საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-697-697(კ-18) 12 სექტემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა რ. ც-ის და თ. ც-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.05.2018წ. განჩინებაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.05.2018წ. განჩინებით რ. ც-ის და თ. ც-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა რ. ც-ის და თ. ც-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 18.10.2017წ. გადაწყვეტილება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს რ. ც-ემ და თ. ც-ემ.
საკასაციო სასამართლოს 21.06.2018წ. განჩინებით რ. ც-ესა და თ. ც-ეს დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანის წარმოდგენა. მათვე განემარტათ, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. ხარვეზის შესახებ განჩინება საქმეში (საკასაციო საჩივარში) მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კასატორთა წარმომაგენელს და 13.07.2018წ. ჩაბარდა მის ოჯახის წევრს. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში საკასაციო პალატას განცხადებით მომართა კასატორთა წარმომადგენელმა და მოითხოვა ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 26.07.2018წ. განჩინებით რ. ც-ესა და თ. ც-ეს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი საპროცესო ვადა 15 დღით. მათვე განემარტათ, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო განჩინების ასლს უგზავნის უშუალოდ მხარეს ან მის წარმომადგენელს, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი მიიჩნევა მხარისათვის გაგზავნილად (სასკ-ის 13.2 მუხ.). განჩინება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს (სსსკ-ის 70.1 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში ხარვეზის შევსევის საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ საკასაციო სასამართლოს 26.07.2018წ. განჩინება საქმეში (საკასაციო საჩივარში) მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კასატორთა წარმომადგენელ ტ. ჭ-ს, რომლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება დასტურდებოდა საქმეში დაცული, ძალაში მყოფი 28.03.2017წ. გაცემული მინდობილობებით (ს.ფ. 14, 15). ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ 26.07.2018წ. განჩინება ჩაბარდა ტ. ჭელიძის იმ ოჯახის წევრს (ს.ფ. 279 - 280), რომელმაც ჩაიბარა აგრეთვე ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო პალატის 21.06.2018წ. განჩინება (ს.ფ. 269). კასატორებს (მათ წარმომადგენელს) სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელება მოუთხოვიათ.
სსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 396.3 და 399-ე მუხლების თანახმად, რ. ც-ის და თ. ც-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.05.2018წ. განჩინებაზე რ. ც-ის და თ. ც-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი