუთვნის კონკრეტულ პირს, რომელიც რეგისტრირებულია რეესტრში. შესაბამისად მ. მ-ის სახელზე საჯარო რეესტრის რეგისტრაციის საფუძველი (ნასყიდობის ხელშეკრულება და შესაბამისი საკუთრების მოწმობა) სადავოდ არ გამხდარა და არ გაუქმებულა, არ არსებობს სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების გადასვლის ან შეწყვეტის, საჯარო რეესტრის შესაბამისი ჩანაწერის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად ცნობის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. საქმის მასალებით დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 01.05.2006წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს N264 მიმართვა და სახელმწიფო საკუთრების უფლება დაზუსტებული სახით დარეგისტრირდა უძრავ ნივთზე მდებარე: მცხეთა, სოფელი ... (ს/კ N...). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიწა შეიძლება არსებობდეს საკუთრებაში როგორც დაზუსტებული, ასევე დაუზუსტებელი მონაცემებით. ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება საკადასტრო აღწერის ტექნიკური პირობაა. გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემის შეცვლა ტექნიკური საკითხია და მას არ უნდა ეწირებოდეს რეესტრში ასახული უფლებები, რეგისტრაციის ახალი სისტემის დანიშნულება სანივთო უფლებების უკეთესი დაცვაა და არა საკუთრების უფლების შეზღუდვა. მოცემულ შემთხვევაში, აშკარაა, რომ სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია საჭიროებდა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევას. დადგენილია, რომ სახელმწიფო საკუთრების რეგისტრაციამდე მ.მ-ის უძრავი ქონება რეგისტრირებული იყო დაუზუსტებელი მონაცემებით. შესაბამისად სადავო მიწის ნაკვეთის რეკვიზიტები აღრიცხული იყო საჯარო რეესტრში. ამდენად, ადმინისტრაციულ ორგანოებს, როგორც მცხეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამმართველოს, ასევე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს, ჰქონდათ შესაძლებლობა, დაედგინათ დაინტერესებული პირის ვინაობა, რომლის სამართლებრივი მდგომარეობაც გაუარესდებოდა შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, ჩაერთოთ იგი ადმინისტრაციულ წარმოებაში და თავიდან აეცილებინათ უძრავ ქონებაზე ჩანაწერების დუბლირება. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირების შემდეგ ნაკვეთი აუქციონის წესით გასხვისდა მესამე პირზე - თ. ა-ზე,რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა უძრავი ქონების მესაკუთრედ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო აუქციონი ვერ მიიჩნევა კანონიერად იმ პირობებში, როდესაც სადავო მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის უფლების დამდგენი დოკუმენტები, ასევე მის საფუძველზე საჯარო რეესტრში არსებული რეგისტრაცია იძლეოდა საფუძველს იმისათვის, რომ როგორც აუქციონის ინიციატორს, ასევე საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურს და აუქციონის განმახორციელებელ ორგანოს მოეხდინათ აუქციონზე მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის იდენტიფიცირება და დაედგინათ მისი დამთხვევა მ. მ-ის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან. შესაბამისად აუქციონის პროცესში დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება ზღუდავს მესამე პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თ. ა-ს არ გაუსაჩივრებია არც მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის და არც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილებები. შესაბამისად საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს თ. ა-ის კეთილსინდისიერებაზე, ვინაიდან მხარე სადავოდ არ ხდის საქმის გადაწყვეტის შედეგებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული
სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.06.2017წ. გადაწყვეტილება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 05.12.2017წ. N34606 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი